Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

„დინამომ“ ჩემპიონის მეთექვსმეტე ტიტული მიიღო (სურათები)

$
0
0
დინამო-შუქურა_7543758

„დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის ანგარიშით 1 :0 მოგებული მატჩის შემდეგ „დინამოელებმა“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მიიღეს.

„დინამო“ მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონი თავის ისტორიაში მეთექვსმეტედ გახდა. „შუქურასთან“ მატჩი კარიერაში ბოლო იყო ვეტერან თავდამსხმელ ალექსანდრე იაშვილისთვის.


„ზუგდიდი“ –„კოლხეთის“ პლეიოფის მატჩი 29 მაისს შედგება

$
0
0
GFF

„ზუგდიდსა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის უმაღლესი ლიგის შემდეგი სეზონის ადგილისთვის მატჩი 29 მაისს შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრა 17:00 საათზე, ფოთს „პარკი არენაზე“ გაიმართება.

2015/16 წლების სეზონში „ზუგდიდმა“ 23 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა, ხობის „კოლხეთი“ კი 64 ქულით პირველი ლიგის მე-3 ადგილზე გავიდა.

„ზუგდიდმა“ ხობის „კოლხეთს“ მოუგო და უმაღლესში დარჩა

$
0
0
FC Zugdidi

ფოთში „ზუგდიდსა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის უმაღლესი ლიგის ადგილისთვის მატჩში გამარჯვება ზუგდიდელებმა იზეიმეს. უმაღლესი ლიგის განვლილი სეზონის მეთოთხმეტეადგილოსანმა პირველი ლიგის მესამეადგილოსანი ანგარიშით 2:1 დაამარცხა

29-ე წუთზე ხობელები ზურაბ ჭანტურიძის გოლით დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის ბოლოს კი წონასწორობა ლევან წურწუმიამ აღადგინა. მეორე ტაიმის მეექვსე წუთზე „ზუგდიდი“ გურამ სამუშიას გოლით დაწინაურდა. სათქმელია, რომ 52-ე წუთზე გოლის ავტორმა ყვითელი ბარათი მიიღო, ექვს წუთში კი მეორე ყვითელითაც „დასაჩუქრდა“. ზუგდიდელები კაცნაკლულნი 74-ე წუთამდე იყვნენ, რის შემდეგ „კოლხეთის“ რიგებიდან ასევე მეორე ყვითელი გიგა წურწუმიამ მიიღო.

ამ გამარჯვებით „ზუგდიდმა“ შემდეგ სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

„ზუგდიდი“ – „კოლხეთი“ (ხობი) 2:1
გოლები: წურწუმია 45′, გურამ სამუშია 51′ – ჭანტურიძე 29′
გაფრთხილებები: თუთბერიძე 23′, გურამ სამუშია 52′, 58′, ცოტნე სამუშია 78′ – ფიფია 30′, წურწუმია 58′, 74′, ონიანი 88′
გაძევება: სამუშა 58′ – წურწუმია 74′

„დინამომ“ ბულგარეთის ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელი დაიმატა (ფოტო)

$
0
0
Dinamo Tbilisi

პლოვდივის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი სტეფან ველევი კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ბულგარული კლუბის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება.

27 წლის ნახევარმცველს ბულგარეთის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები – 2012 წლიდან 2015 წლამდე მას თავისი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

2010 წლიდან 2013 წლამდე ველევი „ბეროეს“ შემადგენლბოაში გამოდიოდა, რის შემდეგ სოფის „ლევსკიში“ გადავიდა, განვლილი სეზონის დასაწყისში კი ველევმა „ლოკომოტივის“ მაისური მოირგო, რომლის შემადგენლობაში 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

„დინამომ“ დარასელიას საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპი „ალკმაართან“ მარცხით დაასრულა

$
0
0
dinaz

თბილისის „დინამოს“ აკადემიის მინდორზე „დინამოსა“ და „ალკმაარის“ 16-წლამდელთა გუნდების ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი, ჰოლანდიური კლუბის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

წაგების მიუხედავად, „დინამომ“ ჯგუფში 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ხვალ „დინამო“ ტურნირის ნახევარფინალში „ტრაბზონსპორს“ შეხვდება. მატჩი 16:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.

