Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

რევაზ ძოძუაშვილი: „საკმაო ყურადღებას ვაქცევთ სამომავლო შევსებას“

$
0
0
1399634924_8d54cfc6a87b

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ხვალ გასამართ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც მთლიანი აქცენტი ბურთის გამოყენებით მომზადებაზე გაკეთდა. შუა დღეს, ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი დედაქალაქში გაემგზავრება და სასტუმრო „ბატესტაში“ დაბინავდება.

მოახლოებული შეხვედრის წინ კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს.

რევაზ ძოძუაშვილი: „ძალიან გვინდა, რომ ჩემპიონატის ბოლო აკორდები ნორმალურად ჩავატაროთ, მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია ვიცით, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენილები ვართ, აქედან გამომდინარე, მწვრთნელები ვაპირებთ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა გამოცდას დარჩენილ თამაშებში. ჩვენ მივცემთ თავიანთი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას იმ ბიჭებს, რომლებზეც გარკვეული იმედები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ახალ სეზონში გამოგვადგებიან ძირითადი შემადგენლობისთვის. ამდენად, შეიძლება ითქვას, საკმაო ყურადღებას ვაქცევთ სამომავლო შევსებას, თუმცა, რასაკვირველია, ამასთან ერთად მიზნად გვაქვს ქვედა ექვსეულში პირველი ადგილის დაკავებაც და ვეცდებით, რომ ეს ორივე საქმე გავაერთიანოთ“.

FCTorpedo.GE


11 მაისი დინამოს ისტორიაში

$
0
0
file

კვირას 11 მაისს, დინამოელები ეროვნული ჩემპიონატის 31- ე ტურის შეხვედრას ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავენ.

11 მაისს დინამოელებს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 4 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 17/8 თბილისელთა სასარგებლოდ.

1950 წელს დინამომ 4:1 აჯობა ვოლგოგრადის როტორს. გოლები ჯოჯუამ, ღოღობერიძემ, პაიჭაძემ და მახარაძემ გაიტანეს. ოთხი წლის შემდეგ დინამო ლენინგრადის ზენიტთან 0:3 დამარცხდა. 1975 წელს უგოლო ფრე ტაშკენტის პახტაკორთან. 1979 წელს მტკვრისპირელებმა ჩელებაძის დუბლით და მანუჩარ მაჩაიძის გოლით 3:1 მოუგეს კუიბიშევის კრილია სოვეტოვს. მომდევნო წელს 2:0 მოსკოვის ცსკა- თან. გოლები კი ჩელებაძის და შენგელიას ანგარიშზეა.

1990 წელს სოხუმის ცხუმთან დინამომ 1:1 ითამაშა. გოლი რევიშვილმა გაიტანა. 1995 წელს ისევ ფრე, ამჯერად 2:2 ზუგდიდის დინამოსთან. ჯამარაულმა და დემეტრაძემ გაიტანეს გოლები. 1997 წელს თბილისელებმა ზუგდიდის ოდიშს 5:0 მოუგეს. დემეტრაძის დუბლს, თითო გოლი ყიზილაშვილმა, ჯელაძემ და ხომერიკმა მიამატეს. 2003 წელს ფრედ 0:0 მორჩა ვიტ ჯორჯიასთან მატჩი.

FCDinamo.GE

დინამოს მესამე ცდა და ზუგდიდის ბოლო შანსი

$
0
0
IMG_3003

უმაღლესი ლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება. 31-ე ტურის მატჩები დღეს ქვედა ექვსეულში დაიწყება და ხვალ ზედა სექსტეტის შეხვედრებით დასრულდება. 

 

სიონი – დინამო

11 მაისი, “მიხეილ მესხი”, 17:00

თბილისის “დინამო” ჩემპიონობის ოფიციალურად უკვე ორი ტურია უშედეგოდ ცდილობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთპიროვნულ ლიდერს “ზესტაფონი” წამოეწია და თბილისელებთან სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა.

ტიტულის მოპოვების კიდევ ერთი შანსი ჟვანიას გუნდს კვირას, ბოლნისის “სიონთან” მატჩში ექნება, რომელიც მიმდინარე სეზონში თბილისური გუნდისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა. ერთმანეთის წინააღმდეგ გამართული სამი მატჩიდან ბოლნსელებმა ორჯერ შესძლეს გამარჯვების მოპოვება, დინამომ კი – ერთხელ.

“სიონისა” და “დინამოს” მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს.

 

მეტალურგი – გურია

11 მაისი, “ფოლადი”, 17:00

3-მატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ რუსთაველებმა გასულ ტურში ბოლნისის “სიონი” დაამარცხეს და ხასიათი ოდნავ გაიუმჯობესეს. მაგრამ, ამით “მეტალურგმა” სეზონის გადარჩენა ვერ მოახერხა. კილასონიას გუნდი ევროთასების გარეშე დარჩა. უარეს მდგომარეობაშია “გურია”. ლანჩხუთელებს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ქულაც კი არ აქვთ მოპოვებული.

მატჩი იმით არის აღსანისნავი, რომ მას ლიტველ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ჩიხურა – ზესტაფონი

11 მაისი, ივანწმინდა, 17:00

“ზესტაფონი” “ჩიხურას” თბილისის “დინამოს” კიდევ ერთი წარუამტებლობის იმედით ეწვევა. თბილისელთა ორმა ჩაგდებულმა შეხვედრამ ჩემპიონატში მცირე ინტერიგა მაინც დააბრუნდა და გეგუჩაძის შეგირდებს ტიტულისთვის ბრძოლის თეორიული შანსი მისცა.

