Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

IBA CUP 2014 –დინამომ ინტერს აჯობა და მეხუთე ადგილზე გავიდა

$
0
0
file

დინამო თბილისის აკადემიის U-14 გუნდმა, ბაქოს საერთაშორისო ტურნირი IBA CUP 2014 მეხუთე ადგილზე დაასრულა. დღეს დილით ოთო გაგნიძის გუნდმა მასპინძელი ინტერი პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა (ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გოლი კი ხარშილაძემ გაიტანა). მამფორიამ, ბასარიამ, ბაბუნაძემ და ხარაბაძემ ზუსტად შეასრულეს თერთმეტმეტრიანი დარტყმები. აღსანიშნავია ასევე დინამოელთა მეკარის- ბულისკერიას კარგი თამაში.
ხვალ ფინალში ერთმანეთს ბეშიქთაში და აინტრახტი დაუპირისპირდებიან. დღევანდელ გამარჯვებამდე დინამომ ბეშიქთაშთან ფრედ 1:1 ითამაშა, დამარცხდა პარტიზანტან 0:1 და აჯობა კარპატს 3:1.
დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, გოგიაშვილი, გულდედავა
მოედანზე შევიდნენ: ჯიჭონაია, მამფორია, მოისწრაფიშვილი

fcdinamo.ge


ლუკა ზარანდია გენკში წარადგინეს (ვიდეო)

$
0
0
zarandia

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების და თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელი ლუკა ზარანდია კარიერას “გენკში” გააგრძელებს. ბელგიურ კლუბში ქართველი მოთამაშე გუშინ წარადგინეს.

ზარანდიამ საკუთარი მომავალი “გენკს” 4 წლით დაუკავშირა.

2005 წელს დაბადებულთა შორის ტურნირი ბასკიმ მოიგო

$
0
0
Football

გუშინ 2005 წელს დაბადებულს მოზარდთა შორის ვარკეთილის ღია პირველობის ფინალური და ნახევარფინალური დაპირსიპირებები გაიამრთა. ტურნირში სამგორის რაიონის 8 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გრანდისა და ბასკის ჭაბუკები დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ბასკის გამარჯვებით 1-3 დასრულდა.

გიორგი გოგიჩაშვილი (ტურნირის ორგანიზატორი და გრანდის მთავარი მწვრთნელი): “ამ ტურნირს უკვე მეორე წელია ვატარებთ და სისტემატური სახის მიცემას ვაპირებთ. გვინდა, რომ მომავალ წელს გათამაშება საერთაშორისო გავხადოთ და რამდენიმე სომხური და აზერბაიჯანული, ასევე მოლდოვური საფეხბურთო სკოლა მოვწვიოთ”.

დილით ინტენსიური ვარჯიში, საღამოს მატჩი

$
0
0
7

დილით ჩატარებული საათნახევრიანი ინტენსიური წვრთნის შემდეგ, საღამოს ვარჯიშის ნაცვლად ჩვენი გუნდი საწვრთნელ მატჩს ჩაატარებს. სადილის შემდეგ, სანამ ფეხბურთელები თავიანთ ნომრებში შევლენ და 2 საათით დაისვენებენ, ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს- საბა ლობჯანიძეს, არჩილ მესხს და ოთარ კაკაბაძეს გავესაუბრეთ. თემები ტრადიციული შეკრება და მსოფლიოს ჩემპიონატის სათამაშო დღე.

საბა ლობჟანიძე - პირველ გუნდთან ერთად შეკრებზა მეორედ ვარ. ვფიქრობ ძალიან კარგი შეკრება გამოგვივიდა. ძალიან დიდი დატვირთები მივიღეთ, რაც აუცილებელია ფეხბურთელისთვის, წინ ხომ გრძელი სეზონი და უეფას ტურნირის თამაშები გველის. მიხარია, რომ დინამოს წევრი ვარ. მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელ შეხვედრებზე, კოლუმბია პირველ თამაშში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ის საბერძნეთი იყო, კოტ დ’ივუარს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და ვფიქრობ არ წააგებს. ინგლისს კარგი გუნდი ჰყავს და ასე ადვილად არ უნდა გავარდეს. მგონია, რომ ინლისი მოიგებს. იაპონიაა ძალიან მებრძოლი და სწრაფი გუნდი და უპირობოდ მოუგებს საბერძნეთს.

