Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

ზესტაფონმა დინამო დაამარცხა

$
0
0
file

ზესტაფონში “დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი “ზესტაფონსა” და თბილისის “დინამოს” შორის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების მშვენება გახდა. ზესტაფონელებმა “დინამოს” ჩემპიონობის გაფორმების საშუალება საკუთარ მოედანზე არ მისცეს.

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სწრაფი გოლიც იხილა. მე-14 წუთზე კვირკველიას ჩაწოდების შემდეგ ჩისკომ ვარდნაში შესძლო ულამაზესი გოლის გატანა და სტუმრები დააწინაურა. ამის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და მალევე გაათანაბრეს. 23-ე წუთზე დოლიძის პასი რევაზ გეწაძემ გამოიყენა და ბურთი სტუმართა კარში გადაგზავნა. სულ რაღაც 5 წუთში “ზესტაფონი” წინ გავიდა. საბანაძემ ლორიას უხეში შეცდომით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

“დინამოელები” არ დანებდნენ და 34-ე წუთზე სახიფათო იერიში განახორციელეს. კარში დარტყმის შემდეგ პავლოვიჩმა ბურთის დაფიქსირება ვერ შესძლო. დამატებაზე ყველას ოთარ მარცვალაძემ დაასწრო და გუნდებიც შესვენებაზე შედეგიანი ფრით გავიდნენ.

უხვგოლიანი პირველი ტაიმიშ შემდეგ თამაშის ტემპი მეორე ნახევარში არ დაეცა. ცინცაძის და ძარიას შორეული დარტყმები მასპინძელთა კარის ხარიხამ მოიგერია. კარის ძელი ერთ ეპიზოდში “დინამოსაც” დაეხმარა.

გადამწყვეტი მომენტი 76-ე წუთზე მოხდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ოთარ ხეცაძემ მერებაშილზე წესების დარღვევის გამო “ზესტაფონის” კარში პენალტი დანიშნა, რომლის შესრულება ჩისკომ ითავა, თუმცა ესპანელმა ლეგიონერმა კვლავ ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი… მასპინძლებმა ამ მომენტის შემდეგ შეუტიეს, რაც დაუფასდათ კიდეც. 81-ე წუთზე მოედანზე ახლადშემოსულმა თორნიკე კაპანაძემ “ზესტაფონი” კიდევ ერთხელ დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

ზესტაფონი 3-2 დინამო

გოლები: ჩისკო 14′ (0:1); გეწაძე 23′ (1:1); საბანაძე 28′ (2:1); მარცვალაძე 34′ (2:2); კაპანაძე 81′ (3:2)

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, რენე ფერეირა (გრიგალაშვილი 14′), ჭელიძე, გურული, შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანკოტაძე 65′), ჭანტურიშვილი, დოლიძე, გეწაძე (კაპანაძე 80′), საბანაძე.

სათადარიგოები: მეშველიანი, ფანცულაია, ტატანაშვილი, ენდელაძე. 

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, გორგიაშვილი (მოდებაძ 84′), მერებაშვილი, ხურცილავა, კვირკველია, მარცვალაძე, რეხვიაშვილი, ჩისკო, ძარია.

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, პაპავა, გოგა, გველესიანი, გლიშიჩი. 

 


ბექა ტუღუშმა “ზუგდიდს”ცენტრიდან გაუტანა

$
0
0
1376747432_IMG_1507

2 მაისს, საქართველოს ჩემპიონატში, “ტორპედოსა” და “ზუგდიდს” შორის გამართულ მატჩში, ქუთაისელთა ფეხბურთელმა ბექა ტუღუშმა ზუგდიდელთა კარი ცენტრიდან აიღო.

მალხაზ ჟვანიას მატჩისშემდგომი კომენტარი

$
0
0
file

ზესტაფონში დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამო ადგილობრივ ზესტაფონთან 2:3 დამარცხდა, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა.

მალხაზ ჟვანია: თავიდანვე ვგეგმავდით მოგებას, რადგან წარმატება ჩემპიონობის ტოლფასი იქნებოდა. თამაშიც კარგი გამოდგა და მატჩიც მოსაგები იყო, თუმცა  გამოუყენებელი პენალტის მერე საკუთარ კარში მივიგეთ ბურთი. კმაყოფილი ვარ ბიჭებით და ისღა დაგვრჩენია, რომ საშინაო არენაზე გავხდეთ ჩემპიონები.