თუმცა, შანსს გამოყენება უნდა და “ზესტაფონმაც” პივერლ რიგში საკუთარი მატჩი უნდა მოიგეს. “ჩიხურა” რომ იოლად არავის არაფერს არ დაუთმობს წინა ტურში, “დინამო არენაზეც” ნათლად გამოჩნდა.

 

ზუგდიდი – მერანი

10 მაისი, განმუხური, 17:00

მეგრული დერბის ფარგლებში “ზუგდიდი” საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. გასულ ტურში ცხინვალის “სპარტაკთან” მოპოვებული გამარჯვებით დარასელიას შეგირდებმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსი დაიტოვეს, რომლის შესანარჩუნებლად მარტვილელების დამარცხება არის საჭირო.

“მერანი” კი, უმაღლეს ლიგას უკვე დაემშვიდობა და დარჩენილ მატჩები მათთვის მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს.

 

სპარტაკი – დილა

10 მაისი, “მიხეილ მესხი” (სათადარიგო), 17:00

ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი “სპარტაკი” მიხეილ მესხის სათადარიგოზე გორის “დილას” უმასპინძლებს.

გორელებს მიმდინარე სეზონში გადასაწყვეტი მიზნები აღარ დარჩათ. გიგატაძის გუნდის მაქსიმუმი მერვე პოზიციაა, რომელიც მეცხსესგან (სადაც დილა ახლა იმყოფება) დიდად არ განსხვავდება.

“სპარტაკს” კი, უშუალო კონკურენტ “ზუგდიდთან” ოთხქულიანი უპირატესობა აქვს, რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას არ იძლევა, თუმცა არც საგანგაშო ვითარებას ქმნის.

 

ტორპედო – ვიტ ჯორჯია

10 მაისი, “მიხეილ მესხი”, 19:00

ქვედა ექვსეულის მოწინავე გუნდები ერთმანეთს მიხეილ მესხის მთავარ არენაზე დაუპირისპირდებიან. უმაყურებლოდ გასამართ შეხვედრას არც რაიმე განსაკუთრებული ინტრიგა ახლავს.

ორივე გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია. სეზონის დარჩენილ ნაწილში სავარაუდოდ ახალგაზრდა მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.

 

 

 

სიონი – დინამოს გიორგი ვადაჭკორია იმსაჯებს

$
0
0
Vadachkoria

საქართველოს ჩემპიონატის 31– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო 11 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს – გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ა. კოკაია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და გ. კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 23 აპრილს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 6 მაისს უმაღლეს ლიგაში გამართული ზუგდიდი 1:0 სპარტაკი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები შვიდჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)

===========================================
უმაღლესი ლიგა – 114 თამაში / 477 ყვითელი / 23 წითელი / 30 პენალტი

პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

მეორე ლიგა – 12 თამაში / 28 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

ზუგდიდი უმაღლესიდან გავარდა

$
0
0
GFF

დღეს უმაღლეს ლიგის ქვედა ექვსეულში 31-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით ქვეყნის მთავარ ლიგას სამგერელოს წარმოამდგენელი მეორე გუნდიც დაემშვიდობა. მარტვილის “მერანთან” ერთად პირველ ლიგაში “ზუგდიდი” გავარდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუგდიდელებმა სწორედ მარტვილელებს სძლიეს, სპარტაკის გამარჯვების გამო ბოლო ტურში მათ შანსი აღარ ექნებათ.

სპარტაკმა “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გორის “დილას” უმასპნიძლა და 2:1 დაამარცხა. ამავე სტადიონის მთავარ მოედანზე ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და “ვიტ ჯორჯია” შეხვდნენ. მატჩი ქუთაისელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, 6:1 დასრულდა. გამარჯვებაში დიდი როლი 20 წლის ოთარ კვერნაძემ ითამაშა, რომელმაც “ვეტერინარების” კარში ოთხი გოლი გატანა მოახერხა.

 

ზუგდიდი 3–0 მერანი

გოლები: 1:0 კირკიტაძე (45), 2:0 სამუშია (84), 3:0 ბულია (90) 

სპარტაკი 2–1 დილა 

გოლები: 1:0 ნოზაძე (45 ს.კ.), 2:0 მეტრეველი (54), 2:1 ბოლქვაძე (90) 

ტორპედო  6–1 ვიტ ჯორჯია 

გოლები: 1:0 კვერნაძე (10), 2:0 ლექვთაძე (21), 2:1 დავლაშელიძე (37), 3:1, 4:1, 5:1 კვერნაძე (67, 69, 77), 6:1 სავჩენკოვსი (90)

სიონი VS დინამო – მატჩამდე

$
0
0
untitled

დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XXXI ტურის შეხვედრას თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 11 მაისს შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით იქნება შესაძლებელი. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით ტრადიციულად ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა შეგეძლებათ.

ჩვენი მეტოქე

ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005–2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.

