Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

ტაბიძემ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი

$
0
0
sab

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ ტაბიძემ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი – ამპლუით მცველი დედაქალაქურ კლუბს 2016 წლამდე ეკუთვნოდა, მაგრამ მხარეების ურთიერთშეთანხმების შედეგად, 18 წლის ფეხბურთელი გუნდში 2017 წლამდე დარჩება.

“ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, “საბურთალო” ჩემი მეორე ოჯახია. მიხარია, რომ საფეხბურთო კარიერა ამ კლუბს დავუკავშირე. საქართველოში მხოლოდ “საბურთალოში” ვითამაშებ, რადგან ამ გუნდმა ბევრი რამ მასწავლა.
ამ ხნის განმავლობაში თუ ევროპიდან სერიოზული დაინტერესება იქნება, კლუბის ხელმძღვანელები ყველანაირად ხელს შემიწყობენ. რამდენიმე თვის წინ “ლივერპულში” და მადრიდის “რეალში” სტაჟირებამ  ბევრად წინ წამწია და დიდი გამოცდილება მომცა”, - აღნიშნა კლუბის ვებ-გვერდთან საუბარში ტაბიძემ.

fcsaburtalo.ge


ზვიად სიჭინავა: “კომისიამ 33 გუნდის აზრი არ გაითვალისწინა”

$
0
0
sichi

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად ფედერაციის ოფისში პრესკონფერნეცია გამართა, სადაც აღნიშნული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

 

 

 

ზვიად სიჭინავა: სპორტის სამინისტრომ პრემიერს წარუდგინა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა. პროგრამა 180 მილიონზეა გათვლილი.

სპორტის სამინისტროს პროექტში უზარმაზარ თანხებზეა ლაპარაკი, რომელიც არა მგონია ფინანსთა სამინისტროსთან იყოს შეთანხმებული და პრემიერიც გაოცებული დარჩა. ფაქტიურად, ეს სფფ-ის მიერ შემუშავებული პროექტია, მხოლოდ, ციფრებია შეცვლილი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კომისია და სამინისტრო კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ფედერაციის აღმასკომი. გამოდის, რომ სამინისტრო PFL-ის ფუნქციებს ითავსებს. შეგვიძლია ხელშეკრულებაც გავუფორმოთ და მათ ჩაატარონ ჩემპიონატი…

განხილვის შემდეგ დაიწყო დისკუსია, რომელიც კამათში გადაიზარდა, სადაც პრემიერმა კონკრეტული კითხვა დასვა თუ რამდენ გუნდზეა პროგრამა გათვლილი. ფედერაციის სურვილი 16-გუნდიან უმაღლესს და 20-გუნდიან პირველ ლიგას გულისხმობს. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში ავღმოჩნდი. მეორე მხრიდან იყო ოთხი წარმომადგენელი, რომლებმაც საწინააღმდეგო აზრი გამოთქვეს. 

პრობლემა ის არის, რომ გუნდების უმრავლესობა 16-გუნდიანი ჩემპიონატის მოლოდინში არიან. საკითხავია თუ რატომ თავიდანვე არ შეჩერდა ეს იდეა და რატომ მიეცათ ამ კლუბებს გარკვეული იმედები. 

შეხვედრები კიდევ გვექნება. თბილისში ვრჩები და მზად ვარ ყველა კლუბს შევხვდე. ბატონმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ მზად არის ყველა იმ კლუბის წარმომადგენელს გასცეს პასუხის, რომლებიც 16-გუნდიანი ჩემპიონატის მოლოდინში იყვნენ და არგუმენტირებულად უთხრას, თუ რატომ სჯობს 12-გუნდიანი. 

მე ვფიქრობ, რომ ეს თავიდანვე უნდა დაფიქსირებულიყო და საქმე აქამდე არ უნდა მიგვეყვანა. ვფიქორბ, რომ კვირის ბოლოს აღმასკომს საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. 

ბატონმა კოკაიამ განაცხადა, რომ 16-გუნდიანის შემთხვევაში ის დაფინანსებას შეწყვეტდა. რომან ფიფიამ სტადიონების ცუდ ხარისხს გაუსვა ხაზი. 