FCDinamo.GE

მინდია ბობღიაშვილი: “ფეხბურთელების დავალიანება უკანა პლანზე გადაიტანეს”

$
0
0
d

ლანჩხუთის “გურია” კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ფეხბურთელების თქმით, მათ სახელფასო დავალიანება ამ დრომდე არ დაუფარეს. ვითარებაში უკეთესად გარკვევის მიზნით “გურიას” მეკარეს, მინდია ბობღიაშვილს დავუკავშირდით.

 

- ფინანასური პრობლემები უკვე ერთი წელია გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოთმინება ამოიწერა, როდესაც ფედერაციამ კლუბს 200 000 ლარი ჩაურიცხა, თუმცა ამ დროს ფეხბურთელების დავალიანება უკანა პლანზე გადაიტანეს. ფეხბურთელების, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში სიცივეში, მშივრები და ყველანაირი პირობების გარეშე თავს ვდეთბდით “გურიისთვის” და მისი გულშემატკივრებისთვის. აღმოჩნდა, რომ გუნდში ჩვენს დავალიანებაზე მნიშვნელოვანი პრობლემებიც ყოფილა. 

გაფიცვას არ ვაპირებთ, თამაშებზე გავალთ და სეზონსაც ჩავამთავრებთ. უბრალოდ გვინდა, რომ სიმართლე გაირკვეს. ჩვენი ოფლით და შრომით მოვედით და გულშემატკივრებს ვცემთ პატივს, თორემ რადიკალურ ზომებსაც მივიღებდით.  

სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ფეხბურთის სიყვარულზე, ერთ-ერთი თანამდებობის პირი ფეხბურთში ინვესტირების ნაცვლად ნაგვის ურნების დამონტაჯებას აპირებს. 

კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგებიც ასეთი ვითარებით ხომ არ არის გამოწვეული? 

- ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებ, თუმცა გუნდი ძალიან გვიან შეიკრიბა და მოსამზადებელი ეტაპი ჩაგვივარდა, რაც არასწორი მიდგომის გამო ხდება.

ჩემი აზრრით, პირველი წრის გუნდი რომ შეგვენარჩუნებინა, საპრიზო ადგილებისთვის შევძლებდით ბრძოლას.

 თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? 

- იმედია, ახალი სეზონიდან გამოსწორდება მდგომარეობა. ლანჩუთელი გულშემატკივარი ამბიციურ გუნდს იმსახურებს. მიუხედავად იმისა ვიქნები თუ არა ამ გუნდში, ყოველთვის დავრჩები “გურიას” გულშემატკივარი. 

შემოთავაზება ორი კლუბიდან მაქვს და ვნახოთ რა გამოვა. ჯერჯერობით ლანჩუთში დაველოდები სიტუაციის გამოსწორებას. 

ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ახლანდელი და პირველი წრის გუნდის სინთეზი მოხდეს. დამიჯერეთ, საქართველოს ჩემპიონატს კიდევ ერთი კარგი გუნდი შეემატება. 

7 მაისი დინამოს ისტორიაში

$
0
0
7 May

7 მაისს დინამო არენაზე მოქმედი ჩემპიონები საჩხერეს ჩიხურას უმასპინძლებენ. 30-ე ტურის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

7 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 11 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული. 6 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი. ბურთების ბალანსი 16/8 თბილისელთა სასარგებლოდ.

1995 წელს დინამომ რუსთავის მეტალურგს 3:0 აჯობა. გოლები ჯამარაულმა, ცქიტიშვილმა და დემეტრაძემ გაიტანეს. 1998 წელს ჩატარებული მატჩი თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ უგოლოდ დასრულდა.

1950 წელს დინამომ ხარკოვის ლოკომოტივს 3:0 მოუგო. ღოღობერიძის დუბლს ერთი გოლი ჯოჯუამ მიამატა. 1954 წელს თბილისელებმა ღოღობერიძის და ანთაძის გოლებით 2:1 ლენინგრადის ტრუდოვიე რეზერვი დაამარცხა. სამი წლის შემდეგ კიშინიოვის ბურევესტნიკთან ფრე 1:1. ჭკუასელია გოლის ავტორი. 1960 წელს მოსკოვის ტორპედომ აჯობა ჩვენს გუნდს 3:2. ორივე გოლი ღოღობერიძემ გაიტანა. შემდეგ წელს ხარკოვის ავანგარდმა იმარჯვა 1:0. 1962 წელს იგივე ანგარიშით დინამომ კუიბიშევის კრილია სოვეტოვი დაამარცხა. იამანიძე გამარჯვების გოლის ავტორი. 1963 წელს მოსკოვის სპარტაკთან დამარცხდა დინამო 1:2. გოლი ამჯერადაც იამანიძის ანგარიშზეა. 1972 წელს მანუჩარ მაჩაიძის და ყიფიანის გოლებით დინამომ 2:0 აჯობა ალმა ატის კაირატს. 1984 წელს თბილისელებმა ხარკოვის მეტალისტი დაამარცხეს 1:0. შენგელია გახდა გოლის ავტორი.

fcdinamo.ge

პირველი ლიგა დასასრულს უახლოვდება

$
0
0
GFF

გუშინ და დღეს საქართველოს ქალაქებში ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა.

