Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

“ზესტაფონი”გლაზგოს “სელტიკს”დაუპირისპირდება

$
0
0
00Header_Top_komp

საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” გლაზგოს “სელტიკს” დაუპირისპირდება. როგორც ირკვევა, ქართული და შოტლანდიური კლუბები ერთმანეთს 3 ივლისს უცხოურ შეკრებაზე დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონმა” საქართველოს უმაღლესი ლიგის გასულ სეზონში მეორე პოზიცია დაიკავა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ზესტაფონელები “სელტიკთან” მატჩს სწორედ ევროპის ლიგისათვის მოსამზადებელ პერიოდში გამართავენ.


“დინამოს”შეკრების მეოთხე დღე

$
0
0
file

თურქული შეკრების მეოთხე დღეს, დილით გამართული ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა ფეხბურთელებს დასვენების და განტვირთვის მიზნით პეინტბოლით გართობის საშუალება მისცა. შეკრების და მსოფლიო პირველობის დღევანდელი შეხვედრების შესახებ კი თავიანთ აზრს დავით ხურცილავა და ბუდუ ზივზივაძე გაგვიზიარებენ.

დავით ხურცილავა - შეკრებაზე ყველაფერი კარგადაა, ბიჭები მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს და ვემზადებით. დღევანდელ შეხვედრებზე, ვფიქრობ კოლუმბია საბერძნეთს მოუგეს, ბერძნები ისეთი ძლიერები ვეღარ არიან, როგორც ადრე. ურუგვაის, იტალია და ინგლისი ჰყავს ჯგუფში და კოსტა-რიკას აუცილებლად უნდა აჯობოს. იტალია-ინგლისზე ფრეს ვფიქრობ. დღის ბოლო მატჩში კი იაპონიისკენ ვიხრები.

კოლუმბია – საბერძნეთი   1

ურუგვაი – კოსტა რიკა   1

იტალია – ინგლისი   X

კოტ დივუარი – იაპონია   2

ბუდუ ზივზივაძე - ჩემთვის პირველი შეკრებაა პირველ გუნდთან ერთად და მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები.  დიდ დატვირთვებს ვიღებთ, მაგრამ ყველაფერი ბურთთან ერთად ხდება, რაც ყველას მოგვწონს. მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელი შეხვედრების შესახებ კოლუმბიას საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ მოიგებს. იტალია თავის სტილში ალბათ ფრეს ითამაშებს ინგლისთან. ურუგვაის ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავს და მგონია, რომ აუცილებლად მოიგებს და მიუხედავად იმისა, რომ არც იაპონიას ჰყავს ცუდი გუნდი, ვფიქრობ, რომ მაინც კოტ დივუარი იმარჯვებს.

კოლუმბია – საბერძნეთი  1

ურუგვაი – კოსტა რიკა  1

იტალია – ინგლისი   X

კოტ დივუარი – იაპონია  1

FCDinamo.GE

“ტორპედოს”ჭაბუკებმა ჩემპიონატის ბოლოს „ჩიხურასაც“ მოუგეს

$
0
0
bbbb

13 ივნისს, ჭაბუკთა ლიგაში ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. ჩვენი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრებში ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდების მეტოქე საჩხერის „ჩიხურა“ იყო.

რევაზ კვერნაძის გაწვრთნილი 16-წლამდე გუნდის მატჩში დამაჯერებელი ანგარიში დაფიქსირდა – 2:0 ტორპედოელთა სასარგებლოდ. პირველი გოლი, 50-ე წუთზე, გიორგი გურეშიძის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, ბურთი საკუთარ კარში ერთ-ერთმა ჩიხურელმა ჩაჭრა. ხუთ წუთში კი, უპირატესობაგიგა თავაძემ განამტკიცა და ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონატი ოთხმატჩიანი მოგებათა სერიით მე-4 ადგილზე დაასრულა.

„ტორპედო U-16“:სულაბერიძე(კვერნაძე 60), წიქარიშვილი(მაღლაკელიძე 65), შეყრილაძე, ქუთათელაძე, სალუქვაძე(კიკნაძე 60), ბურჯანაძე, ზარნაძე(ანთიძე 55), თევზაძე(გორდაძე 50), ჯავახაძე(ხუციძე 60), გურეშიძე(თავაძე 40), მანჯგალაძე.