კოლუმბია – კოტ დივუარი  X2

ინგლისი – ურუგვაი  1

იაპონია – საბერძნეთი  1

არჩილ მესხი - პირველად ვარ შეკრებაზე პირველ გუნდთან ერთად და ძალიან გახარებული ვარ ამით. ყველაფერი საინტერესოა. თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ  უფროსი პარტნიორებიც მეხმარებიან და მიადვილებენ საქმეს.

კოლუმბია – კოტ დივუარი  X

ინგლისი – ურუგვაი  1X

იაპონია – საბერძნეთი  1

ოთარ კაკაბაძე - ერთი და იგივეს გამეორება გვიწევს, მაგრამ მართლაც ძლიერი დატვირთვებია. ცოტათი გადავიღალეთ ყველანი, მაგრამ ახლა ასეც უნდა იყოს. ყველაფერი  სათამაშო სიტუაციაში ხდება და ვარჯიშები ძალიან საინტერესო გამოდის. დღევანდელ თამაშებზე ჩემი ვარაუდი კი ასეთია:

კოლუმბია – კოტ დივუარი  1

ინგლისი – ურუგვაი  1

FCDinamo.GE

“ზესტაფონის”დაბადების დღე და ორმხრივი მატჩი

$
0
0
DSC08530

2014 წლის 18 ივნისს საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა ბანაკში საზეიმო განწყობა სუფევდა – მარგველები კლუბის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დღეს დაარსებიდან ათი წელი შეუსრულდა. საღამოს კი გია გეგუჩაძემ პირველი გუნდის ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად – ”თეთრებად” და ”ლურჯებად” დაჰყო და დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საინტერესო მატჩი გაიმართა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:
”თეთრები”: პავლოვიჩი (მეშველიანი, 60) , გაგოშიძე, ჩავესი, ფერეირა, თორნიკე გრიგალაშვილი, შარიქაძე, კუხიანიძე, გეწაძე, სარდალიშვილი, კაპანაძე, ფანცულაია.

”ლურჯები”: მეშველიანი (კუპატაძე, 41) , თედო გრიგალაშვილი, ჭელიძე, გურული, ტუღუში, ჭანკოტაძე, ჭანტურიშვილი, ჯერემია, ენდელაძე, კაკუშაძე, ტატანაშვილი.

შეხვედრა, რომელშიც გუნდებმა ორი 40-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”ლურჯების” შეტევებით დაიწყო, თუმცა ანგარიში “თეთრებმა” გახსნეს – 26-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად რევაზ გეწაძემ აქცია. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ”ლურჯების” კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა და გიორგი კუხიანიძემ თავის გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა 2-0.

მართალია, მეორე ტაიმის დებიუტში, ზაზა ჭელიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა 56-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ორბურთიანი “სტატუს-ქვო” ისევ აღადგინა. სწორედ ფანცულაიას “გასროლა” გამოდგა დღევანდელ დაპირისპირებაში გატანილი ბოლო გოლი – “თეთრებმა” გაიმარჯვეს ანგარიშით 3-1.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დღევანდელ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა არ მიუღიათ ნიკა საბანაძეს, გრიგოლ დოლიძეს, ლაშა გვალიას, თეიმურაზ ღონღაძეს, ჯაბა დვალსა და ნიკა გელაშვილს. ყველა ეს ფეხბურთელი ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და საერთო ჯგუფს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დინამო –ალ ფაისალი 7:0

