Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

“სამტრედიამ”სიდი სანია დაიმატა

$
0
0

“სამტრედიამ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა. ამიერიდან იმერული კლუბის ღირსებას სენეგალელი ფეხბურთელი, სიდი სანია დაიცავს.

28 წლის სანია ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. 2009 წლიდან 2011 წლამდე ის ფრანგულ “სენტ-ეტიენში” ირიცხებოდა. 2013 წელს, ფეხბურთელი ნორვეგიულ “სოგნდალში” გადავიდა, რის შემდეგაც ბერძნულ “არისში” ითამაშა. 2017 წლიდან სანია პორტუგალიური “უნიაო მადეირას” წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიულ კლუბში სანიას გარდა ხუთი ლეგიონერი ირიცხება.


ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს: ანალიტიკური პლატფორმა კლუბებს და მსაჯებს

$
0
0

7 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს ახალი ანალიტიკური პლატფორმა, „ვაისკაუტი“ წარუდგინა. სფფ-ის სრული დაფინანსებით, 2018 წლის სეზონში სწორედ ეს კომპანია მიაწვდის კლუბებს თითოეული მატჩის ანალიზსა და გუნდებისა თუ ფეხბურთელების სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

„ვაისკაუტის“ წარმომადგენლებმა დღევანდელ სემინარზე დეტალურად აუხსნეს კლუბებს პროგრამის მუშაობის სპეციფიკა. საინტერესოა, რომ ეროვნული ჩემპიონატების გარდა, კლუბებს მათთვის საინტერესო სხვა ქვეყნების ჩემპიონატების მონაცემების მიღებაც შეუძლიათ და მათთვის საინტერესო მოთამაშეებზე სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებაც.

ერთი სიახლეც: ამ სეზონიდან „ვაისკაუტი“ მსაჯებსაც მოემსახურება და სფფ-ის მსაჯთა განყოფილებას სრული ანალიტიკური სურათი ექნებათ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მატჩებზე მომსახურე მსაჯების თაობაზე.

Eliga.Ge

ვრცელი ინტერვიუ როინ კვასხვაძესთან: “მეორე დღეს კიტეიშვილს მესიჯი მივწერე”

$
0
0

საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ირაკლი სიხარულიძე დასახელდა, ეროვნული ლიგის გმირის წოდება კი ერთპიროვნულად ეკუთვნის როინ კვასხვაძეს. ქუთაისის ტორპედოს მეკარე და კაპიტანი ბოლო იყო, რომელიც 2017 წლის ჩემპიონატში ბურთს შეეხო – თბილისის დინამოს კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია და ქუთაისელი გულშემატკივარი წლების განმავლობაში ნანატრი ჩემპიონობით უზომოდ გაახარა. როინ კვასხვაძე გუშინ Eliga.Ge-ს სტუმარი იყო. თავადაც დარწმუნდებით, რომ იგი არა მხოლოდ მაღალი კლასის მეკარე, არამედ საინტერესო მოსაუბრეცაა.

საუბარი, რა თქმა უნდა, პენალტით უნდა დავიწყოთ… როცა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ გამარჯვებასა და ჩემპიონობას ხელიდან გავუშვებდით. უნდა ავიღო! – მტკიცედ ვუთხარი საკუთარ თავს. შინაგანად მქონდა იმის რწმენა და განცდა, რომ ამას შევძლებდი. არ ველოდი, რომ ოთარ კიტეიშვილი ცენტრში დაარტყამდა, შეიძლება, იგი ჩემმა მოძრაობამაც დააბნია. ჩემგან მარჯვენა კუთხე ავირჩიე, მაგრამ შევძელი და ბურთი ფეხით მოვიგერიე.

თამაშის შემდეგ ოთარ კიტეიშვილს თუ ელაპარაკე?

იმ დღეს მას ალბათ, არავისთან საუბარი არ სურდა, მეორე დღეს კი მესიჯი მივწერე და გავამხნევე. ოთარი შესანიშნავი ფეხბურთელი და თბილი პიროვნებაა, იგი ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს და მთავარი წარმატებები წინ აქვს.

ახლა, როცა იმ მატჩს უკვე ცივი გონებით იხსენებ, როგორი შეგრძნება გეუფლება?

მე, უბრალოდ, ჩემი საქმე გავაკეთე, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ბევრი რამ განაპირობა – ტორპედო საქართველოს ჩემპიონია, მე კი ამ გუნდის კაპიტანი და გადამწყვეტი ეპიზოდის ავტორი. მოკლედ ასე ვიტყოდი – უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი. სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებასა და ამ კონკრეტულ მომენტამდე მისვლას კი ვერ მოვახერხებდი თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარეშე. დიდი მადლობა ბიჭებს, მადლობა კახა ჩხეტიანსა და ჩვენს სხვა მწვრთნელებს, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობასა და რაღა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ ქომაგებს.