ფაქტობრივად, კომისიამ 33 გუნდის აზრი არ გაითვალისწინა და გამდამწყვეტი 2 გუნდის პოზიცია აღმოჩნდა. ბატონმა პრემიერმა თქვა, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ და პირველ ივლისს ელოდება საბოლოო პროექტს. 

აღსანიშნავია და ეს ბატონ პრემიერსაც ვუთხარი, რომ თუ რაიმე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ეს 16 ან 18 გუნდიანი ჩემპიონატის პირობებში ხდებოდა. 

12-გუნდიანში ფეხბურთელთა რაოდენობა მცირდება. ჩვენი 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკას მოკლებულები არიან. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება გუნდების რაოდენობის გაზრდა. 19-20 წლის ფეხბურთელს თუ სათამაშო ადგილი და ხელფასი არ აქვს ის უბრალოდ თავს დააანებებს ამ სპორტს.  

სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ დიდი კამათი მოგვივიდა. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი იმ კლუბებს ვინც 16-გუნდიანს უჭერდა მხარს. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ჩემი ოპონენტების დარწმუნება. 

 

ალექსანდრე ჩივაძე: სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი წელს 12-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებას გულისხმობს, რომელიც მამავალ სეზონში 10-გუნდიანი გახდება და ოთხ წრედ ჩატარდება, რაც არსებულ ფორმატს ნამდვილად სჯობს. თუმცა, ამით ხარისხი ნამდვილად არ ამაღლდება. 

ჩვენთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგ უცხოურ ლიგებში თამაში პრიორიტეტულია. ამ პირობებში საქართველოში საშუალო დონის მოთამაშეები გვრჩებიან ან ასაკოვანი მოთამაშეები ჩამოდიან, რომლებიც საერთო დონეს ვერ აამაღლებენ. ამიტომ 10 იქნება თუ 16 გუნდი, ეს ფაქტორი ჩემპიონატის დონეზე არ იმოქმედებს. გუნდები საერთო დონე საკმაოდ თანაბარია. 

 

მარგველები მზადებას განაგრძობენ

$
0
0
DSC_0306

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებისათვის მზადებას საკუთარ ბაზაზე განაგრძობს.

მზადების ამ ეტაპზე ზესტაფონელები ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობენ – აქცენტი კი ძალისა და გამძლეობის მაჩვენებლების ამაღლებაზე გათვლილ ვარჯიშებზე კეთდება. ვარჯიშების დასკვნით ნაწილში ფეხბურთელებს ბურთთან მუშაობის საშუალებაც ეძლევათ.

გუნდთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს 22 წლის ნახევარმცველმა ლაშა გვალიამ, რომელიც ბოლოს რუსულ “ურალში” ირიცხებოდა, მანამდე კი ფოთის “კოლხეთისა” და გორის ”დილას” რიგებში ასპარეზობდა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ჯაბა დვალი “ზესტაფონში”დაბრუნდა

$
0
0
937

2014 წლის 9 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც ევროპალიგის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – ”ზესტაფონსა” და თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 29 წლის თავდამსხმელი ჯაბა დვალი კარიერას ისევ იმერულ კლუბში გააგრძელებს. გამოცდილი ფორვარდი იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 (1+1 პრინციპით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
ჯაბა დვალი – თავდამსხმელი: დაბადებულია- 08.02.1985; სიმაღლე – 176 სმ, წონა – 70 კგ.

წარმატებული კარიერის მანძილზე ჯაბას შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”დინამო” (თბილისი) – 2003-2005, 2006. ”სიონი”(ბოლნისი) – 2005, ”ჩიხურა” (საჩხერე) – 2007, ”ოლიმპი” (რუსთავი) – 2007, ”დაჩია” (კიშინიოვი, მოლდოვა) – 2007-2009, ”ზესტაფონი” – 2009-2012, ”დინამო” (თბილისი) – 2012-2013, ”ყარაბახი” (აგდამი, აზერბაიჯანი) – 2014.