$
0
0
dinamotb

ურქულ სამთო კურორტ კარტეპეში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა მეორე სპარინგი გამართეს. კოკისპირული წვიმის გამო შეხვედრა ჩაშლის პირას იყო, მაგრამ გამოიდარა და მატჩის გამართვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თბილისურმა გუნდმა საუდის არაბეთის ალ-ფაისალი დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი: მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, ხიდეშელი, პაპავა, კვირკველია, ძარია, ლიჩკა, ლობჟანიძე, მერებაშვილი, პაპუნაშვილი, მარცვალაძე
მეორე ტაიმი: დაუშვილი, შერშეუნი, გველესიანი, ხურცილავა, თოთაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, პარუნაშვილი, ჩირგაძე (ზივზივაძე 80)

გოლები: 1:0 ლობჟანიძე 36’ (შერგელაშვილის პასი) 2:0 კვირკველია 39’ (საჯარიმო) 3:0 შერგელაშვილი 44’ (საჯარიმო) 4:0 ხურცილავა 48’ (ჯანელიძის პასი) 5:0 გრიგალაშვილი 60’ (ჩირგაძის პასი) 6:0 ჩირგაძე 79’ (ჯანელიძის პასი) 7:0 შერშუნი 87’ (ცინცაძის პასი)

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: ლორიას, ჩისკოს, კაკაბაძეს, ჯიღაურს და მესხს.

fcdinamo.ge

“ზესტაფონი”დონეცკის “შახტარს”და კიევის “დინამოს”დაუპირისპირდება

$
0
0
zesta

მიმდინარე წლის 24 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, ახალი სეზონისათვის მზადების მეორე ეტაპის გასავლელად, ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ავსტრიული ალპების კარგად ნაცნობ გარემოში საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ მარგველები ტიროლის მხარის ქალაქ ზანქტ-იოჰანიდან ჩრდილოეთით სულ რაღაც 3 კილომეტრში მდებარე დაბა კირხდორფის სასტუმრო ”Das Seiwald ”-ში დაბანაკდებიან. ამ სასტუმროს სტუმართა განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კონფერენც-დარბაზები, აუზები, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი. უნდა ითქვას, რომ 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადებისას, იმერლები სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ…

ალპურ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” კიევის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. საბჭოთა კავშირისა და უკრაინის 13-13-გზის ჩემპიონ, სსრკ-ს თასის 9-გზის და უკრაინის თასის 10-გზის მფლობელ, უეფას თასების მფლობელთა თასის 2-გზის და უეფას სუპერთასის მფლობელ კიეველებთან იმერელთა დაპირისპირება 26 ივნისს გაიმართება.

თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 30 ივნისს ჩაატარებენ. ჩვენი მეტოქე ამჯერადაც უკრაინული ფეხბურთის წარმომადგენელი – უკრაინის 9-გზის ჩემპიონი და ამდენივეჯერ თასის მფლობელი, უეფას ევროპალიგის 2009 წლის გამარჯვებული, დონეცკის საფეხბურთო კლუბი “შახტარი” იქნება. ქართველთათვის რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება, ამ შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერაც ზუსტდება და ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ავსტრიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას იმერლები რუმინული “ბოტოშანის” წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი რუმინეთის ჩემპიონატის მერვე გუნდთან 6 ივლისსაა დანიშნული. წლევანდელი ალპური “ვოიაჟის” დასკვნითი, რიგით მეხუთე სპარინგი კი 9 ივლისს გაიმართება. სამშობლოში დაბრუნებამდე ზესტაფონელები საბერძნეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ დაპირისპირებაში “ასტერას ტრიპოლისთან ” მოსინჯავენ ძალებს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