ტორპედოს დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ თასი მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

სამწუხაროდ, ფინალში საჩხერის ჩიხურასთან პენალტების სერიაში დავმარცხდით. ამან გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ ჩიხურა უდავოდ ღირსეული გამარჯვებულია. ეს ტიტულიც ძალიან გვსურდა, მაგრამ საჩემპიონო ზეიმის შემდეგ, ალბათ, ცოტა მოტივაცია და კონცენტრაცია დაგვაკლდა. ჩიხურა კი, რომელსაც აქამდე ტიტული არ ჰქონდა მოგებული, ფინალს გამარჯვების წყურვილით შეხვდა და მიზანსაც მიაღწია, რასაც მთელი გულით ვულოცავ.

ტორპედოს ერთმა ქომაგმა ორიგინალური სვირინგი წარმოგვიდგინა – როინ კვასხვაძე პენალტს იგერიებს.

მადლობის მეტი რა მეთქმის, ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს ამხელა სიხარული ვაჩუქე. ეს ისეთი ემოციური მომენტია, რომელსაც ვერავითარი მატერიალური სიკეთით ვერ გადასწონის. ასეთ დროს ხვდები, რომ ტყუილად არ დაგიღვრია ამდენი ოფლი, ღვთის წყალობაა, რომ ხალხისთვის ამხელა სიხარულის მინიჭება შეგიძლია.

თავადაც ხომ არ აპირებ მსგავსი სვირინგის გაკეთებას?

სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ. უბრალოდ, მინდა ცოტა სხვა სტილში გავაკეთო.

რას ნიშნავს შენთვის ტორპედოში თამაში, მისი კაპიტნობა?

უპირველესად, ეს უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვარ ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდის კაპიტანი, სადაც უამრავ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია. მაქვს საშუალება, სიხარული ვაჩუქო ჩემს თანაქალაქელებს – ეს სათქმელად არის იოლი, ამ სიტყვებს მიღმა კი ზღვა შრომა და ემოციებია.

საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდი – ზესტაფონში ზედიზედ ორჯერ მოიპოვე ქართული ოქრო.

ზესტაფონში გატარებულ პერიოდს დღემდე დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვიხსენებ – მაღალი დონის გუნდი გვყავდა, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდებოდა და მომავალში ბევრად მეტის მიღწევაც შეეძლო… გულშემატკივარმა სწორედ ზესტაფონში თამაშით გამიცნო, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ ევროთასებზე. მაშინდელ და ახლანდელ ჩემპიონობას კი ის განასხვავებს, რომ მაშინ მეტოქეებს საგრძნობლად ვჯობდით და ჩემპიონები დამაჯერებლად ვხდებოდით, გასულ სეზონში კი ჩემპიონის ვინაობა ასეთ დრამატულ ვითარებაში გაირკვა – ეს, თავისთავად, სულ სხვა განცდა და სიხარულია.

წლებია, რეგულარულად გიწვევენ საქართველოს ნაკრებში.

ამით უსაზღვროდ ამაყი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ გუნდში ბევრი მატჩი არ ჩამიტარებია, თავს ნაკრების სრულფასოვან წევრად მივიჩნევ და ყოველი გამოძახება ძალიან მახარებს. სწორედ ნაკრებს უკავშირდება ჩემი კარიერის ერთი გამორჩეული ეპიზოდი – ესპანეთის დამარცხებას ვგულისხმობ. მაშინ ნუკრი რევიშვილი დაშავდა და შეცვლაზე შევედი, ჩვენს გამარჯვებაში ჩემი მცირე წვლილიც შევიტანე. არ ვკარგავ იმედს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე გავხდები, მგონი, ტორპედოს ჩემპიონობა ამის შანსებს ზრდის.

ქართული ფეხბურთის წინსვლის აუცილებელ წინაპირობად რა მიგაჩნია?

სწორი მენეჯმენტი და ფინანსები. საბედნიეროდ, ამ ორივე კუთხით სასიკეთო ძვრები შეინიშნება, რაც დროთა განვალობაში აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყნის განვითარებაც აუცილებელია, სოციალური ფონი უნდა გაუმჯობესდეს. როცა ფეხბურთელის ირგვლივ ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ფინანსური პრობლემებია ოჯახში და სამეგობროში, იგი ვერ მოახერხებს მთლიანად ფეხბურთზე კონცენტრირებას.

შეიძლება ითქვას, რომ მეკარისთვის იდეალურ ასაკში ხარ. თუ შეცვალა ბოლო წლებმა რამე შენს თამაშში?

გამოცდილება მეკარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა და ბოლო წლებმა სწორედ ეს მომიტანა. გავხდი უფრო მშვიდი, თავდაჯერებული, გაწონასწორებული, ნაკლებ შეცდომას ვუშვებ. ვფიქრობ, დროს ფუჭად არ ვკარგავ. საქმეს ყოველთვის პროფესიონალურად ვუდგები და ფეხბურთზე მაღლა არაფერს ვაყენებ, რაც მიფასდება კიდეც.

