Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

ევროპის თასი საბურთალომ მოიგო

$
0
0
IMAG0939

საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” გამარჯვებით დასრულდა“ევროპის თასი”, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა, სულ კი 44 გუნდამდე იყო თავმოყრილი. დღეს კი მთავარი მატჩი შედგა – ფინალურ სტადიაზე ერთმანეთს კონკურენტი გუნდები, “საბურთალო” და “დინამოს” აკადემია დაუპირისპირდნენ. მართალია, შეხვედრა საგოლე მომენტების სიმრავლით არ იყო გამორჩეული, მაგრამ იყო ისეთი დაპირისპირება, როგორც დასკვნით მატჩს ახასიათებს – ნერვიული, დაძაბული, “ჩაკეტილი”. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ყველაფერი კი თერთმეტმეტრიანმა დარტყმებმა გადაწყვიტა, სადაც “საბურთალომ” უკეთ წარმოაჩინა თავი და საპატიო თასს დაეუფლა!

პირველი ნახევარი “საბურთალოს” კარნახით მიმდინარეობდა და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე ნახევრის ბოლო წუთებზე უპირატესობას უკვე “დინამო” დაეუფლა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, საქმე საფეხბურთო ლატარიამდე მივიდა. პენალტების სერიაში “საბურთალომ” “დინამო” 3:2 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან 11

მეტრიანები ნონიკაშვილმა, კიკნაძემ და ლორთქიფანიძემ გაიტანეს. გამარჯვებას მთელი “საბურთალო” ზეიმობდა, განსაკუთრებით კი ფეხბურთელები და ჩვენი სკოლის ის პატარა ქომაგები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში გვერდში ედგნენ და მხურვალედ ქომაგობდნენ ჩვენს გუნდს.
ერთი საინტერესო დეტალი: “საბურთალომ” ტურნირი ისე დაასრულა, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია – ორივე ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებს მშრალზემოუგო, შემდეგ კი ნახევარფინალში “ნორჩი დინამოც” მიაყოლა 2:0.

როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, გამარჯვებული გუნდი 7-12 ივლისის ჩათვლით ბერლინში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება და მას სრულად დააფინანსებს ტურნირის მთავარი ორგანიზატორი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. სწორედ, “კობისა” და მისი მეგობრების მეშვეობით ჩატარდა აღნიშნული შეჯიბრება, რომელსაც ლამაზი დასასრული ჰქონდა!

დღეს “მიხეილ მესხზე” მართლაც რომ დიდი სტუმრიანობა იყო. ტურნირი დააფასეს მთავრობის წევრებმაც – ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა. მომავალ თაობას თვალს ადევნებდნენ სხვა და სხვა თაობის ვეტერანი ფეხბურთელები დავით მუჯირი (უფროსი), გრიგოლ ცაავა, ოთარ კორღალიძე, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე. რაც შეეხება უმცროს მუჯირს, იგი ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ და დიდი სამუშაო გასწია, რომ შეჯიბრება ასე სანახაობრივად დასრულდა. ტურნირს, ასევე დაესწრო ლევან კობიაშვილიც, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა გერმანიიდან. საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და პრიზიორი გუნდები დააჯილდოვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

რაც შეეხება ტურნირის საუკეთესოებს – ექვსი ნომინაციიდან საბურთალოელები სამში გამარჯვებულად გამოცხადდნენ:
საუკეთესო მეკარე – ირაკლი ხიზანიშვილი (შიდა ქართლი)
საუკეთესო მცველი – დავით სამსონია (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი – გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო)
საუკეთესო თავდამსხმელი – საბა კიკნაძე (საბურთალო)
ბომბარდირი – ზუკა დავითაშვილი, 3 გოლი (დინამო)
საუკეთესო ფეხბურთელი – დავით ლორთქიფანიძე (საბურთალო).

მატჩის შემდეგ მას-მედიის წარმომადგენლებისთვის მცირე კომენტარებით შემოიფარგლნენ ტურნირის ორგანიზატორები, მთავრობის წარმომადგენლები და მოზარდი ფეხბურთელები:

კახა კალაძე (ენერგეტიკის მინისტრი): ”პირველ რიგში, ვულოცავ ‘საბურთალოს” გამარჯვებას! ნამდვილად საინტერესო და დაძაბული მატჩი იყო. რაც უფრო ხშირად ჩატარდება მსაგავსი ტურნირები, ისევ და ისევ ქართულ ფეხბურთს წაადგება. სწორედ, ასეთ თამაშებში უნდა აღიზარდნონ ნიჭიერი ფეხბურთელები. მჯერა, ამ ტურნირზე თამაშობდნენ ის ბავშვები, რომლებიც მომავალში ქვეყნის პირველ გუნდში დაიმკვიდრებენ ადგილს”.

ლევან კობიაშვილი (ტურნირის ორგანიზატორი): ”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტურნირმა გაამართლა და საინტერესო სანახაობა ვიხილეთ. დაძაბული მატჩი იყო, ისეთი, როგორც ფინალურ შეხვედრას შეშვენის. ჩვენმა მოზარდებმა აუცილებლად უნდა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, თუ გვინდა, რომ მომავალში წარმატებაზე ვიფიქროთ”.

საბა კიკნაძე (“საბურთალოს” ფეხბურთელი): ”ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველას, რომ ასე მხურვალედ გვქომაგობდნენ და გვერდში გვედგნენ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ ღირსეულად დავეუფლეთ “ევროპის თასს”.

fcsaburtalo.ge


“ტორპედოს”დუბლებმა “სპარტაკს”სძლიეს

$
0
0
1398720109_IMG_8903

28 აპრილს, საქართველოს 25–ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის 28–ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის “ტორპედოს” საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე “ტორპედო–2″–მა(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, ვლადიმერ ჭყონია, გიორგი მეგრელაძე) ცხინვალის “სპარტაკის” შესაბამისი გუნდი(მწვრთნელი – მალხაზ ლაცაბიძე) მიიღო.