კლუბების ფინანსური მონიტორინგი იწყება

$
0
0
gff1

როგორც საფეხბურთო საზოგადოებისთვის ცნობილია, უეფამ ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად დანერგა ფინანსური მონიტორინგის (ე.წ. ფინანსური ფეარ–პლეის – ფფპ) სისტემა ევროპულ საკლუბო ტურნირებში მოასპარეზე კლუბებისთვის, რომლის თანახმადაც, უეფა უფლებამოსილია, ფფპ მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის გამო, კლუბების მიმართ გაატაროს მკაცრი სანქციები, მათ შორის, არ დაუშვას შეჯიბრზე.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, გარკვეული შერჩევითი შემოწმების საფუძველზე, უკვე მიიღო უკიდურესი გადაწყვეტილება სერბეთის ჩემპიონის – „ცრვენა ზვეზდას“ მიმართ, რომელიც სპორტული შედეგის მიუხედავად, ვერ იასპარზებს 2014–2015წწ. ევროტურნირებზე.

უეფამ ასევე დაუწესა სხვადასხვა ტიპის სანქციები 9 ევროპულ კლუბს: „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი),  „პსჟ“ (საფრანგეთი), „ბურსასპორი“ (თურქეთი), „გალათასარაი“ (თურქეთი), „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი), „ლევსკი“ (ბულგარეთი), „ანჟი“ (რუსეთი), „რუბინი“ (რუსეთი), „ზენიტი“ (რუსეთი).

ამის პარალელურად, სფფ–ის აღმასკომის 2013წ. 21 აგვისტოს 26–ე სხდომის მიერ დამტკიცებული ეროვნული ლიცენზირების მოთხოვნების თანახმად (იხ. სფფ–ის საკლუბო ლიცენზირების დებულებების დამატება ეროვნული საკლუბო ლიცენზირების მიზნებისთვის, მუხ. 53), მიმდინარე სალიცენზიო სეზონიდან ფინანსური მონიტორინგის სისტემა დაინერგა ეროვნულ დონეზეც, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური ვალდებულებების მუდმივად შესრულება სავალდებულოა 2014–2015წწ. ეროვნული ლიცენზიის მფლობელი ყველა კლუბისთვის.

ფინანსური მონიტორინგის ძირითად საგანს წარმოადგენს:

–        იურიდიული საკითხები

–        ე.წ. „არაწამგებიანობის წესი“ (მხოლოდ უეფას ლიცენზირების მიზნებისთვის)

–        30 ივნისის მდგომარეობით არსებული სატრანსფერო, საგადასახადო და თანამშრომლების მიმართ ვალდებულებების შესრულება

–        მოსალოდნელი ფინანსური ინფორმაციის განახლება (მათ შორის, ე.წ. „ფუნქციონირებადი საწარმოს“ საკითხი)

–        სხვა ინფორმაცია, რომელსაც სფფ/უეფა მიიჩნევს საჭიროდ, ფინანსური მონიტორინგის მიზნებისთვის

ფინანსური ფეარ–პლეის ვადების მოახლოებასთან დაკავშირებით, სფფ ლიცენზირებულ საფეხბურთო კლუბებს შეახსენებს, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სფფ–ის სალიცენზიო ორგანოებს უნდა წარედგინოს ა/წ 8 ივლისამდე.

უეფას ფინანსური მონიტორინგის შედეგები ევროპულ მმართველ ორგანოს მიეწოდება ა/წ 15 ივლისამდე, რომელიც თავად შეაფასებს ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს შესაბამის ზომებს.

რაც შეეხება ეროვნულ ფინანსურ მონიტორინგს, ეროვნული ლიცენზიის მქონე კლუბებისგან მიღებული ინფორმაციის შეფასების საფუძველზე, სფფ უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი სანქციები, მათ შორის, დაიწყოს ეროვნული ლიცენზიის ჩამორთმევის პროცესი.