მწვრთნელი და სიონი

ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან ვლადიერ ბურდულია. მისი თავკაცობით გუნდმა მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში ჩატარებული ოცდაერთი თამაშიდან თოთხმეტი შეხვედრა მოგებით, სამი მატჩი საყაიმო ანგარიშით და ოთხი მატჩი მარცხით დაასრულა. სიონი სატურნირო ცხრილში 54 ქულით მესამე საფეხურზე იმყოფება.

დინამომდე

ბოლნისის სიონმა ზამთრის შესვენება ნაყოფიერად გამოიყენა და თურქულ შეკრებამდე ჯერ სპარტაკთან და ვიტ ჯორჯიასთან (1:5, 1:1) ჩაატარა სპარინგ მატჩები. თურქეთში კი, ირტიშთან დამარცხდა 1:4, წააგო ბატესტან 1:2, მარცხი მტკ– სთან 0:2, დიორს მოუგეს 1:0 და ფრე სევასტოპოლთან ანგარიშით 2:2. თასზე სიონმა ჩიხურასთან ფრედ ითამაშა 1:1. აჯობა დინამოს 2:1. იმავე ანგარიშით დამარცხდა ტორპედოსთან. გამარჯვება მეტალურგთან 2:0. მარცხი ზესტაფონთან 0:1 და თასზე ჩიხურასთან 1:2. სამი გამარჯვება მიყოლებით. ჩიხურასთან 2:1, მეტალურგთან 2:0 და გურიასთან 2:1. ზედიზედ 4 მოგება – დინამოსთან 1:0, ზესტაფონთან 2:1, ჩიხურასთან 3:2, გურიასთან 2:0 და მარცხი ბოლო ტურში რუსთავის მეტალურგთან 0:2.

დინამო VS სიონი

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 52 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 128/26 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება ამა წლის 12 აპრილს შედგა. დინამო არენაზე გამართული გამართული დინამო – სიონი ჩვენი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს დინამო თბილისის მცველი – გიორგი ხიდეშელიდააკლდება.

დინამო VS სიონი – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 31– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 11 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ა. კოკაია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და გ. კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 23 აპრილს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 6 მაისს უმაღლეს ლიგაში გამართული ზუგდიდი 1:0 სპარტაკი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები შვიდჯერ გააფრთხილა.

ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბოლნისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მერლანი – კანდელაკიიმედაშვილიაბრამიძექემოკლიძე – სამხარაძეგოგობერიშვილი,აფციაურიკახელიშვილი – ადამია, მიკუჩაძე

FCDinamo.GE

მარგველთა მორიგი დერბის წინ

$
0
0
DSC_0219

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 11 მაისს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელებისაფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდას სტადიონზე ესტუმრებიან.

მარგვეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს და სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში მცირე უპირატესობა საჩხერელთა მხარესაა - მოგება, ფრე და წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 11:7.

გუნდების გზები ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაიკვეთა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველი მერვედფინალურ მატჩი 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძისერიკ რომეო ჩასემისნიკა კვასხვაძის (ეს ფეხბურთელი დღესდღეობით სწორედ “ჩიხურას” ღირსებას იცავს) და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს - 1-0.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს უკვე მოპოვებული აქვს ევროპული საკლუბო ტურნირების საგზურები. საჩხერის “ჩიხურას” და “ზესტაფონს” შორის 11 მაისს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა განსჯის, 17:00საათზე დაიწყება.

FCZestafoni.Ge

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

$
0
0
Cover 18

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი


დინამო ჩემპიონია

$
0
0
IMG_3816

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული ოფიციალურად გამოვლინდა. თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიგო.

პირველი სახიფათო მომენტი “დინამოს” კართან შეიქმნა, თუმცა მეკარის და მცველების შეუთანხმებელი თამაშით ბოლნისელებმა ვერ ისარგებლეს. სადებიუტო წუთები თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. მალევე პირველი გოლი ვიხილეთ. მე-12 წუთზე ჩისკოს გადაცემის შემდეგ მერლანთან პირისპირ მერებაშვილი დარჩა. “დინამოელთა” ათიანმა მეკარეც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

გაშვებული გოლის შემდეგ “სიონმა” თამაში გამოასწორა და მცირე უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. აქტიური იყო აფციაური, თუმცა მისი გადაცემები საჯარიმოში ადრესატს ვერ პოულობდნენ.

“დინამო” მეტოქის ასეთ თამაშს მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდა. აქტიურობდნენ დორინ გოგა და მარცვალაძე. გატანა ჩისკოსაც შეეძლო.

39-ე წუთზე მარცვალაძემ საჯარიმოს კუთხეში გრძელი გადაცემა მიიღო, მცველს იოლად გაუმკლავდა და თავისი მორიგი გოლი გაიტანა “დინამო” შემადგენლობაში – 0:2.

მეორე ნახევარი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. “სიონი” ძირითადად მარცხენა ფლანგიდან ცდილობა თამაშის გამწვავებას, თუმცა დამამთავრებელ ფაზაში ბოლნისელთა პრობლემები აშკარა იყო.

ერთ-ერთ ეპიზოდში ნომინალური მასპინძლები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. საჯარიმოში რეხვიაშვილთან ორთაბრძოლაში მოედანზე აფციაური აღმოჩნდა, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელების ნიშანი მისცა.