როგორც მოგეხსენებათ, ჯაბა დვალი ზესტაფონელთა რიგებში 2009 წლის 10 ივნისს ჩაირიცხა და გუნდში 2012 წლის 21 აგვისტომდე ასპარეზობდა. იმერელთა რიგებში გატარებული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა კლუბთან ერთად მოიპოვა ჯერ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, შემდეგ კი ზედიზედ ორი “ოქრო”.

ჯაბა დვალი თავს მრავალი ინდივიდუალური მიღწევითაც იწონებს – ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 98 შეხვედრაში 45 (აქედან 1 გოლი რუსთავის “ოლიმპთან” 2010 წლის 20 მარტს გამართულ, თუმცა დაუსრულებელ შეხვედრაში) გატანილი გოლი, უეფას საკლუბო ტურნირების 18 მატჩში გატანილი 12 გოლი, 2011-2012 წლების სეზონში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ჩრდილოირლანდიური “ლისბურნის” კარში გატანილი 3 გოლის წყალობით ჯაბა უეფას ევროპალიგის ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიკის ავტორი გახლავთ…

მარგველთა რიგებში დაბრუნებული ჯაბა დვალი საწვრთნელ პროცესს დღესვე შეუერთდება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დინამო თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება

$
0
0
file

დინამოელები დღეს თურქულ შეკრებაზე მიემგზავრებიან. თურქეთში 20 ფეხბურთელი მიემგზავრება: ომარ მიგინეიშვილი, ნიკა დაუშვილი, ლაშა თოთაძე, ლაშა შერგელაშვილი, დავით ხურცილავა, ოთარ კაკაბაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი გველესიანი, გიორგი ჯანელიძე, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი მერებაშვილი, გიორგი ჩირგაძე, ბუდუ ზივზივაძე, არჩილ მესხი, მათე ცინცაძე, დავიდ კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი ხიდეშელი, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი. 12 ივნისს გუნდს ჩისკო მუნიოსიშეუერთდება, 14 ივნისიდან  გიორგი ლორია, ირაკლი ძარია, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა და ოთარ მარცვალაძე, მოგვიანებით კი პატრიკ ვუო.

დინამოელები სამშობლოში 21 ივნისს დაბრუნდებიან.

fcdinamo.ge

“ტორპედოს”ასაკობრივი გუნდები –სამბურთიანი სხვაობა და სამი ქულა ბათუმელებთან

$
0
0
1402252536_IMAG0633

დასასრულს მიუახლოვდა ჭაბუკთა ლიგის მორიგი გათამაშება, სადაც დღეს ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივმა გუნდებმა ჩვენი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ბათუმის დინამოელები მიიღეს.

16-წლამდელთა შორის ჩატარებული(70-წუთიანი) შეხვედრა მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ქუთაისელებმა გოლებს მეორე ტაიმში მოუყარეს თავი. მეტოქის კარი 37-ე, 45-ე და 55-ე წუთებზე, შესაბამისად: ბექა შეყრილაძემ,შოთა წიქარიშვილმა(პენალტით) და დავით მანჯგალაძემ აიღეს.

„ტორპედო U-16”: კვერნაძე(სულაბერიძე 45), შეყრილაძე, სალუქვაძე, ქუთათელაძე(კიკნაძე 55), წიქარიშვილი, ჭანია(ანთიძე 50), ზარნაძე(გურეშიძე 36), თევზაძე(გორდაძე 36), ჯავახაძე, მანჯგალაძე(ხუციძე 60), იონანიძე(თავაძე 45).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

ასევე, გამართული თამაშის ჩვენებით 3 ქულა აიღო ტორპედოელთა 18-წლამდე გუნდმაც, რომელიც 0:1-ს აგებდა, თუმცა დავით ჯანაძის შესრულებული პოკერით, რაც მან ნახევარი საათის განმავლობაში შეძლო(!), სტუმრები იგივე სხვაობით დაამარცხა – 4:1.