კლუბები უკვე წერილობით არიან ინფორმირებული ფინანსური მონიტორინგის პროცესის დაწყების შესახებ და იმედია, დროულად მიიღებენ ზომებს შესაბამისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

სფფ-ის პრესსამსახური


მიხალ ბილეკი –უფრო აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ

$
0
0
file

დინამოს პირველი უცხოური შეკრება სრულდება. გუნდი ხვალ დილით დაბრუნდება სამშობლოში. შეკრების ბოლოს ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს- მიხალ ბილეკს ვთხოვეთ დინამოს პირველი უცხოური შეკრების შეჯამება.

მიხალ ბილეკი - პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით. სასიხარულოა, რომ ის ჩანაფიქრი, ის მიზნები, რაც ამ ეტაპზე  გვქონდა, შესრულებულია. ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკრება მომავალში ძალიან წაგვადგება.

ბურთთან ურთიერთობის, ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით ფებურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი მიზანია უფრო აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი ვითამაშოთ.

რაც შეეხება სპარინგებს, ეს შეხვედრები ჩვენ ძალიან დიდი დატვირთვების ფონზე ჩავატარეთ. 7 ბურთის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, რაც არ უნდა სუსტი მეტოქე გყავდეს, მითუმეტეს, გუნდთან რომელიც საუდის არაბეთის პირველობაზე საკმაოდ ნორმალურად გამოდის. ამ მატჩში გამოჩნდა იმ თამაშის კონტურები საითაც ვისწრაფვით.

ახალწვეულებით (ლიჩკა, შერშუნი) ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ. ჯერ იმდენი დრო არ გასულა, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ. ყველაფერს მეორე ჰოლანდიური შეკრება გაარკვევს.  ცხადია გაძლიერება, ევროპული მენტალობის უფრო ფართოდ შემოტანა გუნდში და უფრო დიდი კონკურენცია ყველა რგოლში უკეთესი იქნება, ვნახოთ…

მსოფლიო ჩემპიონატის შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, გუნდს, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიგვაჩნდა, მხოლოდ 1 თამაში დარჩა  ჩასატარებელი. რამდენიმე წლის მანძილზე დატვირთულმა გრაფიკმა იჩინა თავი და ესპანელები გამოფიტულები იყვნენ. აი ჩილეს და მექსიკის გუნდები ნამდვილი აღმოჩენაა. ისინი ტაქტიკურად გამართულად, აგრესიულად და ძალიან სწრაფად თამაშობენ, რაც თანამედროვე ფეხბურთში მთავარია.

FCDinamo.GE

მერანს ლობასი გაწვრთნის

$
0
0
merani

მარტვილის “მერანს”  ახალი მწვრთნელი ჰყავს. ზურაბ იონანიძის ნაცვლად გუნდს ვლადიმერ ლობასი უთავკაცებს.

ლობასი საფეხბურთო კარიერას უკრაინაში, კიევის “დინამოში” იწყებდა სასდაც 1987-1992 წლებში ირიცხებოდა, საიდააც ტერნოპოლის “ნივაში” გადაბარგდა. უთამაშია რუსეთის, მაკედონიის და საბერძნეთის გუნდებში, სადაც შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. 2003-2007 წლებში მუშაობდა სალონიკის საფეხბურთო აკადემიებში.

2008 წლიდან მუშაობდა ფიზმომზადების მწვრთნელად ქ. სალონიკის სკოლაში.

მიღწევები სამწვრთნელო კარიერაში.
• 2007-2008 – „ნიკი“ პოლიგიროსი: ნახევარ პროფესიული ლიგა , მე-2 ადგილი
• 2008-2009 – „ანაგენისი“ ეპანომი: გადასვლა ნახევარ პროფესიული ლიგიდან მე-2 პროფესიულ ლიგაში.
• 2009-2010 –„ნიკი“ მესიმერი: გადასვლა ა პროფესიული ლიგიდან უმაღლეს ლიგაში – სამოყვარულო გუნდები
• 2010-2014 – მწვრთნელი ფეხბურთის აკადემიებში.

პაპუნაშვილი ანორთოსისში?

