Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

“რუსთავმა”ყირგიზეთის ჩემპიონს მოუგო

$
0
0

დღეს, თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “რუსთავმა” ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. გუნდი ყირგიზეთის მოქმედ ჩემპიონს “ალაის” დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა. დუბლი შეასრულა რევაზ ბარაბაძემ. ხოლო, ერთი გოლით გამოირჩა თემურ ჩოგაძე.

რუსთაველთა შემადგენლობა: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობახიძე, ცხოვრებოვი, ენდელაძე, გაბულოვი, ფონიავა, მიქელთაძე, გორელიშვილი, კვირკვია, მარცვალაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ცარიკაევი, ბარაბაძე, კლიმიაშვილი, ქავთარაძე, ბრაჭული, ჩოგაძე.

“რუსთავის” ოფიციალური გვერდი


თბილისის “დინამომ”“ორდაბასი”ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)

$
0
0

დინამო თბილისმა მეორე თურქულ შეკრებაზე ბოლო შეხვედრა ყაზახეთის პირველობის ბრინჯაოსმედალოსან ორდაბასისთან ჩაატარა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. ამხანაგური შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად ჩაატარა. დინამოელებმა მეორე წუთზევე შექმნეს სახიფათო მომენტი. ნიკა ნინუას ჩაწოდებულს ტერენტი ლუცევიჩი თავით გზავნიდა მეტოქის კარისკენ, დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მე- 15 წუთზე უკვე დემეტრე ბულისკერიას მოუწია თამაშში ჩართვა, ამ უკანასკნელმა მეტოქის შემტევს არ გაატანინა. 23- ე წუთზე ანგარიში თბილისელებმა გახსნეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა. ანგარიში მეტოქემ მე- 40 წუთზე გაათანაბრა. ტოლებეკმა საჯარიმოს მისადგომიდან ზუსტად დაარტყა დინამოელთა კარში 1:1. ტაიმი ესეც დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში ოთარ კიტეიშვილს შეეძლო დინამოელთა დაწინაურება, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მატჩის 55- ე წუთზე კი ლევან ხარაბაძემ ითამაშა მეტოქის საჯარიმოში კარგად და ანგარიშ 2:1 გახადა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი 78- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დასვა, მან აკაკი შულაიას სწრაფი გარღვევა და ზუსტი პასი გოლად გარდასახა და დინამომ 3:1 იმარჯვა. ამით თბილისელებმა თურქული შეკრება დაასრულეს და ხვალ სამშობლოში გამოემგზავრებიან. 4 მარტს კი დინამო ეროვნული ლიგის პირველ ტურში რუსთავს უმასპინძლებს.

დინამო 3:1 ორდაბასი

გოლი: 1:0 კიტეიშილი 23’ (პენ) 1:1 ტოლებეკი 40’ 2:1 ხარაბაძე 55’ 3:1 ზივზივაძე 78’

დინამო: ბულისკერია, რუხაია, ლუცევიჩი, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია (დარცმელია 89), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშილი, მარუსიჩი (ზივზივაძე 46)

ორდაბასი: ნარზიკულოვი, ბოჩაროვი, სიმჩევიჩი, კოვალჩუკი, ფონტანელო, დიაკატე, ერლანოვი, ტუნგიშბაევი, ტოლებეკი, დოსმაგამბეტოვი, ხიჟნიჩენკო

Fcdinamo.Ge

წყალტუბოს “სამგურალის”მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მოსამზადებელი პერიოდი შეაფასა

$
0
0

რამდენიმე დღეც და ახალი საფეხბურთო სეზონი სტარტს აიღებს. 1 მარტს ეროვნული ლიგა 2–ის პირველ ტურში წყალტუბოს ,,სამგურალი“ სტუმრად თბილისის ,,შევარდენს“ დაუპირისპირდება. წყალტუბოელები ჩემპიონატისთვის ნაყოფიერად მოემზადნენ. ,,სამგურალმა“ შეკრება თურქეთის ზღვისპირა კურორტ სიდეში გაიარა, სადაც 4 ამხანაგური მატჩი გამართა (ყიზილ–ჯარი 0:2, კარპატი 0:2, ფრედერისია 0:2, ობოლონი 1:3). თურქული შეკრების, გუნდში მიმდინარე პროცესებისა და კარსმომდგარი ჩემპიონატის შესახებ ,,სამგურალის“ მთავარ მწვრთნელს გია გიგატაძეს კლუბის ოფიციალური გვერდის წარმომადგენელი გაესაუბრა.

–რამდენად ნაყოფიერად მოემზადეთ ჩემპიონატისთვის და კმაყოფილი ხართ თუ არა გუნდის მომზადების დონით?