“ა” ზონის ლიდერმა ქობულეთის “შუქურამ” ხონის “იმერეთთან” მინიმალური ანგარიშით მოიგო და მეორე ადგილზე მყოფ ფოთის “კოლხეთთან”, რომელმაც გასულ ტურში ტყიბულის “მეშახტესთან” მოულოდნელი ფრე ითამაშა, სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდა.

ქულები “ბ” ზონის ერთ-ერთმა ლიდერმაც კარაგა. ბათუმის “დინამო” აუტსაიდერ “ბახმაროს” ვერ მოუგო (1:1). ამ ზონის ლიდერმა “სამტრედიამ” კი, თბილისის “საბურთალოს” უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა.

გაგაცნობთ ტურის ყველა შედეგს:

“ა” ზონა

იმერეთი 0-1 შუქურა

სქური 1-1 ჩხერიმელა 

მერცხალი 4-2 საპოვნელა

კახეთი 1-1 ალგეთი

მესახტე 0-0 კოლხეთი ფოთი

ადელიო 1-1 დინამო II

 

“ბ” ზონა

კოლხეთი 0-1 ლოკომოტივი

დილა II 0-0 სულორი

სამტრედია 3-1 საბურთალო

სასკო 4-3 სტუ

ჭიათურა 1-4 სამგურალი

ბახმარო 1-1 დინამო ბათუმი 

მაჭახელა 3-1 ბეთლემი

“დინამოს”დუბლების მორიგი წარმატება

$
0
0
file

დუბლების ჩემპიონატის 30- ე ტურში დინამოელებმა გორის დილას უმასპინძლეს. მატჩი კახი გოგიჩაიშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 6:2 დასრულდა. მატჩის მე- 6 წუთზე ანგარიში მახარობლიძემ გახსნა. სამიოდე წუთში მათიაშვილმა მეორედ აიღო სტუმართა კარი. ვეკუამ მე- 13 წუთზე 3:0 გახადა ანგარიში. 4:0 შერგელაშვილმა 24- ე წუთზე დალაშქრა გორელთა კარი. ორ წუთში არჩილ მესხმა მეხუთე ბურთი გაიტანა მეტოქის კარში. სტუმრება შეძლეს 2 გოლის გატანა და ანგარიშის შემცირება, თუმცა 75- ე წუთზე ცოტნე მესხმა მეექვსედ აიღო გორელთა კარი და შეხვედრაც ანგარიშით 6:2 დასრულდა.

დინამო დუბლები 6:2 დილა დუბლები

დინამო: კულუა, კაკაბაძე, თევზაძე (მარაქველიძე 46), ნემსაძე, შერგელაშვილი, ვეკუა, ლაშხია (ც. მესხი 66), მათიაშვილი (ქიქავა 57), ჯანელიძე (წილოსანი 46), ა. მესხი, მახარობლიძე (კვერნაძე 46)

ჰოლანდიელი ლუკ ნაიჰოლტი დინამოს აკადემიას უხელმძღვანელებს

$
0
0
file (1)

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიაში კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ აკადემიის ახალ ხელმძღვანელად ჰოლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი- ლუკ ნაიჰოლტი წარადგინა.

რომან ფიფია: იმ ერთი წლის მანძილზე, რაც დინამოს აკადემია ოფიციალურად ფუნქციონირებს, შეიქმნა სრულიად ახალი საფეხბურთო გარემო, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. დინამოს მთავარი პრიორიტეტია ვიყოთ ყველაფერში პირველები და წარმატებულები. ამისთვის მეც და მთელი ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ.

ჩვენი მომავალი წარმატებისთვის აუცილებელია, რომ აკადემიის ბავშვები დაეუფლონ ისეთ ფეხბურთს, რომელსაც დღეს ევროპაში თამაშობენ. შესაბამისად აკადემიის ხელმძღვანელის შერჩევისას არაერთი კანდიდატურა განვიხილეთ და საბოლოოდ ჩვენი არჩევანი ლუკ ნაიჰოლტზე შეჩერდა.