$
0
0
papuna

ბოლო დღეებში კვიპროსული პრესა აქტიურად წერს გიორგი პაპუნშვილის “ანორთოსისში” შესაძლო გადაბარგებაზე.

თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელს საკამოდ კარგი სეზონი ჰქონდა, რაც 19 წლის ნახევარმცველის ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაგვირგვინდა.

უმაღლესი ლიგის გასული სეზონის გათამაშებაში პაპუნაშვილმა 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისმა უკვე დაიმატა გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე.

დინამო U-19 ივლისში რურის თასზე იასპარეზებს

$
0
0
file

24 დან 27 ივლისის ჩათვლით გერმანიაში, 19 წლამდე ფეხბურთელთა, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი RUHR CUP 2014 გაიმართება. გათამაშებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დინამო თბილისი კახი გოგიჩაიშვილის თავკაცობით A ჯგუფში დორტმუნდის ბორუსიას, პირეოსის ოლიმპიაკოსს, ლისაბონის ბენფიკას და ვოლფსბურგს დაუპირისპირდება. B ჯგუფში მიუნჰენგლადბახის ბორუსია, გელზენკირხენის შალკე, ვესტ ჰემ იუნაიტედი, ჩინეთის 19 წლამდელთა ნაკრები და პორტუ იასპარეზებენ.

fcdinamo.ge

“ზესტაფონის”ამხანაგური მატჩი ბოლნისელებთან

$
0
0
DSC08663

2014 წლის 21 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის დაწყებისათვის ემზადება, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდა.

“ზესტაფონის” დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გამოჩენის შესაძლებლობა გუნდის 21 ფეხბურთელს მისცა, შესვენების შემდეგ მარგველთა რიგებში 10 ცვლილება განხორციელდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საქმეს ზესტაფონელთათვის დანაკლისის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია – სხვადასხვა მიზეზის გამო იმერულ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ თეიმურაზ ღონღაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ფანცულაია, ნიკა საბანაძე, გიორგი კუხიანიძე და დავით კუპატაძე.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: პავლოვიჩი (მეშველიანი, 46), თედორე გრიგალაშვილი (თორნიკე გრიგალაშვილი, 63), ფერეირა (ჭელიძე, 46), ჩავესი, გურული (ენდელაძე, 63), ჭანტურიშვილი (შარიქაძე, 46), გეწაძე (გვალია, 46), დოლიძე (ჭანკოტაძე, 46), ჯერემია (სარდალიშვილი, 63), ტატანაშვილი (კაპანაძე, 63), დვალი (ტუღუში, 46).

შეხვედრის სადებიუტო ნაწილი იმერელთა უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ ანგარიშის გახსნა მხოლოდ 30-ე წუთზე მოხერხდა – თავი “ზესტაფონის” რიგებში ახლახან დაბრუნებულმა ჯაბა დვალმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს უკვე ბოლნისელები გააქტიურდნენ და 44-ე წუთზე მათ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს. მარგველთა გოლკიპერმა ბოიან პავლოვიჩმა ქვემოქართლელთა ნახევარმცველის ალეკო გოგობერიშვილის 11-მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული კი მოიგერია, თუმცა ბურთი ისევ ბოლნისელს მიუვიდა და ანგარიშიც გათანაბრდა 1-1.

მეორე ტაიმის დებიუტში (53-ე წუთი) წინ უკვე ბოლნისელები გავიდნენ – თავი ზუსტი თავურით დავით იმედაშვილმა გამოიჩინა. 65-ე წუთზე კი ჯაბა უგულავამ ბოლნისელთა უპირატესობა კიდევ უფრო თავლსაჩინო გახადა. დარჩენილი დროში ზესტაფონელები გააქტიურდნენ, მეტოქის კარის სიახლოვეს სახიფათო მომენტებიც შექმნეს, პენალტის შესრულების უფლებაც მოიპოვეს (ბექა ტუღუშის დარტყმა “სიონის” გოლკიპერმა მოიგერია), თუმცა ანგარიში აღარ შეიცვლა – მარცხი ანგარიშით 1-3.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი”ევროპის ლიგისთვის ემზადება