„დინამოს“ პრესსამსახურის ფოტო:

„ცხინვალი“ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

$
0
0
ცხინვალი-ბოტოშანი_977496356

„ცხინვალი“ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც კლუბის პრესსამსახური იუწყება, „ცხინვალიდან“ ლევან კაკუბავა, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი ივანიშვილი და თორნიკე გორგიაშვილი წავიდნენ.

ცნობილია ამ ფეხბურთელების მომავალი კლუბებიც. კაკუბავა, ლექვთაძე და ივანიშვილი კვლავ თანაგუნდელები იქნებიან – ამჯერად ისინი საჩხერის „ჩიხურაში“ ითამაშებენ, ხოლო გორგიაშვილი კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს.

2016-2017 წწ. ლიცენზირების პროცესი დასრულდა

$
0
0
GFF

2016 წლის 31 მაისს, უეფას მიერ დადგენილი ვადის შესაბამისად, დასრულდა კლუბების ლიცენზირების მორიგი ციკლი, რომლის შედეგად ლიცენზირების კომიტეტის, ლიცენზირების აპელაციის ორგანოსა და ტრიბუნალის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლის თანახმად:

2016-2017 წწ. უეფას და 2016 წ. ეროვნული ლიცენზიები მიიღეს შემდეგმა კლუბებმა:

„დინამო თბილისი“
„სამტრედია“
„დილა“
„ჩიხურა“
„სიონი“
„ტორპედო“ (უეფას ლიცენზია – აპელაციის შედეგად)
„საბურთალო“
„ლოკომოტივი“

მათ გარდა, 2016 წ. ეროვნული ლიცენზია მიიღეს კლუბებმა:

„ცხინვალი“
„დინამო“ (ბათუმი)
„შუქურა“
„გურია“
„კოლხეთი 1913“
„ზუგდიდი“
„მერანი“
„საპოვნელა“

სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა განიხილა 20 კლუბის განაცხადი უეფასა და ეროვნულ ლიცენზიებზე. ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით ეროვნული ლიცენზია არ მიენიჭა 4 კლუბს – „გაგრას“, „ოდიშს“, “ვიტ ჯორჯიას“ და „ლიახვს“.

თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ და ცხინვალის „ლიახვმა“ ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, სააპელაციო ორგანომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და ძალაში დატოვა ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება. ეროვნული ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით, სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით კლუბებმა საფეხბურთო დავების განმხილველ დამოუკიდებელ ტრიბუნალს მიმართეს, რომელმაც მხარეთა მიერ წარდგენილი სარჩელი 27 მაისს განიხილა და ძალაში დატოვა სფფ-ის ლიცენზირების ორგანოების გადაწყვეტილება.

სფფ-ს წესდების შესაბამისად, ტრიბუნალი წარმოადგენს სფფ-ს იურისდიქციის ფარგლებში არსებულ დავებთან დაკავშირებით უმაღლეს ინსტანციას, რომლის გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სფფ-ის პრესსამსახური

ვიტალი დარასელიას თასის გამარჯვებული “ალკმაარი”გახდა (ვიდეო)

$
0
0
Alkmaar U16

დღეს დინამო არენაზე ფინალური შეხვედრით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის- ვიტალი დარასელიას სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. გათამაშების გამარჯვებული ჰოლანდიური აზ ალკმაარი გახდა, რომელმაც დაძაბულ შეხვედრაში, ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლის წყალობით დინამო თბილისი დაამარცხა. მანამდე კი თანმიმდევრობით მივყვეთ…

მე- 7 ადგილისთვის შეხვედრა ბეშიქთაშის უარის გამო არ შედგა. მიზეზი ტრავმირებული და სიცხიანი ფეხბურთელების ყოლა გახდა, რის გამოც თურქული კლუბი ვერ ახერხებდა 11 კაციანი განაცხადის შევსებას. ასე, რომ ტირასპოლის შერიფს 3:0 მოგება ჩაეთვალა და მე- 7 ადგილზე გავიდა.

მეხუთე ადგილისთვის მატჩი ლეხიასა და დინამო 2- ს შორის უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი ვლადიმერ კაკაშვილის ფეხბურთელებმა იყოჩაღეს და 5:4 აჯობეს პოლონელებს. პოლონელთა მხრიდან გოლები კასპერ ზარებამ, მარსელ სტეფანიაკმა, მატეუშ კაჩინსკიმ და ბართლომეი მერხელმა გაიტანეს. თბილისელებმა კი ხუთივე დარტყმა გამოიყენეს: გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ცერცვაძე, თორნიკე ძოწენიძე, ირაკლი აზაროვი და გიორგი გულდედავა გატანილი თერთმეტმეტრიანების ავტორები. გიორგი მამარდაშვილმა კი კონრად ვირას არ დაანება გატანა. საბოლოოდ მეხუთე ადგილი დინამო 2- ს ერგო.