შენი უცხოური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. რა შეგძინა კვიპროსზე გატარებულმა პერიოდმა და თუ გაქვს სურვილი, კვლავ მოსინჯო ძალები საზღვარგარეთ?

ოთელოსი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი იყო და ვიმედოვნებდი, რომ ტრამპლინად გამომადგებოდა. ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია, სადებიუტო მატჩში ორი პენალტი მოვიგერიე და ჩემპიონატის სამ საუკეთესო მეკარეს შორის დამასახელეს. თუმცა გუნდი გავარდა და ამან წინსვლაში ხელი შემიშალა. გაურკვეველ პერსპექტივას საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე.

მომავალში გამორიცხავ ლეგიონერობას?

არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებ კონკრეტულ ხელსაყრელ წინადადებას. თუ ასე არ მოხდა, მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც მაფასებენ და როგორც ფეხბურთელს, აბსოლუტურად ნორმალური პირობები მაქვს შექმნილი.

ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

სამწუხაროდ, ეს ადამიანი დღეს ჩემს გვერდით აღარ არის – მამაჩემი, გია კვასხვაძე იყო ჩემი ყველაზე თავგადაკლული ქომაგი. ყოველთვის მომიწოდებდა, რომ ბევრი მეშრომა და ვყოფილიყავი თავმდაბალი ადამიანი. ჩემი პირველი მწვრთნელიც ის იყო. მამაჩემი იყო ქუთაისური კლუბის, მემორიალის პრეზიდენტი და იქ ვთამაშობდით მე და ჩემი ძმა, ნიკა. თავიდან ნიკა იყო მეკარე, მე კი ნახევარდაცვაში ვთამაშობდი. ნიკა უფრო ემოციური ბავშვი იყო და გოლს რომ გაუშვებდა, ვნერვიულობდი. ერთ მშვენიერ დღეს მე ჩავდექი კარში და მას მერე ვდგავარ (იცინის). დღეს ჩემი ყველაზე მხურვალე გულშემატკივრები მეუღლე, დედა და ძმა არიან, რა თქმა უნდა, ტორპედოს მრავალ ათას ერთგულ ქომაგთან ერთად.

მეორე როინ კვასხვაძე ხარ, რომელიც ტორპედოს კარს იცავს.

დიახ, მე როინ კვასხვაძის შვილიშვილი გახლავართ. გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუაჩემი უმაღლესი კლასის მეკარე იყო და ძალიან ვამაყობ, მის სახელს რომ არ ვარცხვენ. როინ კვასხვაძე იყო საოცრად წესიერი და ვაჟკაცი პიროვნება.

როგორ განაწყობ ხოლმე საკუთარ თავს მატჩების წინ?

მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა მოახლოებულ თამაშზე უნდა იფიქროს ზომიერად და არა – გადამეტებულად, რამაც იგი შეიძლება, ფსიქოლოგიურად `გადაწვას~. პირადად მე, ვცდილობ, მოვიპოვო ინფორმაცია მეტოქეზე, თუ საშუალებაა, ინტერნეტში ვნახო გუნდის თამაშის ეპიზოდები…

ეს უკვე მწვრთნელის თვისებაცაა…

ვნახოთ, როცა ფეხბურთელი აღარ ვიქნები, არც ამას გამოვრიცხავ.

ფეხბურთისგან თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული?

ყველაზე მეტად ოჯახთან ერთად ყოფნა მიყვარს. ვხატავ, ლექსებსაც ვწერ, ყოველივე ეს დიდ სიმშვიდეს მანიჭებს. მინდა, როგორც კი ამის დრო და საშუალება გამომიჩნდება, უმაღლესი განათლება მივიღო.

როგორც ვიცით, 2017 წელი შენთვის მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით არ ყოფილა გამორჩეული.

დიახ, ღმერთმა ჩემპიონობასთან ერთად, შვილიც მაჩუქა – სწორედ 2017-ში დაიბადა კახი კვასხვაძე. ასე რომ, უთუოდ საუკეთესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვისურვებდი, რომ 2018 წელიც ასეთი ამაღელვებელი მომენტებით იყოს დახუნძლული როგორც ჩემთვის, ასევე ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ჩემი მთავარი ოცნებაა, საქართველო გამთლიანებული, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე კი ბედნიერი ვნახო. ვისურვებდი, რომ 2018 წელი წარმატებული ყოფილიყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ქართული ფეხბურთისთვის.

ოფიციალურად: ნიკა ძალამიძე თბილისის “დინამოს”ფეხბურთელია

$
0
0

საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევი ნახევარმცველი, ნიკა ძალამიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

გეტყვით, ნიკამ კლუბთან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოაწერა ხელი. ხელშეკრულების სხვა პირობები არაა ცნობილი.