$
0
0
DSC_0266

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მატჩებისათვის საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პირველი გუნდის დასასრულს მიახლოვებული მზადების პირველი ეტაპისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოგვითხრობს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

კიკნაველიძე თავისუფალი აგენტია

$
0
0
FCZestafoni.GE-ს ფოტო

როგორც Fanebi.Com-ისათვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, ნოდარ კიკნაველიძემ ბათუმის “დინამოს” რიგები დატოვა. 21 წლის გარემარბი ამჟამად თავისუფალი აგენტია და კლუბებიდან წინადადებებს ელის.

შეგახსენებთ, რომ კიკნაველიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი ბათუმის “დინამოში” გაატარა, სადაც მან დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა.

კიკნაველიძეს, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2011 წელს, “ზესტაფონის” შემადგენლობაში ჰქონდა.


არნო ჩუენსუ „დინამოელია“

$
0
0
chuensu

ბათუმის „დინამო“ ახალი სეზონისთვის მზადებას მიმდინარე კვირას შეუდგა – არნო ჩუენსუ „დინამოელთა“ პირველი ახალწვეულია.
ამპლუით მარჯვენა მცველმა, გასული სეზონი ლანჩხუთის „გურია“-ში ჩაატარა. 22 წლის კამერუნელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 1 +1 სისტემით გაფორმდა.

http://www.dinamobatumi.com/

23 ივნისს დინამოს მეტოქე გაირკვევა

$
0
0
file

23 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ ბინაში 14.00 საათზე გაიმართება მოახლოებული ევროთასების წილისყრა. დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. საქართველოს 15 გზის ჩემპიონი პირველ შეხვედრას 15/16 ივლისს გამართავს, ხოლო საპასუხო მატჩს 22/23 ივლისს ჩაატარებს.

გაგაცნობთ სავარაუდო მეტოქეთა სიას: სტიაუა ბუქარესტი, სელტიკი გლაზგო, ბატე ბორისოვო, სპარტა პრაღა, დინამო ზაგრები, ლუდოგორეცი რაზგრადი, მაქაბი თელ ავივი, შერიფი ტირასპოლი, მარიბორი, ლეგია ვარშავა, დებრეცენი, პარტიზანი ბელგრადი, სლოვანი ბრატისლავა, აქტობე, ვენტსპილსი, ყარაბაღი აგდამი, ჰიკი ჰელსინკი.

fcdinamo.ge

თბილისის “დინამოს”სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

$
0
0
FC_Dinamo_Tbilisi_logo

დღეს, შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილიყრა გაიმართება.

საქართველოს ღირსებას ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირში თბილისის “დინამო” დაიცავს.

თბილისური კლუბის სავარაუდო მეტოქეები არიან:”ბატე” (ბელარუსი), “მაქაბი თელავივი” (ისრაელი), “შერიფი” (მოლდოვა), “აქტობე” (ყაზახეთი), “მარიბორი” (სლოვენია).

წილისყრა, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

სიონის და ჩიხურას სავარაუდო მეტოქეები

$
0
0
logo-uefa-europa-league

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.

საჩხერის “ჩიხურა” პირველ ეტაპზე განთესილი იქნება და მისი სავარაუდო მეტოქეების სია ასე გამოიყურება:  ”დიორ ეტო” (უნგრეთი), “შირაკი” (სომხეთი), “გაბალა” (აზერბაიჯანი”, “ტურნოვო” (მაკედონია), “კოლეჯ ევროპა” (გიბრალტარი).

ბოლნისის “სიონი” გათამაშებაში განუთესავის სტატუსით ჩაერთვება. ბურდულის გუნდის სავარაუდო მეტოქეები არიან:  ”სპარტაკ ტრნავა” (სლოვაკეთი), “ჩუკარიჩკი” (სერბეთი), “კოპერი” (სლოვენია), “ფლამურტარი” (ალბანეთი), “ინტერი” (აზერბაიჯანი).

