Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

“დინამო”— “ალაშკერტი”: (“დინამოს”სასტარტო შემადგენლობა)

$
0
0
Dinamo Tbilisi - Alashkert

ზუსტად ერთი საათი დარჩა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისსა” და ერევნის “ალაშკერტს” შორის გასამართი პირველი მატჩის დაწყებამდე. უკვე ცნობილია “დინამოს” სასტარტო განაცხადი, რომელიც ასე გამოიყურება:

სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (კაპ.), რენე სანტოსი, შპიჩიჩი; ჭანტურიშვილი, ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური; დვალიშვილი, ქვილითაია.

სათადარიგოთა შორის არიან: ლომაია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, კურიე, მიკელ ალვარო, ჭელიძე.

შეხვედრა “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება და მას სებასტიან კოლცესკუს ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.


მსაჯთა სემინარი “ბასაზე” (ვიდეო)

$
0
0
მსაჯთა სემინარი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მსაჯთა სემინარი მიმდინარეობს. სასწავლო კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს აერთიანებს. სემინარს მთელი საქართველოდან მოწვეული 20 ახალგაზრდა მსაჯი ესწრება. მათი უმეტესობა ასევე ჩართულია „რეგიონთა თასის“ გათამაშებაში. სემინარი ფიფას სტანდარტების შესაბამისად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ოთხდღიანი კურსის ფარგლებში დღეს ახალგაზრდა მსაჯებს სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე შეხვდა. სემინარის მონაწილეები დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დაესწრებიან, რომელიც “დინამო თბილისსა” და ერევნის “ალაშკერტს” შორის 21 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

ქართველი კომენტატორი “დინამოს”ერთ-ერთი საგოლე მომენტის დროს (ვიდეო)

$
0
0
cats

12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე სომხური “ალაშკერტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის 79-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილს გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მან სტუმართა კარი ვერ დალაშქრა.

კიტეიშვილი: “პირველი გოლის შემდეგ მეტოქე გატყდა”

$
0
0
oto

თბილისის “დინამომ” “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე ერევნის “ალაშკერტს” უმასპინძლა და სომხური კლუბი ანგარიშით 2-0 დაამარცხა. გოლები ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ გაიტანეს.

პირველი გოლის ავტორმა Fanebi.Com-თან ისაუბრა…

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ფავორიტები ვიყავით და, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავედით მოედანზე. მეტოქე  თავიდანვე აგრესიულად ცდილობდა თამაშს, თუმცა გავიტანეთ თუ არა პირველი გოლი, მარტივად რომ ვთქვათ, ისინი გატყდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ამან შედეგი გამოიღო და პენალტი დაინიშნა ჩვენს სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ქვილითაიამ გამოიყენა თერთმეტრიანი და ორამდე გავზარდეთ უპირატესობა. მეტოქესაც ჰქონდა მომენტები, მაგრამ ჩვენ თავს კარგად ვიცავდით.”

“საბოლოოდ, იმას ვიტყვი, რომ 2-0 ჩვენთვის სასურველი შედეგია. უპირველესი დავალება გოლის არგაშვება იყო, რაც კარგად შევასრულეთ. გამომდინარე იქედან, რომ ორ ბურთიანი უპირატესობა გვაქვს, თუ ვინმემ უნდა იფიქროს გოლებზე მეორე თამაშში, ეს “ალაშკერტია”. ჩვენი მთავარი ამოცანა განმეორებით შევხედრაში საკუთარი კარის მშრალად შენახვა იქნება,” – განუცხადა Fanebi.Com-ს დღევანდელ მატჩში პირველი გოლის ავტორმა.

გორის “დილას”სტადიონზე სოკო ხარობს (ფოტო)

$
0
0
dila fc

კურიზოული ფაქტი დაფიქსირდა გორში. ამ ქალაქის გუნდის, “დილას” მოედნაზე სოკო ამოვიდა…

ამსტერდამის “აიაქსის”ყოფილი ფეხბურთელი ქუთაისის “ტორპედოში”ითამაშებს

$
0
0
2

დღეს ს.კ. „ტორპედო“ ქუთაისთან კონტრაქტი სურინამული წარმოშობის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იურგენ რომანო კოლინმა გააფორმა. დიდი სათამაშო გამოცდილების და წარმატებული კარიერის მქონე ცენტრალური მცველი „ტორპედოს“ გარდამავალ ეროვნულ ჩემპიონატში დაეხმარება.