–შეკრება გავიარეთ თურქეთში, დაბა სიდეში. იდეალური პირობები გვქონდა – კარგი მოედნები, ფიტნეს დარბაზი და აღდგენითი საშუალებები. სპარინგ მატჩებში კარგი გუნდები შეგვხვდა. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები კარგად არიან მომზადებული. დანარჩენს სეზონი დაგვანახებს. ,,სამგურალისთვის“ პირველი უცხოური შეკრება იყო, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას და საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლებმაც ხელი შეგვიწყვეს და მოსამზადებლად იდეალური პირობები შეგვიქმნეს. ,,სამგურალი“ ყოველთვის ადგილზე აკეთებდა ორკვირიან შეკრებას, ,,კარპატის“ დონის გუნდებთანაც არასდროს გვქონია შეხვედრა.

–თურქულ შეკრებაზე ,,სამგურალმა“ საკმაოდ კარგ გუნდებთან ისპარინგა. ეს თქვენი სურვილი იყო თუ ორგანიზატორებმა შეარჩიეს მეტოქეები?

–ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ძლიერ გუნდებთან გვეთამაშა. მათაც გამოხატეს ჩვენთან სპარინგის სურვილი და საკმაოდ კარგ გუნდებს ვეთამაშეთ. სასარგებლო სპარინგები გამოვიდა, ,,სამგურალს“ უცხოურ გუნდებთან პაექრობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, რაც გვეტყობოდა კიდეც, სპარინგ პარტნიორებმა დაგვანახეს რომ ფეხბურთის თამაშს და მოგებას მხოლოდ ნიჭის ხარჯზე ვერ შეძლებ, მონაცემები რომ გამოავლინო ამისთვის დიდი შრომა და ბრძოლაა საჭირო.

–,,ობოლონთან“ მატჩის მეორე ტაიმში გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა, ბიჭებიც უფრო ,,თამამად“ ათამაშებდნენ ბურთს და 0:3 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის გადარჩენის შანსიც კი ჰქონდათ…

–ბიჭებმა ამ მატჩებში დიდი გამოცდილება მიიღეს. რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებსაც მხოლოდ რეგიონალურ ლიგაში ჰქონდათ მატჩები ჩატარებული, პირდაპირ უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ლვოვის ,,კარპატთან“ მოუწიათ ასპარეზობა. ადვილი არ არის, როცა ასეთ დონეზე პირველად გიწევს თამაში. თუმცა, თანდათან შეიძენენ გამოცდილებას და ის შეცდომები რაც ამ შეხვედრებში ჰქონდათ გამოსწორდება. ყველას ვაძლევდი თავის გამოჩენის საშუალებას, რადგანაც ჩვენ წინ ხანგრძლივი სეზონი გველოდება და გუნდისთვის ყველა ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა დღეს რომელიმე არ იყოს ფორმაში და პირველ მატჩებში ბუნებრივია იმათზე გავაკეთებთ აქცენტს ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი ყველას მიეცემა. რამდენიმე ტურის შემდეგ შესაძლოა სხვა უკეთეს ფორმაში იყოს და ძირითადში ის დაიკავებს ადგილს. რაც მთავარია, მონდომებული არიან. საქმეს პროფესიონალურად უდგებიან, დისციპლინის მხრივაც კარგი მდგომარეობაა, შეკრებაზე ერთი შენიშვნაც არ მიუღიათ, ყველას შეგნებული ჰქონდა, რომ ჩასული ვიყავით საქმის საკეთებლად და ის თანხა, რაც გუნდის მომზადებისთვის და წინსვლისთვის იყო გამოყოფილი, ტყუილად არ უნდა დახარჯულიყო.

–,,სამგურალის“ შემადგენლობაზე რას იტყვით, რამდენად კარგადაა გუნდი დაკომპლექტებული?

–ძირითადი ბირთვი ასე თუ ისე შევინარჩუნეთ. გვინდოდა რამდენიმე ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაგრძელება, მაგრამ უკეთესი გუნდების ვარიანტები გამოუჩნდათ და წავიდნენ. ჩვენც ხელს ვერ შეუშლით ვერავის.

–გუნდში ახალი ფეხბურთელებიც გვყავს

–მამუკა ღონღაძე გარდამავალ ჩემპიონატში ,,სამგურალში“ ასპარეზობდა, შემდეგ ,,მეშახტეში“ და ,,ბორჯომში“ თამაშობდა, წლეულს ისევ ჩვენ დაგვიბრუნდა. ხონის ,,იმერეთიდან“ გადმოვიყვანეთ გიორგი ხელაძე. ახალგაზრდა ბიჭები დავიმატეთ ქუთაისის ,,ტორპედოდან“. გაბრიელ საღრიშვილს გულშემატკივარი კარგად იცნობს, ,,ტორპედოს“ ძირითად გუნდშიც ჩაატარა შეხვედრები და საქართველოს ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებშიც ითამაშა. ახალგაზრდა ბიჭები არიან ლუკა ჯანელიძე და ლევან მანაგაძე, რომლებიც მონდომებულები არიან და ცდილობენ, რომ თავი გამოიჩინონ და დიდი ფეხბურთი ითამაშონ. მთავარია თამაში უნდოდეთ და ჩვენ ხელს შევუწყობთ.