73-ე წუთზე ოთარ მარცვალაძეს დუბლის შესრულება შეეძლო. სწრაფი შეტევის შემდეგ “სიონის” საჯარიმოში აღმოჩენიმა ფორვარდმა მეტოქე გუნდის მცველები და მეკარე მოატყუა და ეფექტური “პარაშუტით” ბურთი კარისკენ გაუშვა, თუმცა დინამოელთა 20 ნომრის დარტყმული ხარიხას მოხვდა.

ზუსტად 5 წუთში “სიონის” კარში მესამე გოლი მაინც გავიდა. გიორგი მერებაშვილის გადაცემით თავი ჩისკომ გამოიჩინა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

დინამომ საქართველოშ ჩემპიონი ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა და მატჩის შემდეგ ერთგულ გულშემატკივრებთან ერთადაც იზეიმა.

 

სიონი  0:3  დინამო

გოლი: 0:1 მერებაშვილი 11’  0:2 მარცვალაძე 39’  0:3 ჩისკო 79’

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, ქემოკლიძე (უგულავა 46), აბრამიძე, თოთაძე, კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (ადამია 46), ლობჯანიძე, აფციაური, კახელიშვილი (სამხარაძე 65)

დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ცინცაძე (პაპავა 75), ძარია, გოგა (პაპუნაშვილი 65), ჩისკო, მერებაშვილი, მარცვალაძე

 

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“ზესტაფონმა”ვერცხლის მედლები მოიპოვა

$
0
0
GFF

ჩემპიონატის დასრულებმადე ერთი ტურით ადრე “ზესტაფონმა” მეორე პოზიცია გაინაღდა. გეგუჩაძის შეგირდები ივანწმინდაში “ჩიხურას” შეხვდნენ და 3:2 გაიმაჯრვეს.

ზესტაფონელთა მხრიდან გოლები გეწაძემ, საბანაძემ და ტატანაშვილმა გაინტაეს. “ჩიხურადან” ოდიკაძმ და გაბედავამ გამოიჩინეს თავი.

რუსთავში “მეტალურგმა” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით სძლია. გოლი ხაბელაშვილმა, 61-ე წუთზე გაიტანა.

 

ჩიხურა 2-3 ზესტაფონი  

გოლები: 0:1 გეწაძე (40), 1:1 ოდიკაძე (42, პენ.), 1:2 საბანაძე (47), 1:3 ტატანაშვილი (69), 2:3 გაბედავა (90+2).    

მეტალურგი 1-0 გურია

გოლი: 1:0 ხაბელაშვილი (61) 

ვერცხლის მედლების მომტანი მატჩი ივანწმინდაში

$
0
0
DSC07518

2014 წლის 11 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ჩიხურამ” ქვეყნის ორგზის ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

მატჩი დასრულდა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 3-2. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ზესტაფონელებმა პირველად კლუბის ისტორიაში ეროვნული პირველობის ვერცხლის მედლები და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს…

შეხვედრის პირველი ნახევარი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. უნდა ითქვას, რომ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა მათ მეტოქის კართან მიახლოვება უჭირდათ და საკუთარ შანსის პოვნას ისინი შორიდან დარტყმებით ცდილოდნენ. თავის მხრივ, საჩხერელები ოპონენტს სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ, თუმცა პავლოვიჩის კართან ახლოს ვერც ისინი მიდიოდნენ და “ზესტაფონის” კარის დარაჯის დაწუხრებას ასევე საჯარიმოს ფარგლებს გარედან “გასროლებით” ლამობდნენ.

ტაიმის ბოლო ხუთ წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს. 40-ე წუთზე ანგარიში ზესტაფონელებმა გახსნეს – შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თეიმურაზ ღონღაძის ჩაწოდებას რევაზ გეწაძე გამოეხმაურა და ბურთი საჩხერელთა გოლკიპერს თავზე ოსტატურად გადაუგდო. 42-ე წუთზე კი ძალთა თანაფარდობა აღდგა – საჩხერელ ბესიკ დეკანოსიძესა და ზესტაფონელ რენე ფერეირას შორის შემდგარ პოზიციურ ბრძოლაში მატჩის არბიტრმა ლაშა სილაგავამ თამაშის წესის დარღვევა აღმოაჩინა და სტუმართა კარში დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც დავით ოდიკაძემ ცივსისხლიანად შეასრულა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმრები ისევ წინ გავიდნენ – 47-ე წუთზე გიორგი გურულის ზუსტ გადაცემას ნიკა საბანაძე გამოეხმაურა და ბურთი გოგიტა სომხიშვილის კარის კუთხეში გადაგზავნა. ამის შემდეგ თამაში “გაიხსნა” და მეტოქეებმა ერთმანეთის კართან რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს – პავლოვიჩის კარს შორიდან დარტყმებით გიორგი გაბედავა და ბესიკ დეკანოსიძე დაემუქრნენ, ხოლო სომხიშვილს სიმშვიდე გრიგოლ დოლიძისა და გიორგი ჭანკოტაძის დარტყმების შემდეგ დაერღვა.

69-ე წუთზე ზესტაფონელებმა თავის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადეს – ჭანკოტაძის მიერ წამოწყებული შეტევა დოლიძის მისამართით გაკეთებული ზუსტი გადაცემითა და ამ უკანასკნელის მასპინძელთა საჯარიმოში ჩაწოდებით გაგრძელდა, იქ კი ყველას დიმიტრი ტატანაშვილმა დაასწრო და საჩხერელთა კარის ბადე მესამედ შეარხია. მასპინძლებმა მატჩის გადასარჩენად კი გაიწიეს, მაგრამ ერთადერთი, რის გაკეთებაც დარჩენილ დროში მათ მოასწრეს, არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გიორგი გაბედავას მიერ გატანილი გოლი გახლდათ.