იურგენი 35 წლისაა. იგი ქალაქ უტრეხტში დაიბადა.თავიდან „უტრეხტის“ და „პსვ“- ს ახალგაზრდულ გუნდებში ბურთაობდა.

2000 წელს „პსვ“-ს ძირითადში მოხვდა. შემდეგ იყო ბელგიური „გენკი“, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მერე კვლავ ჰოლანდიაში დაბრუნდა, ჯერ „ბრედაში“ და ისევ „პსვ“-ში ითამაშა, საიდანაც ინგლისური პრემიერ ლიგის „ნორვიჩში“ მოხვდა და ამ კლუბში 3 სეზონი გაატარა.

„ნორვიჩიდან“ იურგენ კოლინი ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა და გუნდთან ერთად ქვეყნის თასის მოიპოვა. ჰოლანდიური გრანდიდან კოლინი ესპანური პრიმერა დივიზიონის „ხიხონმა“ იხმო. და კვლავ ჰოლანდია, ამჯერად „ვალვაიკი“. ამ კლუბიდან ფეხბურთელმა კვიპროსულ „ანორთოსისს“ მიაშურა და 3 წელი ირჯებოდა მისთივის. უკანასკნელი 2 სეზონი კი კოლინმა ისრაელში, ჯერ თელ ავივის, შემდეგ კი აშქელონის „ჰაპოელში“ ითამაშა.

იურგენ კოლინის „ტორპედოში“ მოსვლა ვეტერანი ფეხბურთელს, სპორტულ მენეჯერს, ფიფას ლიცენზირებულ აგენტს გოგა გახოკიძეს უკავშირდება. გოგა გახოკიძემ „პსვ“- ში თამაშის პერიოდში გაიცნო კლუბის ახალგაზრდული გუნდის მცველი და მას შემდეგ მასთან მეგობრულ ურთიერთობას არ წყვეტს. სწორედ გახოკიძის წინადადებით ჩამოვიდა კოლინი ქუთაისში.

სხვათა შორის, ჰოლანდიელი ადრეც ყოფილა საქართველოში. 2011-12 წლების ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მას „ანორთოსისის“ რიგებში „გაგრას“ წინააღმდეგ აქვს ნათამაშევი…

წყარო: FC Torpedo Kutaisi

რატომ გაჩნდა “დილას”სტადიონის მინდორზე სოკო (ვიდეო)

$
0
0
სოკო

როგორც გუშინ გამცნეთ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონის მინდორზე სოკოები ამოვიდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი “დილას” ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ფაქტზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. როგორც მოედნის მომვლელი გიორგი მაისურაძე ამბობს, საგანგაშო არაფერია, პირიქით, სოკოების გაჩენა იმის მანიშნებელია, რომ მინდორი ჯანსაღი და სასუქებითაა გაჯერებული.

“გარდა ამისა, სტადიონი გადაიტვირთული იყო და რამდენიმე დღე დავასვენეთ. ვრწყავთ დღეში ორჯერ. სოკო, საერთოდ, ნოყიერ ნიადაგზე ჩნდება. სინესტემ, მზემ და მინდვრის დასვენებამ ბაქტერიების მყისიერად გაცოცხლება გამოიწვია და სოკოების სახით გამოჩნდა. დღეს უკვე მოვლილია ბალახი და ვემზადებით სავარჯიშოდ”, – ციტირებს გიორგი მაისურაძის სიტყვებს qartli.ge.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ვის დაუპირისპირდება თბილისის “დინამო”მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში?

$
0
0
dinamo

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

გაირკვა, რომ თბილისის “დინამოსა” და სომხურ “ალაშკერტს” შორის გამარჯვებული ზაგრების “დინამოსა” და მაკედონიური “ვარდარის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” სომხური “ალაშკერტი” შინ ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ხოლო ზაგრების “დინამომ” “ვარდარს” სტუმრად ანგარიშით 2:1 სძლია.