შეხვედრა საინტერესო სცენარით ორმხრივ იერიშებში წარიმართა. უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს და შესაბამისად, უპირატესობაც მათ მხარეს იყო. ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმით არაერთხელ უნდა ესარგებლათ ტორპედოელებს, თუმცა ორჯერ ანგარიშში მაინც სტუმრები დაწინაურდნენ. 24–ე წუთზე, ასპროცენტიანი შანსის გაცუდებიდან წამების შემდეგ ქუთაისელები დაისაჯნენ, იოსებ ჩახვაშვილმა ახლო მანძილიდან შეაგორა ბურთი კარში – 0:1. პირველი ტაიმის წაგებას მდევრის რანგში მყოფები არ შეეგუენ და 43–ე წუთზე, ჯანაძის ჩაწოდებითა და გიგა ტვილდიანის ლამაზი თავური დარტყმით ბურთი კარის “ცხრიანში” შევარდა – 1:1. მეორე ტაიმიც არანაკლებ დაძაბული გამოდგა. ანგარიში კვლავ “სპარტაკმა” შეცვალა სათავისოდ, როცა დავით გელაშვილმა შეასრულა ზუსტად პენალტი – 1:2. დარჩენილ დროში “ტორპედოს” რეზერვისტთა მწვრთნელებმა გარისკეს და შეცვლებით თავდასხმის ხაზი ერთ–ორად გააძლიერეს. ამან სასურველი შედეგიც გამოიღო, ჯერ გაგოშიძის პასით გია ღვიტიძემ მცველებს აჯობა და საპენალტო ნიშნულიდან ბურთი ბადეში მოათავსა – 2:2, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი აქედან სამ წუთში, 86–ე წუთზე გავიდა, ქურდაძის პასით თავი შეცვლაზე შესულმა ოთარ ბერეჩიკიძემ ისახელა, რომელმაც წინა გოლის მსგავსი გაიტანა – 3:2. მატჩიც ასეთი ანგარიშით დასრულდა.

“ტორპედო–2″: მოდებაძე, დუდუჩავა, გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, გაბუნია(გოგუაძე 46), ტვილდიანი(ბერეჩიკიძე 68), ხვიჩია(ლაღაძე 46), ბიწაძე, ჯანაძე(ხეცურიანი 55), თორთლაძე(ქურდაძე 62), ღვიტიძე

“სპარტაკი–2″: გოგიაშვილი, ველიაშვილი, შენგელია, გიორგაძე, მოსაშვილი, ჩიგოევი, კაჯაევი(ჭინჭარაული 87), ხუბეჯოვი, მაგრაქველიძე(ბერიძე 85), მუმლაძე, ჩახვაშვილი(გელაშვილი 46).

მსაჯი: ვახტანგ ბასილაია(ზუგდიდი)

დუბლიორთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.GE

“ზესტაფონი”მორიგი მატჩისთვის მზადებას შეუდგა

$
0
0
DSC07270

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუშინ საღამოს გუნდმა ერთხელ ივარჯიშა, დღეს ერთი, დილით გასამართი ვარჯიში იგეგმება, ხვალიდან კი გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადადის.

ზესტაფონელები 3 მაისს თბილისის “დინამოსთან” საშინაო კედლებში გასამართი შეხვედრისათვის სრული შემადგენლობით ემზადებიან. სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის ამბავი, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა ნიგერიელი ნახევარმცველი ნაემეკა აჯურუ , რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა.

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა გუშიანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დინამო VS ზესტაფონი – ურთიერთშეხვედრები

$
0
0
file

3 მაისს, 18:00 საათზე ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე XXV ეროვნული ჩემპიონატის XXIX ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან.

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 32–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 46/28 არის.

დინამო–ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიში ოთხ შეხვედრაში დაფიქსირდა. გასული სეზონის ბოლო ტურის მატჩში, 2013 წლის 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად – 1:5 წააგო.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2–ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82:15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს 10-1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის მიმდინარე სეზონის ოცდამეოთხე ტურში, 29 მარტს თბილისში გაიმართა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გამარჯვების გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

FCDinamo.GE

ინტრიგის გარეშე დარჩენილი ჩემპიონატი

$
0
0
IMG_9378

უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. თუმცა, ჩემპიონატის გადამწყვეტი ნაწილი განსაკუთრებული დაძაბულობისა და ინტრიგის გარეშე ჩაივლის.

ფაქტობრივად ცნობილია ჩემპიონის და ევროტურნირებზე გამსვლელი გუნდების ვინაობა. გასაკრვევი მხოლოდ ერთი რამ დარჩა – ვინ დარჩება უმაღლეს ლიგაში “სპარტაკი” თუ “ზუგდიდი”… ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ ამ გუნდების ანაკლიაში გასამართი შეხვედრა გასცემს, რომელიც 6 მაისს შედგება. თუმცა, თუ ფედერაცია გუნდების რაოდენობის გაზრდის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, არც აღნიშნული მატჩის შედეგს და საბოლოოდ დაკავებული პოზიციებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ქვედა ექვსეულის დარაჩენ გუნდებს რაც შეეხება.. ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ მარტვილის “მერანს” გადარჩენის ძალიან მცირე შანსი და საკმაოდ რთული შეხვედრებიც აქვს დარჩენილი.

“ტორპედო”, “ვიტ ჯორჯია” და “დილა” კი, თავს მშვიდად გრძნობენ და დარჩენილ შეხვედრებს უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ჩაატარებენ.

ზედა ექვსეულში ინტრიგა უფრო ნაკლებია. სათასო ბატალიების, “მეტალურგის” და განსაკუთრებით “გურიას” სუსტი თამაშის გამო ოთხეულიც და შესაბამისად ევროთასებზე გამსვლელი გუნდების ვინაობაც ფაქტობრივად უკვე ცნობილია.

გურულებს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ქულაც კი არ აქვთ მოპოვებული. “მეტალურგი” კი სეზონის გადამწყვეტ ნაწილს საკმაოდ არასტაბილურად ატარებს, რაც რუსთავულ გუნდში მომხდარი ცვლილებების შემდეგ გასაკვირი სულაც არ არის.

მართალია, “მეტალურგი” დამდეგ ტურში ივანწმინდაში  უშუალო კონკურენტ “ჩიხურას” ეწვევა, თუმცა ფრუიძის გუნდი დიდი ალბათობით მეოთხე პოზიციას არ დათმობს.

უახლოესი დღეების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ზესტაფონში “დინამოს” სტუმრობა იქნება. თბილისელეს უკვე უახლოეს შაბათს აქვთ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმების შანსი. მიუხედავად მცირე ჩავარდნებისა, “დინამომ” მიმდინარე სეზონი საკმაოდ კარგად განვლო და ფაქტია, რომ თბილისელებს მთელი გათამაშების მანძილზე სტაბილური კონკურენცია ვერავინ ვერ გაუწია. შესაბამისად, თბილისელთა ეს შედეგიც სავსებით ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ.

“დინამოს” და ალბათ ევროთასებზე საქართველოს სახელით გასულ ყველა გუნდს საკმაოდ სერიოზული გაძლიერება დასჭირდება, თუმცა არა “რევოლუციური” ცვლილებები, რაც ხშირ შემთხვევაში ქართული საფეხბურთო მენეჯმენტისთვის დამახასიათებელი რამ არის.