ძალამიძე სხვადასხვა დროს ბაიას, ვიძევის, იაგელონიას, რიზესფორის და გორნიკის ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ბუქარესტის იუვენტუსში გამოდიოდა. მას ასევე ნათამაშები აქვს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

ინტერვიუ “ანთალიასფორის”ქართველ ლეგიონერთან: “აქ “გალათასარაი”და”ბურსასფორი”გამორჩეული გუნდებია”

$
0
0

თბილისის “საბურთალოს” ოფიციალური გვერდის სტუმარი დავით მჯირია, რომელიც სწორედ ამ კლუბში აღიზარდა და შემდეგ “ანთალიასფორში” გადაბარგდა. იგი 19-წლამდე გუნდშ თამაშობს.

ფეხბურთელს რამდენიმე კითხვით გაესაუბრნენ:
– დავით, როგორ შეეგუეთ ახალ კლუბს, ახალ გარემოს?
– ძირითადად, “ანტალიასფორის” დუბლშემადგენლობაში ვვარჯიშობ, 19 წლამდელთა გუნდში კი ვთამაშობ. ყველაფერი ნორმალურად და გეგმის მიხედვით მიდის. კმაყოფილი ვარ აქაურობით.
– 19 წლამდელთა ჩემპიონატი როგორი დონისაა?
– “ბურსასფორი” და “გალათასარაი” გამორჩეულები არიან, დანარჩენები ყველა თანაბარი დონისაა. სულ ორთაბრძოლებია, ძირითადად ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ.
რამდენიმე ტურის წინ “ბურსას” გასვლაზე 2:2 ვეთამაშეთ, მაგარი მატჩი გამოდგა – საინტერესო, დაძაბული. “ბურსას” შემადგენლობის დიდი ნაწილი გასული წლის ოქტომბერში თბილისში იყო ჩამოსული, როდესაც “საბურთალოს” ასაკობრივ გუნდს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე დაუპირისპირდა. “ბურსა” 19 წლამდელთა პირველობას წლეულსაც ლიდერობს.
– ტანმაღალი ფეხბურთელი ხართ. მეორე სართულზე მცველებს ალბათ ბევრ თავსატეხს უჩენთ…
– მცველები ძალიან უხეშ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, რომ იტყვიან ზღვარზე თამაშობენ. ისინი ზედმეტადაც უხეშობენ. ამიტომაცაა, რომ მსაჯებს ხშირად ყვითელი ბარათების ჩვენება უწევთ, ხანდახან კი წითელ ბარათშიც ისახება-ხოლმე.
ახალ კლუბში 14 მატჩი ვითამაშე და ორი გოლი გავიტანე. ვეცდები გავაუმჯობესო შედეგი.
– გუნდში ერთადერთი ლეგიონერი ხართ?
– დიახ, ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვარ უცხო ქვეყნიდან, დანარჩენები კი ადგილობრივები არიან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც “ანტალიასფორში” ჩამოვედი, აკადემიის დირექტორი ესპანელი იყო, თუმცა ახლა უკვე სხვა ხელმძღვანელობს. ცოტა ხნის წინ ორი ლეგიონერი იყო გუნდში, მაგრამ წასვლა მოუწიათ.
– 19 წლამდელთა გუნდი სად ვარჯიშობს?
– იქ, სადაც მთავარი გუნდი გადის საწვრთნელ პროცესს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა. ამ დროისთვის შვიდი მოქმედი ბუნებრივი მოედანია, ხოლო 3 მინდვრის გაკეთება ახლო მომავალში იგეგმება.
– “საბურთალო”-ში გატარებულ დროს როგორ გაიხსენებთ?
– “საბურთალო”-ში ორი სეზონი დავყავი, ვფიქრობ ძალიან დამეხმარა ჩემს წინსვლაში. ჩემი გადმოსახედიდან თბილისურ გუნდში განვითარდი და მოვუმატე, ბევრი რამ ვისწავლე და რაც მთავარია ფორვარდისთვის – გოლებიც გამქონდა. ამ ფაქტორმა უფრო მეტი მოტივაცია გამიჩინა. ვშრომობ ჩემს თავზე და მინდა უკეთესად წარმოვჩნდე.
– ყოფილ თანაგუნდელებთან მეგობრობთ?
– დიახ, ხშირად ვკონტაქტობ ქოჩორაშვილთან, ნიკოლაშვილთან, ბევრთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე თვის წინ, როდესაც თბილისში ჩამოსვლა მომიწია, მოვინახულე ბიჭები, მწვრთნელები…
– 11 მარტს სტუმრად “გიოზეთეფეს” დაუპირისპირდებით. როგორ ემზადებით მოახლოებული შეხვედრისთვის?
– პასპორტს ვადა გაუვიდა და მის გასაგრძელებლად რამდენიმე დღით თბილისში ვარ ჩამოსული. დღეს თურქეთში მივემგზავრები.
ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი “საბურთალოს” მწვრთნელებს, ფეხბურთელებს. ძალიან მეგობრული გუნდია.