„ტორპედო U-18”: მოდებაძე(გეგუჩაძე 73), ბერძენაძე(ა. ჭიჭინაძე 70), გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე(ჯოხაძე 20), ხვიჩია(მარდალეიშვილი 60), ბიწაძე(ჯიქიძე 73), ბანძელაძე, გოგუაძე(ხეცურიანი 50), ჯანაძე, ო. ჭიჭინაძე(ზაქარიაძე 58).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.GE

დინამომ თურქეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა

$
0
0
file

თურქეთში, სამთო კურორტ კარტეპეში შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა დღეს დილით  პირველი ვარჯიში გამართეს. ვარჯიშმა, რომელშიც ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაეთმო, საათნახევარი გასტანა. საღამოს გუნდი კიდევ ერთხელ ივარჯიშებს.

 

fcdinamo.ge

პლაჟის ფეხბურთის პირველ ეროვნულ ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს

$
0
0
beach

აჭარის ფუტსალისა და პლაჟის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯაბა ჭანტურიას ორგანიზებით 2014 წლის საზაფხულო სეზონზე ბათუმში პლაჟის ფეხბურთში პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიამრთება, სადაც ათამდე გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირი ივლისის 20 რიცხვიდან დაიწყება და 10 დღეს გაგრძელდება. პირველ ეროვნულ ჩემპიონატს ტექნიკურ სპონსორობას მასტერ სპორტის მაღაზაიათა ქსელი გაუწევს და ყველა მონაწილე გუნდს ერკეს სპორტული ეკიპირებით უფასოდ უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ეროვნული ჩემპიონატი ამ სპორტის სახეობაში სპორტული ტანსაცმლის ფირმის ერკეს სახელობის იკნება


საჩხერის ,,ჩიხურამ”მოსამზადებელი პერიოდი თურქეთში, ,,ფენერბახჩეს”ბაზაზე განაახლა

$
0
0
chixura

საჩხერის ,,ჩიხურამ” მოსამზადებელი პერიოდი თურქეთში, ,,ფენერბახჩეს” ბაზაზე განაახლა, სადაც საჩხერლები სამ ამხანაგურ თამაშს გამართავენ.

სოსო ფრუძემ 22 ფეხბურთელი წაიყვანა შეკრებაზე: სომხიშვილი გიორგი კაშია შოთა ჭელიძე ლაშა, ჩიკვაიძე ლაშა, ბეჭვაია გიგა, გაბედავა გიორგი, ქიმაძე გიორგი, დათუნაიშვილი გიორგი, მწყერაშვილი ზურაბი, ოდიკაძე დავითი, ივანიშვილი ალეკო, ხმალაძე ლევანი, დეკანოიძე ბესიკი, ქვილითაია მაქსიმე, მუმლაძე თორნიკე, კორიფაძე გიორგი, ნადირაძე თემური, ნადირაძე ზაზა, იაკობაშვილი გუგუა, კუჭუხიძე ლაშა, რეხვიაშვილი გიორგი, ტაბატაძე ვაჟა, მამასახლისი ოლეგი.

ტრამვის გამო თურქეთში გამგზავრება ვერ მოახერხა ლევან ხმალაძემ.

fcchikhura.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იწყებს STEWARD-ების ინსტიტუტის დანერგვას

$
0
0
gff1

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იწყებს STEWARD-ების ინსტიტუტის დანერგვა-განვითარების პროექტს.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ღონისძიების ხარისხის ამაღლებას და უსაფრთხოებას, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ადგილის დამკვიდრებას სპორტის სამყაროში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სფფ აცხადებს პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიღებას შემდეგი პროცედურით:
სააპლიკაციო ფორმის შევსება
გასაუბრება
სემინარი
ტესტ–მატჩი

დაინტერესებულ პირებს შევსებული აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: steward@gff.ge არაუგვიანეს 2014 წლის 9 ივლისისა.

სააპლიკაციო ფორმა

მალხაზ ჟვანია დინამოს მეორე გუნდში

$
0
0
file

დინამო თბილისის მეორე გუნდის მთავარ მწვრთნელად- მალხაზ ჟვანია იმუშავებს. გასული ჩემპიონატის პირველი წრე მალხაზმა დინამო-2 – ში გაატარა, ხოლო შემდეგ დინამოს პირველ გუნდს უხელმძღვანელა, რომელთანაც ერთად საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოიპოვა. ჟვანია საბოლოოდ ისევ დინამოში დარჩა და ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს მას.