მეორე გოლის გაშვების შემდეგ ზესტაფონელებმა კიდევ ერთხელ შეუტის მეტოქის კარს. საჩხერელთა გოლკიპერთან პირისპირ აღმოჩნდა გიორგი ჭანკოტაძე, რომელიც სომხიშვილს კი გასცდა, მაგრამ მასთან კონტაქტის შედეგად მინდორზე დაეცა. მაშინ, როდესაც ყველა “ჩიხურას” კარში 11-მეტრიანის დანიშვნას ელოდებოდა, მატჩის არბიტრის საფინალო სასტვენი გაისმა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

პირველი ლიგის “ა”ზონა “შუქურამ”მოიგო

$
0
0
GFF

დღეს პირველი ლიგის “ა” ზონის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების ლიდერმა ქობულეთის “შუქურამ” საკუთარ მეოდანზე აუტსაიდერ ბათუმის “ადელს” უმასპინლა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით 1:4 დამარცხდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქობულეთელებმა სეზონი მაინც პირველ ადგილზე დაასრულეს.

მეორე ადგილი და პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება დაიკავა ფოთის “კოლხეთმა”. ფოთელებმა დღეს თლავის “კახეთს” 4-1 მოუგეს.

გაგრა 1-1 მეშახტე

კოლხეთი ფოთი 4-1 კახეთი

ალგეთი 4-2 მერცხალი

საპოვნელა 0-0 სქური

შუქურა 1-4 ადელი

ჩხერიმელა – იმერეთი გადაიდო

 

უკანასკნელი ტურის ორი მატჩი გაიმართა “ბ” ზონაში:

თბილისის “ლოკომოტივმა” “მაჭახელას” 2:0 მოუგო. ვანის “სულორი” კი, ხობის “კოლხეთთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

 

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა –ერთიანობაში

$
0
0
GFF

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე საუბარი კვლავ აქტუალურია. მთავრობასთან სამუშაო შეხვედრების შემდეგ, გაგაცნობთ, თუ რაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა.

საქართველოს მთავრობას მასშტაბური პროექტების ნუსხა წარედგინა, რომელიც პრემიერის მიერ იქნა მოწონებული. მისი ინიციატივითვე შეიქმნა ქვეკომისია, რომელმაც, პრემიერის უშუალო დავალებით ამ პროექტებზე უნდა იმუშაოს და კომისიას საბოლოოდ დამუშავებული ვარიანტები წარუდგინოს. საზოგადოება კი, შეცდომაშია შეყვანილი და მსჯელობის მთავარი თემა ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი და გუნდების რაოდენობის გაზრდა ჰგონია.
ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, ყველა დაინტერესებულ პირს განვუმარტოთ, თუ  რაზე მუშაობს რეალურად სახელმწიფო კომისია და რა საკითხები დგას დღის წესრიგში.
მთავრობასთან შეხვედრაზე, სფფ-ის მიერ წარდგენილ მასშტაბური პროექტების ნუსხაში შემდეგი ჩამონათვალია:
სტადიონების რეაბილიტაცია
კლუბების ფინანსური მხარდაჭერა
უეფას სუპერთასი – 2015
უეფას 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა
უეფა-სფფ-ის საგანმანათლებლო პროექტები (ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები)
მასობრივი ფეხბურთის განვითარება (ხელმისაწვდომობის გაზრდა)
როგორც ხედავთ, კლუბების ფინანსური მხარდაჭერა ამ ჩამონათვალში ერთ-ერთია და არა ერთადერთი. წელში გამართული კლუბები ფეხბურთის განვითარების მნიშვნელოვანი დეტალი რომაა, ამაზეც არავინ დაობს. თუმცა, იქ, სადაც  განვითარების მასშტაბურ პროექტზეა საუბარი, რომელიმეს წინ წამოწევა და მისით სპეკულირება მართებულად არ მიგვაჩნია. სამწუხაროდ, ამ საკითხის გარშემო ისეთი წარმოდგენა შეიქმნა, თითქოს, მთავრობასთან მსჯელობისა და განხილვის მთავარი თემა მხოლოდ კლუბების დაფინანსება და ჩემპიონატის ფორმატია. ამიტომ  საზოგადოების ნაწილს მცდარი წარმოდგენა ექმნება, რადგან სრულად არ არის ინფორმირებული… მასშტაბურობისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა იმ პუნქტის არსებობა (რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ) და მასზე მუშაობაა მთავარი მიზანი და სწორედ, ამას ელოდება კომისიისგან ქვეყნის მთავრობის მეთაური.
სახელმწიფოს სფფ-სთან ერთად, აღებული აქვს ვალდებულება, მაღალ დონეზე, ღირსეულად უმასპინძლოს უეფას 2015 წლის სუპერთასს. სამუშაო კი, ძალიან ბევრია. საქმე მხოლოდ სტადიონს არ ეხება. მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლოთ.
უეფას 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვაზე, სტადიონების რეაბილიტაციაზე უნდა იმუშაოს სახელმწიფო კომისიამ.
ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების დაარსებისა და მათ განვითარების სრულყოფილი გეგმა უნდა წარადგინოს სახელმწიფო კომისიამ, რომელიც უეფას, სფფ-ისა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი იქნება და ათასობით მოზარდი უფასოდ შეძლებს საფეხბურთო განათლების მიღებასა და ვარჯიშს.
აი, ეს იყო მთავრობის ხელმძღვანელთან პირველადი შეთანხმება და ყველა ამ საკითხის წარდგენას ელოდება ქვეყნის პრემიერი.
რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმატისა და რამდენგუნდიანი ჩემპიონატი იქნება, ამას წყვეტს ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რადგან ეს უშუალოდ ფედერაციის შიდა საქმეა. ჩემპიონატი ფედერაციის ეგიდით ტარდება და ეს მისი პასუხისმგებლობაა.
საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები კლუბებთან. შესაბამისად, გადაწყვეტილებას სფფ თავის სუბიექტებთან ერთად მიიღებს. სახელმწიფოსთან ერთად კი, გაცილებით მასშტაბურ პროექტებსა და საკითხებზეა სამუშაო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, დღეს უეფაში გაემგზავრნენ, სადაც ინტენსიურ კონსულტაციებს გაივლიან არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ამ ყველაფერში უეფასაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს; ჩვენ კი – ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები.
19 მაისს, უეფადან დაბრუნებული ზვიად სიჭინავა და რევაზ არველაძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ და ყველა აქტუალურ თემაზე ვრცელ, დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ.
სფფ-ის პრესსამსახური