საბოლოო სატურნირო ცხრილი

განსხვავებით პირველისგან, გოლუხვი გამოდგა მეორე შეხვედრა, 18-წლამდელთა ფეხბურთელებს შორის, აქაც 3 ქულა ქუთაისელებმა აიღეს. გოლები: დავით ჯანაძემ, ზაურ გოგუაძემ(2) და თორნიკე ბანძელაძემ ჩაიწერეს აქტივში. საბოლოოდ, აკაკი კვერნაძის შეგირდებიც ჭაბუკთა ლიგის ამ გათამაშებაში(ზედიზედ მესამე მოგების შემდეგ) მე-4 ადგილზე გავიდნენ.

„ტორპედო U-18“: გეგუჩაძე(მოდებაძე 46), ბერძენაძე, ჯოხაძე, ნაცვლიშვილი, მარდალეიშვილი(ბაბუნაშვილი 75), ქველიძე(გაბუნია 65), ხვიჩია(ხანთაძე 62), ბანძელაძე, გოგუაძე, ო. ჭიჭინაძე(აშვეთია 20), ჯანაძე(შამათავა 18, ზაკარიაძე 70).

საბოლოო სატურნირო ცხრილი

FCTorpedo.GE

თოთხმეტწლამდე დინამოელები ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე

$
0
0
file

დინამოს აკადემიის U-14 გუნდი, ოთო გაგნიძის ხელმძღვანელობით ბაქოში გაემგზავრა. დინამოელები საერთაშორისო ტურნირში- IBA CUP 2014 მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი გუნდი Genceli Plaza Hotel- ში დაბინავდა. დღეს საღამოს დინამოელები ვარჯიშს გამართავენ, ხვალ კი პირველ მატჩში ბეშიქთაშს დაუპირისპირდებიან. თურქული გუნდის გარდა ცვენს ჯგუფში ასევე არიან ბელგრადის პარტიზანი და ყაზანის რუბინი.

FCDinamo.GE

“ზესტაფონის”მატჩი რეგიონალური ლიგის წარმომადგენელთან

$
0
0
DSC08444

2014 წლის 15 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის დაწყებისათვის ემზადება, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი რეგიონალური ლიგის წარმომადგენელს, თანაქალაქელ ”მარგვეთი-2006”-ს დაუპირისპირდა.

მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გუნდი ორი შემადგენლობით ათამაშა. შესვენებისას “ზესტაფონის” რიგებში ერთბაშად 10 ცვლილება განხორციელდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქმეს გარკვეული დანაკლისის გარეშეც არ ჩაუვლია – სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარ გუნდს თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა, ბოიან პავლოვიჩი, თედო გრიგალაშვილი და ბექა კაკუშაძე ვერ ეხმარებოდნენ.

როგორც მოგახსენეთ, შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მატჩს, საკმაოდ მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, 250-მდე ადგილობრივი ქომაგი და ფეხბურთის სპეციალისტი დაესწრო. ქვეყნის ორგზის ჩემპიონებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

”ზესტაფონი”: მეშველიანი (კუპატაძე, 46), სარდალიშვილი (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ჭელიძე (გურული, 46), გაგოშიძე, ენდელაძე (ტუღუში, 46), ჭანკოტაძე ( კუხიანიძე, 46), შარიქაძე (გვალია, 46), დოლიძე (ფანცულაია, 46), გეწაძე (ჭანტურიშვილი, 46), კაპანაძე (დვალი, 46), ტატანაშვილი (საბანაძე, 46).

შეხვედრა უმაღლესლიგელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით 9-0 დასრულდა. უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობაზე დეტალური საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში გატანილი გოლებით თავი თორნიკე კაპანაძემ (3-ჯერ), გიორგი ჭანკოტაძემ, დიმიტრი ტატანაშვილმა, გრიგოლ დოლიძემ, გიორგი ფანცულაიამ, ლაშა გვალიამ და ნიკა საბანაძემ გამოიჩინეს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ბოლო ტურში ახალგაზრდა “ტორპედოელებმა”იმარჯვეს

$
0
0
1igtn

13 ივნისს, ჭაბუკთა ლიგაში ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრებში ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდების მეტოქე საჩხერის „ჩიხურა“ იყო.

რევაზ კვერნაძის გაწვრთნილი 16-წლამდე გუნდის მატჩში დამაჯერებელი ანგარიში დაფიქსირდა – 2:0 ტორპედოელთა სასარგებლოდ. პირველი გოლი, 50-ე წუთზე, გიორგი გურეშიძის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, ბურთი საკუთარ კარში ერთ-ერთმა ჩიხურელმა ჩაჭრა. ხუთ წუთში კი, უპირატესობაგიგა თავაძემ განამტკიცა და ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონატი ოთხმატჩიანი მოგებათა სერიით მე-4 ადგილზე დაასრულა.