ასეა თუ ისე, მორიგი ეროვნული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება… იყო ბევრი უსიამოვნო ფაქტი, სკანდალი და სახალისო მომენტებიც.. ტრადიციულად, ნეგატივის რაოდენობა სასიამოვნო მომენტებზე უფრო მეტი იყო. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ დარჩენილი ტურები მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის და უმაღლესი ლიგის მცირე რაოდენობის, მაგრამ ერთგულ გულშემატკივარს კიდევ რამდენიმე ლამაზ მატჩს აჩუქებს.

პირველ ლიგაში მორიგი ტური დაიწყო

$
0
0
GFF

პირველ ლიგაში 24-ე ტურის მატჩების ნაწილი გაიმართა. დღეს, ერთამნეთს ა-ზონის წარმომადგენლებიშეხვდნენ. ერთი მატჩი ბ-ზონაშიც გაიმართა.

“ა” ზონა 

გაგრა 1-1 კოლხეთი ფოთი

ალგეთი 4-1 მეშახტე

საპოვნელა 2-1 კახეთი

ჩხერიმელა 3-4 მერცხალი

 

შუქურა 5-1 სქური

დინამო II 7-0 იმერეთი

“ბ” ზონა  

სულორი 1-4 სამტრედია

ხვალ

ლოკომოტივი – ბეთლემი

დინამო ბათუმი – მაჭახელა

სამგურალი – ბახმარო

სტუ – ჭიათურა

საბურთალო – სასკო

კოლხეთი ხობი – დილა II

თასის ფინალი მიხეილ მესხზე გაიმართება

$
0
0
IMG_8782

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი 21 მაისს გაიმართება. გადამწყვეტ შეხვედრასს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩის დაწყების დრო ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში ერთმანეთს “დინამო” და “ჩიხურა” დაუპირისპირდებიან.

თბილისელებმა ნახევარფინალში გორის “დილას” აჯობეს. “ჩიხურამ” კი, ქობულეთის “შუქურას” დამარცხება მოახერხა.

“დინამოს”მეორე გუნდმა “იმერეთს” 7:0 აჯობა

$
0
0
file

დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის 23– ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე გუნდმა ხონის იმერეთს უმასპინძლა. მატჩი მთლიანად უჩა სოსიაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და დიდი ანგარიშით 7:0 დასრულდა თბილისელთა სასარგებლოდ.

შეხვედრის დებიუტში ბუდუ ზივზივაძემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ძელს გაარტყა ბურთი. საბა ლობჟანიძემ 33– ე წუთზე საჯარიმოს მარცხენა ფრთიდან ტექნიკური და ზუსტი დარტმით გახსნა ანგარიში. ოთხი წუთის შემდეგ გიორგი დიასამიძემ ზუსტად ითამაშა და იმერეთის კარში მეორე გოლი გავიდა. 44– ე წუთზე ზივზივაძემ დამატებაზე ითამაშა და 3:0 გახდა ანგარიში. 55– ე წუთზე ისევ ზივზიძემ მოახერხა გოლის გატანა – 4:0. ორ წუთში კი დინამოს ბომბარდირმა ტექნიკურად ითამაშა, ჰეთ–თრიქი შეასრულა და ჩემპიონატში 23 გატანილი ბურთი დაუგროვდა. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ერისთავმა 63–ე და 86– ე წუთებზე ორჯერ აიღო ხონელთა კარი და შეხვედრაც დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 7:0 დასრულდა.

დინამო–2  7:0  იმერეთი

დინამო–2: დაუშვილი, ჯაფიაშვილი (ა. გურეშიძე 46), სამხარაძე, თათხაშვილი, ბაჩიაშვილი, კვეკვესკირი (გ. გურეშიძე 52), ფალავანდიშვილი (ქაჯაია 46), ჯიშკარიანი, ლობჟანიძე (ვოლკოვი 58), გ. დიასამიძე (ერისთავი 46), ზივზივაძე

იმერეთი: მეძველია, ხელაძე, მანაგაძე, ხარებავა, გენძეხაძე, ჭანკვეტაძე, ტორაძე, გიორგობიანი, გაჩეჩილაძე, ჩიხლაძე, ცაგარეიშვილი

FCDinamo.GE


ვარჯიში და კომენტარები “ტორპედოს”დამდეგი მატჩის წინ

$
0
0
1398892019_IMG_8955

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ „ზუგდიდთან“ 2 მაისს თბილისში გასამართი მატჩისთვის ერთ-ერთი დასკვნითი ვარჯიში გამართა, რომელშიც მიკრო ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია კაპიტან როინ კვასხვაძეს. ტრავმის შემდეგ კი ინდივიდუალურად დაიწყო მზადება ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ.

პარასკევს გასამართი მატჩის წინ კომენტარები ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ორ ფეხბურთელს.

რევაზ ძოძუაშვილი: „ტორპედოში“ ჩემი დაბრუნების შემდეგ პირველადაა, როცა გუნდს გავარდნის არ ეშენია, ამდენად, ფეხბურთელი, რომელიც გამოვა მოედანზე წნეხის ქვეშ აღარ იქნება. ამასთან, მწვრთნელებსაც გვეძლევა იმის საშუალება, რომ ვიფიქროთ ახალ სეზონზე და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, ასეთი 4-5 ბიჭი გვყავს, მოვსინჯოთ დარჩენილ მატჩებში, რათა ვნახოთ თუ რას წარმოადგენენ რეალურად, ჩვენ ერთგვარ „რენტგენს“ ჩავატარებთ მათ შესაფასებლად. ასევე, მინდა გითხრათ, რომ უკვე ბიჭებმა იგრძნეს თავიანთი პოტენციალი და ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ სწორი სტრატეგიით მივდივართ წინ. რასაკვირველია, სამომავლოდ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვექნება მოწინავე ადგილების დასაკავებლად იმიტომ, რომ უკვე ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მოგეხსენებათ, ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი ფურცლიდან დავიწყეთ მუშაობა, დღეს კი ფუნდამენტი არის. ვნახოთ, როგორი იქნება „ტორპედოს“ ხვალინდელ დღე, რა პირობები და მოთხოვნები გვექნება, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი დონის ფეხბურთი ვათამაშოთ გუნდს.

იმის გარდა, რომ ჩვენ უმაღლეს ლიგაში დავრჩებით, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. თითოეული თამაში არის ჩვენთვის იმის მაჩვენებელი, რა გვაკლია, რას უნდა მოვუმატოთ. გუნდის სიძლიერი ჩანს ჩემპიონატის ბოლო თამაშებშიც, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ გვინდა, კარგი აკორდით დავაბოლოვოთ ჩემპიონატი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, ისე ფიქრობს ყველა გუნდი. ვფიქრობ, რომ სამ გუნდს შორის არის მე-7 ადგილის ინტრიგაც, ჩვენთან ერთად „ვიტ ჯორჯია“ და „დილა“ იბრძოლებს და გამოჩნდება საუკეთესოს ძალაც. ამ სამეულის ორთაბრძოლა ჩვენ კიდევ სტიმულს გვაძლევს, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოვჩნდეთ”.