FCDinamo.GE

უეფას საფეხბურთო მენეჯმენტი –წარმატებული დასაწყისი

$
0
0
gff1

10-11 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ძალზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის პირველ ეტაპს უმასპინძლა.

„უეფას სერტიფიკატი საფეხბურთო მენეჯმენტში – ქართული გამოშვება“ (CFM) საქართველოში პირველად ტარდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხვდა წილად პატივი, უმასპინძლოს ამ პროექტს.

რამდენიმეეტაპიანი გასაუბრების შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ შეარჩია 25 ქართველი და 7 უცხოელი აპლიკანტი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებთან და ქართული კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, განათლებას იღებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლები ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. სწავლა უფასოა და სწავლებასა და ორგანიზებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე.

ინტენსიური სწავლების პირველი ეტაპი ორდღიანი იყო და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩატარდა. მონაწილეებმა მოისმინეს ორი ლექცია - „Strategy of Football Organization“, რომელიც წაიკითხა უეფას ექსპერტმა - დევიდ ტეილორმა და„Introduction to the organization of football“, რომელიც წაიკითხა შონ ჰამილმა, ლონდონის ბირბეკის კოლეჯის პროფესორმა, ბირბეკის „Sport Business Centre“ – ს დირექტორმა.

საინფორმაციო და ტექნიკური დეტალები სტუდენტებს გააცნეს უეფას საგანმანათლებლო პროგრამების ასისტენტმა -ვალენტინა მერკოლიმ და ლოზანას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა - ჟოელ პინსონმა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა - დიმიტრი ბოკერიამ.

ღონისძიება ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. დიდი სამუშაო გასწია სფფ-ის საორგანიზაციო ჯგუფმა და ეს ყველა დეტალს ეტყობოდა, რაც ერთხმად აღნიშნეს მონაწილეებმა და სტუმრებმა.

კურსები 2015 წლის მარტამდე გაგრძელდება. ახლა, სტუდენტებს ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების ფორმატი ექნებათ. ოქტომბერში კი, ისინი კვლავ საქართველოში შეიკრიბებიან მორიგ სემინარებზე.

სფფ-ის პრესსამსახური

ტატიშვილის ცენტრი დინამოს პარტნიორია

$
0
0
file

დღეს დინამო თბილისსა და დავით ტატიშვილის აღდგენითი მედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

Fcdinamo.ge

კოკა სეფიაშვილი: “რომელ 12 და 16 გუნდზეა საუბარი, როდესაც ელემენტარული სავარჯიშო ბაზები არ არსებობს”

$
0
0
IMG_4396

კოკა სეფიაშვილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „გაგრადან“ ახსოვს. ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართულ საქართველოს თასის ფინალურ მატჩში პირველი ლიგის კლუბის გამარჯვება დიდწილად სწორედ სეფიაშვილის კარგმა თამაშმა განაპირობა. გასულ სეზონში 28 წლის მეკარე „მეტალურგის“ ღირსებას იცავდა. საუბარი სწორედ რუსთავული კლუბის გამოსვლის შეფასებით დავიწყეთ.

 

 

ამ ეტაპზე ალბათ მაქსილამურად კარგი შედეგი ვაჩვენეთ. თუმცა, ჩემი აზრით მეოთხე ადგილზეც შეიძლებოდა გასვლა, მაგრამ გარკვეულმა მიზეზებმა შეგვიშალა. ვთვლი, რომ მეხუთე ადგილი საკმაოდ კარგი შედეგია საბოლოო ჯამში.

ახალწვეულების წარდგენაზე იყო საუბარი, რომ ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებდით, მაგრამ სეზონის მსვლელობისას გეგმები შეიცვალა. რა იყო არის ამის გამომწვევი მიზეზი?