ირაკლი ვაშაკიძე: ლუკ ნაიჰოლტს, რომელიც ამიერიდან ჩვენი აკადემიის ხელმძღვანელი იქნება- წარმატებებს ვუსურვებ. გიორგი მინაშვილი დარჩება ჩვენთან და იმუშავებს ბატონ ლუკთან. მინდა მადლობა გადაუხადო გიორგის გაწეულ საქმიანობაში.

ლუკ ნაიჰოლტი: უპირველესად აღვნიშნავ, რომ მოხარული და მოხიბლული ვარ აქ ყოფნით. ევროპაში უამრავ კლუბს შეშურდება აქაური გარემო და ინფრასტრუქტურა. გვაქვს ყველანაირი პირობა რათა ჩვენი მუშაობა და შედეგები მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ. მწვრთნელებს მთლიანად გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას და მაქსიმალურად დავხვეწავთ ახალგაზრდების საფეხბურთო მონაცემებს. შეიძლება ითქვას, რომ 90% ერთად ვიქნებით მოედანზე და 10% ოფისში.

ლუკ ნაიჰოლტი

დაიბადა 1961 წლის 29 ივლისს

საფეხბურთო კარიერა: ჰაარლემი, ვოლენდამი, უტრეხტი, აზ-67 ალკმაარი, მოზერუელი, სუინდონი.

სამწვრთნელო კარიერა: აზ-67 ალკმაარი, ტელსტარი, რედ ბული, ყატარის ოლიმპიური ნაკრები, შანდუნ ლუნენი.

FCDinamo.GE


ლანჩხუთში გასამართი მატჩის წინ

$
0
0
IMG_1892

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისთვის ემზადება. 2014 წლის 6 მაისს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის შეხვედრაში, მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.

ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და “გურია” ერთმანეთს სულ სამჯერ, აქედან პირველად გასული წლის 29 სექტემბერს “დავით აბაშიძეზე” დაუპირისპირდნენ. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა – ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

გურულთა და მარგველთა მორიგი შეხვედრა 2013 წლის 18 დეკემბერს შედგა. ეს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გიორგი ადამიას მიერ გატანილი გოლის წყალობით ზესტაფონელებმა ისევ 1-0 გაიმარჯვეს.

ლანჩხუთელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის 5 აპრილს შედგა.იმის მიუხედავად, რომ მატჩი ზესტაფონელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, გამარჯვების გოლის გატანა მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს - სტუმართა კარის ბადეში ბურთი ლევან შარიქაძემ გადაგზავნა.

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.

სენსაციური შედეგით დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი - ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა მოულოდნელი მარცხი 2-3 (გოლები - ალექს ბენაშვილიბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძელაშა  ჩალაძედავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებს დაუთმეს.

“გურიასა” და “ზესტაფონს” შორის მაისს გასამართი შეხვედრა, რომელსაც გორელი არბიტრი ხვიჩა გაგნიძე განსჯის, 17:00საათზე დაიწყება.

 საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ზუგდიდი შანსს ინარჩუნებს

$
0
0
GFF

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის მატჩები გაიმარტა ქვედა ექვსეულში. “ზუგდიდმა” ანაკლიაში უშუალო კონკურენტ ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძა და დავით კირკიტაძის გოლით დაამარცხა. ამ გამარჯვებით ზუგდიდელებმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნეს.

“ტორპედო” გორში “დილას” ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. მასპინძლებმა ქუთათრებს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. გოლების ავტორები რაჯამაშვილი, სადაღაშვილი და ქვილითაია არიან.

მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ” უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი “მერანი” მიიღო და 2:0 დაამარცხა. გოლები ბადრი დემეტრაშვილმა და შოთა დავლაშელიძემ გაიტანეს.

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:2

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0

ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0

1     ვიტ ჯორჯია                             30             13               6                11               40:38             45     
2. ტორპედო  30 12 6 12 36:43 42
3. დილა   30 11 8 11 43:33 41
4. სპარტაკი  30 10 4 16 30:37 34
5. ზუგდიდი 30 8 6 16 22:42 30
6. მერანი 30 6 4 20 21:56 22
               

დინამო საჩემპიონოდ ემზადება

$
0
0
download

დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის 30– ე ტურში, თბილისელები საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებენ. დღეს მალხაზ ჟვანიამ დინამოელები საკუთარ არენაზე ავარჯიშა. ხვალინდელი მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და დინამოს გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქური გუნდი მე– 15 გახდება საქართველოს ჩემპიონი. დინამო TV დღევანდელი წვრთნის ვიდეო კოლაჟს გთავაზობთ.