ოლეგ მამასახლისი: „დღესდღეობით, მეგობრული გუნდი ჩამოვყალიბდით და ვიმედოვნებ, რომ წარმატებასაც მივაღწევთ. ძალიან დიდი სტიმულია, როცა „ტორპედოში“ თამაშობ. უმაღლეს ლიგაში დებიუტი საჩხერეში მქონდა, სადაც 2:1 მოვიგეთ და ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო. გამოგიტყდებით, იოლი ნამდვილად არაა აქ თამაში. მომდევნო მატჩი “ზუგდიდთან“ გვაქვს, რომელიც ძალიან ეცდება მოგებას, თუმცა ჩვენც არანაკლებად გვინდა, ქუთაისობა სამი ქულით ავღნიშნოთ და უმაღლეს ლიგაში დარჩენა საბოლოოდ გადავწყვიტოთ“

დავით ხურციძე: „უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი ჩავატარე და კმაყოფილი ვარ, რომ არცერთი არ წამიგია, თანაც მეორე თამაშში გამარჯვების გოლი გავიტანე და ვფიქრობ, ლიგაში დავრჩით კიდეც. ვატყობ, რომ ნელნელა გუნდი წინ მიდის და წელს ქვედა ექვსეულში ყველა კონკურენტს ვაჯობებთ. მიხარია, რომ ქუთაისში ჩამოვედი, დიდი მადლობა ყველას, ვინც მე მგულშემატკივრობს. სავარაუდოდ, სეზონის შემდეგ მოსკოვის „ცსკა“-ს პირველ გუნდში დავბრუნდები, თუმცა მომავალში, შესაძლოა, ისევ „ტორპედოში“ მოვხვდე”.

FCTorpedo.GE

თბილისური დერბი “საბურთალომ”მოიგო

$
0
0
IMG_2282

პირველი ლიგის მორიგი ტურის მატჩში “ბენდელაზე” თბილისური დერბი გაიმართა. ერთმაენთს “საბურთალო” და “სასკო” დაუპირისპირდენენ.

მატჩის დაწყებამდე “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა “საბურთალოს” ასაკობრივ გუნდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “ევროპის თასი” მოიგო, საზეიმო ვითარებაში გადასცა კუთვნილი თასი.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რაც მალევე ანგარიშზეც აისახა. მე-11 წუთზე გიორგი ხარაიშვილმა კუთხურიდან ჩაახვია ლაშა ბრაჭულის კარში და “საბურთალოც” დაწინაურდა – 1:0.

ტაიმის დარჩენილი დრო ძირითადად მოედნის ცენტრში ბრძოლით აღინიშნა. მცირე უპირატესობას “საბურთალო” ფლობდა. თუმცა მომენტები “სასკოს” ფეხბურთელებსასც ჰქონდათ.

მეორე ტაიმის დებიუტში ინიციატივა “სასკომ” ჩაიგდო ხელში.  თუმცა, მიუხედავად ზარიას და სოფრომაძის აქტიურობისა, რეალური საგოლე მომენტების შექმნა სტუმრებმა ვერ მოახერხეს.

“საბურთალომ” კი, მატჩის ბოლოს საკმაოდ ბევრი სახიფათო ეპიზოდი შექმნა მეტოქის კართან და ორის რეალიზებაც მოახერხა. თავი ჯერ მამუჩიშვილმა გამოიჩინა შემდეგ კი, საბოლოო წერტილი ეფექტური გოლით თორნიკე სტეფნიაშვილმა დასვა.

 

საბურთალო 3-0 სასკო

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (11), 2:0 მამუჩაშვილი (86), 3:0 სტეფნიაშვილი (88).

საბურთალო: ქურდაძე, ბეროშვილი, კაკიაშვილი, ნადარია, ტაბიძე, თვარაძე, გოშთელიანი, ხარაიშვილი, მუჰამედ დიოპი.

სათადარიგოები: კუპატაძე, ბარამიძე, მამუჩაშვილი, ჩაბრაძე, ბიძინაშვილი, სტეფნიასვილი, ბლიაძე. 

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სასკო: ბრაჭული, ქობულაძე, ინწკირველი, გაგნიძე, გაფრინდაშვილი, შეწირული, დიღმელაშვილი, ქუცურუა, სოფრომაძე, რეხვიაშვილი, ზარია.

სათადარიგოები: ნონოსი, მაჩაიძე, არველაძე, მანწკავა, სარჯველაძე, არახამია, ჯოხაძე. 

მწვრთნელი: გიორგი ხიზანიშვილი

 

ტურის დანარჩენი მატჩები:

ლოკომოტივი 5-0 ბეთლემი

დინამო ბათუმი 4-0 მაჭახელა

სამგურალი 5-2 ბახმარო

სტუ 3-3 ჭიათურა

კოლხეთი ხობი 1-1 დილა II

 

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

„ვიტ ჯორჯიასთან“ „დილას“ ოფიციალური სტატისტიკა

$
0
0
FC_Dila_Gori_(Logo)

2 მაისს „მცხეთა პარკზე“ გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მორიგი ტურის მატჩი თბილისის ვიტ ჯორჯიასა და გორის დილა შორის, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.

ჩვენმა მეტოქემ გათამაშების განვლილ 28 ტურში 39 ქულა დააგროვა და ჩვენ გუნდს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, გორის „დილა” თბილისის „ვიტ ჯორჯიას” (ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში გამოსვლის პირველ წრეში “მორკინალი–კოდაკოს” სახელით ასპარეზობდა) უმაღლეს ლიგაში 31–ჯერაა შეხვედრილი. ამ მატჩების ბალანსი ასეთია: „დილამ” 4მატჩი მოიგო, „ვიტ ჯორჯიამ” 24, ფრედ კი 3 დამთავრდა. ბურთების შეფარდება თბილისელთა მხარესაა – 66:23.
გთავაზობთ „ვიტ ჯორჯიასთან” მატჩებში „დილას” მიერ ნაჩვენებ შედეგებსა და გორელთა რიგებში მოთამაშეთაგან გოლების ავტორთა ვინაობას.

IX ჩემპიონატი
21.11.1997. “მორკინალი–კოდაკო”–”დილა” 2:0
22.05.1998. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 2:3 – გიორგი ჩიტაია, გიორგი რევაზიშვილი.

X ჩემპიონატი
19.09.1998. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 1:2 – ალექსანდრე კაიდარაშვილი (2).
10.04.1999. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 1:3 – ნუკრი მინდიაშვილი.