საქართველოს ვიცე-ჩემპიონi  ”ზესტაფონo”,  გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. გეგუჩაძის გუნდის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან : “მოსკოვის” სპარტაკი ( რუსეთი) ; აპოელი “თელ-ავივი” (ისრაელი) ; კლუჟი (რუმინეთი) ; ლეხი (პოლონეთი) ; “სლოვან ლიბერეცი” (ჩეხეთი) ; “ბურსასპორი” (თურქეთი) ; “იესბერგი” (ჩეხეთი) ; “ვარეგემი” ( ბელგია) “ელფსბორგიზ” (შვედეთი) ; “ომონია” (კვიპროსი) “ჰაიდუკი” (ხორვატია) ; “მოლდე” (ნორვეგია) ; “ლუზერნი” (შვეიცარია) ; “ცსკა” სოფია (ბულგარეთი) ; “რიჯეკა” (ხორვატია) ; “გრონინგენი” (ჰოლანდია) ; “ტრიპოლისი” (საბერძნეთი) ; “მოზერვილი” (შოტლანდია) ; “ლუგანსკი” (უკრაინა) ; “მლადა ბოლესლავი” (ჩეხეთი) ; “პეტროულ პლოიესტი” (რუმინეთი) ; “ვოივოდინა” (სერბეთი) ; “დინამო მინსკი” (ბელარუსი) ; “გრიოდიგი” (აუსტრია) ; “პიოლტენი” (აუსტრია) “ჩოროზოუ” (პოლონეთი) ; “სარაევო” (ბოსნია და ჰერცოგოვინა) ; “აპოელ ბირ შევა” (ისრაელი) “შახტიორ სოლიგორსკი” (ბელარუსი) ; “გიორ ეტო” (უნგრეთი) ; “სენტ ჯონსტონი” (შოტლანდია) ; “ზავისზა” (პოლონეთი) ; “ნემან გრონდო” (ბელარუსი) ; “კიოსიცი” (სლოვაკეთი) ; “ჟაგოდინა” (სერბეთი) ; “ტრენსინი” (სლოვაკეთი) ; “გორიცა” (სლოვენია) ; “როვანიემი” (ფინეთი).

წილისყრა თბილისის დროით 16:30-ზე დაიწყება.

„დინამოში“ ესპანელი ფორვარდი ჩაირიცხა

$
0
0
jorda

თბილისის „დინამოში“ 30 წლის ესპანელი ფორვარდი – რაფა ჯორდა ჩაირიცხა. განვლილი სეზონის მეორე ნახევარი ჯორდამ იტალიის სერია B-ს „სიენაში“ გაატარა. ჯორდას საფეხბურთო კარიერის პირველ ეტაპზე ჯერ „ვალენსიას“ ახალგაზრდული გუნდი, შემდეგ კი, „ნუმანსია“ იყო. მერე იყო „ბენიდორმი“, „ალიკანტე“, „ერკულესი“ და 2 სეზონი „ლევანტეში“, საიდანაც ჯორდა ჩინურ „გუიჩჯოუ ჟენხეში“ გადავიდა, სადაც თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და თასის მფლობელი გახდა. ჯორდას კატალონიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

რაფა ჯორდა – სასიამოვნოა, რომ „დინამოს“ წევრი გავხდი. გუნდის შესახებ ინფორმაციას ჩისკოსგან ვფლობ. მასთან ერთად „ლევანტეში“ ვთამაშობდი. ჩისკომ საუკეთესოდ დამიხასიათა „დინამო“, კლუბის ინფრასტრუქტურა, აქაური გარემო, ხალხი. ყველანაირად ვარ მომართული ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო.

fcdinamo.ge

Viewing all 5622 articles
Browse latest View live