დავიწყოთ იმით, რომ ევროპისთვის რომ ვიბრძოლოთ უკეთესი პირობები უნდა გვქონდეს. პირობებში ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად 10 ბურთით სრულფასოვანი ვარჯიში შეუძლებელია. რუსთავის სტადიონის მოედანზე ხომ არაფერს ვამბობ…

მიუხედავად ყველაფრისა საკმაოდ ამბიციური გუნდი ვიყავით .ყველა მეტოქესთან მაქსიმალური მონდმებით ვითამაშეთ.

პირადად თქვენს თამაშზე რას იტყვით?

რა შეიძლება ითქვას, პირველ რიგში ის, რომ სტაბილურობა მაკლდა. სეზონის შუა ნაწილში  საერთოდ არ მითამაშია. მეკარისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკის ქონაა,  რაც სამწუხაროდ სტაბილურად სამი წელია აღარ მაქვს. შესაბამისად თქვენს კითხვაზე ვერაფერს ვიტყვი. როდესაც სტაბილურად არ თამაშობ შეფასებების გაკეთება რთულია.

მთლიანობაში ჩემპიონატზე რას იტყოდით? როგორ ფიქრობთ იყო თუ არა წინსვლა? მოკლედ რომ შევაფასოდ ჩემპიონატის მიმდინარეობა.

წინსვლა აშკარად არ ყოფილა. მე პირადად წინსვლა ვერც ერთ გუნდში ვერ დავინახე, თუ არ ჩავთვლით,,ზესტაფონს’’. „დინამოსაც“ არ შეტყობია პროგრესი, რადგან წინა სეზონზე უკეთ ვერ იასპარეზა.ზოგადად ჩემპიონატს თუ შევაფასებთ ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სეზონი იყო.

მომავალ სეზონში უმაღლესში გუნდების გაზრდა იგეგმება. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად სწორი იქნება აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე?

ამ ეტაპზე გუნდების გაზრდა ჩემი აზრით არ იქნება გამართლებული. არ შეიძლება გუნდი ვარჯიშობდეს ისეთ სტადიონზე როგორზეც ჩვენ ვვარჯიშობდით.  გასაკვირია, რომელ 12 და 16 გუნდზეა საუბარი, როდესაც ელემენტარული სავარჯიშო ბაზები არ არსებობს.  პირველ რიგში გუნდების ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და რაოდენობის გაზრდაზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ.

საუკეთესო სეზონი „გაგრაში“ გქონდა. იმ პერიოდში პირველი ლიგის გუნდმა თასის მოგება და ევროსაგზურის მოპოვება მოახერხა.  რამ განაპირობა იმ გუნდის სიძლიერე?

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ უდიდესი როლი მწვრთნელმა ითამაშა. ანატოლი პისკოვეცს საუკეთესო მიდგომა ჰქონდა თითოეული ფეხბურთელის მიმართ. მაქსიმალურად ითვალისწინებდა მოთამაშის ინტერესებს და შესაბამისად ჩვენც უდიდეს პატივს ვცემდით მას. ძალიან მეგობრული გარემო იყო შექმნილი გუნდში. ჩვენც ყველანაირად ვცდილობდით გვეთამაშა ისე როგორც ამას მწვრთნელი ითხოვდა.

დისციპლინა და გუნდურობა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო.

საკმაოდ ბევრ მწვრთნელთან გიმუშავია საქართველოში მათ შორის უცხოელებთანაც. ვის გამოარჩევდი?

პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე პისკოვეცს პირველ ადგილზე ვაყენებ. ავღნიშნე, რომ საუკეთესო პიროვნება იყო ურთიერთობის მხრივ. ყოველთვის გვერდით ედგა თითოეულ ფეხბურთელს. მეგობრულად უდგებოდა ყველას და შესაბამისად ჩვენი მხრიდანაც პატივისცემას იმსახურებდა.

სანამ „გაგრაში“ მოვხვდებოდი დაახლოებით ორი წელი ფეხბურთი არ მითამაშია. ძნელია ამხელა პაუზის შემდეგ კვლავ აღიდგინო ფორმა. თუმცა, პისკოვეცი მენდო, დამანახა რომ ჩემი სჯეროდა და შანსი მომცა. მან შესძლო ჩემი ფეხბურთში დაბრუნება და ალბათ გასაკვირიც არაა, რომ მას ყველაზე მეტად ვაფასებ.