FCDinamo.GE

საჩემპიონო მატჩი დინამო არენაზე

$
0
0
IMG_9504

დღეს, უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის მატჩები გაიმართება. ყველაზე დიდი ინტერესს, “დინამო არენაზე” გასამართი დაპირისპირება იწვევს, სადაც თბილისის “დინამო” ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებას შეეცდება.

 

დინამო – ჩიხურა

თბილისი, “დინამო არენაზე”, 19:00

დიდი ალბათობით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ვინაობა დღეს ოფიციალურად გახდება ცნობილი. თბილისის “დინამო” მეთხუთმეტე ჩემპიონობის გაფორმებას “ჩიხურასთან” მატჩში აპირებს.

ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორია მრავალწლიანი არ არის, თუმცა ბოლო წლებში შემდგარი შეხვედრებიდან დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ერთმანეთის წინააღმდეგ გამართული 18 მატჩიდან “დინამომ” 11-ის მოგება შესძლო 5 შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა. “ჩიხურამ” თბილისელების მხოლოდ 2 შემთხვევაში მოახერხა.

თუმცა ამ ორიდან ერთი გამარჯვება ტიტულის მომტანი აღმოჩნდა. “ჩიხურამ” “დინამო” სუპერთასისთვის ბრძოლაში დაამარცხა და ჯილდოს მოგების საშუალება ერთხელ უკვე არ მისცა. ვნახოთ, შესძლებს თუ არა ფრუიძის გუნდი ასეთი რამის განმეორებას.

ერთი სამწუხარო ფაქტიც. შეხვედრას, რომელშიც შესაძლოა ქვეყნის ჩემპიონი გამოვლინდეს, ტელევიზიები პირდაპირ ეთერში არ გადასცემენ…

 

მეტალურგი – სიონი

რუსთავი, ფოლადი, 17:00

რუსთავი ქვემო ქართულიურ დერბის უმასპინძლებს. ადგილობრივ “მეტალურგს” დაუმარცხებელი “სიონი” ესტუმრება. ლადო ბურდულის გუნდმა მოგებათა 7-მატჩიანი სერია გამოაცხო და ამით დამკაყოფილებას ნამდვილად არ აპირებს.

თუმცა, რუსთავსა და ბოლნისს შორის ხშირ შემთხვევაში ძალიან პრინციპული მატჩები იმართებოდა და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა უდნა იყოს.

 

გურია – ზესტაფონი

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 17:00

გასულ ტურში მოპოვებული ულამაზესი გამარჯვების შემდეგ “ზესტაფონი” ლანჩხუთს ეწვევა და ადგილობრივ “გურიასთან” გაარკვევს ურთიერთობებს. გურულები კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე არიან და ასეთ ვითარებაში ფეხბურთზე კონცენტრირება რა თქმა უნდ რთული იქნება.

მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული სამივე მატჩი ზესტაფონელთა გამარჯვებით დასრულდა.

შეადგინე კვირის ბილეთი და მოიგე ფულადი პრიზები –გამარჯვებულთა რაოდენობა გაიზარდა!

$
0
0
Fanebi - europe-bet

როგორც მოგეხსენებათ, სპორტული პორტალი Fanebi.com-ი და ტოტალიზატორი Europe-bet-ი უკვე მესამე თვეა, გთავაზობთ მეტად საინტერესო ერთობლივ კონკურს – „კვირის ბილეთები“, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მომხმარებლებს ფულადი ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ეძლებათ. ჩვენი კონკურსის უპირატესობა გახლავთ ის, რომ მოთამაშე არასდროს არ რჩება წაგებული, ვინაიდან ჩვეულებრივი ფსონის დადებისგან განსხვავებით, აქ არ არის აუცილებელი საწყისი თანხის ქონა და საერთოდ, ამ პროექტში მოთამაშე არცერთ ეტაპზე არ ხარჯავს ფულს. პირიქით, კონკურსი იძლევა შესაძლებლობას ნულოვანი ბალანსიდან მაღალ მოგებაზე გახვიდეთ. ამისთვის მხოლოდ საჭიროა, რომ მიენდოთ ინტუიციას, გამოიყენოთ საფეხბურთო აზროვნება, გააკეთოთ კვირის ბილეთები, გამოიცნოთ თქვენს მიერ არჩეული მატჩების საბოლოო შედეგები და კვირის ბოლოს „ევროპაბეთის“ ბალანსზე მოგებული თანხის დარიცხვას დაელოდოთ. ყველაფერი ძალიან მარტივია. ბილეთების შედგება შეგიძლიათ გვერდზე — „კვირის ბილეთები“ http://fanebi.com/prognozebi/

მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნულმა პროექტმა ფეხბურთის გულშემატკივრების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. წინა კვირაში 1000-ზე მეტი ბილეთი მივიღეთ. თქვენი აქტიურობა სტიმულს გვაძლევს, რომ კონკურსი კიდევ უფრო გავაფართოვოთ. სამი თვის მანძილზე აღნიშნული კონკურსიდან უკვე 1000 ლარამდე გავეცით და გვინდა, გაცნობოთ, რომ პროექტის საპრიზო ფონდი კიდევ უფრო იზრდება. აქამდე თუ კვირის საუკეთესო სამი ბილეთის მფლობელი ჯილდოვდებოდა, ეს რაოდენობა ხუთამდე იზრდება. შესაბამისად, იზრდება თანხის მოგების შანსიც. აქედან გამომდინარე, ველით თქვენს კიდევ უფრო გააქტიურებას.

Fanebi.com-ი ერთადერთი ქართული სპორტული ინტერნეტ-პორტალია, რომელიც ზრუნავს თავის მომხმარებელზე. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მომხმარებლებს და ვცდილობთ, მათთვის მაქსიმალურად კომფორტული ინტერნეტ-გარემოს შექმნას. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თითოეულ იმ მომხმარებელს, რომელიც ყოველდღიურად გვსტუმრობს და რომლისთვისაც Fanebi.Com-ი მეტია, ვიდრე უბრალოდ ვებ-გვერდი.

სიონის სერია რუსთავში შეწყდა

$
0
0
IMG_0517

ბოლნისის “სიონის” 7-მატჩიანი წარმატებული სერია რუსთავის “მეტალურგთან” გასვლით მატჩში შეწყდა. ქვემო ქართლურ დერბიში რუსთაველებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. მატჩის ბედი მეორე ტაიმის ბოლოს გადაწყდა. 79-ე წუთზე ანგარიში ვარლამ კილასონიამ გახსნა. 88-ზე კი, კიტეიშვილმა საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა.

ლანჩხუთში ადგილობრივმა “გურიამ” “ზესტაოფნს” უმასპინძლა. გია გეგუჩაძის შეგირდემა მეტოქეს ხუთ უპასუხო გოლი გაუტანეს. სამი გოლი რევაზ გეწაძის ანგარიშზეა, თითო კი ნიკოლოზ საბანაძემ და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს.

გურია 0-5 ზესტაფონი

მეტალურგი 2-0 სიონი 

დინამო 0:0 ჩიხურა –მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

$
0
0
file

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ და ჩიხურამ 0:0 ითამაშეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე სოსო ფრუიძე და მალხაზ ჟვანია წარდგნენ.

ოსო ფრუიძე: ჩვენთვის ფაქტიურად ეს ბოლო თამაშები თასის ფინალისთვის მოსამზადებელი პერიოდია. შეიძლებოდა მოგება, თუმცა აღვნიშნავ, რომ მეტოქესაც ჰქონდა საგოლე მომენტები. წინა თამაშებში ქულები დავკარგეთ და თბილისში არ წაგება თავმოყვარეობის საქმე იყო.

მალხაზ ჟვანია: პირდაპირ ვიტყვი- გუნდი, რომელსაც ჩემპიონობა სურს არ უნდა თამაშობდეს ისე, როგორც ჩავატარეთ პირველი ტაიმი. ზესტაფონთან შეხვედრამ დიდი ძალები წაიღო და ფეხბურთელებმა ეტყობა ვეღარ მოახერხეს აღდგენა, თუმცა ეს სულაც არ ამართლებს დღევანდელ შეხვედრას. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ ვერ შევძელით დაწინაურება. საჭიროა მეტი ბრძოლა და შევეცდებით დარჩენილი თამაშები მოვიგოთ.

FCDinamo.Ge


დინამომ ჩემპიონობა გადადო და ინტრიგა დააბრუნა

$
0
0
IMG_3009

დღეს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში “დინამო თბილისმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

შეხვედრაში გოლის გატანის პირველი შესაძლებლობა მე-4 წუთზე სტუმრებს მიეცათ. “დინამოს” საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა დავით ოდიკაძემ შეასრულა, თუმცა ლორია ბურთს ადგილზე დახვდა.