XI ჩემპიონატი
20.03.2000. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 2:1 – გიორგი ლომიძე.
06.05.2000. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 0:2

XII ჩემპიონატი
19.08.2000. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 0:3
04.11.2000. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 3:0

XIV ჩემპიონატი
15.09.2002. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 0:1
23.11.2002. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 2:0

XV ჩემპიონატი
03.08.2003. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 3:0 – მერაბ ძოძუაშვილი (2), ზაზა ლაცაბიძე.
22.10.2003. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 3:1 – ბექა ჩიტაია.
03.04.2004. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 3:0
12.05.2004. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 0:1

XVI ჩემპიონატი
16.08.2004. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 1:3 – კობა ხანიშვილი.
25.10.2004. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 2:0
01.03.2005. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 0:4
26.04.2005. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 4:0

XVII ჩემპიონატი
19.11.2005. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 1:3 – კობა ხანიშვილი.
06.05.2006. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 2:0

XVIII ჩემპიონატი
18.11.2006. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 0:6
16.05.2007. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 1:1 – გიორგი ვარდოსანიძე.

XIX ჩემპიონატი
24.08.2007. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 0:1
07.03.2008. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 2:0

XXIII ჩემპიონატი
06.08.2011. “ვიტ ჯორჯია”–”დილა” 4:3 – ნოდარ ნოზაძე (2), რომან ახალკაცი.
30.10.2011. “დილა”–”ვიტ ჯორჯია” 1:1 – რომან ახალკაცი.

XXIV ჩემპიონატი
13.08.2012.”დილა”–”ვიტ ჯორჯია” 0:1
31.10.2012. “ვიტ ჯორჯია”-”დილა” 0:2 – ზურაბ არზიანი, ირაკლი კლიმიაშვილი.

 

XXV ჩემპიონატი

26.10.2013. „ვიტ ჯორჯია“-“დილა“ 0:2 – გრიგოლ დოლიძე, ირაკლი მოდებაძე.

09.03.2014. „დილა“-„ვიტ ჯორჯია“ 1:1 – ლუკა რაზმაძე.

30.03.2014. „დილა“-„ვიტ ჯორჯია“ 1:2 – გიორგი ბერიაშვილი.

FCDila.GE

2014-2015წწ. სალიცენზიო გადაწყვეტილებები

$
0
0
GFF

25-27 აპრილს ჩატარდა ლიცენზირების კომიტეტის სხდომა შემდეგი შემადგენლობით: ნარგიზი ჩხიკვაძე (თავმჯდომარე), რევაზ შენგელია, დიმიტრი ბოკერია, თამარ ჭიჭინაძე. კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2014-2015წწ. სეზონის უეფას და ეროვნული ლიცენზიები გაიცა შემდეგ საფეხბურთო კლუბებზე:

-       „დინამო თბილისი“

-       „ზესტაფონი“

-       „სიონი“

-       „ჩიხურა“

ამას გარდა, 2014-2015წწ. სეზონის ეროვნული ლიცენზიები გაიცა საფეხბურთო კლუბებზე:

-       „ვიტ ჯორჯია“

-       „სპარტაკი“

-       „კოლხეთი 1913“

-       „შუქურა“

-       „გაგრა“

საფეხბურთო კლუბების მიერ სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევის ფაქტები განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტს, 2014-2015წწ. ჩემპიონატის მონაწილეთა დაკომპლექტების შემდეგ.

კლუბები უკვე ინფორმირებულები არიან გადაწყვეტილებების შესახებ და უკმაყოფილო ლიცენზიის მაძიებლებს შეუძლიათ ა/წ 5 მაისამდე გაასაჩივრონ ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება ლიცენზირების სააპელაციო ორგანოში (თავმჯდომარე დავით კალანდაძე), ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვის გზით, სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მოქმედი დებულებების შესაბამისად (იხ.მე-6 მუხლი).

gff.ge

ტურის ცენტრი ზესტაფონშია

$
0
0
file19

უმაღლესი ლიგის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ჩემპიონის ვინაობა შესაძლოა უკვე დამდეგ ტურში გახდეს ცნობილი. მთავარი მატჩს ზესტაფონის სტადიონი უმასპინძლებს. 

 

სიონი – გურია

3 მაისი, “მიხეილ მესხი”, 16:00

მიხეილ მისხზე ერთმანეთის წინააღმდეგ განსხვავებული შედეგის მქონე გუნდები წარსდგებიან. “სიონის” ზედა ექვსეულში უდანაკარგოდ ასპარეზობს, “გურიას” კი ყველა მატჩი წაგებული აქვს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით ლანჩხუთელებს კვლავ ფინანსური პრობლემები აქვთ, რაც “სიონის” ისედაც დიდ შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

 

ჩიხურა – მეტალურგი

3 მაისი, ივანწმინდა, 16:00

მეოთხე საფეხბურისთვის მებრძოლი გუნდების უშუალო შეხვედრას ივანწმინდა უმასპინძლება. “ჩიხურასა” და “მეტალურგს” შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა, ამიტომ მატჩიც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს. თანაც, საჩხერელებს ექვსეულებად დაყოფის შემდეგ “მეტალურგთან” გამართულ პირველ მატჩი წაგების გამო რევანში აქვთ ასაღები.

 

ზესტაფონი – დინამო

3 მაისი, ზესტაფონი, 19:00 

ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპნიძებს. აღნიშნული მატჩი “დინამოსთვის” შესაძლოა ჩემპიონატში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თბილისელები მოგების შემთხვევაში ოფიციალურად გაიფორმებენ მიმდინარე გათამაშების გამარჯვებულის ტიტულს.

თუმცა, ზესტაფონელები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უშალო კონკურენტმა მათ მოედანზე არ იზეიმოს წარმატება. ამიტომ, იმერეთში გასამართი შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს ფეხბურთის გულშემატკივრებში. ორივე გუნდიმატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

 

ტორპედო – ზუგდიდი

2 მაისი, მიხეილ მესხის სათადარიგო, 16:00, უმაყურებლოდ

უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი “ზუგდიდი” ქუთაისის “ტორპედოს” უკვე ტრადიციულად თბილისში ესტუმრება და საციცოცხოლდ მნიშვნელოვანი გამაჯრვების მოპოვებას შეეცდება.

ზუგდიდელები “სპარტაკს” ოთხი ქულით ჩამორჩებიან და თუ უმაღლესში ადგილის შენარჩუნება სურთს, შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ.

 

ვიტ ჯორჯია – დილა

2 მაისი, “მცხეთა პარკი”, 16:00

ქვედა ექვსეულის ყველაზე უმოტივაციო შეხვედრას “მცხეთა პარკი” უმაპსნიძებს. “ვიტ ჯორჯიას” და “დილას” უმაღლესიდან გავარდნა ბუნებრივია აღარ ემუქრებათ. დარჩენილ მატჩებს გუნდები უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ჩაატარებენ.