–როგორ ჩემპიონატს ელოდებით, მეტოქეების შესახებ რას იტყვით?

–ჩემის აზრით, შარშანდელზე გაცილებით ძლიერი ჩემპიონატი იქნება. ეროვნულ ლიგა 2–ში უფრო ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე თავისი მდიდარი ტრადიციებით. თუნდაც, ბათუმის ,,დინამო“ ავიღოთ, გუნდი, რომელიც აუცილებლად უმაღლესში გადასვლისთვის იბრძოლებს. კვლავ ამბიციური გუნდია მარტვილის ,,მერანი“ , რომელსაც გასულ სეზონში ერთი ნაბიჯი დააკლდა ეროვნულ ლიგა 1–ში გადასასვლელად. ჩვენც ვეცდებით, რომ ყველას წინააღმდეგ ვიბრძოლოთ და ,,სამგურალთან“ იოლი გასეირნება არავის ჰქონდეს.

–პირველ ტურში თბილისის ,,შევარდენს“ ხვდებით. რას იტყვით მომავალი მეტოქის შესახებ?

–ჩემპიონატს ორი გასვლითი მატჩით ვიწყებთ, მაგრამ სტუმრად თამაშს შეჩვეული ვართ. სანამ ჩვენი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდება საშინაო მატჩების ჩატარებაც სტუმრად, მარტვილში მოგვიწევს. რაც შეეხება ,,შევარდენს“ ახალი გადმოსული გუნდია, დაიმატეს გამოცდილი ფეხბურთელები, გამოცდილი მწვრთნელი დანიშნეს, თავადაც აცხადებენ, რომ მათი საფიქრალი ლიგაში ადგილის შენარჩუნება კი არა უფრო მაღალი მიზნებია.

წყალტუბოს “სამგურალის” ოფიციალური გვერდი

ბრიტანელი ჟურნალისტი “გაგრას”ესტუმრა

$
0
0

24 თებერვალს, დავით პეტრიაშვილი არენაზე ბრიტანელ ჟურნალისტთან შეხვედრა გაიმართა. რობერტ ოკონორის საქართველოში სტუმრობის მიზანია კონფლიქტური ზონებისა და მათი წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბების ისტორიისა და დღევანდელი ყოფის შესწავლა, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში წიგნის გამოცემას აპირებს.

ბრიტანელ ჟურნალისტს საფეხბურთო კლუბ გაგრას დირექტორი, ბატონი გოდერძი ჩიხრაძე გაესაუბრა. კლუბის წარმომადგენელმა ჟურნალისტს უამბო კლუბის დაარსების, მისი მიღწევებისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის დაწყების პერიოდს, აფხაზებთან ურთიერთობას და ა.შ.

რობერტ ოკონორი დღეს დილით აფხაზეთში გაემგზავრა.
იგი გაეცნობა ადგილობრივების საფეხბურთო ცხოვრებას და მათ დამოკიდებულებას დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც კვლავ თბილისში დაბრუნდება და კლუბის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება.

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები “ბასაზე”ოთხდღიან შეკრებას გაივლის

$
0
0

საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა ოთხდღიანი შეკრება მოაწყო სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური ნაკრების კანდიდატებს ერთ ამხანაგურ მატჩშიც დააკვირდება – 15-წლამდელები თბილისის „დინამოს“ 16-წლამდე გუნდს შეხვდებიან. თამაში „დინამოს“ აკადემიაში 28 თებერვალს, 16 საათზე გაიმართება.
მეკარეები: ნიკა შურღაია (დინამო თბ), დავით ასათიანი (ტორპედო);

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ლუკა ფერცულიანი (სფფ აკადემია), გიორგი უბილავა (დინამო თბ), საბა ბეჭვაია (სფფ აკადემია), თეიმურაზ ვაზაგაშვილი (საბურთალო), სანდრო გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბ), შალვა პატაშური (სფფ აკადემია), ნიკა უგრეხელიძე (ოლიმპიკი), მიხეილ ავალიანი (ლოკომოტივი), გიორგი შეყლაშვილი (ჩიხურა), ლუკა მაყიშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გვიშიანი (საბურთალო);

თავდამსხმელები: საბა ბოგვერაძე (ლოკომოტივი), გიორგი თვალავაძე (35-ე სკოლა).

Gff.Ge

“საბურთალო 2”-მა “ვოიაჟს”ამხანაგური შეხვედრა ვერ მოუგო

$
0
0

ფრედ დასრულდა ამხანაგური მატჩი “საბურთალო”-2-სა და “ვოიაჟს” შორის.

პირველი ტაიმი საბურთალოელებმა ორ ბურთიანი სხვაობით მოიგეს – ანგარიში ნიკოლოზ ღლონტმა გახსნა, მეორე ბურთი კი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა. მეორე ნახევარში მეტოქემ ჯერ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მატჩის მიწურულს კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით, საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

მატჩის ფოტოები

 

ეროვნულ ლიგა 2-ს აჭარის ტელევიზია გააშუქებს

$
0
0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი მედია-პარტნიორი ჰყავს აჭარის ტელევიზიის სახით. მოგეხსენებათ, 2018 წლის სეზონიდან სფფ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩების ტრანსლაციებსაც იწყებს – ტურში ერთი შეხვედრა.