ეროვნული ლიგის მეორე ტური: პრევიუ

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი აღნიშნული ტურის პრევიუს გთავაზობთ!

გორის “დილა” – საჩხერის “ჩიხურა”

დაწყების დრო: 9 მარტი, 19:00

გახსნითი შეხვედრა გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” შედგება: ადგილობრივი “დილა” “ჩიხურას” წინააღმდეგ. მასპინძლებმა პირველ ტურში სენსაცია გამოაცხვეს და ქუთაისში ჩემპიონ “ტორპედოს” ანგარიშით, 3:2 სძლიეს. შესაბამისად, ისინი ეცდებიან, საკუთარ მოედანზე სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვონ და მორიგი სამი ქულა ჩაიწერონ აქტივში. რაც შეეხება “ჩიხურას”, იმერლებმა “დავით პეტრიაშვილი არენაზე” ფოთის “კოლხეთს” გადაურაეს (6:1) და ახლა პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. მიუხედავად შემადგენლობის შესუსტებისა, იმერლები ეცდებიან, ლიდერობა გაიმყარონ.

რუსთავის “რუსთავი” – ქუთაისის “ტორპედო”

დაწყების დრო: 10 მარტი,15:00

“დავით პეტრიაშვილი არენაზე” მეორე ტურში “რუსთავი” “ტორპედოს” მიიღებს. ახადგადმოსულმა გუნდმა პირველ ტურში თბილისის “დინამოს” ანგარიშით, 2:1 “დინამო არენაზე” სძლია და ახლა მეოთხე ადგილზეა. “ტორპედომ”, როგორც ვახსენე, მოულოდნელი მარცხი იწვნია “დილასთან” და, ჯერჯერობით, მეექვსე პოზიციაზეა. ჩემპიონები აუცილებლად გაორმაგებული მონდომებით ეცდებიან პირველი სამი ქულის მოპოვებას.

ფოთის “კოლხეთი” – თბილისის “საბურთალო”

დაწყების დრო: 10 მარტი, 18:00

“კოლხეთის” სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, მეგრელები დროებით ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” თამაშობენ. სწორედ აქ ისინი “საბურთალოს” მიიღებენ და “ჩიხურასთან” საშინელი გამოსვლის შემდეგ, პირველი ქულების მოპოვებას ეცდებიან. “საბურთალოს” რაც შეეხება, მან საკუთარ მოედანზე წინა ტურში ბოლნისის “სიონს” ანგარიშით, 3:1 მოუგო და ახლა მეორე საფეხურზეა. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა დედალაქელების წარმატებული სვლა.

თბილისის “ლოკომოტივი” – თბილისის “დინამო”

დაწყების დრო: 11 მარტი, 14:00 საათი

კვირას, “მიხეილ მესხი 2”-ზე დედაქალაქური დერბი შედგება: “ლოკომოტივი” “დინამოს” წინააღმდეგ. “რკინიგზელებმა” წინა ტურში თავიანთ მოედანზე “სამტრედიასთან” წააგეს და ნული ქულით მერვე პოზიციას იკავებენ. ხოლო, “დინამო” რუსთაველებთან მარცხის შემდეგ, მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

სამტრედიის “სამტრედია” – ბოლნისის “სიონი”

დაწყების დრო: 11 მარტი, 16:00

იმავე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, “სამტრედია” დროებით “მიხეილ მესხზე” თამაშობს. იმერლები კვირას “სიონს” მიიღებენ. წინა ტურში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ეს გუნდი მორიგი ქულების მოპოვებას შეეცდება. რაც შეეხება “სიონს”, ბოლნისლებს ნული ქულა აქვთ და ბოლოს წინა პოზიციაზე იმყოფებიან.

 

მსაჯის გადაწყვეტილება “დილა”–“ჩიხურას”მატჩში (ვიდეო)

$
0
0

9 მარტს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყურაშვილმა შეხვედრის ძირითად დროს 4 წუთი დაამატა. დამატებითი წუთების ბოლო წამებზე საჩხერლებმა საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვეს. არბიტრმა “ჩიხურას” თამაშის გაგრძელების საშუალება მისცა. გუგამ სტანდარტული მაშინ შეასრულა, როცა უკვე დამატებითი დრო გასული იყო. ჩაწოდების შემდეგ, “დილას” ფეხბურთელებმა ბურთის გამოტანა სცადეს, ერთ-ერთ მათგანს კი ის ხელზე მოხვდა. მსაჯმა თამაში სწორედ ამ დროს დაასრულა, რასაც საჩხერული გუნდის მოთამაშეების უკმაყოფილება მოჰყვა.

“დილამ”და “ჩიხურამ”ქულები გაიყვეს (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის სადებიუტო შეხვედრაში გორის “დილამ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და მეტოქესთან ქულები გაიყო.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში ანგარიში არ გაიხსნა. მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე გიორგი გაბედვაამ შეძლო გორელების კარის აღება. მას ასისტენტობა თეიმურაზ მარკოზაშვილმა გაუწია. თუმცა, ზუსტად ხუთ წუთში ნოდარ ქავთარაძემ დავით რაჟამაშვილის პასით ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, 1-1.

