Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

“ჩიხურა”წინ მიიწევს –საჩხერლებმა “რუსთავს”იონანიძის გოლით მოუგეს (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა: საჩხერის “ჩიხურა” რუსთავის “რუსთავის” წინააღმდეგ.

მიუხედავად რამდენიმე მომენტისა, პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმში დასამახსოვრებელ მომენტებს შორის გამოსარჩევია რუსთაველთა ფეხბურთელის, გეორგი გაბულოვის წითელი ბარათი. მან მეორეჯერ გაფრთხილების შემდეგ, დატოვა მოედანი. მატჩის კულმინაიცა მეორე დამატებით წუთზე იყო, როცა ჩაწოდების შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა, დავით იონანიძემ მეტოქეს გაუტანა და “ჩიხურას” სამი ქულა მოუპოვა. საბოლოოდ, 1-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “ჩიხურა” შვიდი ქულით პირველ პოზიციაზეა. ხოლო, რუსთავს სამი ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.

 


რისთვის გააძევა არბიტრმა მოედნიდან “რუსთავის”ფეხბურთელი (ვიდეო)

$
0
0

17 მარტს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში საჩხერის “ჩიხურამ” დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე “რუსთავი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის 73-ე წუთზე, რუსთაველთა ნახევარმცველმა, გეორგი გაბულოვმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. აღსანიშნავია, რომ მეორე გაფრთხილების მომენტში არბიტრმა გაბულოვს ყვითელი სიმულაციის გამო უჩვენა.

“საბურთალო”წინ უდანაკარგოდ მიიწევს –გამარჯვება “დილასთან”

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” გაიმართა. ადგილობრივმა “საბურთალომ” გორის “დილა” მიიღო.

მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარე თააშში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე გაიხსნა: გიორგი დიასამიძემ დავით ვოლკოვის პასით დედაქალაქელები დააწინაურა.მეორე ნახევარში სტუმრებს კოხრეიძემ შეუტია, შევიდა საჯარიმოში, თუმცა ის ალვინ ფორტისმა წააქცია. ამ მომენტში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და 22 წლის ჰოლანდეილმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო. თავად დაზარალებულმა შეასრულა თერთმეტმეტრიანი და გაიტანა კიდეც. საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით, 2:0 დასულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალოს” 9 ქულა აქვს და პირველზეა. “დილა” 4 ქულით მეხუთე ადგილზეა.

 

 

ფოთის “კოლხეთის”პირველი ქულა ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ დაპირისპირებაში ბოლნისის “სიონმა” ფოთის “კოლხეთი” მიიღო.

“მიხეილ მესხზე” გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდმა შექმნა მომენტები, თუმცა გოლი არ გავიდა. შესაბამისად, მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. ამ თამაშის შემდეგ ბოლნისური გუნდი ოთხი ქულით მეექვსე პოზიციაზეა. ხოლო, “კოლხეთს” ერთი ქულა აქვს და მეცხრე ადგილს იკავებს.

 

 

სასწაული აცილება საქართველოს ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

$
0
0

18 მარტს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში, ბოლნისის “სიონი” თბილისში ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის 76-ე წუთზე, ბოლნისელთა ფეხბურთელმა, ლაშა მანაგაძემ ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

$
0
0

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით გამართა. სავარჯიშო პროცესი თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში დღეს 17 ფეხბურთელი იყო.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი),გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

ეროვნულ ნაკრებს გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, ვაკო ყაზაიშვილი, ვაკო გვილია და გიორგი მერებაშვილი 20 მარტს დაგეგმილ ვარჯიშზე შეუერთდებიან.

ამხანაგური მატჩების განრიგი
24 მარტი
საქართველო-ლიტვა
27 მარტი
საქართველო-ესტონეთი

ორივე ამხანაგური თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

Gff.Ge

ქალთა ლიგა | 2018 წლის სეზონი იწყება

$
0
0

20 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მესამე გათამაშება აიღებს სტარტს. 2018 წლის სეზონში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს და ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. გახსნით შეხვედრას ხობი უმასპინძლებს, ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივი „კოლხეთი“ „ხაშურს“ დაუპირისპირდება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული შეხვედრის გარდა პირველ ტურში კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება:

14:00

ქსკ „დინამო ბათმუ“ – ქსკ „მართვე“

15:00

ქსკ „ლანჩხუთი“ – ქსკ „თბილისი“
ქსკ „ნორჩი დინამო“ – „გორი იუნაიტედი“
ქსკ „ნიკე“ – ქსკ „ჩხოროწყუ“

Gff.Ge

საქართველოს ქალთა ლიგა: ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო

$
0
0

20 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2018 წლის სეზონმა აიღო სტარტი.

ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია ხობში გაიმართა. სადაც გათამაშების დებიუტანტმა ხობის „კოლხეთმა“ ხაშურის ქალთა საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო გასული ორი ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ქუთაისის „მართვემ“. ქუთაისელები სტუმრად ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით – 4:0 მოიგეს.

პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები ასე დასრულდა:

ქსკ ლანჩხუთი – ქსკ თბილისის თბილისი 2:0
ქსკ ნორჩი დინამო – ქსკ გორი იუნაიტედი 6:0
ქსკ ნიკე – ქსკ ჩხოროწყუ 3:0

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ქალთა ლიგის გათამაშებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ათიდან ორი გუნდი პირველად ჩაერთო ეროვნულ ჩემპიონატში. თბილისის „ნიკე“ და ხობის „კოლხეთი“ სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ.

Gff.Ge


ავარია გორთან: ფოთის “კოლხეთის”ფეხბურთელები დაშავდნენ, მძღოლი დაიღუპა

$
0
0

გორთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფოთის “კოლხეთის” ხუთი ფეხბურთელი დაშავდა, ავტომანქანის მძღოლი კი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. დაშავებული ფეხბურთელები ავარიის შემდეგ გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

U15: “დინამომ”“მინსკს”პირველი ამხანაგური მოუგო

$
0
0

თბილისში მინსკის დღეები ტარდება. მრავალ დაგეგმილ ღონისძიებასთან ერთად ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემია სკ მინსკის 15 წლამდელთა გუნდს მასპინძლობს. დღეს დინამოელთა და მინსკელთა შორის პირველი ამხანაგური მატჩი ჩატარდა. შეხვედრა საკამოდ აქტიურად და გარდამავალი სათამაშო უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ გატანილი გოლით 1:0 იმარჯვა, გაგნიძის თერთმეტმეტრიანი დარტყმა სტუმართა კიპერმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ისევ ლუკამ ივარგა და მინსკელთა კარიც აიღო. საგოლე მომენტები ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ამ გუნდების მეორე ამხანაგური მატჩი ხვალ, დინამოს აკადემიაში 16.00 საათზე დაიწყება.

U15 დინამო 1:0 მინსკი

U15 დინამო: ტურძილაძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე (სალუქვაძე), უბილავა (მელაძე), შაუტიძე (გოგობერიშვილი), სიჭინავა, გაგნიძე, სიხარულაშვილი, ჩხეტიანი, იობაშვილი (შენგელია)

Fcdinamo.Ge

საქართველოს ნაკრები ივნისში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება

$
0
0

საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ დავით მუჯირმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

საგულისხმოა, რომ ორივე მათგანი გასვლითი იქნება. პირველ მათგანში ჯერ მეტოქე გარკვეული არაა. თუმცა, ის სავარაუდოდ, 1-2 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, ის 5 ივნისს შედგება: ქართველები ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 24 და 27 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. ორივე მათგანი შვიდ საათზე, “მიხეილ მესხზე” გაიმართება. დასწრება უფასოა!

თბილისის “დინამომ”“გაგრასთან”ამხანაგური შეხვედრა გამართა

$
0
0

დინამო თბილისმა სანაკრებო პაუზით ისარგებლა და დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაგრას ესპარინგა. შეხვედრის წინ გუნდებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. კახი კაჭარავას დღევანდელ თამაშში რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში არიან მივლინებულნი. მატჩი დინამომ საკმაოდ აქტიურად დაიწყო და პირველ 10 წუთში ორი გოლიც გაუტანა სტუმრებს. პირველ შემთხვევაში გიორგი ივანიშვილის აქტიურობას პენალტი მოჰყვა, თერთმეტმეტრიანი კი ნიკა ძალამიძემ შეასრულა ზუსტად. ცოტახანში გიორგი ივანიშვილმა ორამდე დააწინაურა თბილისური გუნდი, მესამედ ზუსტად კი ლაშა ქოჩლაძემ ითანაშა. მეორე ტაიმში სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს, გოლი გოგატიშვილმა გაიტანა და ამხანაგური 3:1 დასრულდა.