„ტორპედო U-16“:სულაბერიძე(კვერნაძე 60), წიქარიშვილი(მაღლაკელიძე 65), შეყრილაძე, ქუთათელაძე, სალუქვაძე(კიკნაძე 60), ბურჯანაძე, ზარნაძე(ანთიძე 55), თევზაძე(გორდაძე 50), ჯავახაძე(ხუციძე 60), გურეშიძე(თავაძე 40), მანჯგალაძე.

საბოლოო სატურნირო ცხრილი

განსხვავებით პირველისგან, გოლუხვი გამოდგა მეორე შეხვედრა, 18-წლამდელთა ფეხბურთელებს შორის, აქაც 3 ქულა ქუთაისელებმა აიღეს. გოლები: დავით ჯანაძემ, ზაურ გოგუაძემ(2) და თორნიკე ბანძელაძემ ჩაიწერეს აქტივში. საბოლოოდ, აკაკი კვერნაძის შეგირდებიც ჭაბუკთა ლიგის ამ გათამაშებაში(ზედიზედ მესამე მოგების შემდეგ) მე-4 ადგილზე გავიდნენ.

„ტორპედო U-18“: გეგუჩაძე(მოდებაძე 46), ბერძენაძე, ჯოხაძე, ნაცვლიშვილი, მარდალეიშვილი(ბაბუნაშვილი 75), ქველიძე(გაბუნია 65), ხვიჩია(ხანთაძე 62), ბანძელაძე, გოგუაძე, ო. ჭიჭინაძე(აშვეთია 20), ჯანაძე(შამათავა 18, ზაკარიაძე 70).

fctorpedo.ge

დინამოში ჩეხი ნახევარმცველი ვარჯიშობს

$
0
0
file

დინამოში 32 წლის ჩეხი ნახევარმცველი- მარიო ლიჩკა ვარჯიშობს. იგი გუშინ ჩავიდა კარტეპეში, სადაც დინამო საწვრთნელ შეკრებას გადის და დღეს დილით გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. მარიო ლიჩკა ხანგრძლივი საფებურთო კარიერის მანძილზე გამოდიოდა ოსტრავას ბანიკში, სლოვაცკოში, იტალიურ ლივორნოში, ინგლისურ საუთჰემპტონში. 2010-2013 წლებში თამაშობდა ელიტარულ ლიგა 1-ში  ფრანგული ბრესტის შემადგენლობაში. თამშობდა ჩეხეთის პირველ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში. მისი ბოლო კლუბი კი პრაღის სლავია გახლდათ.

ლიჩკა ჩეხეთში ცნობილი საფეხბურთო ოჯახიდანაა. მისი ძმა წარსულში ასევე ფეხბურთელი, დღეს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიხალ ბილეკის ასისიტენტია. მათი მამა კი ცნობილი ჩეხი ფეხბურთელი და მწვრთელი ვერნერ ლიჩკაა, რომელიც მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ. უფროსი ლიჩკა წლების მანძილზე გამოდიოდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში, თამაშობდა ჩეხურ, ბელგიურ და ფრანგულ კლუბებში. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი ჩეხურ და ფრანგულ გუნდებს წვრთნიდა.

fcdinamo.ge

ჯიღაური და პარუნაშვილი შეკრებაზე და მსოფლიო თასზე

$
0
0
file

შეკრების მეექვსე დღეს დინამოელები კვლავ ორ ვარჯიშს ჩაატარებენ. ვარჯიშებს შორის ფეხბურთელებს 3-4 საათი აქვთ დასავნებლად და ძალების აღსადგენად. ამ შუალედით ჩვენც ვისარგებლეთ და რამდენიმე წუთით დინამოში დაბრუნებულ ჯაბა ჯიღაურს და ლაშა პარუნაშვილს გავესაუბრეთ.

ჯაბა ჯიღური - მოსამზადებლად ჩინებული ადგილია. გრილა, მშვიდ ვითარებაში ვემზადებით, ცოტა ნისლი გვიშლის ხელს. მწვრთნელი გადაწყვეტს დავრჩებით თუ არა გუნდში. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და დანარჩენი მომავალში გაირკვევა. ჩვენი დღის გრაფიკიდან გამომდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს სრულად ვერ ვუყურებთ, მაგრამ ვცდილობთ მთავარი მოვლენები არ გამოგვრჩეს. დღევანდელი სათამაშო დღის ჩემი პროგნოზი კი ასეთია.

გერმანია – პორტუგალია  1

ირანი – ნიგერია  2

განა – აშშ  2

ლაშა პარუნაშვილი - სერიოზული ფიზიკური დატვირთვებია, მაგრამ უბურთოდ არა, ყველაფერი ბურთან ერთად კეთდება. ასეთი ვარჯიშები კი სახალისოა. ვცდილობთ ჩვენი საქმე პირნათლად შევასრულოთ და მონდომებით ვემზადებით. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.  რონალდოს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და მინდა პორტუგალიამ მოიგოს.