“ალაშკერტი”— “დინამო”: მატჩს შვედები განსჯიან

$
0
0
Mohammed Al-Hakim

19 ივლისს, ერევანში “ალაშკერტსა” და “დინამო თბილისს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა საქართველოს ჩემპიონის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრას ერაყელი წარმოშობის შვედი არბიტრი მოჰამედ ალ-ჰაკიმი განსჯის. იგი ფიფას მსაჯი 2015 წელს გახდა. 31 წლის არბიტრს თანამემამულეები დაეხმარებიან:

მთავარი მსაჯის თანაშემწეები: დანიელ გუსტავსონი, პეტერ მაგნუსონი.
მეოთხე მსაჯი: კასპარ სიობერგი.
უეფას დელეგატი: პოლ დანიელ ზაჰარია (რუმინეთი).
მსაჯთა დამკვირვებელი: იგორ იშჩენკო (უკრაინა).

“ალაშკერტსა” და “დინამო თბილისს” გასამართი მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

19 ივლისი “დინამოს”ისტორიაში

$
0
0
file

სამშაბათს 19 ივლისს, “დინამო თბილისი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას “ალაშკერტის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩს ერევნის, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი უმასპინძლებს. დაპირისპირება 19.00 საათზე დაიწყება.

19 ივლისს, “დინამოს” თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან თბილისელებმა სამჯერ იმარჯვეს, ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს და ხუთჯერ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 12/12.

1949 წელს “დინამო” მოსკოვში “ვვს”- ს ეთამაშა და 2:3 დამარცხდა. ანდრო ზაზროევმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. 1961 წელს დონის როსტოვის “სკა”-თან თბილისელებმა ფრედ 1:1 ითამაშეს. როსტოველთა კარში გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა.

ოთხი წლის შემდეგ, “დინამომ” იმავე გუნდს უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლით დამარცხდა. 1967 წელს მოსკოვის “სპარტაკმა” გვაჯობა 1:0, მომდევნო სეზონში კი იმავე ანგარიშით კუიბიშევის “კრილია სოვეტოვთან დავმარცხდით”.

1972 წელს, ბაქოში ჩატარებული შეხვედრა “ნეფთჩის” გამარჯვებით 3:1 მორჩა. ერთადერთი გოლი ბაქოელთა კარში დავით ყიფიანმა გაიტანა. 1981 წელს მინსკში “დინამოსთან” შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მასპინძლებს ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა. რამაზ შენგელიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი დავით ყიფიანის და ნუკრი კაკილაშვილის ანგარიშზეა.

2005 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში დინამომ ტალინის “ლევადი”ა მიიღო და ლევან მელქაძისა და სერგი ორბელაძის გოლებით 2:0 აჯობა მეტოქეს. 2007 წელს თბილისელებმა უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიხტენშტეინის “ვადუცს”უმასპინძლეს. დინამომ ეს მატჩიც 2:0 მოიგო, გოლები კი გიორგი მერებაშვილმა და ჯორჯ აკირემმა გაიტანეს.

 

კიტეიშვილი: “გოლის გატანას ვეცდებით!”

$
0
0
kiteishvili

ხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ერევნის “ალაშკერტსა” და თბილისის “დინამოს” შორის. ქართველებმა დედაქალაში 2:0 იმარჯვეს და საკმაოდ კომფორტული სიტუაცია შეიქმნეს ნახსენები შეხვედრის წინ.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “დინამოს” მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და მასთან თამაშთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

“2:0 კარგი უპირატესობაა, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. წინ რთული მატჩი გველის და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მეორე ნომრად ვითამაშებთ თუ არა, ამას თვითონ  შეხვედრის სცენარი გვიჩვენებს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ “დინამო” არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს დაცვაში ჩადგომას. ეს ჩვენი სტილი არაა! ჩვენ ვეცდებით მეტოქის კარის აღებას მის სტადიონზეც!”

“ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გუნდში საკმაოდ კარგი სიტუაციაა. რაც შეეხება ფიზიკურ კონდინციებს, ამ მხრივ აღინიშნება მიკროტრამვები, თუმცა საგანგაშო არაფერია და არ მგონია, რომ ამან ჩვენს თამაშზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს.”

“რა თქმა უნდა, გულშემატკივრის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ჩვენ ჩვენი თამაშით უნდა გადავუხადოთ მადლობა თითოეულ ფანს,” – განაცხადა “დინამოს” შემტევმა.