დინამო 3:1 გაგრა

დინამო: მამარდაშვილი, რუხაია, ივანისენია, თოთაძე, ხარაბაძე, კუცია, ქოჩლაძე, თევზაძე, ძალამიძე, ივანიშვილი, ბაბუნაძე

შეცვლაზე შევიდნენ: პ. კიტეიშვილი, ბასარია, ბერიაშვილი

ოფიციალურად: უჩა ლობჟანიძე თბილისის “ლოკომოტივის”ფეხბურთელია

$
0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, უჩა ლობჟანიძე თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს. 31 წლის მცველსა და კლუბს შორის, კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გაფორმდა. ლობჟანიძე ლოკოს სამტრედიადან შეუერთდა. 2017 წელი უჩამ ყაზახურ ატირაუში გაატარა, მანამდე კი დინამო თბილისში ასპარეზობდა.

სხვადასხვა დროს, იყო ომონიას, დნიპროს, კრივბასის, ზესტაფონისა და ბათუმის დინამოს წევრი. საქართველოს ნაკრებში 53 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ლობჟანიძე ლოკომოტივში 22 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

Fcloco.Ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ითანამშრომლებენ

$
0
0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს შორის გაფორმებული ურთიერთნამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, სამოყვარულო და ბავშვთა ფეხბურთში ჩართული პირები სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ქსელში სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ლევან გიორგაძემ მოაწერეს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰყავს ძლიერი პარტნიორი სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის სახით, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მიმართულებების – სამოყვარულო ფეხბურთისა და ბავშვთა ფეხბურთის მხარდამჭერია. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობით ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმნიშვნელოვანეს გათამაშებას – „მოყვარულთა თასს“ და ასევე 10-წლამდე საფეხბურთო სკოლაში რეგისტრირებულ ბავშვთა მშობლები, სოკარისგან სპეციალურ ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენთვის ადამიანების ფეხბურთში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან სწორედ ფეხბურთის მასობრიობა არის მყარი საფუძვლისა და მომავალი წარმატების საწინდარი,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

თანამშრომლობის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება ლევან გიორგაძემ, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა: „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ფეხბურთის ფედერაციასთან და ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობს. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოყვარულთა თასის მონაწილეებსა და 10 წლამდე ფეხბურთელი ბავშვების მშობლებს გადავცემთ 15 თეთრიან ფასდაკლების ბარათს ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე,”-აღნიშნა მან.

მემორანდუმის თანახმად, პირველი პროექტი, რომელსაც სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განახორციელებს, ორი განსხვავებული ტიპის ფასდაკლების ბარათის შექმნას გულისხმობს. ბარათებს, შესაბამისად, სამოყვარულო ფეხბურთში ჩართული ადამიანები, კერძოდ კი ფეხბურთის ფედერაციის მასობრივი პროექტის „მოყვარულთა თასის“ მოთამაშეები და 10- წლამდე იმ ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც საფეხბურთო სკოლაში ირიცხებიან.
ორივე ბარათის მომხმარებლები სოკარის ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე 15-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.

Gff Ge

სასტუმრო „მოხალისეში“ ტუტორთა გადამზადების მორიგი სემინარი გაიმართა

$
0
0

მწვრთნელთა საგანმანთლებლო პროგრამის ფარგლებში, თბილისში უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი გენადი სკურტული იმყოფება, რომელიც ტუტორთა გადამზადების მორიგ სემინარს გაუძღვა.

ტუტორთა ინსტიტუტი ახალია მწვრთნელთა განათლების მიმართულებით და ამ მიდგომის დანერგვა საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს.