პირველ ნახევარში მატჩი ძირითადად მოედნის ცენტრში ბრძოლაში მიმდინარეობდა. მე-19 წუთზე უკვე მასპინძლებს მიეცათ სახიფათო სტანდარტის შესრულების საშუალება. მაგრამ, კვირკველიას ჩაწოდებულზე ყველას სომხიშვილმა დაასწრო.

ამის შემდეგ ჯიღაურმა და მარცვლამაძემ გაცვალეს შორეული დარტყმები. ორივე შემთხვევაში მეკარეებმა დამაჯერებლად ითამაშეს. აღსანიშნავია დეკანოიძის ეფექტური მცდელობაც.

მეორე ტაიმში “დინამომ” ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა. 49-ე წუთზე “ჩიხურას” საჯარიმოს ხაზზე დაინიშნა საკმაოდ სახიფათო ჯარიმა, მაგრამ მერებაშვილის დატყმული მცირე მანძილით ასცდა მიზანს. ზუსტად 10 წუთში ანალოგიური შესაძლებლობა მარცვალაძესაც მიეცა. მისი დარტყმული სომხიშვილმა იოლად მოიგერია.

ტაიმის მეორე ნახევარში თავის გამოჩენის საშუალება ხიდეშელს, რეხვიაშვილს და კვირკველიას ჰქონდათ, მაგრამ დინამოელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

დღევანდელი მატჩის შემდეგ “ზესტაფონთან” სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა. დარჩენილ ორ ტურში “დინამო” ბოლნისის “სიონთან” და რუსთავის “მეტალურგთან” ითამაშებს.

 

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე:  ჩვენთვის ფაქტობრივად ეს ბოლო თამაშები თასის ფინალისთვის მოსამზადებელი პერიოდია. შეიძლებოდა მოგება, თუმცა აღვნიშნავ, რომ მეტოქესაც ჰქონდა საგოლე მომენტები. წინა თამაშებში ქულები დავკარგეთ და თბილისში არ წაგება თავმოყვარეობის საქმე იყო.

მალხაზ ჟვანია: გუნდი, რომელსაც ჩემპიონობა სურს არ უნდა თამაშობდეს ისე, როგორც პირველ ტაიმში ვიასპარეზეთ. ზესტაფონთან შეხვედრამ დიდი ძალები წაგვართვა და ფეხბურთელებმა ეტყობა ვეღარ მოახერხეს აღდგენა, თუმცა ეს სულაც არ ამართლებს დღევანდელ შეხვედრას. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ ვერ შევძელით დაწინაურება.

დინამო  0:0  ჩიხურა

დინამო: ლორია, კვირკველია, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, ხურცილავა, ცინცაძე (ჯანელიძე 82), ძარია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 46), ჩისკო (მოდებაძე 64), მერებაშვილი, მარცვალაძე

ჩიხურა: სომხიშვილი, ჭელიძე, ჯიღაური (ლომია 87), ქიმაძე, გაბედავა, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, ხმალაძე, დეკანოიძე

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა

$
0
0
12431

სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წარადგინა.

აღნიშნული პროექტის მიხედვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 10-გუნდიანი უნდა იყოს. ჩემპიონატის მატჩები კი, 4 წრედ უნდა ჩატარდეს, რაც საერთო ჯამში 36 მატჩს გულისხმობს. პროექტის პირვლი ლიგის მხარდაჭერასაც გულისხმობს, რომელიც 16 გუნდიანი ინქება და ორ წრედ ჩატარდება.

პროექტის წელიწადში 30 მილონიან დაფინანსებას გულისხმობს. აქედან 17 მილონი ლარი უმაღლეს ლიგას, 7 მილიონი პირველ ლიგას, ხოლო დარჩენილი 6 მილიონი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ყოველი სეზონის დაწყებამდე თითოეულ გუნდს 500000 ლარი ჩაერიცხება, საქართველოს ჩემპიონი ბონუსის სახით მილიონ ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 700000 ლარს, ხოლო მე-3 ადგილოსანი – 500000 ლარს. თასის მფლობელი 200000 ლარით დაჯილდოვდება. ფინალისტი კი, 100000-ს მიიღებს. სუპერთასის მფლობელი 100000 ლარს მიიღებს, დამარცხებული გუნდი  – 50000-ს. მთლიანობაში საპრიზო ფონდის 9350000 ლარს შეადგენს.

პირველი ლიგის 16 გუნდიდან თითოეული სეზონის წინ 300000 ლარს მიიღებს. ლიგაში პირველ ადგილზე გასული გუნდი დამატებით 300000 ლარით დასაჩუქრდება, ხოლო მეორეადგილოსანი 150000-ს. დანარჩენი გუნდები, გარდა პირველი ლიგიდან გავარდნილებისა თანხებს უმაღლესი ლიგის მსგავსად, სატურნირო ცხრილში დაკავებული პოზიციის მიხედვით მიიღებენ.