 

მოდი დინამოზეც ვისაუბროთ. რატომ ვერ შესძელი დამკვიდრება თბილისურ კლუბში?  

„დინამოში“ იმ მიზნით არ  გადავსულვარ,რომ გიორგი ლორიას წასვლას დავლოდებოდი. მართალი გითხრა, მთავარი მიზეზი რამაც გამიტაცა და მიმიზიდა „დინამოში“ კონკურენცია იყო. ეს საინტერესო გამოწვევა და ახალი ეტაპი იყო ჩემი კარიერისათვის. დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო მიმართ. მჯეროდა ჩემი თავის და მეგონა, რომ გავაკეთებდი ყველაფერს, რაც საჭირო იყო წარმატების მისაღწევად.

პირველი ვარჯიშების შემდეგ უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი. თუმცა. შეკრებაზე მივხვდი, რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა გიორგი ლორია მაინც გუნდის უცვლელი პირველი ნომერი იქნებოდა.  მეორე მეკარეობაზე არც არასდროს მიფიქრია და არც შევგუებულვარ ამ ფაქტს. სკამზე ჯდომა თამაშის დროს ჩემთვის ტრაგედიაა.

რომელი გუნდის შეტევას გამოარჩევდი უმაღლეს ლიგაში?

ჩისკო ყველაზე ძლიერია. საბოლოო მომენტში ძალიან კარგად ხედავს კარებს და მეკარეს. დიდი გამოცდილება აქვს და ეს მის თამაშზეც აისახება. გამოვარჩევდი მერებაშვილსაც.

რა თქმა უნდა ,,დინამო’’ ყველაზე შემტევია, თუმდა რაც მე რუსთავში ვარ არ ყოფილა ისეთი გუნდი. რომელთანაც ძალიან გაგვიჭირდა თამაში. რუსთავის მოედანზე თამაში ყველა გუნდს უჭირს.

უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი მოთამაშეები ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს ჩემპიონატი რთული სათამაშოა, განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ჩემი გადმოსახედიდან სულაც არ არის რთული სათამაშო თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ცუდი სტდიონები გვაქვს. ფეხბურთელისთვის უმთავრესი სირთულე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

სამომავლო გეგმები საქართველოში მხოლოდ 2 ან 3 გუნდს აქვს, რომლებიც ადრე იწყებენ მზადებას.

შემოთავაზებები ამ ეტაპზე არ მაქვს. გუნდები ალბათ თამაშამდე 2 კვირით ადრე შეიკრიბებიან აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება საქართველოში.

 და ბოლოს რას ელი მსოფლიო ჩემპიონატიდან? რა პროგნოზების გაკეთება შეგიძლია და ზოგადად გაგვაცანი შენი დამოკიდებულება.

ჩემი აზრით ბრაზილია მაინც მოწოდების სიმაღლეზე დგას და მთავარი ფავორიტები სწორედ ტურნირის მასპინძლები არიან.  თუმცა, მე პირადად ბუფონის ფაქტორის გამო იტალიასაც ვგულშემატკივრობ.ასევე გამვოარჩევდი ინგლისის და ესპანეთის ნაკრებებს.

სპეციალურად FANEBI.COM-თვის – ლევან ხარაზოვი

უკრაინელი მცველი დინამოში

$
0
0
file

თურქულ შეკრებაზე მყოფ თბილისის “დინამოს” 33 წლის უკრაინელი გამოცდილი ცენტრალური მცველი- ბოგდან შერშუნი შეუერთდა, რომელმაც გუნდთან ერთად დღეს დილით პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. იგი დნეპროპეტროვსკის დნიპროს აღზრდილია. შერშუნი რუსეთის ცსკა-ს შემადგენლობაში უეფას თასის მფლობელი და რუსეთის ორგზის ჩემპიონია. გამოდიოდა ასევე უკრაინულ გუნდებში დნიპროში, კიევის არსენალში, კრივბასში. რამდენიმე შეხვედრა უკრაინის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. მისი ბოლო გუნდი კი ლუცკის ვოლინი გახლდათ.

fcdinamo.ge


სიონმა სომხურ გუნდს ვერ მოუგო

$
0
0
IMG_8026

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა. ევროპა ლიგისთვის მზადების ფარგელბში ერთმანეთის წინააღმდეგ ბოლნისის “სიონი” და ერევნის “მიკა” წარსდგნენ.