მიმდინარე სეზონში ეს “ვიტ ჯორჯიასა” და “დილას” შორის გამართულ შეხვერებში სრული თანაფარდობაა. ორივე გუნდმა თითო მატჩის მოგება მოახერხა. ერთი შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა.

 

სპარტაკი – მერანი

2 მაისი, “მიხეილ მესხი”, 19:00

აუტსაიდერების დაპირისპირებას დღეს “მიხეილ მესხი” უმასპინძლებს. “მერანი” მარცხის შემთხვევაში უმაღლესში დარჩენის თეორიულ შანსსაც კარგავს. “სპარტაკს” კი, გამარჯვების შემთხვევაში კონკურენტებთან შედარებით კომფორტული უპირატესობა ექნება.

აღსანიშანვია, რომ კაჭარავას შეგირდები მეორე ეტაპს საკამოდ კარგად ატარებენ და აუტსაიდერთა შორის სავსებით დამსახურებულად აქვთ “ფავორიტის” სტატუსი.

საქმე –საქმისთვის. განვითარებისა და დახმარების პროექტების ავკარგიანობა…

$
0
0
federation

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი საკმაოდ ხმაურიან და აქტუალურ თემად იქცა. თემად, რომელსაც სხვადასხვა მხარე სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას უკეთებს და შედეგად, საზოგადოება და გულშემატკივარი კვლავ არაინფორმირებული რჩება და გაუგებრობაშია.

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მის სიღრმეებში კიდევ ერთხელ ჩახედვა და დეტალების განმარტება, ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება. მას შემდეგ, რაც სფფ-მ კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ 16-გუნდიანი ჩემპიონატის პროექტი მოამზადა და წარადგინა, სამუშაო პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს. კლუბები დამოუკიდებლადაც იკრიბებიან და მსჯელობენ, განიხილავენ ვარიანტებს თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებისა და დაფინანსების პროექტი, რომელიც შესაძლოა იმ შემთხვევაში ამოქმედდეს, თუ განხორციელდება საფეხბურთო კლუბების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა და ფუნქციონირებას დაიწყებს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა.

ეს საკითხი სამთავრობო კომისიაზეც გავიდა და ქვეკომისიაშიც იქნა განხილული. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ეს სპეკულაცია კი არა, რეალობაა. მეტიც, მთავრობასთან დასმული საკითხებიდან, ამაზე მსჯელობაც ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომისიას კონკრეტულად გაწერილი სამოქმედო გეგმა უნდა წარედგინოს.

თავდაპირველად, კლუბების ფინანსური დახმარების პროექტი გაწერილი იყო 12 გუნდზე, მაგრამ როცა გაჩნდა იმის იმპულსები, რომ საქართველოს მთავრობა უპრეცენდენტო დახმარებას გაუწევდა ქართულ ფეხბურთს, ჩემპიონატის 16-გუნდამდე გაზრდის თემა აქტუალური და „ცხელი“ გახდა. პროექტს ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები და ეს ნორმალური პროცესია. სწორედ, ამიტომაა ამდენი კამათი და სამუშაო შეხვედრა, რომ საბოლოოდ, საუკეთესო ვარიანტი შეიჩეს და მისი განხორციელება დაიწყოს.

ამ პროექტის დადებითი მხარე რამდენიმე ასპექტშია. უპირველესად, დასაქმდებიან ფეხბურთელები, მწვრთნელები და ფეხბურთში მოღვაწე სხვა ადამიანები. კლუბებს ექნებათ ვალდებულება ზედმიწევნით შეასრულონ ლიცენზირების მოთხოვნები, ჰყავდეთ ასაკობრივი გუნდები, ლიცენზირებული მწვრთნელები. ფაქტიურად, თითო კლუბში 100-150 ბავშვს მიეცემა საშუალება უფასოდ ივარჯიშოს…

ახლა, დეტალურად გავყვეთ და ციფრებით განვიხილოთ ყველა პერსპექტივა.

16-გუნდიანი ჩემპიონატის შემთხვევაში - კლუბის ვალდებულება იქნება ძირითადი გუნდის პარალელურად ჰყავდეს 5 ასაკობრივი გუნდი (U10, U13, U15, U17, U21), რომელთა რაოდენობა განვითარების ეტაპების პარალელურად უნდა გაიზარდოს და 9 გუნდამდე ავიდეს  (U10, U11, U12, U13, U14, U15, U17, U19, U21).

უეფას სტანდარტის მიხედვით, თუ თითო ასაკობრივ გუნდში 20 ფეხბურთელი იქნება (რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში არსებული მოთხოვნებისდა მიხედვით, ანუ შეიძლება იყოს უფრო მეტი), საერთო ჯამში, ერთი კლუბის 5 ასაკობრივ გუნდში 100 ბავშვი და ახალგაზრდა ივარჯიშებს. შესაბამისად, 12-გუნდიანთან შედარებით, ამ შემთხვევაში 400-ით მეტი ასაკობრივი ფეხბურთელი გვეყოლება (1600). საერთო რაოდენობისა (16 კლუბის საერთო ჯამი) და ნამატის დათვლა კი, უკვე მარტივი არითმეტიკაა.

ამას დავუმატოთ გუნდის მომსახურე პერსონალი, მწვრთნელები… ანუ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ლოგიკურად იზრდება. მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების დასაქმება და მათი ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩაყენება საერთო საქმეა, სახელმწიფოებრივი და ამით ფეხბურთს და ქვეყანას მხოლოდ დავეხმარებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, სადაც უნდა დასაქმდნენ ის ადამიანები, ვინც აქტიური ფეხბურთიდან წავა და ფეხბურთში საქმიანობას გადაწყვეტს. ჩვენს ქვეყანაში კი, ასეთი ძალიან ბევრია. სფფ-ის მიერ განხორციელებული მწვრთნელთა ლიცენზირებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების მეშვეობით, ბევრმა მიიღო განათლება, მაგრამ დასაქმებული ჯერაც არაა. სწორედ, ამ ადამიანებს უნდა დაეხმაროს ეს პროექტი.

პროექტში დეტალურადაა გაწერილი ფინანსური საკითხები – თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ კლუბებმა სახელმწიფოსგან მიღებული თანხა. ესაა, მაგალითად, საწვრთნელი შეკრებები, კლუბის ლიცენზირება, ბავშვთა ფეხბურთი, ეკიპირება და სხვა და სხვა… კლუბები თავად გადაწყვეტენ თანხების მიზნობრიობას; არავის აქვს უფლება, კლუბის შიდა მენეჯმენტში ჩაერიოს. მაგრამ ამ პროცესში მუდმივად უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მონიტორინგი და კონტროლი. ვიმეორებთ, რომ ესაა კლუბების დახმარების პროექტი, რომელიც უნდა იყოს სტარტი – პირველ ეტაპზე, ფეხზე უნდა დავაყენოთ უმაღლესი და პირველი ლიგა. პროექტის ავტორებისა და სპეციალისტების აზრით, შესამჩნევი პროგრესი, დაახლოებით, 2 წელში იქნება სახეზე.