პროექტის მიხედვით დაფინანსდება მე-2 ლიგაც, რომელიც სამოყვარულო იქნება. მუნიციპალური ბიუჯეტიდან წელიწადში 60000-80000 ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნული პროექტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბმა რეგიონის მინიმუმ 3 სკოლაზე უნდა აიღოს მეთვალყურეობა და ჰყავდეს U-13, U-15 და U-17 გუნდები.

პროექტის ძალაში შესვლიდან 2 წლის თავზე, კლუბები ვალდებულები გახდებიან, რომ სახსრები კერძო სექტორიდან მოიძიონ. კომპანიებთან ამ საკითხზე სახელმწიფოც იმუშავებს. მე-5 წელს კი, როდესაც პროექტი დასრულდება, ყველა კლუბი კერძო საკუთრება უნდა გახდეს. თუმცა, სამინისტროში არც პროგრამის მეორედ გაშვებას გამორიცხავენ.

ერთი საინტერესო დეტალიც. 2012-2013 წლებში სახელმწიფომ ფეხბურთში 53,6 მილიონი ლარი დახარჯა. თუმცა, ასეთი ინვესტიციის ქართულ ფეხბურთს არაფერი ეტყობა…

დინამო VS სიონი – ურთიერთშეხვედრები

$
0
0
file

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXXI ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. 11 მაისს მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე გაიმართება.

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 52 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 128/26 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება ამა წლის 12 აპრილს შედგა. დინამო არენაზე გამართული გამართული დინამო – სიონი ჩვენი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

FCDinamo.GE

ზესტაფონში ვერც “დინამოს”დუბლები გაჩემპიონდნენ

$
0
0
DSC07506

2014 წლის 8 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გელაშვილი, გაგოშიძე, ენდელაძე, გოგია (იელიჩი, 46), კაკუშაძე, სარდალიშვილი, ფანცულაია (კალაჯიშვილი, 75), ჭურაძე, ჭანკოტაძე (ბარბაქაძე, 77), კანდელაკი (მაკარიძე, 55).

შეხვედრა, რომლის მოგების შემთხვევაში თბილისელი ფეხბურთელები დუბლიორთა ტურნირის გამარჯვებულის ტიტულს მოიპოვებდნენ, მასპინძლების შეტევებით დაიწყო და უკვე მატჩის დებიუტში დემურ კანდელაკს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა მისი დარტყმული სტუმართა კარის დარაჯმა ეფექტური ნახტომით კუთხურზე მოიგერია. 10-ე წუთზე სტუმართაგან მათიაშვილიურტყავდა თავით სახიფათოდ - კახაბერ მეშველიანი ბურთს ადგილზე დახვდა. ანგარიში 15-ე წუთზე გაიხსნა - გიორგი ჭანკოტაძისდარტყმა დინამოელთა მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას დემურ კანდელაკმა დაასწრო და ზუსტი დარტყმით ზესტაფონელები დააწინაურა.

მალევე ავთო ენდელაძეს შეეძლო გატანა, თუმცა მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. 25-ე წუთზე “დინამომ” ანგარიში გაათანაბრა - ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. ზესტაფონელები ტაიმის ბოლოს ისევ დაწინაურდნენ – სტუმართა კარი ულამაზესი დარტყმით გიორგი ჭანკოტაძემ აიღო.

მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. 75-ე წუთზე ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა - მიხეილ სარდალიშვილი ”დინამოს” მცველებს და მეკარეს გასცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. სტუმრებმა კი მატჩის ბოლო წუთზე ერთი ბურთის გატანა შეძლეს - ლობჟანიძემ ლამაზი დარტყმით ბურთი მეშველიანის კარის ბადეში მოათავსა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 3-2.

დიმა ნებიერიძე სპეციალურად საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ინტერნეტ-გვერდისთვის

ჭეჭელაშვილი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს

$
0
0
10274183_384600021682664_5765030910361754942_n

18 წლის ქართველი ფეხბურთელი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი კარიერას სლოვაკური “სენიცას” მეორე გუნდში გააგრძელებს.

აქამდე ჭეჭელაშვილი თბილისის “დინამოს” მეორე გუნდის ღირსებას იცავდა და წარმატებით ასპარეზობდა ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში.

“სენიცას” პირველი გუნდი ამჟამად სლოვაკეთის სუპერლიგაში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

Viewing all 5622 articles
Browse latest View live