დინამო დუბლებშიც ჩემპიონია

$
0
0
file

დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლების ჩემპიონატის ბოლოსწინა, 32- ე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობამ ტორპედო ქუთაისის დუბლებს უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქეს დიდი ანგარიშით 4:1 აჯობა. ამ გამარჯვებით პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა 73 ქულა დააგროვეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

შეხვედრა კახი გოგიჩაიშვილის ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე- 17 წუთზე დავით ვოლკოვმა გახსნა ანგარიში. მატჩის 38- ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ მეორე გოლი გაიტანა ქუთაისელთა კარში. ორ წუთში არჩილ მესხმა 3:0 გახადა ანგარიში. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი ვოლკოვმა დუბლი გაიფორმა 4:0.

მატჩის მეორე ტაიმი უფრო მშვიდად წარიმართა. ტორპედომ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ თბილისელებმა 4:1 იმარჯვეს.

დინამო (დუბ)  4:1  ტორპედო (დუბ)

დინამო (დუბლები): კულუა, თევზაძე, ჯაფიაშვილი (მარაქველიძე 76), შერგელაშვილი, კაკაბაძე (კაპანაძე 46), მახარობლიძე, ვეკუა (ქიქავა 61), ლობჟანიძე, ჯანელიძე, ა. მესხი (კვერნაძე 46), ვოლკოვი (წილოსანი 67)

ტორპედო (დუბლები): ადამია, დუდუჩავა, გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, ლაღაძე, თედიაშვილი, ბანძელაძე, ტვილდიანი, ვალნერი, ბერეჩიკიძე, თორთლაძე

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ლუქსემბურგთან ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა

$
0
0
GFF

უეფამ საქართველოსა და ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრებების 2014 წლის 5 მარტის საკვალიფიკაციო მატჩის ანგარიში გააუქმა (1:1) და საქართველოს ნაკრებს წაგება ჩაუთვალა (0:3).

მიზეზი, სამწუხაროდ, ქართული მხარის შეცდომა გახდა. კერძოდ, ნიკა კვეკვესკირის გაფრთხილება, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა 2013 წლის 9 სექტემბერს, სლოვაკეთის ნაკრებთან გასვლით მატჩში მიიღო.

ამ მატჩის შემდეგ, 2013 წლის 10 ოქტომბერს, კვეკვესკირი ჰოლანდიასთან საშინაო მატჩში გააძევეს (წითელი ბარათი). მან 14 ოქტომბერს, შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა გამოტოვა. 18 ნოემბრის საშინაო მატჩში სლოვაკეთის წინააღმდეგ კი, კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.

შესაბამისად, 9 სექტემბრისა და 18 ნოემბრის მატჩებში მას 2 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის შემდეგაც, ავტომატურად უნდა გამოეტოვებინა 2014 წლის 5 მარტს, ლუქსემბურგთან გასამართი შეხვედრა.

თუმცა, სამწუხაროდ, ნაკრების ხელმძღვანელებს ეს ფაქტი გამორჩათ და კვეკვესკირმა 5 მარტის მატჩი ითამაშა.

ფაქტზე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და სფფ-ს წერილობით აცნობა, რომ დაშვებული შეცდომის გამო, საქართველოს ნაკრებს წაგება ჩაეთვალა. ახლა, სატურნირო ცხრილში რვის ნაცვლად, შვიდი ქულა გვაქვს. შესწორება გაკეთდა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. უშუალოდ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ან სხვა რაიმე სახის სასჯელი არ შეხებია.

 

სფფ-ის პრესსამსახური


პირველი ლიგა: ბოლო ტური “ბ”ზონაში

$
0
0
GFF

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის უკანასკნელი ტურის მატჩები შედგა. გასამართი მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა.