სფფ-სთან მიმართებაში, ტერმინ „სპეკულაციასთან“ ერთად, გაჟღერდა ისიც, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხოლოდ თეზისებით შემოიფარგლება და განვითარების არანაირი პროექტი არ გააჩნია. საკითხს ძალიან მარტივად მივუდგეთ და განვმარტოთ: ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და სტრატეგია 2-3 დღეში არ იწერება. მის განხორციელებაში კი, უდიდესი როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, ვინაიდან სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს  – 1) დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელსაც სახელმწიფოს გარდა ვერავინ მოერევა;

2)  საგადასახადო საკითხებს, რომელიც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ასევე ვერ მოგვარდება;

ამ შემთხვევაში, სფფ მხოლოდ საფეხბურთო საკითხებით შემოიფარგლება. მომზადებული და განსახილველად წარდგენილია„საკლუბო ფეხბურთის ფინანსური მხარდაჭერის“ პროექტი (იხილეთ სრულად - http://gff.ge/GFF.aspx?newid=3036). ამას გარდა, სფფ-ში არის 400-გვერდიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, რომელიც უეფასთან და ერთ-ერთ ინგლისურ კომპანიასთან ერთად გაკეთდა და რომლის პირველი ნაწილი გასაცნობად სამთავრობო კომისიათან არსებულ ქვეკომისიაშია გაგზავნილი, თუმცა, ჯერჯერობით მას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

ასე რომ, სწორედ ამ ყველაფერის ერთობლიობამ უნდა შეკრას და შექმნას ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და ამ მიზანს ემსახურება სამთავრობო კომისიის შექმნა, სადაც ყველა მხარე აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

ის პროექტი კი, რომელიც საბოლოო და სრულყოფილი სახით სამთავრობო კომისიას ქვეკომისიამ უნდა წარუდგინოს, სპორტის სამინისტროს ვერსიით 5-წლიანი უნდა იყოს და საბოლოო ჯამში, გუნდები კერძო უნდა გახდეს. რასაკვირველია, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა, არის ერთი არცთუ უმნიშვნელო დეტალი. საბოლოოდ, კლუბები კერძო გახდება, მუნიციპალური თუ ნახევრად კერძო, ამას ნებისმიერ შემთხვევაში ბაზარი დაარეგულირებს. არ არსებობს მსოფლიოში ასეთი პრეცენდენტი, რომ სადმე ყველა გუნდი აუცილებლად კერძო უნდა იყოს. ამის არც მოთხოვნა არსებობს და არც აუცილებლობა და გავიმეორებთ, რომ ეს ყველგან მხოლოდ ბაზრის მეშვეობით რეგულირდება. არსებობის საშუალება ყველა ტიპის გუნდს უნდა ჰქონდეს – კერძოსაც, მუნიციპალურსაც, ნახევრად კერძოსაც და ა.შ.

დღევანდელ ევროპაში, ინფრასტრუქტურულად და საფეხბურთო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა გერმანიაა, სადაც თითქმის არ არსებობს 100 პროცენტიანი კერძო დაფინანსების კლუბი. ყველა შემთხვევაში, კლუბის დაფინანსებაში ჩართულები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და მერიები. გერმანიის მოდელმა ფინანსური, სპორტული და სოციალური თვალსაზრისით იმდენად გაამართლა, რომ ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი მის დანერგვას უკვე იწყებს. მაგალითად, განხორციელება დაიწყო შვედეთმა. ინგლისის პარლამენტში კი, შესულია კანონპროექტი, რომელიც ამ სისტემის განხორციელების საშუალებას მისცემთ.

რაც შეეხება უეფას, სფფ-ისა და სახელმწიფოს შეთანხმებებს სხვადასხვა პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით, ეს ამბავი ახალი არავისთვისაა. არის პროექტები, რომლებსაც სფფ უეფასთან ერთად დამოუკიდებლად ახორციელებს, მაგრამ მასშტაბურ პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის დავასახელებთ 2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, რომლის მასპინძლობაზე განაცხადი ჩვენ უკვე შეტანილი გვაქვს. სწორედ, სახელმწიფოს ჩართულობით უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და სტადიონები. სფფ-მ კი, როგორც წესი, უნდა უზრუნველყოს ტურნირის მენეჯმენტი და ორგანიზება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სფფ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამასა და სტრატეგიას მარტო ვერ შეიმუშავებს, ვინაიდან ეს უამრავ თანხასთანაა დაკავშირებული და სახელმწიფოსა და შესაბამისი სტრუქტურების გარეშე მისი განხორციელება შეუძლებელია.

სამთავრობო კომისიაში ლაპარაკი და მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მართლაც ძალიან სერიოზულ და აუცილებელ საკითხზე; მაგალითად, როგორიცაა კლუბების ფინანსური მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დღეს შეიძლება განხორციელდეს და უზარმაზარ თანხებთანაც არ არის დაკავშირებული. დღესდღეობით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია. კლუბების ფინანსური მხარდაჭერის დადებითი მხარეები რომ სარგებელს ბევრი თვალსაზრისით მოიტანს, ეს ნათელია და ვიმედოვნებთ, ამჯერად მაინც გაკეთდება საქმე საქმისთვის და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, პირადი ამბიციების დროებით გვერდით გადადებას ყველა შეძლებს.

სფფ-ის პრესსამსახური

დინამოელთა ვიზიტი ბორნმუთში

$
0
0
file

25-26 აპრილს ინგლისში, ქალაქ ბორნმუთში მივლინებით იმყოფებოდა დინამო თბილისის ხელმძღვანელობა. ინგლისში საქმიანი შეხვედრები შედგა ბორნმუთის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობასთან. დაათვალიერეს სტადიონი, მოსამზადებელი და სათამაშო ინფრასტრუქტურა. გაგვიზიარეს გამოცდილება, მარკეტინგსა და სელექციაში მუშაობის პრინციპები.

მეორე დღეს დინამოს დელეგაცია ჩემპიონშიფის შეხვედრას დაესწრო ბორნმუთსა და ნოტინგემ ფორესტს შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:1დასრულდა.

გოლდსენდს სთედიუმზე მისვლა რამდენიმე საათით ადრე დაიგეგმა, სადაც დინამოელები რამდენიმე წინასამატჩო ღონისძიებას დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა ლეგენდარული ინგლისელი კომენტატორი – ჯონ მოტსონი. დინამოელებთან შეხვედრისას მან ჩვენი გუნდის მიერ ინგლისურ კლუბებთან ჩატარებული ისტორიული მატჩები გაიხსენა.