ბრინჯაოს მედლებისთვის ერთამენთის პირისპირ თბილისის ლოკომოტივი და ტრაბზონსფორი წარდგნენ. თბილისელ ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ გუშინდელი დაძაბული ნახევარფინალის გავლენა და სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს სტუმრებს. ტრაბზონსფორმა ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა ლოკომოტივი. დუბლი ტაიპ ჯუმურმა შეასრულა, თითო გოლი კი სეფა აკგიუნმა და აჰმეტ სევინჩმა გაიტანეს.

ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას, რომელშიც დინამო და ალკმაარი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, დინამო არენამ უმასპინძლა. ფინალმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონზე საკამო რაოდენობის გულშემატკივარმა მოიყარა თავი. შეხვედრა კი უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. თავიდანვე ღირს იმის აღნიშვნა, რომ ფინალმა თბილისელთა სათამაშო უპირატესობით ჩაიარა, მეტოქე კი ძირითადად კონტრშეტევაზე ეთამაშებოდა მასპინძელს. პაექრობის დებიუტში დინამოელებს ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ჯერ გიორგი კუციას შორი მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი იასპერ შენდელაარმა მოიგერია, რაშიც მას ხარიხაც დაეხმარა, ხოლო შემდეგ თამაზ ბაბუნაძე ურტყავდა ახლო მანზილიდან, ბურთი კი ოდნავ აცდა სამიზნეს. ალკმაარის ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ სახიფათო შეტევა განახორციელეს და იმ მომენტში უკვე დინამოს კარი გადაარჩინა ძელმა. მეორე ნახევარში დინამოელები ბევრს ეცადნენ გოლის გატანას, მაგრამ ამაოდ, ბოლო მომენტში ხან ალკმაარის კიპერი თამაშობდა მაღალ დონეზე, ხანაც შემტევთა დარტყმას აკლდა სიზუსტე. შეხვედრის ბოლო წუთებზე, თბილისელთა კართან კუთხური დაინიშნა, ჩამოწოდებულ ბურთს ჯასტინ დე ჰაასმა თავი შეაგება და ანგარიშიც გახსნა. დინამო ვა ბანკზე წავიდა, მთელი გუნდით შეუტია, კონტრშეტევაზე ჩავარდა და ჯონ დე ბურმა მეორე გოლი გაიტანა. ამასთან ერთად შეხვედრაც დასრულდა. გაიმართა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი, სადაც თბილისელები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვნენ, ხოლო მირონ ბადუმ გამარჯვებულის კუთვნილი თასი აღმართა. მანამდე ფეხბურთელებმა პერსონალური პრიზებიც მიიღეს: საუკეთესო მოთამაშედ ჯოუი იაკობსი (აზ ალკმაარი) დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი- თამაზ ბაბუნაძე გახდა. საუკეთესო მეკარის პრიზი ალკმაარის კიპერმა- იასპერ შენდელაარმა მიიღო, ხოლო თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული სამართლიანი თამაშის პრიზი ტრაბზონსფორის კაპიტანმა აჰმეთ ჰაკან სევინჩმა ჩაიბარა.

შერიფი 3:0 (ტექნიკური მოგება) ბეშიქთაში
ლეხია 0:0 (4:5) დინამო 2
ლოკომოტივი 0:4 ტრაბზონსფორი
დინამო 0:2 აზ ალკმაარი

“დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი


პაპუნაშვილი: “ვთვლი, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდი წინ მაქვს”

$
0
0
papunashvili

ერთ-ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც იჯარით ბრემენში იმყოფებოდა და ვერდერი 2- ის რიგებში ასპარეზობდა, მშობლიურ კლუბს უბრუნდება. პაპუნაშვილს ტერფის ტრავმა აწუხებს და დინამოს სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის საქართველოს ჩემპიონს, ევრო არენაზე, პირველივე მატჩში დაეხმაროს. ეს შევსება უდავოდ გაზრდის, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამოს შანსებს.