ამ ფრის შემდეგ იმერლებს 4 ქულა აქვთ და პირველ პოზიციას იკავებენ. იმდენივე ქულით “დილა” მეორეზეა.


ჩემპიონის სამი ქულა –“ტორპედომ”“რუსთავს”სტუმრად მოუგო (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება. ერთ-ერთ მათგანში რუსთავის “რუსთავმა” “დავით პეტრიაშივლი არენაზე” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო.

ანგარიში მეხუთე წუთზე იმერელთა ნახევარმცველმა, გიორგი კუხიანიძემ გახსნა – კუთხურიდან მოწოდებული ბურთი “რუსთაველთა” მეკარეს, ნუკრი რევიშვილს ბურთი ხელებში მიუვიდა, თუმცა ვერ დაიჭირა, რის შემდეგაც სწორედ ათმა ნომერმა დაამატა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, “ტორპედომ” ანგარიშით, 1-0 მოიგო.

ამჟამად, “რუსთავს” სამი ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ხოლო, ქუთაისლებს ამდენივე აქვთ და მესამეზე იმყოფებიან.

 

12 მარტს, 14:00 ფაბრიკაში „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ოფიციალურად აიღებს სტარტს

$
0
0

“სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში” – სასწავლო კურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია ფაბრიკას ღონისძიებების დარბაზში, 12 მარტს,14:00 საათზე დაიწყება. სტუდენტებსა და პროგრამის ლექტორებს, ახალი კურსის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჯიპას ოფიციალური პირები მიულოცავენ. გახსნის ცერემონიას კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორიც დაესწრებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პირველი და უახლესი ერთობლივი პროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამა უფასოა მსურველთათვის და სრულად ფინანსდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ.

პროგრამის მთავარი მიზანი ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების მენეჯმენტის უნარებში გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა 5 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.

პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული და ოპერაციული მართვის, დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

„სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ 2018 წლის ივლისში დასრულდება. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი გადაეცემათ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

Gff.Ge

ეროვნული ლიგა: ფოთის “კოლხეთი”მეორე მატჩშიც განადგურდა (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები შედგა. ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “საბურთალო” მიიღო.

მატჩში ანგარიში მეოცე წუთზე გაიხსნა: ლაშა გოგონაიამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მეგრელები წინ გაიყვანა. მათ პირველი ტაიმი მოიგეს. მეორე ნახევარში, 47-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ თორნიკე გორგიაშვილს გაატანინა. შვიდ წუთში კოხრეიძემ დიასამიძის პასით თავად შეაგდო. ამას მოჰყვა, 76-ე წუთზე რეხვიაშვილის მიერ მესამე გატანილი გოლი. 88-ეზე კი ტატანაშვილმა პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 1-4 დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ “კოლხეთი” ნული ქულით ბოლო პოზიციაზეა. ხოლო, “საბურთალოს” ექვსი ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს.

 

თბილისური დერბი: “დინამომ”“ლოკომოტივს”მოუგო (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მორი მატჩები იმართება. თავისი შეხვედრა ჩაატრა თბილისის “ლოკომოტივმა”, რომელიც თანაქალაქელ “დინამოს” დაუპირისპირდა.

21-ე წუთზე ანგარიში “რკინიგზელთა” ახალწვეულმა, თეიმურაზ შონიამ გახსნა ანგარიში. თუმცა, ტაიმის მიწურულს, ჯერ მე-40 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა აკაკი შულაიას პასით შეაგდო. ხოლო, 44-ეზე კიტეიშვილმა ასისტითაც დაგვამახსოვრა თავი. “დინამოს” კაპიტანმა გიორგი ივანიშვილს გაატანინა.

მეორე ნახევარში კვლავ “დინამო” დომინირებდა და 54-ე წუთზე ბუდუ ზივიზივაძემ შეაგდო. საბოლოო ანგარიში კიტეიშვილმა გიორგი კუციას გადაცემის შემდეგ დააფიქსირა 1-4.

ამ მარცხის შემდეგ “ლოკო” ნული ქულით მერვე პოზიციაზეა. “დინამოს” სამი ქულა აქვს და მეხუთე საფეხურზე იმყოფება.

 

“სიონმა”“სამტრედია”ჯაბა დვალის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის ბოლო მატჩში სამტრედიის “სამტრედიამ” ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხზე” მიიღო.

საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში, მისი დაწყებიდან სამ წუთში “ბოლნისლებმა” მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდეს, ომარ მიმგინეიშვილი ცუდად გამოვიდა და ბურთი არასწორად მოიგერია, რის შემდეგაც იგი ჯაბა დვალს მიუვიდა და შეხვედრის ერთადერთი გოლიც გაიტანა. საგულისხმოა, რომ 61-ე წუთზე ივან ფატიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. შესაბამისად, “სიონმა” ანგარიშით, 1-0 იმარჯვა.