გერმანია – პორტუგალია  2

ირანი – ნიგერია   2

განა – აშშ   X

fcdinamo.ge


ჯიღაური და პარუნაშვილი შეკრებაზე და მსოფლიო თასზე

$
0
0
file

შეკრების მეექვსე დღეს დინამოელები კვლავ ორ ვარჯიშს ჩაატარებენ. ვარჯიშებს შორის ფეხბურთელებს 3-4 საათი აქვთ დასავნებლად და ძალების აღსადგენად. ამ შუალედით ჩვენც ვისარგებლეთ და რამდენიმე წუთით დინამოში დაბრუნებულ ჯაბა ჯიღაურს და ლაშა პარუნაშვილს გავესაუბრეთ.
ჯაბა ჯიღური – მოსამზადებლად ჩინებული ადგილია. გრილა, მშვიდ ვითარებაში ვემზადებით, ცოტა ნისლი გვიშლის ხელს. მწვრთნელი გადაწყვეტს დავრჩებით თუ არა გუნდში. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და დანარჩენი მომავალში გაირკვევა. ჩვენი დღის გრაფიკიდან გამომდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს სრულად ვერ ვუყურებთ, მაგრამ ვცდილობთ მთავარი მოვლენები არ გამოგვრჩეს. დღევანდელი სათამაშო დღის ჩემი პროგნოზი კი ასეთია.

გერმანია – პორტუგალია 1
ირანი – ნიგერია 2
განა – აშშ 2

ლაშა პარუნაშვილი – სერიოზული ფიზიკური დატვირთვებია, მაგრამ უბურთოდ არა, ყველაფერი ბურთან ერთად კეთდება. ასეთი ვარჯიშები კი სახალისოა. ვცდილობთ ჩვენი საქმე პირნათლად შევასრულოთ და მონდომებით ვემზადებით. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. რონალდოს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და მინდა პორტუგალიამ მოიგოს.

გერმანია – პორტუგალია 2
ირანი – ნიგერია 2
განა – აშშ X

FCDinamo.GE

IBA CUP 2014 –დინამო 1:1 ბეშიქთაში

$
0
0
file (1)

ბაქოში საერთაშორისო ტურნირი IBA CUP 2014 დაიწყო, რომელიც 14 წლამდე ფეხბურთელებში ტარდება. ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს. დინამო თბილისი დღეს თურქულ ბეშიქთაშს დაუპირისპირდა და საკამოდ დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში პირველ ნახევარში თამაზ ბაბუნაძემ გახსნა. თბილისელებს კიდევ რამდენიმეჯერ მიეცათ დაწინაურების საშულება, თუმცა ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტი გოლი ვერ გაიტანეს. მეორე ნახევრის ბოლოსკენ ბეშიქთაშმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა და მატჩიც ფრედ დასრულდა. მანამდე ბელგრადის პარტიზანმა 2:1 აჯობა ლვოვის კარპატს. ხვალ დინამოელები პარტიზანს დაუპირისპირდებიან.

დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, ხარშილაძე, დავითაშვილი, გულდედავა

მოედანზე შევიდნენ: გოგილაშვილი, ჯიჭონაია, მამფორია, მოიწრაფიშვილი

fcdinamo.ge

IBA CUP 2014 –დინამო 0:1 პარტიზანი

$
0
0
file

ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე დინამოელებმა დღეს დილით მეორე შეხვედრა ჩაატარეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბელგრადის პარტიზანი გახლდათ. მიუხედავათ იმისა, რომ დინამოელებს არაერთი საგოლე მომენტი გააჩნდათ, შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. პარტიზანმა მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობა დინამოს. მესამე შეხვედრას თბილისელები ხვალ, ლვოვის კარპატის წინააღმდეგ გამართავენ.

დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე,  ხარშილაძე, დავითაშვილი, მამფორია

მოედანზე შევიდნენ: გოგილაშვილი, ჯიჭონაია, გულდედავა, მოისწრაფიშვილი

fcdinamo.ge

„ჩიხურამ“ აზერბაიჯანული „ნეფთჩი“ დაამარცხა

$
0
0
Chikhura

თურქეთში შეკრებაზე მყოფი საჩხერის „ჩიხურა“ ამხანაგურად აზერბაიჯანულ „ნეფთჩის“ გაეჯიბრა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ცნობისთვის, „ნეფთჩიმ“ აზერბაიჯანის ჩემპიონატი მე-4 პოზიციაზე დაასრულა. გუნდმა მოიგო აზერბაიჯანის თასი. ანალოგიური შედეგი აჩვენა „ჩიხურამ“ იმ განსხვავებით, რომ იმერული გუნდი საქართველოს თასის ფინალში დამარცხდა.