– გერმანიაში გატარებული პერიოდი ჩემთვის წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ საკმაო გამოცდილება მივიღე. თვალნათლივ დავინახე თუ რა დამაკლდა გუნდში თავის დასამკვიდრებლად. ზუსტად ვიცი რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის წამყვან კლუბებში მოსახვედრად. თვითკრიტიკული ვარ და ამიერიდან გაათმაგებული ენერგიით და მონდომებით ვივარჯიშებ. ვთვლი, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდი წინ მაქვს და ამის დამტკიცებას დინამოს უახლოესი მატჩებიდან ვაპირებ. – განაცხადა გიორგი პაპუნაშვილმა.

– გიორგი საოცრად მოტივირებულია. მე მჯერა, მისი ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი აუცილებლად გააძლიერებს დინამოს. ის მხოლოდ 20 წლის არის და თუ ასეთი შემართებით გაარგრძელებს უთუოდ ითამაშებს ევროპული დონის ფეხბურთს. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი, მისი დროული მკურნალობა და მინდორზე დაბრუნებაა. – კლუბის ტექნიკური დირექტორი – ლევან ზუხბაია.

FCDinamo.Ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

$
0
0
GFF

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ არაღიარებული აფხაზეთის მიერ ფიფაში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მედია საშუალებით გაჟღერდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამართულ არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიმართა ფიფას და ასევე მიაწოდა ინფორმაცია ჩემპიონატის მსვლელობისას გამართულ პრესკონფერენციაზე დაგ ლარსენისა და სერგეი აზიზოვის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ. შედეგად, ფიფამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ მისი პოზიცია უცვლელია და ის ემიჯნება ე.წ. არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატს, ამასთან, ზემოთაღნიშნული პიროვნებების განცხადებების ფიფას ოფიციალურ პოზიციასთან კავშირი გამორიცხა და აღნიშნა, რომ დაგ ლარსენი და სერგეი აზიზოვი არიან ფიფაში დარეგისტრირებული მატჩის აგენტები, რომელთა განცხადებები არ არის და მათი სტატუსიდან გამომდინარე, ვერც იქნება ფიფას ოფიციალური პოზიცია.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მედიაში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა აპირებს წერილობით მიმართოს ფიფას წევრობის მოთხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წერილით მიმართა ფიფას პრეზიდენტს.

გთხოვთ, იხილოთ წერილის შინაარსი :

ფიფას პრეზიდენტს

ბატონ ჯანი ინფანტინოს

ბატონო ჯანი,

მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში, ფიფასგან და უეფასგან დამოუკიდებლად გაიმართა „ConIFA” ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაღიარებულმა სახელმწიფოებმა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა კომუნიკაცია ფიფასთან. ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც არც ფიფას და არც უეფას ეგიდით არ იმართება. ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ გვსურს დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ემიჯნება ფიფას და უეფას სამართლებრივი სივრცის საწინააღმდეგო ქმედებებს და ამასთან ერთად, წუხილს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე იმ პროცესების არსებობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მედია საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აპირებს გაწევრიანების თხოვნით მიმართოს ფიფას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოგმართავთ თხოვნით, წინამდებარე წერილში აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთადდ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფას და უეფას სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ თუ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მიმართავენ ფიფას წევრობის სტატუსის მოთხოვნით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მოახდენს სწორ სამართლებრივ რეაგირებას.

პატივისცემით,

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი

დავით მუჯირი

ბაჩო მიქავამ “ლოკომოტივი”დატოვა

$
0
0
bacho mikava

თბილისის “ლოკომოტივი” მეკარე ბაჩო მიქავამ დატოვა. 22 წლის ფეხბურთელს “რკინიგზელებთან” კონტრაქტი ამოეწურა.

მიქავა “ლოკომოტივში” 2012 წელს ჩაირიცხა, 2013-14 წლების სეზონი ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა და შემდეგ ისევ “რკინიგზელებს” დაუბრუნდა. მას საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა კარის დარაჯი.

უეფას ვიზიტი სფფ-ში (ვიდეო)

$
0
0
უეფას ვიზიტი სფფ-ში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით უეფას საგანმანათლებლო სამსახურის ხელმძღვანელი, ფრენკ ლუდოლფი იმყოფება. 9 ივნისს, უეფას მაღალჩინოსანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების შესახებ ისაუბრეს.