“ალაშკერტი”–“დინამო”: მატჩის წინ

$
0
0
dinamo-alashkert

19 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ერევნის “ალაშკერტსა” და თბილისის “დინამოს” შორის. Fanebi.Com-ი აღნიშნული მატჩის პრევიუს გთავაზობთ…

ერევნის “ალაშკერტი” VS თბილისის “დინამო”

მოედანი: რესპუბლიკური სტადიონი, ერევანი

დაწყების დრო: 19 ივლისი, 19:00 საათი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: მუჰამედ ალ ჰაკიმი (შვედეთი)

“დინამომ” წელს საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და პირდაპირ აღმოჩნდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ამ საფეხურზე თბილისურ გუნდს არც ისე ძლიერი მეტოქე შეხვდა “ალაშკერტის” სახით. პირველ შეხვედრაში თბილისლები მატჩის უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მათ ეს სტატუსი გაამართლეს და სომხეთის ჩემპიონი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს – 2:0.

17 ივლისს, “დინამო” სომხეთის დედაქალაქში სრული შემადგენლობით ჩავიდა.

ფეხბურთელებმა 18 ივლისს, დილით მოთელვითი ვარჯიშები შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ გუნდში განსაკუთრებული დანაკლისი, ფაქტობრივად, არ არის. მცირე ტრავმა აღენიშნება ლობჟანიძეს, რომელსაც მოედნის დატოვება მოუწია პირველი შეხვედრის 50-ე წუთზე. მიკროტრამვა აქვს ველევსაც. სხვა მხრივ, ყველა “დინამოელი” მწყობრშია. გუნდში არც დისკვალიფიკაციას უჩივიან. მეტიც, ერთადერთი ყვითელი ბარათი ოთარ კიტეიშვილს აქვს, რომელიც მან შემოსვლიდან 2 წუთში მიიღო, თუმცა სულ ცოტა ხანში  სწორედ მან “დინამო” დააწინაურა!

Fanebi.Com-თან ქართული კლუბის მოთამაშემ, უკვე ნახსენებმა კიტეიშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ, ინტერვიუდან ამონარიდს: “2:0 კარგი უპირატესობაა, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. წინ რთული მატჩი გველის და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მეორე ნომრად ვითამაშებთ თუ არა, ამას თვითონ  შეხვედრის სცენარი გვიჩვენებს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ “დინამო” არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს დაცვაში ჩადგომას. ეს ჩვენი სტილი არაა! ჩვენ ვეცდებით მეტოქის კარის აღებას მის სტადიონზეც!”

მოკლედ, ქართულ გუნდს როგორც კარგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კონდინციები, ასევე ბარათების არქონაც უწყობს ხელს, რათა წარმატებას მიაღწიოს.

გადავიდეთ სომხურ “ალაშკერტზე”. ეს გუნდი, როგორც უკვე ვთქვით, ქვეყნის ჩემპიონია. მას “ჩემპიონთა ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყება პირველი საფეხურიდან მოუწია. “ალაშკერტი” ანდორის კლუბს, “სანტა კოლომას” დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა გასვლაზე 0:0 ითამაშა. სომხეთში კი მან მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

პირველ მატჩში “დინამოსთან” “ალაშკერტი” სუსტად გამოიყურებოდა და დამარცხდა კიდეც.

ჩვენი ინფორმაციით, სომხურ კლუბში მნიშვნელოვანი ტრამვები არ არის და გუნდს ყველა ფეხბურთელი უნდა დაეხმაროს. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას… “სანტა კოლომასთან” გამართულ განმეორებით შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო მანასიანმა და, შესაბამისად, მას მოუწია თბილისში ჩატარებული მატჩის გამოტოვება. წესით, მან განმეორებითი თამაში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს. აქვე გეტვყით, რომ თითო-თითო ყვითელი ბარათი აქვთ: ტასიჩს, ბარეღამიანს, მინასიანს და პოღოსიანს.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის გამარჯვებული უკვე მესამე ეტაპზე შეხვედება ზაგრების “დინამოსა” და მაკედონიურ “ვარდარს” შორის გამარჯვებულს. პირველი მატჩი ამ კლუბებს შორის მაკედონიაში გაიმართა და ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა.

თბილისის “დინამოს” სავააუდო შემადგენლობა: სკრიბე – ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი – ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური – დვალიშვილი, ქვილითაია.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

 

ერევნის “ალაშკერტის” სავარაუდო შემადგენლობა: კასპაროვი – პოღოსიანი, მინასიანი, იედიგარიანი, ტაშიჩი – დაშიანი, სავინი, მურადიანი, ვოსკანიანი – მანასიანი, გრიგორიანი.