აჭარა ტვ-სთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ეროვნული ლიგა 2-ის 36-ივე ტურის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სწორედ ეს ტელეარხი გადასცემს.

და ერთიც, ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში აჭარის ტელევიზია ორი შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ: 1 მარტს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი “თელავი” – “დინამო” ბათუმი და ასევე 3 მარტს, მარტვილიდან “მერანი” – “გაგრა”.

erovnuliliga.ge

მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი მარტში დასრულდება

$
0
0

5, 6 და 7 მარტს სფფ-ის მწვრთნელთა განათლების განყოფილება A ლიცენზიის კურსის დასკვნით ნაწილს გამართავს. მწვრთნელთა ჯგუფი აღნიშნულ კურსზე 2017 წლის მაისიდან სწავლობს და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ლიცენზიის მაძიებლებს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა განათლების განყოფილება უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს B და A ლიცენზიების მსურველთა განაცხადების მიღებას. კურსის მონაწილეთა შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდება.

მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების მფლობელებს კი, საჭიროების შემთხვევაში განაცხადის გამოგზავნა Refresh კურსზე შეუძლიათ.

აღნიშნული კურსების მოახლოებსთან ერთად, მწვრთნელთა განათლების განყოფილება რეგისტრირებულ მწვრთნელებს დაუკავშირდება.


19-წლამდე “დინამომ”კიდევ ერთ სპარინგში იმარჯვა

$
0
0

19-წლამდე “დინამოელებმა” თურქულ შეკრებაზე გუშინ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს სპარინგ-პარტნიორობა იაპონურმა კომაზავამ გაუწია. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 4:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “დინამოელებმა” მეტოქის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში დაძლიეს და ოთხივე გოლი დასკვნით 45 წუთში გაუტანეს.

გოგობერიშვილმა 54-ე და 68-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. ხუთ წუთში მეტოქემ შეამცირა სხვაობა, ხოლო აზაროვმა მესამედ აიღო იაპონელთა კარი. მეოთხე გოლი მატჩის ბოლოს გაბელაიამ გაიტანა და “დინამომ” 4:1 იმარჯვა. ბოლო მატჩს ქართველი ფეხბურთელები ბელგრადის ბროდარაცთან ჩაატარებენ და 28 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდებიან.

“დინამო” 4:1 კომაზავა

დინამო: ლ. ხარშილაძე (კუტალაძე 46), უგრეხელიძე, ძოწენიძე, აზაროვი, გაბელაია, ბერიაშილი, ო. კიტეიშვილი, მოისწრაფიშვილი (მექვაბიშვილი 46), გოგობერიშილი, გ. ხარშილაძე (ბასარია 46), გაბუნია (კალანდაძე 80)

Fcdinamo.Ge

m2 “თელავის”სპონსორი გახდა

$
0
0

დღეს, 28 თებერვალს კომპანია “m2 უძრავი ქონება” საფეხბურთო კლუბ “თელავის” სპონსორი გახდა. შეთანხმებას ხელი m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და “თელავის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ქალაქ თელავის მერი შოთა ნარკელიშვილი ესწრებოდნენ.

m2-ის მიზანია “თელავის” საფეხბურთო კლუბს ახალი ტალანტების აღზრდის და ეროვნულ ლიგაში დაწინაურების საქმეში დაეხმაროს.

“მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავის” გენერალური სპონსორები გავხდით. m2-სთვის მნიშვნელოვანია სპორტული კერების ხელშეწყობა. მოგეხსნებათ, ჩვენ აქტიურად შევდივართ სასუმტროების ბიზნესში და გვსურს ეს მიმართულება საქართველოს მასშტაბით განვავითაროთ. მათ შორის, საინტერესო გეგმები გვაქვს კახეთში, კერძოდ კი თელავში. ჩვენი პოლიტიკდან გამომდინარე, ყველგან სადაც პროექტს ვახორციელებთ, ვცდილობთ სარგებელი მოვიტანოთ და დღევანდელი სიახლეც ამის დადასტურებაა.” – განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

თელავის ახალ სასპონსორე ხელშკრულებაზე, ფეხურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა.

“მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ფეხბურთში. ეს ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა, ბევრს ვმუშაობთ ამისთვის და დღევანდელი დღეც ამის დასტურია”, – თქვა სფფ-ის პრეზიდენტმა.

erovnuliliga.ge

არაბული: “ახლა მთლიანად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ არაფერს გამოვრიცხავ”

$
0
0

უნგრეთის “ბალმაზიუვაროშში” მოთამაშე ქართველ ლეგიონერს, რომელიც წარსულში თბილისის “საბურთალოში” გამოდიოდა, ამ უკანასკნელი კლუბის ოფიციალური გვერდი დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

ბაჩანამ საუბარი მის ამჟამინდელ კლუბში არსებულ სიტუაციაზე დაიწყო:

– თასზე და ჩემპიონატში ორი მატჩი ვითამაშეთ, სასიხარულოა, რომ ორივეში წარმატებებს მივაღწიეთ. 28 თებერვალს სათასო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გველის „დიორ ეტო“-სთან, რომელთანაც სტუმრად 3:2 გავიმარჯვეთ. კარგი შანსი გვაქვს, რომ ეს ბარიერი დავძლით, დანარჩენს უშუალოდ შეხვედრა დაგვანახებს. ასევე, წლეულს დასაწყისი კარგი გამოგვივიდა ჩემპიონატშიც, სადაც სტუმრად ევროტურნირებზე გამსვლელი კანდიდატი „დებრეცენი“ დავამარცხეთ, რომელიც მესამე ადგილზეა. მათთან გასვლაზე მოგება, კარგის ნიშანია.

– ლაშა შინდაგორიძის გარდა, კიდევ ვინ დაიმატეთ?

– შინდაგორიძის გარდა, კიდევ 3 ახალი ფეხბურთელი გვყავს, უმეტესობა შემტევითი სტილისაა. ერთ-ერთი მათგანი რუდოლფ გერგელია, რომელიც „ჯენოა“-ში კახა კალაძის გუნდელი იყო. ვფიქრობ, წლეულს საგრძნობლად გავძლიერდით.

– როგორ ფიქრობთ, მოახერხებს კლუბი უძლიერესთა რიგებში ადგილის შენარჩუნებას?

– თუ, ბოლო დროინდელ მატჩებს გადავავლებთ თვალს, ეს არ უნდა გაგვიჭირდეს. უკანასკნელი 12 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. თავდაპირველად, ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ მდგომარეობა.

– ლაშა შინდაგორიძე ერთი თვეა, რაც კლუბში ჩაირიცხა. გვითხარით, მის მიმართ როგორ გაჩნდა ინტერესი?

– მთავარი მწვრთნელის დიდი სურვილი იყო, რომ ლაშა თავის რიგებში ეხილა. ადგილობრივებს ჰქონდათ მასზე ინფორმაცია, გარკვეული კონსულტაციები ჩემთანაც გაიარეს. ისიც ვუთხარი, რომ ამ სკოლისა და კლუბის აღზრდილი ვარ. „საბურთალოს“ ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის-მეთქი. ამის მერე გადაწყვიტეს „საბურთალოსთან“ დაკავშირება და ტრანსფერიც შედგა. ლაშა ზუსტად ისეთი სტილის ფეხბურთელია, როგორიც გუნდს სჭირდებოდა. ტესტებმა აჩვენა, რომ შინდაგორიძე გუნდში ყველაზე სწრაფია.
უნგრეთში ლეგიონერებზე თამაში შეზღუდულია, მხოლოდ 3 ფეხბურთელის თამაშის უფლება გაქვს. თუ ისე მოხდა, რომ კლუბმა 3-ზე მეტი ფეხბურთელი გაიყვანა მინდორზე, მაშინ კლუბს ჯარიმის გადახდა უწევს, ჯარიმა კი საკმაოდ სოლიდურია. გუნდს მხოლოდ 5 ლეგიონერის გაყვანა შეუძლია მინდორზე იმ შემთხვევაში, თუ მეტოქე გასული სეზონის ოთხეულის ბინადარია.

– „ბალმაზუივაროშთან“ რომელ წლამდე გაკავშირებთ კონტრაქტი?
– 2019 წლამდე. ახლა მთლიანად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული, სეზონი ახალი განახლებულია და ჩვენი დასახული ამოცანა უნდა შევასრულოთ. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს, არაფერს არ გამოვრიცხავ სეზონის დასრულების შემდეგ.

– შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს ჩემპიონატს თვალს თუ ადევნებთ?

– როცა დრო მაქვს ვუყურებ-ხოლმე მატჩებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველას, თუმცა „დინამო“-„საბურთალოსა“ და ცენტრალურ შეხვედრებს, ვუყურებ.

– ბავშვობის დიდი ნაწილი „საბურთალო“-ში გაატარეთ. რას იტყვით ამ კლუბზე, რომელიც წლეულს უძლიერესთა შორის მეოთხე სეზონს იწყებს?

– სამწუხაროდ, „საბურთალოსთან“ ერთად უმაღლეს ლიგაში არ მითამაშია, მაგრამ კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ კლუბთან. სწორედ, თბილისურ კლუბში განვითარდი და ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი. ვხედავ, რომ „საბურთალო“ ეტაპობრივად წინ მიიწევს, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე შედეგებით. გასულ წელს კლუბს ცოტა დააკლდა, რომ ევროტურნირებზე მოხვედრილიყო. ძალიან ვგულშემატკივრობ – მინდა წლეულს წარმატებები და ევროსარბიელზე მოხვედრა ვუსურვო. ეს ფაქტორი, კლუბს კიდევ უფრო განავითარებს.
მინდა ავღნიშნო, რომ „საბურთალოს“ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ჰყავს – გიორგი ჭიაბრიშვილი. “საბურთალოში” ირიცხებიან პერსპექტიული ფეხბურთელები. კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთისადმი სწორი და გამორჩეული მიდგომა აქვთ, რომლებმაც იციან ფეხბურთელის ფასი.