  • ფრენკ ლუდოლფი: „საქართველოში მწვრთნელების განვითარების პროცესმა ახალ საფეხურს მიაღწია, და სწორედ ამას უკავშირდება ჩემი და ჩემი კოლეგის, დანი რიზას აქ ყოფნა. დასრულდა უეფას პრო-ლიცენზიის პირველი კურსი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის. უმაღლესი დონის მწვრთნელების გარეშე კარგი მოთამაშეების აღზრდა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ეს ჩინებულ ინვესტიციასა და დიდ მიღწევას წარმოადგენს“.

სფფ-ის პრესსამსახური

აღმასკომმა მომავალი ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა (ვიდეო)

$
0
0
აღმასკომი

10 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატის დამტკიცება.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2016 წლის საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში 7 აგვისტოს დაიწყება. 14 გუნდი კენჭისყრის შედეგად ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება, სადაც 7-7 მათგანი ორ წრედ ითამაშებენ. ორივე ჯგუფის ბოლოადგილოსანი ქვედა ლიგაში დაქვეითდება, ხოლო ჯგუფების მეხუთე და მეექვსეადგილოსნები ჯვარედინად დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-აუტში გაარკვევენ მომავალი სეზონის უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელს.
პლეი-ოფი გაარკვევს უეფას თასის მონაწილეთა ვინაობასაც: მეორე და მესამეადგილოსნები ასევე ჯვარედინი დაწყვილებით გამოავლენენ საუკეთესოებს, რომლებიც ნეიტრალურ მოედანზე ბრინჯაოსთვის ითამაშებენ. ხოლო ჩემპიონის ვინაობა ჯგუფების გამარჯვებულთა შორის შინ და სტუმრად მატჩებში გაირკვევა.

ცვლილება შევა დებულებაში კიდევ ორ საკითხზე: ძირითად შემადგენლობაში ორი 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელის შეყვანის აუცილებლობა მოიხსნება, ხოლო უფასოდ დასარეგისტრირებელ ლეგიონერთა რაოდენობა გაიზრდება – ამიერიდან კლუბებს შეეძლებათ, სამი ლეგიონერის ნაცვლად ხუთი შეიყვანონ განაცხადში სარეგისტრაციო გადასახადის გარეშე, ოღონდ მათგან, სულ მცირე ორს, 2014 წლის პირველი იანვრის შემდეგ ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ნათამაშევი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში.

პირველ ლიგაში 18 გუნდი ორ 9-9 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდება. ბოლოს სამ ადგილზე გასული ექვსივე გუნდი ავტომატურად დატოვებს პირველ ლიგას.

ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო მოიპოვებს რანგით მეორე ლიგაში თამაშის უფლებას, რომელთაც დაემატება უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებული ოთხი გუნდი. დარჩენილი ორი გუნდის ვინაობას გამოარკვევს პირველი ლიგის ქვეჯგუფებში მესამე-მეექვსე ადგილზე გასულთა პლეი-აუტი. ერთი ქვეჯგუფის მესამე გუნდი საპირისპირო ქვეჯგუფის მეექვსეს, მეოთხე კი მეხუთეს ორმატჩიან დაპირისპირებაში გაეჯიბრება. ოთხი გამარჯვებული ნახევარფინალურ წყვილებში გამოავლენს, თუ ვინ მოიპოვებს პრო2 ლიგაში თამაშის უფლებას და ვინ ითამაშებს ეროვნულ ლიგა 1-ში.

საქართველოს თასის 2016 წლის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ უმაღლესი და პირველი ლიგის 32 გუნდი. ყველა რაუნდში გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველ ეტაპზე პირველი ლიგის 8 დაბალრეიტინგიანი გუნდი გამოავლენს 4 გამარჯვებულს, რომლებიც პირველი ლიგის 10 და უმაღლესი ლიგის 10 გუნდთან ერთად შეადგენენ 12 წყვილს. მერვედფინალიდან კი მათ ევროთასების მონაწილე ოთხეული დაემატება.

ამას გარდა, აღმასკომმა დაამტკიცა 28 ივნისს გასამართი XXVI ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი; ასევე საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სფფ-ის წევრობა შეუჩერა საფეხბურთო კლუბ რუსთავის „მეტალურგს“, საქართველოს ფუტსალის ასოციაციას კი პირიქით – შეჩერებული წევრობა აღუდგინა.