სასტუმრო მოხალისეში გამართულ სემინარში 14 ტუტორი მონაწილეობდა, გადამზადების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სემინარის შინაარსზე ისაუბრა გენადი სკურტულმა, უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტმა: „ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ტუტორების გადამზადების კურსს ვატარებთ. აღნიშნულ კურსზე ჩვენ არ განვიხილავთ სპეციფიურ საფეხბურთო თემებს. არამედ ვცილობთ შევარჩიოთ უფრო ეფექტური გზა გამოცდილების გასაზიარებლად. ჩვენ აქ გამოცდილი ქართველი მწვრთნელები გვყავს, შესაბამისად ამ კურსის მთავარი მიზანი არის ის, რომ მსმენელებს გავაცნოთ
თანამედროვე მეთოდოლოგია და ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება გამოუცდელ მწვრთნელებს.“

კურსის მიმდინარეობა და ზოგადად, ახალი მიდგომა შეაფასა კურსის მონაწილემ, გიორგი დევდარიანმა: „ეს პროექტი აუცილებლად გამოადგება ქართულ ფეხბურთს. სწავლება განსხვავებული მეთოდით მიმდინარეობს. სწავლის პროცესში როგორც ტუტორი, ისე მსმენელი უფრო აქტიურადაა ჩართული. ეს პრინციპი კი იმაზეა აგებული, რომ შენს დაქვემდებარებაში მყოფი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი, რაც შეიძლება აქტიური გახადო. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავი არ იგრძნონ განკარგულების შემსრულებლად და უფრო აქტიურად ჩაერთონ იმ საქმეში, რომელსაც ქართული ფეხბურთის განვითარება ჰქვია. ეს პროექტი შედეგს დღეს და ხვალ ვერ გამოიღებს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ვთვლი, რომ უკეთესი შედეგი გვექნება.”

Gff.Ge


ირაკლი კლიმიაშვილი “მერანში”გადავიდა

$
0
0

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე “რუსთავის” ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი მარტვილის “მერანში” გადავიდა.

29 წლის ფეხბურთელმა “რუსთავის” რიგებში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კლიმიაშვილმა კარიერა თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” დაიწყო. მას კარიერის განმავლობაში “ანჟიში”, “ფახთაქორში”, გორის “დილაში”, ბოლნისის “სიონში”, “სკონტოში”, ქუთაისის “ტორპედოში”, თბილისის “ლოკომოტივში”, ქობულეთის “შუქურასა” და “რუსთავში” უთამაშია.

მარტვილის “მერანს” ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 4 ტურის შემდეგ მეხუთე პოზიცია უკავია და ლიდერ “გაგრას” ოთხი ქულით ჩამორჩება.

ლუკა ლოჩოშვილი “დინამოში”დაბრუნდა

$
0
0

ლუკა ლოჩოშვილი “დინამო თბილისში” დაბრუნდა. ქართულმა კლუბმა 18 წლის ცენტრალური მცველი კიევის “დინამოსგან” ივნისის ბოლომდე ინათხოვრა. მხარეთა სურვილის შემთხვევაში, საიჯარო ხელშეკრულება გახანგრძლივდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი კიევის “დინამოში” გასული წლის ზაფხულში ჩაირიცხა და უკრაინულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ვერცერთი მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა. ამ პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელმა სრულად გამოჯანმრთელება და ფორმის დაბრუნება ვერ მოასწრო.

ლუკა ლოჩოშვილი “დინამო თბილისის” აღზრდილი გახლავთ.

ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

$
0
0

30 მარტს, ზუსტად 28 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა . დინამო არენაზე გამართულ მატჩში, ერთმანეთს დავით ყიფიანის დინამო თბილისი (იმ დროისთვის ასპარეზობდა თბილისის იბერიას სახელით) და ჯონი ჯანელიძის კოლხეთი 1913 დაუპირისპრდნენ.

მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა, საპორტო ქალაქის გუნდმა, შეხვედრა თბილისელთა კაპიტნის – გელა კეტაშვილის მიერ პირველ ნახევარში საკუთარ კარში გატანილი გოლით მოიგო.

დინამო: ზ.ხაპოვი, გ.კეტაშვილი, კ.ცხადაძე, მ.არზიანი, ს.ჭედია, ზ.რევიშვილი (გ.ჩიქოვანი), თ.ქეცბაია, კ.კაჭარავა, გ.ცაავა (გ.ჯიშკარიანი), გ.გურული, კ.გოგიჩაიშვილი.