– ბოლოს საქართველოში „საბურთალოდან“ „დინამოში გადახვედით. თქვენი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ რამდენჯერმე ითამაშეთ და გოლებიც გაიტანეთ. შინაგანად რას გრძნობდით?

– ამ საკითხს პროფესიონალურად ვუდგები – სადაც ვთამაშობ იმ გუნდისთვის ბოლომდე ვიხარჯები. თუმცა, თამაშისას მქონდა ის შეგრძნება, რომ იმ კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობდი, რომელსაც ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. „საბურთალოს“ მიმართ ყოველთვის მქონდა მადლიერების გრძნობა და ასე იქნება ბოლომდე.

– ეროვნული ნაკრების მატჩები ახლოვდება. ვინმე ხომ დაგკავშირებიათ?

– ჩემი საქმეა ფეხბურთი ვითამაშო, ამისთვის ბევრს ვშრომობ. თუ დამიკავშირდებიან, რა თქმა უნდა გამეხარდება.

თბილისის “საბურთალოს” ოფიციალური გვერდი

ხვალ ეროვნული ლიგა 2018 იწყება (ვიდეო)

$
0
0

ხვალ, 2 მარტს საქართველოს ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი აიღებს სტარტს. პირველი ტური ოთხ დღეზე იქნება გადანაწილებული. ჩემპიონატი ქუთაისის “ტორპედოსა” და გორის “დილას” შორის გასამართი მატჩით გაიხსნება, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

3 მარტს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურა” ფოთის “კოლხეთს” მიიღებს (15:00 სთ).

4 მარტს ორი შეხვედრა გაიმართება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის “ლოკომოტივი” “სამტრედიას” დაუხვდება (13:30 სთ), ხოლო “დინამო არენაზე” “დინამო თბილისი” ეროვნულ ლიგაში გადმობარგებულ “რუსთავს” უმასპინძლებს (16:00). ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გასამართ მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ტური ორშაბათს, 5 მარტს “საბურთალოსა” და ბოლნისის “სიონს” შორის მიხეილ მესხზე გასამართი შეხვედრით დასრულდება (19:00).

ეროვნული ლიგა: პირველი ტურის პრევიუ

$
0
0

დღეს, ორ მარტს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის გათამაშება, სადაც ათი საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. იგი ოთხ წრედ ჩატარდება და 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. გეტყვით, რომ საქართველოს რანგით პირველ ლიგაში ორი ახალი წევრია: რუსთავის “რუსთავი” და ბოლნისის “სიონი”.

Fanebi.Com-ი ეროვნული ლიგის პირველი ტურის პრევიუს გთავაზობთ.

ქუთაისის “ტორპედო” – გორის “დილა”

დაწყების დრო: 2 მარტი, 18:00

ეროვნული ლიგა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოქმედი ჩემპიონის, “ტორპედოსა” და გორის “დილას” მატჩით გაიხსნება. იმერლებმა გაჩემპიონების შემდეგ, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხეს. მათ წინასასეზონო სამზადისი თურქეთში გაიარეს. საგულისხმოა, რომ “ტორპედომ” სუპერთასის მოგებაც შეძლო, როცა მან საჩხერის “ჩიხურა” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. რაც შეეხება გორის “დილას”, ამ გუნდმა შარშან მასში ჩადებული ინვესტიცია ვერ გაამართლა და არა თუ ჩემპიონობა, ვერც ევროტურნირებზე გასვლა მოახერხა. წინასასეზონოდ მათაც თურქეთში ივარჯიშეს და დღეს ეცდებიან, მოქმედ ჩემპიონს სტუმრად ქულები აართვან.

საჩხერის “ჩიხურა” – ფოთის “კოლხეთი”

დაწყების დრო: 3 მარტი, 15:00

ხვალ, თბილისში, “დავით პეტრიაშვილი არენაზე” საჩხერის “ჩიხურა” ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდება. იმერელთა სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და ისინი პირველ ორ წრეს სწორედ აქ ჩაატარებენ. “ჩიხურამ” შარშან თასი მოიგო, თუმცა ეროვნულ ლიგაში ვერ ივარგა. ამის შემდეგ გუნდი ლიდერებმა დატოვეს და მთავარი ბირთვი ძალიან შესუსტდა. საჩხერლებმა შეკრება თურქეთში გაიარეს, თუმცა “ტორპედოსთან” შეხვედრაში, სუპერთასზე მარცხის დროს გამოჩნდა, რომ კლუბი ისეთი ძლიერი ვეღარაა. რაც შეეხება “კოლხეთს”, სხვა გუნდებივით, ისიც მცირე აზიის ნახევარკუნძულს ესტუმრა და იქ ივარჯიშა წინასასეზონოდ. შარშან ფოთელები აუტსაიდერები იყვნენ, ვნახოთ წელს რას იზამს ეს კლუბი.