მთავარი მწვრთნელი: აბრაჰამ ხაშმანიანი.

 

სფფ სტადიონების ინსპექტირებას აგრძელებს

$
0
0
Skuri

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში სტადიონებისა და სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესწავლას ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ. ამ მიზნით, ინსპექტირების ჯგუფმა, სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსის მამუკა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, უმაღლესი და პირველი ლიგის ყველა სტადიონი შეამოწმა. ანალიზის შემდეგ ჯგუფმა ინსპექტირების შედეგები სფფ-ის ხელმძღვანელობას წარუდგინა, რის შემდეგაც დასკვნა კლუბებს გაეგზავნებათ.

კომისია მანამდე კახეთში იმყოფებოდა, სადაც კახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, დაწვრილებით შეისწავლა საგარეჯოს, თელავის, დედოფლისწყაროს, ნაფარეულის, ჭაბუკიანის, ტიბაანის, საქობოს, გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღის და ძველი ანაგის მდგომარეობა.

სფფ-ის პრესსამსახური

იურაი იარაბეკი: “ხვალ ყურადღებით უნდა ვიყოთ”

$
0
0
iarabek

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ “ალაშკერტთან” გასამართი განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ლობჟანიძესა და გელაშვილზე: “ვფიქრობ, ლობჟანიძე ხვალ თამაშს შეძლებს. დიდი შანსია, გელაშვილმაც ითამაშოს. ყველაფერს ხვალ გავიგებთ.”

მოლოდინი: “პირველი მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა, მაგრამ “ალაშკერტი” კარგი გუნდია. ხვალ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, ამ მიზნის მისაღწევად კი “დინამოს” ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება. ჩვენ “ალაშკერტს” დიდ პატივს ვცემთ. იმასაც ვიტყვი, რომ ფრე დაგვაკმაყოფილებს, თუმცა გოლის გატანას აუცილებლად შევეცდებით. შანსებს ჩვენს სასარგებლოდ, 60/40-ზე შევაფასებდი.”

ველევსა და შპიჩიჩზე: “შპიჩიჩი და ველევი ტრავმირებულები არიან, თუმცა ჩვენ მათი შემცვლელები გვყავს.”

“დინამოს” მიზანზე: “ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს. “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია. ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ.”

შეგახსენებთ, რომ მატჩი 19 ივნისს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

“ალაშკერტი”–“დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

$
0
0
dinamo-alashkert

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის “დინამო” სტუმრად სომხურ “ალაშკერტს” დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება.

უკვე ცნობილია, თუ როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

ალაშკერტი“: კასპაროვი, ვოსკანიანი, ტასიჩი, მურადიანი, დაშიანი, კვეკვესკირი, ედიგარიანი, მინასიანი, არტურ ედიგარიანი, გრიგორიანი, გიოზალიანი.

“დინამო“: სკრიბე; ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, ჭელიძე; პარუნაშვილი, ჯიღაური; ჭანტურიშვილი, დვალიშვილი, კიტეიშვილი; ქვილითაია.


თბილისის “დინამო”შემდეგ ეტაპზე გავიდა

$
0
0
dinamo-alashkert

დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები. თავისი თამაში ჩაატარა თბილისის “დინამომ”, რომელიც ერევნის “ალაშკერტს” დაუპირისპირდა. თბილისლებს პირველი მატჩი 2-0 ჰქონდათ მოგებული.

სომხურ-ქართული დაპირისპირება ჩვენებურების უპირატესობით დაიწყო. ამან შედეგი გამოიღო და 21-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა მოახერხა კასპაროვის კარის აღება. ამის შემდეგ “ალაშკერტი” გააქტიურდა. ეს გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. სომხებმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლეს გათანაბრება. 51-ე წუთზე გიოზალიანმა გაიტანა.

ამის შემდეგ იყო მომენტები. განსაკუთრებით, აქტიურობდა თბილისური გუნდი. უნდა გამოვარჩიოთ გიორგი პაპუნაშვილის შორეული გასროლა, რომელიც ხარიხამ აისხლიტა. საბოლოოდ, შეხვედრა 1-1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში 3-1 იმარჯვეს ქართველებმა და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

 

პარუნაშვილი: “იდეალური პირველი ტაიმი იყო”

$
0
0
paruna1

დღეს თბილისის “დინამომ” ერევანში “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ჩაატარა “ალაშკერტის” წინააღმდეგ. მატჩი 1:1 დასრულდა და ქართველები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ; ორი თამაშის ჯამში – 3:1.