მატჩი საკმაოდ ნელ ტემპში წარიმართა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმიდნარეობდა, სადაც უპირატესობას ბოლნისელები ფლობდნენ.

ერევნელები იბრძოდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანის რეალური შანსი მხოლოდ ბოლნისელებს ჰქონდათ.

ორივე მომენტი მეორე ტაიმში შეიქმნა და ორივე ეპიზოდში სტურმები გაშვებული გოლისგან კარის კარკასმა იხსნა.

პირველ შემთხვევაში სტანდარტის შემდეგ “მიკას” საჯარიმოში შექმნილი არეულობით “სიონის” ფეხბურთელებმა ისარგებლეს და კარში დაარტყეს. ხარიხას მოხვედრილი ბურთი მინდორზე დაეცა. ბოლნისელები გოლის ჩათვლას ითხოვდნენ, თუმცა შეხვედრის არბიტრმა მატჩის გაგრძელება ბრძანა.

შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე “სიონს” ჯარიმის შესრულების საშუალება მიეცა. ბურთთან სამხარაძე მივიდა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა კვლავ ხარიხამ მოიგერია.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში ბოლნისელები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

გრანდმა ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა

$
0
0
FUT

ფუტსალის ჩემპიონატის მონაწილე გრანდი სეზონის ბოლო ამხნაგურ თამაშში უნვიერსიადის ნაკრებს ესპარინგა.

აღსანიშნავია რომ, სტუდენტები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან გრანდელები კი საპლაჟო ეროვნული ჩემპიონატისთვის.

მატჩი სტუდენტთა დიდი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი დამაჯერებელი გამარვებით, 10-1 დასრულა.

პირველი სპარინგ-მატჩის მოლოდინში

$
0
0
DSC_0279

მცირე შესვენების შემდეგ, მარგველები ისევ ზესტაფონში შეიკრიბნენ და ახალი სეზონის მატჩებისათვის მზადება განაგრძეს. ხვალ საქართველოს ვიცე-ჩემპიონები პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ – საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” თანაქალაქელ “მარგვეთი-2006″-ს დაუპირისპირდება.

ახალ სეზონში პირველ საკონტროლო მატჩს მარგველთა პირველ გუნდი 15 ივნისს ჩაატარებს – საქართველოს ორგზის ჩემპიონები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე “მარგვეთი-2006″-ს დაუპირისპირდებიან. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საწვრთნელი ბაზაზე გუნდის ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

ჯერემია ზესტაფონში?

$
0
0
50583

სომხური პრესის ცნობით ერევნის “მიკას” ფორვარდი ჯონ ჯერემია კლუბს ტოვებს და საქართველოში ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი “გაგრას” ეკუთვნის და სომხეთში იჯარის წესით თამაშობდა. სომხური პრემიერლიგაში ჯერემიამ 13 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, არსებობობს ვარაუდი, რომ ჯერემიას გადაბირებით “ზესტაფონია” დაინტერესებული.

ჩისკო –სეზონის გოლის ავტორი

$
0
0
file

“დინამოს” ოფიციალურ ვებ გვერდზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა დინამოელთა მიერ 2013/14 სეზონში გატანილი საუკეთესო გოლი. გულშემატკივართა უმრავლესობის გადაწყვეტილებით (60 %) სეზონის საუკეთესო გოლად, ჩისკოს მიერ 3 მაისს ზესტაფონის კარში გატანილი გოლი იქნა მიჩნეული.

 

fcdinamo.ge

Viewing all 5622 articles
Browse latest View live