თბილისის “ლოკომოტივი” – სამტრედიის “სამტრედია”

დაწყების დრო: 4 მარტი, 13:30

თბილისის “ლოკომოტივი” სეზონს ახალი მწვრთნელით იწყებს. “მიხეილ მესხი 2”-ზე დედაქალაქელები “სამტრედიას” უმასპინძლებენ. ამ გუნდმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა, თუმცა მოსამზადებლად საზღვარგარეთ არ წასულა. რაც შეეხება “სამტრედიას”, მათაც კარგი ლეგიონერები დაიმატეს და დიდი მიზნებისთვის იბრძოლებენ. მით უმეტეს, იმერლებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ, უჩა სოსიაშვილის სახით, რომელმაც ადრე “დილასთან” დიდ წარმატებას მიაღწია. საინტერესო იქნება, ახალი ფეხბურთელების ხილვაც. დაველოდოთ…

თბილისის “დინამო” – რუსთავის “რუსთავი”

დაწყების დრო: 4 მარტი, 16:00

თბილისის “დინამო”, რომლის ვიცე-ჩემპიონობა გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში გადაწყდა, ზეგ “დინამო არენაზე” “რუსთავს” მიიღებს. დედაქალაქელები თურქეთში ორჯერ იყვნენ და პროდუქტიულადაც გაისარჯნენ. ხმაურიანი ტრანსფერები მათ რიგებში არ ყოფილა. გუნდი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და ასე აპირებს ახალი მიზნებისთვის ბრძოლას. სამაგიეროდ, ხმაურიანი ტრანსფერები იყო “რუსთავის” რიგებში, რომლის ბირთვი აბსოლუტურად შეიცვალა. მის შემადგენლობაში ჩაირიცხნენ გამორჩეული ქართველი ფეხბურთელები, მათ შორის ისეთები, რომელთაც ნაკრებშიც უთამაშნიათ. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ერთი სიტყვით, ამ გუნდის ხილვა ძალიან საიტერესო იქნება.

თბილისის “საბურთალო” – ბოლნისის “სიონი”

დაწყების დრო: 5 მარტი, 19:00

დასკვნითი მატჩი “მიხეილ მესხზე” შედგება, სადაც ერთმანეთს “საბურთალო” და “სიონი” შეერკინება. “საბურთალო” ევროტურნირებზე ვერ გავიდა. თუმცა, შარშან რამდენიმე სერიოზულ მეტოქეს აჯობა და წელს უკვე ახალ სეზონს დიდი შემართებით ხვდება. რაც შეეხება “სიონს”, ეს გუნდი ახლა გადმოვიდა ეროვნულ ლიგაში, თუმცა მათ აქვთ აქ ასპარეზობის გამოცდილება. ვნახოთ, რა ძალას წარმოადგენს ბოლნისური კლუბი.

 

“დილამ”მოქმედ ჩემპიონ “ტორპედოს”სტუმრად ფორტისის ულამაზესი გოლით მოუგო (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის მორიგმა გათამაშებამ აიღო სტარტი. სადებიუტო შეხვედრა ქუთაისში, მოქმედ ჩემპიონ “ტორპედოსა” და გორის “დილას” შორის შედგა.

დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მე-14 წუთზე ანგარიშის გახსნა იმერელთა მოთამაშემ, გრიგოლ დოლიძემ მოახერხა. მას საგოლე გადაცემა ლევან კუტალიამ გაუკეთა. პირველი ნახევრის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე გიორგი ფანცულაიამ დავით რაჟამაშვილის პასით გაათანაბრა.

მეორე ტაიმში, 46-ეზე ფანცულაიამ დუბლი შეასრულა და გორელები წინ გაიყვანა. თუმცა, 54-ეზე უკვე დოლიძის დუბლით ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა. 88-ე წუთზე “დილას” ლეგიონერმა, ალვინ ფორტისმა დრიბლინგი, საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. საბოლოოდ, 3-2 სტუმართა სასარგებლოდ.

 

სფფ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას უერთდება

$
0
0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უერთდება ქართველი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას – მშვიდობა ომზე მეტია, რომელიც კვირას, 4 მარტს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კვირას, 4 მარტს გასამართი ეროვნული ლიგის ორივე შეხვედრა – ლოკომოტივისა და სამტრედიას მატჩი და ასევე თბილისის დინამოსა და რუსთავის შეხვედრა, ნაცვლად დაგეგმილისა, ჩატარდება ორშაბათს 5 მარტს.