“ბ” ზონის გამარჯვებული “სამტრედია” გახდა. მეორე ადგილზე კი, ბათუმის “დინამო” გავიდა. ორივე გუნდი პლეიოფში ითამაშებს, სადაც უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად “ა” ზონის გამარჯვებულებთან გაარკვევენ ურთიერთობას.

გაგაცნობთ ტურის შედეგებს:

ლოკომოტივი 2:0 მაჭახელა

სულორი 0:1 კოლხეთი ხობი

დინამო ბათუმი 7:1 ჭიათურა

სამგურალი 1:1 სასკო

სტუ 0:2 სამტრედია

საბურთალო 3:0 დილა II

ხვალ

ბეთლემი – ბახმარო

“ზუგდიდის”დუბლებმა “ზესტაფონი”დაამარცხეს

$
0
0
zugdidi

2014 წლის 12 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ “ბაიას” ბაზაზე, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდის” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გაგოშიძე, მოსიძე, გელაშვილი, ენდელაძე (ჭურაძე, 35), მაკარიძე (ბარბაქაძე, 68), მარგველაშვილი, კაკუშაძე, კალაჯიშვილი, კანდელაკი (ეგუტიძე, 86), კაპანაძე (მიქელთაძე, 53).

დღევანდელი დაპირისპირების პირველ ნახევარში სტუმრები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ტაიმის მსვლელობისას სტუმრებს ანგარიშში დაწინაურებას რამდენიმე ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცათ – მიზანთან ახლოს დემურ კანდელაკი, ბექა კაკუშაძე და იონა კალაჯიშვილი იყვნენ. ზესტაფონელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად, პირველი 45 წუთი უგოლოდ 0-0 დასრულდა…

მომენტების გაფლანგვა ზესტაფონელებმა მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილშიც განაგრძეს და ამისათვის მალევე დაისაჯნენ – 60-ე წუთზე, დღევანდელ შეხვედრაში ზუგდიდელთა პირველივე სახიფათო შეტევა კონსტანტინე საბეკიას გოლით დასრულდა. მატჩის ბოლოს, მას შემდეგ რაც ბექა მიქელთაძემ მეორე ყვითელი მიიღო, იმერლები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ. 78-ე წუთზე ზუგდიდელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამყარდა – გოლი ცოტნე სამუშიამ გაიტანა. მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

38 წლის სევასტი თოდუა „ოთხასიანთა“ კლუბში მესამეა

$
0
0
1399955171_IMG_8080

დღეს, ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი სევასტი თოდუა 38 წლის გახდა.

„სევა“ ჩვენს კლუბში უკვე მესამედ დაბრუნდა და რა გასაკვირია, რომ მის პროფესიულ კარიერაში უპირველი ადგილი სწორედ „ტორპედოს“ უჭირავს, ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩიც აქ ჩაუტარებია – 142. აქვე ფრიად აღსანიშნავ საკითხზეც, გასულ ტურში თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ასპარეზობით ძალზედ გამოცდილმა მცველმა უმაღლეს ლიგაში მისი 406-ე თამაში გამართა. ამ მაჩვენებლით იგი „ოთხასიანთა“ კლუბში დამკვიდრდა, სადაც ვეტერან „ოპონენტებს“: ქვეყნის 7-გზის ჩემპიონ გივი დიდავასა და ეროვნულ პირველობებში ყველაზე ბევრი(216) გოლის ავტორ ზურაბ იონანიძეს(მან პირველ დამოუკიდებელ ეროვნულ ჩემპიონატშიც ითამაშა)ჩამორჩება, რომლებიც ფეხბურთელის რანგში ასევე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქუთაისის ღირსებას იცავდნენ, მათ ანგარიშზე, შესაბამისად, 432 და 422 მატჩია. ასე რომ, აღნიშნული რეკორდის გაუმჯობესების შესაძლებლობა თოდუას უკვე მომავალ ჩემპიონატში მიეცემა.

ვულოცავთ იუბილარს დღევანდელ დღეს, სიმხნევეს, დღეგრძელობას და წარმატებებს ვუსურვებთ.

FCTorpedo.GE

საბურთალომ სეზონის დაასრულა, გოცირიძემ –კარიერა

$
0
0
IMG_2268

2013-2014 წლების სეზონი უკვე ისტორიის კუთვნილება დარჩა. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის “ბ” ზონაში საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” პირველად მოსინჯა ძალები ჩვენს პირველობაზე.