რაც შეეხება დღევანდელ ამხანაგურ შეხვედრას, ანგარიში დავით ოდიკაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით მე-11 წუთზე გახსნა. მე-19 წუთზე სამირ მასიმოვმა გაათანაბრა. 34-ე წუთზე დენის სილვას გოლის წყალობით აზერბაიჯანელები სულაც დაწინაურდნენ, თუმცა ქართულმა გუნდმა მატჩის საბოლოო შედეგის თავის სასარგებლოდ დასრულება შეძლო. იმავე ოდიკაძემ 83-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრის კომპენსირებულ დროში კი თორნიკე მუმლაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა — 3:2.

ბექა დოგრაშვილი

სიახლეები მარგველთა ბანაკიდან

$
0
0
DSC_0297

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, მარგველები ისევ შეიკრიბნენ და ახალი სეზონისთვის მზადება კლუბის ბაზაზე განაგრძეს.

საინტერესოა, რომ დღეს ზესტაფონელთა ბაზაზე ორი ახალი სახე გამოჩნდა – 24 წლის კომლუმბიელმა მცველმა ედუარ ზეა ჩავესმა და 20 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა ჯონ ჯერემიამ იმერელთა რიგებში პირველად ივარჯიშეს. უნდა ითქვას, რომ დღემდე ლათინოამერიკელი საკუთარი ქვეყნის კლუბებში ასპარეზობდა, ხოლო აფრიკელმა ფეხბურთის მოყვარულთ თავი ჯერ საფეხბურთო კლუბ “გაგრაში” წარმატებული ასპარეზობით დაამახსოვრა, შემდეგ კი სომხურ “მიკაშიც” იასპარეზა.

ხვალისთვის გია გეგუჩაძეს ორმხრივი მატჩის გამართვა აქვს დაგეგმილი – საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა სამწვრთნელო შტაბი გუნდს ორ პირობით “კოლექტივად” დაჰყოფს და ერთმანეთს დაუპირისპირებს. ეს “მატჩი” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დავით ყიფიანი – 63

$
0
0
file

დღეს თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ათიანის – დავით ყიფიანის დაბადების დღეა. დავით ყიფიანმა „დინამო თბილისში“ 1971–1982 წლებში იასპარეზა. 351 ჩატარებულ შეხვედრაში, 126–ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იყო სსრკ–ს ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ–ს საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში. „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელის რანგში, მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 5 თასი და 2 სუპერთასი. „მტკვრისპირელთა“ ლეგენდა 63 წლის გახდებოდა.

fcdinamo.ge

IBA CUP 2014 –დინამო 3:1 კარპატი

$
0
0
FC_Dinamo_Tbilisi_logo

ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე დინამოელებმა დღეს დილით, მესამე შეხვედრა ჩაატარეს. თბილისური კლუბის გუნდის მეტოქე ლვოვის კარპატი გახლდათ. დინამოელებმა თავიდანვე შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და საბოლოოდ 3:1 აჯობეს მეტოქეს. პირველ ტაიმში ორი გოლი ხარშილაძემ გაიტანა, მეორე ნახევარში გუნდებმა თითო ზუსტი დარტყმა გაცვალეს. ხარაბაძემ შეაგდო მესამე გოლი და საბოლოოდ მატჩი 3:1 დასრულდა. დღეს საღამოს ბეშიქთაში პარტიზანს დაუპირისპირდება და გადაწყდება საბოლოოდ, რომელი ადგილისთვის იბრძოლებენ დინამოელები ხვალინდელ შეხვედრაში.

დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე,  ხარშილაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია

მოედანზე შევიდნენ: გოგილაშვილი, მამფორია, გულდედავა, მოისწრაფიშვილი

 fcdinamo.ge

ნიკოლოზ გელაშვილი “ზესტაფონში”დაბრუნდა

$
0
0
783

2014 წლის 18 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც ევროპალიგის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 28 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას იმერულ კლუბში გააგრძელებს. გამოცდილი ფორვარდი იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 (1+1 პრინციპით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
ნიკოლოზ გელაშვილი – თავდამსხმელი: დაბადებულია- 05.08.1985; სიმაღლე – 185 სმ, წონა – 73 კგ.