ორშაბათის კალენდარი ასე გამოიყურება:

ორშაბათი, 5 მარტი, 2018

ლოკომოტივი – სამტრედია 15:30
დინამო თბ. -რუსთავი 18:00
საბურთალო – სიონი 20:00


საჩხერის “ჩიხურამ”ფოთის “კოლხეთი”მიწასთან გაასწორა (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მორიგი მატჩი შედგა. “დავით პეტრიაშვილი არენაზე” ერთმანეთს “ჩიხურა” და “კოლხეთი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა იმერელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მეექვსე წუთზე გიახსნა. გიორგი გაბედავამ “ჩიხურას” დაწინაურება თერთმეტმეტრიანით მოახერხა. მეჩვიდმეტე წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილმა მეორე გოლიც შუგდო მეგრელებს. პირველ ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა: ირაკლი ბუღრიძის პასი გაბედავამ გამოიყენა და დუბლი შეასრულა.

ფოთელებმა ერთი გოლი 61-ე წუთზე გაქვითეს – ეს ლაშა გოგონიამ პენალტით შეძლო. მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე გაბედავამ ჰეთრიკი შეასრულა. ხოლო, ზუსტად ორ წუთში მან ბუღრიძეს უპასა, რომელმაც 5-1 გახადა ანგარიში. შეხვედრის მეორე დამატებით წუთზე, დემურ ჩიხლაძემ წერტილი დასვა – 6-1.

ამ გამარჯვების შემდეგ “საჩხერლები” სამი ქულით პირველზე არიან. ხოლო, “კოლხეთს” ნული ქულა აქვს და მეათე პოზიციას იკავებს.

ჩაკვეტაძის მშობლები “დინამოს”აკადემიას ესტუმრნენ (ვიდეო)

$
0
0

გუშინ ბელგიური გენტის ფეხბურთელის, დინამოს აკადემიის აღზრდილის გიორგი ჩაკვეტაძის მშობლები – მთვარისა და მერაბ ჩაკვეტაძეები ჩვენს აკადემიას ესტუმრნენ. ხელმძღვანელობასთან საუბრისას მათ აღნიშნეს გიორგის მიერ აკადემიაში გატარებული წლების მნიშვნელობა, ისაუბრეს ფეხბურთელის მიმართს გამოჩენილ ყურადღებაზე, მწვრთნელებისა და პერსონალის პროფესიონალიზმზე. ვიზიტის დასასრულს მადლობა გადაუხადეს დინამოს პრეზიდენტსა და აკადემიის ყველა თანამშრომელს.

Fcdinamo.Ge

“ლოკომოტივი”“სამტრედიასთან”საკუთარ მოედანზე დამარცხდა (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები იმართება. ერთ-ერთ მათგანში თბილისის “ლოკომოტივმა” “მიხეილ მესხი 2”-ზე სამტრედიის “სამტრედია” მიიღო.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ერისთავმა მე-13 წუთზე გახსნა. თუმცა, მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ “ლოკოს” ჩამორჩენა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აღადგინა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მაიკლ ოლაიტანის მიერ 69-ე წუთზე შეგდებული გოლი. შესაბამისად, იმერლებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს დედაქალაქში.

ამ მარცხის შემდეგ თბილისური გუნდი ნული ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. ხოლო, “სამტრედიას” სამი ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს.

მიქელთაძემ “დინამოს”გამარჯვების გოლი შეუგდო და “რუსთავს”სამი ქულა მოუტანა (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები იმართება. ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე რუსთავის “რუსთავი” მიიღო.

პირველი ნახევარი არც ის ესაინტერესო გამოვიდა და ის გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე მათე კვირიკიას ჩაწოედების შემდეგ, ლაშა თოთაძე შეცდა და გეორგი გაბულოვმა თავით შეაგდო ბურთი დედაქლაქელთა კარში. 84-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ თერთმეტმეტრიანი ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი ზუსტად ორ წუთში გავიდა: ბექა მიქელთაძემ ყოფილ გუნდს პენალტი გაუტანა და რუსთაველებს ანგარიშით, 2-1 მოაგებინა.

ამ მარცხის შემდეგ “დინამო” ნული ქულით მეშვიდე ადგილზეა. რაც შეეხება “რუსთავს”, მას საი ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

“სიონი”დამარცხებულია –“საბურთალოს”პირველი სამი ქულა ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა “მიხეილ მესხზე” თბილისის “საბურთალოსა” ბოლნისის “სიონს” შორის შედგა.

მატჩში ანგარიში ზვიად სიხარულიამ გახსნა. მან ეს ალექსნადრე კოშკაძის პასით მეთექვსმეტე წუთზე მოახერხა. უკვე მეორე ნახევარში, 56-ეზე თედორე გრიგალაშვილმა გაათანბრა. ამის შემდეგ დედალაქალები უპირატესობას დაეუფლნენ და კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ დავით ვოლკოვმა მე-80 წუთზე აიღო ბოლნისლების კარი. ხოლო, მატჩის მეორე დამატებით წუთზე ვოლკოვმა დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, 3-1. “საბურთალო” სამი ქულით მეორე ადგილზეა. ხოლო, “სიონი” ნული ქულით ბოლოზე.

 

Viewing all 5622 articles
Browse latest View live