დედაქალაქური გუნდის მოთამაშემ, ლაშა პარუნაშვილმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“საერთო ჯამში, კარგი მატჩი გამოვიდა. დეტალურად რომ მივყვეთ, პირველი ტაიმი იდეალური იყო. ზედმიწევნით შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები. საწყის 45 წუთში მოპოვებულმა უპირატესობამ გამოიწვია ის, რომ  მეორე ნახევარში მოვდუნდით და მეტოქემ ეს კარგად გამოიყენა. მოდუნება დაუშვებელია და ეს შეცდომა იყო! მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.”

“შემდეგ ეტაპზე უფრო მეტი კონცენტრაციით ვიასპარეზებთ. ჯერ ჩვენი მეტოქე არ გარკვეულა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთული შეხვედრები გველის; მესამე საფეხურზე ხომ სუსტი მეტოქეები არ არსებობენ,” – განუცხადა ლაშამ Fanebi.Com-ს.

იურაი იარაბეკის მატჩისშემდგომი კომენტარი

$
0
0
iarabek

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა “ალაშკერტის” ბარიერის გადალახვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“”ალაშკერტს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ისინი სომხეთის ჩემპიონები არიან. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხვედრა მოვიგეთ დამაჯერებლად, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, ჯერ არაფერი იყო დამთავრებული. ისინი უნდა გასულიყვნენ მოედანზე, შეეტიათ და ებრძოლათ გასატანად,როგორც ეს პირველ შეხვედრაში გააკეთეს. ჩვენ მოვახერხეთ მეტოქის კარის აღება.

“შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ არ უნდა გაჩერებულიყვნენ და კონცენტრაცია არ დაეკარგათ. სამწუხაროდ, ერთი გოლი გავუშვით, თუმცა საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს!”

წყარო: Armfotball.Com

“ალაშკერტის”მწვრთნელი: “ჩვენი მთავარი ამოცანა სწრაფი გოლის გატანა იყო”

$
0
0
abr

“ალაშკერტის” მწვრთნელმა, აბრაჰამ ხაშმანიანმა დღევანდელი მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“პირველი თამაში ორი ბურთის სხვაობით წავაგეთ და მეორე მატჩში უნდა შეგვეტია. სწორედ ეს დავავალე ბიჭებს. ჩვენი მთავარი ამოცანა სწრაფი გოლის გატანა იყო. დიდი ძალებით გადავედით წინ და თავდაცვა კარგად ვერ მოვახერხეთ, რამაც, საბოლოო ჯამში, ის გამოიწვია, რომ  “დინამომ” გაგვიტანა და უარეს დღეში ჩავვარდით.”

“მეორე ტაიმში მეტოქე მოდუნდა და შევძელით გათანაბრება,მაგრამ  შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ ანგარიშის გაზრდა. ვულოცავ “დინამოს”. ჩემს ბიჭებს კი მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც გააკეთეს. ამ რესურსით უფრო დიდ მიზნებზე ფიქრი რთულია.”

წყარო: armfootball.com

 

სამსაჯო კორპუსი ახალი სეზონისთვის ემზადება

$
0
0
მსაჯები

19-20 ივლისს ახალ თბილისში მდებარე სპორტულ კომპლექსში უმაღლესი და პირველი ლიგების არბიტრებისა და ასისტენტების ფიზმომზადების ტესტები ჩატარდა.

21 ივლისიდან, უმაღლესი ლიგის მსაჯები ურეკში 1 კვირიან შეკრებაზე გაემგზავრებიან. 27 ივლისიდან კი ხუთდღიან მზადებას პირველლიგელები გაივლიან. უმაღლესი ლიგის მსაჯების ლექცია-სემინარებს ოთხი დღის განმავლობაში უეფას მსაჯთა კონვენციის კოორდინატორი იორნ ვესტ ლარსენი დაესწრება. ის საფეხბურთო წესებში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრებს.

სფფ-ის პრესსამსახური

Viewing all 5622 articles
Browse latest View live