წარმატებული კარიერის მანძილზე ნიკას შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია:”კახეთი” (თელავი) – 2003 – 2004, ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) – 2005 – 2007, ”ზესტაფონი” – 2008 – 2012, ”ბოხუმი” (გერმანია) – 2012 – 2013, ”ყარაბახი” (აგდამი, აზერბაიჯანი) – 2013 – 2014.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გელაშვილი ზესტაფონელთა რიგებში პირველად 2008 წლის 23 იანვარს ჩაირიცხა და გუნდში 2012 წლის 30 იანვრამდე იასპარეზა. იმერელთა რიგებში გატარებული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა კლუბთან ერთად მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის თასი, ორჯერ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, შემდეგ კი ჩემპიონის ტიტულიც (ოქროს მედლების მეორე კომპლექტის მოპოვების გზაზე მდგარ მარგველებს (2011-2012 წ.) ფორვარდი 11 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გატანილი გოლით შეეწია).

ნიკოლოზ გელაშვილი თავს მრავალი ინდივიდუალური მიღწევითაც იწონებს – ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 107 შეხვედრაში 63 გატანილი გოლი, უეფას საკლუბო ტურნირების 18 მატჩში გატანილი 10 გოლი, 2008-2009 და 2010-2011 წლების სეზონებში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ახლახანს დასრულებულ სეზონში ნიკამ აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, გუნდის მაისურით ფორვარდს 19 მატჩი აქვს ჩატარებული.

მარგველთა რიგებში დაბრუნებული ნიკოლოზ გელაშვილი საწვრთნელ პროცესს დღესვე შეუერთდება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

გრიგალაშვილი და შერგელაშვილი –შეკრებასა და მსოფლიო თასზე

$
0
0
file

თურქული შეკრების მერვე დღეს დინამოელები კვლავ ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებენ, ხვალ კი დილით ვარჯიში და შემდეგ, საღამოს შეკრებაზე მეორე საწვრთნელი მატჩი იგეგმება. ჩვენი გუნდის მეტოქე საუდის არაბეთის წარმომადგენელი ალ ფაისალი იქნება. დღის სტუმრები ელგუჯა გრიგალაშვილი და ლაშა შერეგელაშვილი იქნებიან. დინამოელები ტრადიციულად შეკრების შესახებ და მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელი სათამაში დღის შესახებ გვეტყვიან თავიანთ მოსაზრებას, მაგრამ მანამდე ნიკა დაუშვილის გუშინდელ ვარაუდს გავიხსენებდით, რომლის სამივე პროგნოზი გამართლდა.

ელგუჯა გრიგალაშვილი - ჩემი აზრით აუცილებლად რომ გამოგადგება სეზონის მსვლელობისას ისეთი შეკრებაა. ადრე უბურთოთ ვიღებდით დატვირთვებს, ახლა ბევრად უფრო მეტი დატვირთვებია, მაგრამ ყველაფერი ბურთთან ერთად. პატარა დისტანციები, მაგრამ ინტენსიური, გამძლეობას რაც გაზრდის, ერთი სიტყვით ფეხბურთი რაც არის და ფეხბურთს რას სჭირდება. მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ თამაშებს რაც შეეხება, ჰოლანდია ფავორიტია და უნდა მოიგოს. ხორვატიამ ადვილად შეიძლება ვერ მოიგებს, მაგრამ მაინც აჯობებს კამერუნს. ესპანეთი დაამარცხებს ჩილეს და ვფიქრობ დიეგო კოშტაც გაიტანს.

ჰოლანდია – ავსტრალია 1

ესპანეთი – ჩილე  1

ხორვატია  – კამერუნი  1

ლაშა შერეგელაშვილი - ჩემთვის მეორე შეკრებაა პირველ გუნდთან ერთად. მშვიდ გარემოში ვემზადებით. მეც იგივეს ვიტყვი, დიდი დატვირთვები გვაქვს, მაგრამ ყველაფერი სათამაშო სიტუაციებში ხდება. მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ შეხვედრებზე ვერ ვიქნები ორიგინალური, ჩემი აზრით სამივე ფავორიტი მოიგებს.

ჰოლანდია – ავსტრალია  1

ესპანეთი – ჩილე  1

ხორვატია – კამერუნი  1

FCDinamo.Ge

IBA CUP 2014 –დინამო 3:1 კარპატი

$
0
0
file

ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე დინამოელებმა დღეს დილით, მესამე შეხვედრა ჩაატარეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლვოვის კარპატი გახლდათ. დინამოელებმა თავიდანვე შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და საბოლოოდ 3:1 აჯობეს მეტოქეს. პირველ ტაიმში ორი გოლი ხარშილაძემ გაიტანა, მეორე ნახევარში გუნდებმა თითო ზუსტი დარტყმა გაცვალეს. ხარაბაძემ შეაგდო მესამე გოლი და საბოლოოდ მატჩი 3:1 დასრულდა. დღეს საღამოს ბეშიქთაში პარტიზანს დაუპირისპირდება და გადაწყდება საბოლოოდ, რომელი ადგილისთვის იბრძოლებენ დინამოელები ხვალინდელ შეხვედრაში.

დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე,  ხარშილაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია

მოედანზე შევიდნენ: გოგილაშვილი, მამფორია, გულდედავა, მოისწრაფიშვილი

fcdinamo.ge

,,დილამ”უჩა სოსიაშვილი წარადგინა

$
0
0
0cc421c58d0cacd0ac3d6e70c599165d

დღეს 18 ივნისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა „დილას“ უკვე მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის მასმედიისა და გულშემატკივრის წინაშე წარდგენა. გთავაზობთ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ დიალოგს.

უჩა სოსიაშვილი („დილას“ მთავარი მწვრთნელი): „ბოლო პერიოდში ამ გუნდმა დაიწყო აღორძინება, მოიგო საქართველოს თასი, გავიდა მეორე საპრიზო ადგილზე და ევრო ტურნირებზეც მშვენივრად იასპარეზა. ჰყავს ძალიან კარგი გულშემატკივარი რაც ძალიან მახარებს და ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებ ამ კლუბის წარმატებისთვის.“

ვანო ხორგუაშვილი („დილას“ სპორტული დირექტორი): „პირველ რიგში მინდა წარმატება ვუსურვო უჩას ამ თანამდებობაზე, ამბიციური მწვრთნელია და მჯერა რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს.“

 

თუ შეგიძლიათ გვითხრათ კონტრაქტის ვადის შესახებ და კლუბის სამომავლო მიზნებზე

 

ვანო ხორგუაშვილი: „მინდა გითხრათ რომ 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა კლუბსა და სოსიაშვილს შორის.

ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს შედგენილი და დარწმუნებული ვარ ამ გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას.“

უჩა სოსიაშვილი: „ერთი ისაა აღსანიშნავი რო მოხდა და გაფორმდა ორწლიანი ხელშეკრულება. ყველამ კარგად იცის რომ კლუბში ჩამოყალიბებული იყო ასეთი ტენდენცია, ყოველ ახლად დანიშნულ მწვრთნელსა თუ ფეხბურთელს უფორმდებოდა ნახევარწლიანი ხელშეკრულებები. იმის თქმა მინდა, რომ კლუბს აქვს განვითარების გეგმა და უბრალოდ ფინანსებზე არის აქ ყველაფერი დამოკიდებული შემდგომში რა და როგორ გავაკეთოთ. იმედია იქნება შესაბამისი თანხები რათა კლუბსა და საფეხბურთო სკოლას მაქსიმალურად მივაქციოთ სათანადო ყურადღება.“

 

„სამტრედია“ და გორის „დილა“ განსხვავდება ერთმანეთისგან და საინტერესოა რის გაკეთებას აპირებთ ამ კლუბში.

 

უჩა სოსიაშვილი: „ბევრი ითქვა და ალბათ ბევრიც ითქმება და მე ერთს ვიტყვი, რომ 23 წლის ვიყავი როდესაც „სამტრედიაში“ დამნიშნეს მთავარ მწვრთნელად. რათქმაუნდა, განსხვავდება ქვეყნის პირველი ლიგა და უმაღლესი ლიგა ერთმანეთისგან  და ეს კარგად მესმის, მაგრამ აქ არის მთავარი ერთი რამ, მე ვარ პროფესიონალი მწვრთნელი, რომელსაც აქვს „A“ კატეგორია, მაქვს დაგროვილი გარკვეული გამოცდილება და მზად ვარ გამოვიდე და ვიმუშავო უმაღლეს ლიგაში. ჩემთვის ასაკი ბარიერი ნამდვილად არ არის და ფეხბურთელებისთვისაც დარწმუნებული ვარ რომ არ იქნება, რადგან ისინი პროფესიონალები არიან, ჩვენც პროფესიონალები ვართ და უნდა ვაკეთოთ ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ფეხბურთში.“

 

თუ გაქვთ უკვე რაიმე მონახაზი ვინ დატოვებს გუნდს და ვის დაიმატებთ.