მართალია, 2013-2014 წლების სეზონი უკვე წარსულს ჩაბარდა, თუმცა “საბურთალოში” დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო, შეიძლება ითქვას გულის ამაჩუყებელიც – 23 წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა კლუბის უკვე ყოფილმა ფორვარდმა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა რევაზ გოცირიძემ, რომელსაც ღირსეული გაცილება მოუწყვეს, როგორც კლუბის ხელმძღვანელებმა და გუნდმა, ასევე “საბურთალოს” ერთგულმა გულშემატკივრებმა. ქომაგებმა “გოცირ”, “გოცირ”-ის შეძახილებით ჯერ მოედანზე დაემშვიდობნენ ვეტერან ფეხბურთელს, შემდეგ კი კულმინაცია უკვე მატჩის დასრულების შემდეგ იყო, როდესაც ყოფილ ფეხბურთელს მთელი გუნდი ულოცავდა ისტორიულ დღეს.
ალბათ, სიმბოლურიც იყო, რომ სწორედ გაცილების მატჩში გაიტანა გოცირიძემ ბოლო პროფესიული გოლი და ისე დაემშვიდობა გულშემატკივარს. კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ”გოცირას” “ბენდელას” თასის სიმბოლიკის მოოქროვილი პრიზი კი საზეიმო ვითარებაში გადასცა.
მართალია გოცირიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მის ცხოვრებაში გარკვეული ეტაპი დასრულდა, მაგრამ ახლა იგი ახალ და შეიძლება ითქვას საინტერესო ამპლუაში წარსდგება – “საბურთალოს” კლუბში რჩება და უკვე მწვრთნელის რანგში მოგვევლინება. ამიერიდან, გოცირიძე თავის ცოდნასა და გამოცდილებას უკვე მოზარდებს გაუზიარებს. კლუბის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატებები საყვარელ საქმიანობაში!
რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შეხვედრას, რომელშიც “საბურთალომ” გორის “დილა”-2-ს უმასპინძლა, იგი მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. თუმცა საწყის წუთებში სტუმრები აქტიურობდნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ჯერ ხარიხამ გადაგვარჩინა, შემდეგ კი მცველებმა გამოიტანეს ხაზიდან ბურთი. ამის შემდეგ, მთლიანად უპირატესობას “საბურთალო” დაეუფლა და რვა წუთიან მონაკვეთში მეტოქეს ორჯერ გაუტანა – ჯერ გოცირიძემ შეაგდო თავით, როდესაც მუჰამედ დიოპმა მარჯვენა ფლანგიდან საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო ტაიმის უკანასკნელ წუთებზე ხორხელის ფლანგურ გარღვევას ჩაწოდება და მოწინააღმდეგის ფეხბურთელის ავტოგოლი მოჰყვა.
მეორე ნახევარი ახალი განახლებული იყო, რომ გურამ გოშთელიანმა იხეირა და მესამედ შეარხია “დილა”-2-ის კარი. ამის შემდეგაც, მასპინძლებს რამდენჯერმე მართებდათ ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ მეტის გატანა თბილისელებმა ვეღარ შეძლეს.
დაფიქსირებული შედეგი 3:0 ზედიზედ მეორე გამოდგა საშინაო შეხვედრებში – გეხსომებათ, რომ ჩვენმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ “სასკოს” ანალოგიური დღე აყარა.
ამრიგად, საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” პირველ ლიგაში თავისი სადებიუტო ასპარეზობა მერვე საფეხურზე დაასრულა.

13 მაისი. “ბენდელა”. 400 მაყურებელი
საბურთალო – დილა-2   3:0 (2:0)

საბურთალო: კუპატაძე, თვარაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე (მამუჩაშვილი 51), ბარამიძე, ხარაიშვილი, ბეროშვილი, ხორხელი (წივილაშვილი 70), დიოპი, გოშთელიანი (ბიძინაშვილი 64), გოცირიძე (ჩაბრაძე 60).

დილა-2: ზუროშვილი, აფხაზავა, ჩაკვეტაძე, ქებურია, გაბელია, ჯაყელი, კაშია, მელაშვილი, კვარაცხელია (ხარებაშვილი 67), მანაგაძე, ბერიძე.


გოლები: 1:0 გოცირიძე (35), 2:0 ქებურია (ს.კ, 43), 3:0 გოშთელიანი (50).


გაფრთხილება: დიოპი (58), გაბელია (58).

მთ. არბიტრი: ბორის გლუშჩუკი.

fcsaburtalo.ge

ლევან კობიაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი

$
0
0
Kobiashvili

ბერლინის “ჰერტამ” შაბათს ლევან კობიაშვილი ღირსეულად გააცილა. ქართველ ფეხბურთელს გერმანიაში მართლაც შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, რაც ადგილობრივებმა დაუფასეს კიდეც.

თუმცა, კობიაშვილს საქართველოსთვისაც ბევრი უშრომია და მისი გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების მოთხოვნით გულშემატკივრებმა 10 მაისიდან ხელმოწერების შეგორვება დაიწყეს.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე აქტივობა დიდი არ არის, თუმცა იმედი გვაქვს, რომ წლების მანძილზე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ქართველებიც დავაფასებთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, რუსთავის ოლიმპის, დინამო თბილისის, ფრაიბურგის, შალკესა და ბერლინის ჰერტას მარცხენაფლანგელის – ლევან კობიაშვილი ქართველმა გულშემატკივარმა სათანადოდ უნდა დააფასოს და გააცილოს საფეხბურთო მოედნიდან. ფეხბურთელი, რომელმაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული ჰეთთრიქი ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენის კარში, უდიდესი სიხარულის მომტანო გოლი საქართველო 1:0 ხორვატია. გოლი ოლივერ კანის კარში და კიდევ მრავალი… ლევან კობიაშვილი გერმანიაში დააფასეს. სათანადოდ გააცილეს საფეხბურთო კარიერიდან და იგი იმსახურებს ქართველი ხალხისგან სათანადო გულთბილ და ემოციურ გაცილებას. გავუზიაროთ თითოეულ ჩვენს მეგობარსა და ნაცნობს აღნიშნული პეტიცია. ერთად გადავუხადოთ მადლობა ლევან კობიაშვილს 

თქვენი ხელმოწერის დასაფიქსირებლად გადადით ბმულზე

კობიაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი

Viewing all 5622 articles
Browse latest View live