ამ სამი ქულის მოპოვების შემდეგ “სიონი” მერვე პოზიციაზეა. “სამტრედიას” ასევე სამი ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას სჯერდება.

“ლოკომოტივის”მთავარი მწვრთნელი: “სათამაშო დისციპლინა გამოსასწორებელია”

$
0
0

დინამო თბილისთან წაგებული მატჩი, “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ჭაღიაშვილმა შეაფასა.

“თამაში კარგად დავიწყეთ. საწყისი 35 წუთის მანძილზე, გარკვეული ეპიზოდების გარდა, გუნდი ისე თამაშობდა როგორც დაგეგმილი გვქონდა. შევძელით გოლის გატანა და სრულ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ და პირველი ტაიმის ბოლოს ორი გოლი გავუშვით.

სათამაშო დისციპლინა გამოსასწორებელია. გუნდს აქვს რესურსი მთელი მატჩი ისე ჩაატაროს, როგორც საწყის 35 წუთში ვთამაშობდით. აუცილებლად ვიმუშავებთ სათამაშო დისციპლინის კუთხით. ეს არის პრინციპი, რომელიც არასდროს უნდა დაირღვეს”. – ამბობს “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი.

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში გამართული თბილისური დერბი, სტუმართა გამარჯვებით, 1:4 დასრულდა.

ოფიციალურად: ფოთის “კოლხეთის”მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

$
0
0

ფოთის “კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი, კონსტანტინე გალკინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება გუნდის გენერალური დირექტორმა, თემურ ბარქაიამ და სპორტულმა დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ ერთობლივად მიიღეს. მიზეზი კი, ეროვნულ ლიგაში გუნდის უსახური თამაშია.

გეტყვით, რომ ამ ჩემპიონატში კლუბმა ორი მატჩი ჩაატარა და პირველში ანგარიშით, 1:6 (“ჩიხურასთან”), მეორეში 1:4 (“საბურთალოსთან”) დამარცხდა.

გალკინი 2018 წლის იანვარში დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა ეს პოზიცია მისთვის მცირეხნიანი აღმოჩნდა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს.


გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

$
0
0

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 23 და 27 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი ელის. გია ცეცაძის გუნდი ჯერ ფარერებს უმასპინძლებს, მერე კი – დანიას. ორივე შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც ზემოხსენებული მატჩებისთვის მოამზადებს. ნაკრები 19 მარტიდან გადავა შეკრებაზე.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);

მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით კობოური (დინამო თბ), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), გურამ გიორბელიძე (სიონი), თამაზ ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), ბექა მიქელთაძე (რუსთავი).

ლევან კობიაშვილმა რუსთავის სტადიონი მოინახულა

$
0
0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, 15 მარტს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სამუშაო ვიზიტით რუსთავს ესტუმრა. ფედერაციის ხელმძღვანელმა, ქალაქ რუსთავის მერთან – ირაკლი ტაბაღუასთან ერთად, რუსთავის სტადიონი მოინახულა, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება. უკვე არსებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი ბუნებრივი საფარით შეიცვლება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა:

„აღნიშნულ სტადიონთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში, არსებობდა სერიოზული პრობლემები იმიტომ, რომ ის არ იყო მუნიციპალიტეტის ბალანსზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომელშიც ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები ჩვენ, სახელმწიფო – ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სტადიონის მფლობელი. საბოლოოდ კი, მივაღწიეთ იმას, რომ სტადიონი ქალაქის საკუთრებაში გადავა. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი ფაქტია და მსურს, ხაზი გავუსვა იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე. 2018 წლიდან ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტადიონებზე მოედნის საფარი იცვლება. რუსთავის სტადიონი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება. მომდევნო კვირიდან ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი ჩამოვა ქალაქში და სამუშაოები დაიწყება: სტადიონზე ამჟამად ხელოვნური საფარია და ის ბუნებრივით შეიცვლება, ასევე მოწესრიგდება სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. ქალაქის მერიასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას. საბოლოო ჯამში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ გამართულ სტადიონს, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.“

რუსთავის სტადიონის დათვალიერების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ამავე ქალაქში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მშენებარე საფეხბურთო ცენტრს ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

eliga.ge

ეროვნული ლიგის მესამე ტური: პრევიუ

$
0
0

16 მარტს ეროვნული ლიგის მესამე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.

თბილისის “დინამო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 16 მარტი, 17:00

“დინამო არენაზე” ერთმანეთს ადგილობირივი “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდებიან. დედაქალაქელებმა პირველ ტურში წაგების შემდეგ, “ლოკომოტივი” ანგარიშით, 4-1 დაამარცხეს. ისინი სამი ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლებმა “მიხეილ მესხზე” “სიონთან” მოულოდნელად წააგეს და ახლა ასევე სამი ქულით, მეშვიდე ადგილს იკავებენ. ორივე გუნდს სჭირდება ქულები და წინ სვლა, შესაბამისად, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.

ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 16 მარტი, 19:00

“დავით აბაშიძეზე” ადგილობრივი “ტორპედო” დედაქალაქურ “ლოკომოტივს” მიიღებს. მოქმედი ჩემპიონები დამაჯერებლად ვერ თამაშობენ. მათ პირველ ტურში ამავე სტადიონზე გორის “დილასთან” იწვნიეს მარცხი. შემდეგ კი, “რუსთავს” ერთადერთი გოლით მოუგეს, რომელიც რუსთაველთა მეკარის შეცდომას მოჰყვა. რაც შეეხება “ლოკომოტივს”, ამ გუნდმა ორივე მატჩი წააგო და ახლა ნული ქულით ბოლოს წინა ადგილზეა.

საჩხერის “ჩიხურა” – რუსთავის “რუსთავი”

დასაწყისი: 17 მარტი, 15:00

“დავით პეტრიაშვილი არენაზე” “ჩიხურა” “რუსთავს” დაუპირისპირდება. მიუხედავად სატრანსფერო ფანჯარაზე შესუსტებისა, იმერლებმა პირველ ტურში ჯერ ფოთის “კოლხეთს” 6-1 მოუგეს, შემდეგ, “დილასთან” ფრე, 1-1 გააგორეს. ამჟამად ისინი ოთხი ქულით მეორე ადგილზე არიან და მხოლოდ “საბურთალოს” ჩამორჩებიან. “რუსთავი” პირველ ტურში გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა, როგორც ვთქვით, შემდეგ ვერცერთი ქულა ვერ აიღო. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება იმერლების სვლა და მოახერხებს თუ არა “რუსთავი” მორიგი გამარჯვების მოპოვებას.

ბოლნისის “სიონი” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 18 მარტი, 14:00

“მიხეილ მესხი 2”-ზე “სიონი” “კოლხეთს” შეხვდება. ახალგადმოსულმა გუნდმა პირველ ტურში მარცხი იწვნია, თუმცა შემდეგ სამი ქულა მოიპოვა. რაც შეეხება მეგრელებს, ეს კლუბი საშინლად გამოიყურება. მათ ორი შეხვედრა წააგეს (1:6, 1:4), რის შემდგაც მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა, ქულის მოპოვებას მაინც ფოთური გუნდი ახალ მატჩში.

თბილისის “საბურთალო” – გორის “დილა”

დასაწყისი: 19 მარტი, 16:00

ბოლო შეხვედრა უკვე “მიხეილ მესხზე” შედგება. “საბურთალო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ორივე თამაშის მოგება მოახერხა. შესაბამსიად, ის ერთპიროვნული ლიდერია. “დილა” პირველ ტურში სენსაციური მოგებისა და “ჩიხურასთან” ფრის შემდეგ, ახლა ოთხი ქულით მესამეზეა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “საბურთალო” “დილაზე” გამარჯვებას და ლიდერობის შენარჩუნებას.

 

ქუთაისის “ტორპედომ”თბილისის “ლოკომოტივი”გაანადგურა (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში “რამაზ შენგელიაზე” ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 37-ე წუთზე ლევან კუტლიამ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე თორნიკე კაპანაძემ გრიგოლ დოლიძის პასით შეაგდო. მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა. ჯერ კუტალიამ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ვატო არველაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოოდ, “ტორპედომ” ანგარიშით, 4-0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ იმერლები ექვსი ქულით მესამე ადგილზე არიან. ხოლო, დედაქალაქურ გუნდს ჯერ ქულა არ აუღია და ის მეცხრეზეა.

 

თბილსის “დინამომ”“სამტრედიას”საკუთარ მოედანზე სძლია (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩში თბილისის “დინამომ” სამტრედიის “სამტრედია” საკუთარ მოედანზე მიიღო.

დაპირისპირებაში ანგარიში მეათე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. სამ წუთში აკაკი შულაიამ ოთარ კიტეიშვილის პასით გაიტანა. უკვე მეორე ნახევარში, გიორგი კუციამ სამამდე გაზარდა “დინამოელთა” უპირატესობა. მან შორეული, უძლიერესი დარტყმით შეაგდო. ამ შემთხვევაში ასისტი ნიკა ძალამიძის ანგარიშზეა. ხოლო, ლუკას ვეილმა 89-ეზე ერთი ბურთი პენალტის ნიშნულიდან გაქვითა. საბოლოოდ, 3-1.

დედაქალაქელებს ექვსი ქულა მოუგროვდათ და ახლა მეორეზე არიან. “სამტრედია” სამი ქულით მერვე ადგილზეა.

Viewing all 5622 articles
Browse latest View live