 

„რათქმაუნდა უკვე მონახაზიც არის და გარკვეულიცაა ვინ დატოვა გუნდი, ისიც გარკვეულწილად ცნობილია ვის დავიმატებთ, უბრალოდ ამ ეტაპზე არ შემიძლია ეს რომ გავახმაურო იქიდან გამომდინარე რომ კიდევ რაღაც საკითხები ირკვევა და შეიძლება ხელი შეგვეშალოს იმ ფეხბურთელების მოყვანაში ვინც ჩვენ გვჭირდება.“

 

არის ინფორმაცია რომ ირაკლი მოდებაძე გორის „დილაში“ დაბრუნდება.

 

„ნამდვილად იყო საუბარი, მე პირადად არ მილაპარაკია მასთან, თუმცა ჩემი პირადი მოთხოვნა იყო ხელმძღვანელობასთან, რომლებიც შეხვდნენ და თანხმობაც არის, მაგრამ იგივეს ვიტყვი აქ ყველაფერი არის ფინანსებზე დამოკიდებული, რადგან თუ მოგცეს იმის უფლება რომ მოვიყვანოთ ამ გუნდში ასეთი დონის ფეხბურთელები აუცილებლად მოდებაძე იქნება ჩვენთან და დაეხმარება კლუბს მიზნების მიღწევაში.“

 

საინტერესოა ალბათ ყველასთვის და გულშემატკივრისთვისაც როგორი სტილის ფეხბურთს ითამაშებს გუნდი დაცვით ფეხბურთს თუ შეტევითს.

 

„ყველას შეტევა გვიყვარს, გოლების გატანა და სანახაობრივი ფეხბურთი გვიზიდავს და ჩვენც შევეცდებით მაქსიმალურად ეს შევასრულოთ, მაგრამ მაინც გააჩნია გუნდს, მოწინააღმდეგეს და ჩვენს მდგომარეობას.“

 

მწვრთნელების გუნდის ჩამოყვანას ხო არ აპირებთ „დილაში“.

 

„არა. უბრალოდ ჩვენთან ერთად იმუშავებს ფიზ მომზადების მწვრთნელი მილოვან მატიესევიჩი,ეს გახლავთ წარმოშობით სერბი, რომელიც აქამდე მუშაობდა რუსთავის „მეტალურგში“.  მასთან სხვა კლუბებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუმცა მატიესევიჩს პირადად ვიცნობ და მაქვს მასთან ახლო ურთიერთობა, მაგრამ ბოლოს მაინც ფინანსებთან მივდივართ და იმედი მაქვს რომ ყველაფერი მოგვარდება და ეს კაცი ჩვენთან გააგრძელებს მუშაობას.“

 

„დილას“ პრესსამსახური

ალ ფაისალი –დინამოს მეტოქე თურქულ შეკრებაზე

$
0
0
file

დინამოელები თურქეთის მთიან კურორტ- კარტეპეში, პირველ მოსამზადებელ შეკრებას გადიან. შეკრებაზე ძირითადი აქცენტი ფიზ-მომზადებას ეთმობა, თუმცა საკონტროლო მატჩებიც დაიგეგმა. თბილისელები 15 ივნისს თურქმენეთის შაგადამს დაუპირისპირდნენ და 1:0 აჯობეს მეტოქეს. ხვალ დინამო კიდევ ერთ სპარინგს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე საუდის არაბეთის პრო ლიგის მეექვსე ადგილოსანი- ალ ფაისალი იქნება.

საუდის არაბეთის ქალაქ ჰარმას გუნდი 1954 წელს დაარსდა. ჩვენი მომავალი მეტოქე გუნდის ფერები თეთრი და შინდისფერია. საშინაო შეხვედრებს გუნდი პრინც სალმან აბდულაზის სახელობის სტადიონზე  ატარებს, რომლის ტევადობაც 7000 მაყურებელია.

გუნდი დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. 2003 წელს ალ ფაისალმა საუდის არაბეთის მეორე დივიზიონში იმარჯვა. 2006 წელს გუნდმა პირველი დივიზიონის ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო 2010 წელს იმავე დივიზიონში იჩემპიონა. 2010 წლიდან ალ ფაისალი პრო ლიგაში ასპარეზობს და ჯერ-ჯერობით ორჯერ დაკავებული მე- 8 ადგილით დაიკვეხნის. მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლის დეკემბრიდან იტალიელი სპეციალისტი- ჯოვანი სალინასი მუშაობს.

ალ ფაისალის შემადგენლობაში ადგილობრივი ფეხბურთელების გარდა 4 ლეგიონერი ასპარეზობს. იორდანიელი ნახევარმცველები- ხალილ ბანიატეა და იასენ ალ ბახეტი. ბრაზილიელები, ნახევარმცველი- რეინალდუ და თავდამსხმელი- მარსელუ.

fcdinamo.ge

Viewing all 5622 articles
Browse latest View live