კოლხეთი: მ.გვასალია, ა.კურგენიანი, რ.ქაჯაია, გ.გიორგაძე, გ.გიგატაძე, მ.შამათავა, ზ.თოფურია (ო.თიბილაშვილი), დ.მახარაძე (ზ.ინიაშვილი), ი.ჯუღელი, ნ.თვარაძე, ო.ავრამიდისი (მ.ბაჯალაძე).

მსაჯი: ვ.მიმინოშვილი

 

ატმოსფერო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე | 30.03.1990

მატჩის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სიტყვით გამოსვლა | 30.03.1990

Eliga.Ge

ეროვნული ლიგის მეოთხე ტური: პრევიუ

$
0
0

ხვალ ეროვნული ლიგა განახლდება. Fanebi.Com-ი მეოთხე ტურის პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “ლოკომოტივი” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 31 მარტი,  16:00 საათი

“მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივი” “ჩიხურას” უმასპინძლებს. დედაქალაქელები საშინელ ფორმაში არიან. მათ წინა სამი მატჩიდან სამივე წააგეს, ათი ბურთი გაუშვეს და მხოლოდ ორი გაიტანეს. ისინი ნული ქულით ბოლო პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “ჩიხურას”, იმერლებმა ცხრა შესაძლო ქულიდან შვიდი მოიპოვეს და მხოლოდ “საბურთალოს” ჩამორჩებიან.

რუსთავის “რუსთავი” – თბილისის “საბურთალო” 

დასაწყისი: 31 მარტი, 18:30 წუთი

“მიხეილ მესხზე”, ფაქტობრივად, ნომინალური მასპინძელი “რუსთავი” იქნება, რომელიც “საბურთალოს” მიიღებს. რუსთაველებმა, მიუხედავად, ბევრი ფეხბურთელის დამატებისა, მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს. ბოლოს კი, “ჩიხურასთან” დამარცხდნენ. “საბურთალო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც სამიდან სამივე მატჩი მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია.

გორის “დილა” – ბოლნისის “სიონი”

დასაწყისი: 31 მარტი, 20:00 საათი

“თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილა” “სიონს” მიიღებს. მასპინძლებმა ყველანაირი შედეგი (წაგება, მოგება, ფრე) დააფიქსირეს წინა სამ ტურში და ახლა ოთხი ქულა აქვთ. ბოლოს, ისინი “საბურთალოსთან” დამარცხდნენ. გორელები მეხუთე პოზიციას იკავებენ. ბოლნისის “სიონი” კი ასევე ოთხი ქულით “დილას” ერთი ადგილით ჩამორჩება.

თბილისის “დინამო” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: პირველი აპრილი, 16:00 საათი

ტურის ცენტრალური მატჩი “დინამო არენაზე” შედგება. დედაქალაქს ქუთაისელები ესტუმრებიან. “დინამომ”, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ორივე შეხვედრა მოიგო. ახლა მას ექვსი ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. ხოლო, “ტორპედოსაც” ანალოგიური შედეგი აქვს. თუმცა, ბურთების უარესი მაჩვენებლის გამო, იგი მეოთხე პოზიციას იკავებს.

სამტრედიის “სამტრედია” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: პირველი აპრილი, 19:00 საათი

ბოლო მატჩი “მიხეილ მესხზე” შედეგება, სადაც ერთმანეთს “სამტრედია” და “კოლხეთი” დაუპირისპირდებიან. იმერლებმა ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს და ახლა სამი ქულით მერვე ადგილზე არიან. რაც შეეხებათ მეგრელებს, “კოლხეთი” ერთ-ერთი აუტსაიდერია. მას წინა ტურში “სიონთან” გაგორებული ფრის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა.

“ლოკომოტივის”ფეხბურთელმა ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

$
0
0

31 მარტს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში თბილისის “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე საჩხერის “ჩიხურა” მიიღო.

თბილისელთა მარჯვენა მცველმა, გიორგი გაბაძემ პირველ ნახევარში, ორი წუთის ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. გაბაძე არბიტრმა ჯერ 23-ე, შემდეგ კი 24-ე წუთზე გააფრთხილა.

Viewing all 5622 articles
Browse latest View live