FCDinamo.ge


ტორპედომ და ვიტ ჯორჯიამ გამარჯვებები იზეიმეს

$
0
0
GFF

უმაღლეს ლიგაში ტური ორი შეხვედრით გაიხსნა. თბილისში ქუთაისის “ტორეპდო” ზუგდიდის “ზუგდიდს” უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. დარსელიას შეგირდებმა ამ მარცხის უმაღლესში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაირთულეს.

მეორე შეხვედრაში “ვიტ ჯორჯიამ” მცხეთაში გორის “დილას” უმასპინძა და მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა.

 

 

ტორპედო 3-1 ზუგდიდი

გოლები: კირკიტაძე 6′ (0:1); ხურციძე 57′ (1:1); ბექა ტუღუში 71′ ; 90′ (3:1)

ვიტ ჯორჯია 2-1 დილა

გოლები: კორიფაძე 32′ (1:0); ლომიძე 55′ (1:1); ლობჟანიძე 86′ (2:1)

მარტვილის “მერანი”უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა

$
0
0
GFF

უმაღლესი ლიგის დღის უკანასკნელ მატჩში ერთმანეთს ცხინვალის “სპარტაკი” და მარტვილის “მერანი” დაუპირისპირდნენ. ცხინვალელებმა ირაკლი ეხვაიას დუბლით, 2:0 გაიმარჯვეს და მარტვილის “მერანი” პირველ ლიგაში “გაისტუმრეს”.

დღვანდელი მარცხის შემდეგ “მერანს” უმაღლესში ადგილის შენარჩნების თეორიული შანსიც კი აღარ დარჩა. “სპარტაკმა” კი, “ზუგდიდის” დღვანდელი მარცხის გათვალისწინებით მომდევნო სეზონში ქვეყნის მთავარ ლიგაში ადგილი ფაქტობრივად დაიბევა.

 

სპარტაკი 2-0 მერანი

გოლები: ეხვაიაი 11′ ; 45′ 

1.       ვიტ ჯორჯია                  29             12               6                11               38:38             42     
2. ტორპედო  29 12 6 11 33:40 42
3. დილა   29 10 8 11 40:33 38
4. სპარტაკი  29 10 4 15 30:36 34
5. ზუგდიდი 29 7 6 16 21:42 27
6. მერანი 29 6 4 19 21:54 22

 

ზესტაფონი vs დინამო – მატჩამდე

$
0
0
file

დინამო თბილისი საქართველოს XXV  ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრას ზესტაფონში, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 3 მაისს დაპირისპირებას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი კი ტრადიულად ტექსტურ და ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა, ამავე წელს საქართველოს XIV ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და მას შემდეგ უმაღლესი ლიგა არ დაუტოვებია. ზესტაფონი საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 4 600 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თავისი პირველი ტიტული ზესტაფონმა 2007/2008 წლების სეზონში მოიპოვა – იმერელმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში თბილისის ამერი ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. 2010/2011 წლების სეზონში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამავე სეზონში მარგველმა ფეხბურთელებმა საქართველოს სუპერთასის მოგებაც მოახერხეს. ზესტაფონმა ჩემპიონობა უკანასკნელად 2011/2012 წლების სეზონში იზეიმა, გუნდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება.

მწვრთნელი და ზესტაფონი

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელად ნოემბრიდან კვლავ გია გეგუჩაძე მუშაობს, რომელთან ერთადაც ზესტაფონმა არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობთ 17 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში საიდანაც 12– ში იმარჯვა. 4 მარცხი და ერთი ფრე.

დინამომდე…

ზამთრის შესვენების შემდეგ ზესტაფონმა 11 შეხვედრა ჩაატარა და ამათგან 9 მატჩი მოგებით დაასრულა. 2 მარცხი კი დინამოსთან 0:1 და სიონთან 1:2 დაფიქსირდა. მოგება სპარტაკთან და ზუგდიდთან 3:0, ვიტ ჯორჯიასთან და მერანთან 2:0, სიონთან 1:0, მეტალურგთან 2:0, გურიასთან 1:0, ჩიხურასთან 2:1 და მეტალურგთან 1:0.

დინამო VS ზესტაფონი

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 32–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 46/28 არის.

დინამო–ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიში ოთხ შეხვედრაში დაფიქსირდა. გასული სეზონის ბოლო ტურის მატჩში, 2013 წლის 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად – 1:5 წააგო.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2–ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82:15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს 10-1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის მიმდინარე სეზონის ოცდამეოთხე ტურში, 29 მარტს თბილისში გაიმართა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გამარჯვების გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდება.

დინამო VS ზესტაფონი – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 29- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და გ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ა. ნონიკაშვილი და გ. ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა 26 აპრილს, პირველ ლიგაში გამართული სამტრედია 4:0 ხობის კოლხეთი. აღნიშნულ მატჩში ოთარ ხეცაძემ ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა. ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს 20 მარტს, თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა დინამო 4:1 მეტალურგი იმსაჯა. თბილისში გამართულ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ოთარ ხეცაძემ სამჯერ გააფრთხილა.

ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
პავლოვიჩი – ღონღაძე, ჭელიძე, გურული, დოლიძე – რენე, გეწაძე, ენდელაძე, კუხიანიძე – საბანაძე, ტატანაშვილი

FCDinamo.GE

დინამომ ივარჯიშა და გეზი დასავლეთისკენ აიღო

$
0
0
file (1)

დინამოელები ემზადებიან ხვალ ზესტაფონში ჩასატარებელი მატჩისთვის. დღეს მალხაზ ჟვანიამ დიღმის ბაზაზე ავარჯიშა გუნდი. მზადების დასრულების შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა გეზი დასავლეთისკენ აიღო. დინამო TV გთავაზობთ მზადების ვიდეო კოლაჟს.

FCDinamo.Ge

სიონმა ისევ მოიგო

$
0
0
GFF

დღეს გამართული უმაღლესი ლიგის ორი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

“მიხეილ მესხზე” ბოლნისის “სიონმა” ლანჩხუთის “გურია” მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. ბოლნისელთა მხირდან გოლები კახელიშვილმა და უგულავამ გაიტანეს.

მეორე მატჩი ივანწმინდაში გაიმართა, სადაც “ჩიხურამ” რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლა, 4:1 დაამარცხა მეტოქე და მეოთხე ადგილი ფაქტობრივად გაინაღდა.

 

სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0

გოლი: 1:0 კახელიშვილი (16), 2:0 უგულავა  (90)

ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი) 4:1

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 გაბედავა (11, 45, 52), 4:0 ჯიღაური (63), 4:1 მიქაბერიძე (90)

Viewing all 5622 articles
Browse latest View live