სფფ-ის პრესსამსახური

უმაღლესი ლიგის წილისყრა

$
0
0
download

13 ივნისს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვეჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა გაიმართა. გუნდები ორ 7-7 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ.

თეთრი ჯგუფი

ლოკომოტივი
ტორპედო
ჩიხურა
გურია
ცხინვალი
დინამო თბ
შუქურა

წითელი ჯგუფი

დილა
ზუგდიდი
დინამო ბთ
სიონი
საბურთალო
სამტრედია
კოლხეთი ფ

უმაღლესი ლიგა სტარტს 7 აგვისტოს აიღებს. 15 აგვისტოს საქართველოს თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართება, 24 აგვისტოს კი, თასის პირველი ეტაპი დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

$
0
0
draw

13 ივნისს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა გაიმართა. თასის შესარჩევი ეტაპი 15 აგვისტოს გაიმართება, 24 აგვისტოს კი, პირველი ეტაპი აიღებს სტარტს.

შესარჩევი ეტაპი

  • ა) სქური – იმერეთი
  • ბ) სულორი – რუსთავი
  • გ) ჭიათურა – მეშახტე
  • დ) გარდაბანი – მარკ სტარსი

პირველი ეტაპი

  • ბორჯომი – საპოვნელა
  • ოდიში – დ-ს გამარჯვებული
  • ა-ს გამარჯვებული – სიონი
  • სამგურალი – ტორპედო
  • კოლხეთი ხ – ცხინვალი
  • მერანი – დინამო ბთ
  • ჩხერიმელა – საბურთალო
  • ლიახვი – შუქურა
  • გაგრა – გურია
  • გ-ს გამარჯვებული – კოლხეთი ფ
  • ვიტ-ჯორჯია – ლოკომოტივი
  • ბ-ს გამარჯვებული – ზუგდიდი

სფფ-ის პრესსამსახური


გიორგი ლომაია “დინამო თბილისში”დაბრუნდა

$
0
0
Giorgi Lomaia

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი ლომაია 16 წლის შემდეგ “დინამო თბილისში” დაბრუნდა.

“პირველი პროფესიონალური კონტრაქტი “დინამოსთან” გავაფორმე და კარიერის ბოლოს სახლში დავბრუნდი. აქ შესანიშნავი გარემოა, მომზადებისთვის ბრწყინვალე პირობებია. ახალგაზრდული და ბრძოლისუნარიანი კოლექტივია. ყველანი შევეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგის სანუკვარ ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ. მე ვფიქრობ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის კარგი გუნდი უნდა გამოვიდეს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ”, – აღნიშნა ლომაიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლომაია უკანასკნელად ბაქოს “ინტერის” ღირსებას იცავდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. 36 წლის ქართველი მეკარე აზერბაიჯანულ კლუბში 2009 წლიდან თამაშობდა. ლომაია “დინამოში” 1997-1998 და 1999-2000 წლებში ასპარეზობდა.

თბილისის “დინამომ”ორი ნახევარმცველი დაიმატა

$
0
0
file

დინამო თბილისის რიგებში ბულგარელი, 27 წლის ნახევარმცველი- სტეფან ველევი და წარმოშობით მარტინიკელი, 28 წლის შემტევი ნახევარმცველი- მათიას კურიე იასპარეზებენ. ორივე ფეხბურთელმა დინამოსთან ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელის ბოლო კლუბი- ლოკომოტივ პლოვდივი გახლდათ. მანამდე კი ველევი სოფიის ლევსკის, ბეროე სტარა ზაგორას, ლიუბიმეცის და ლოკომოტივ სტარა ზაგორას რიგებში გამოდიოდა. ბულგარეთის ნაკრებში სტეფან ველევს 7 შეხვედრა აქვს გამართული. ბოლოს, ორიოდე კვირის წინ იაპონიაში გამართულ შეკრებაზე იაპონიისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზა.

მათიას კურიეს ბოლო კლუბი კი ბულგარეთის უმაღლესლიგელი- ჩერნო მორე გახლდათ, სადაც 55 ჩატარებულ შეხვედრაში, 16- ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. მანამდე კურიე ვალენსიის ჰურაკანში, ატლეტიკო ბალეარესში და ნანტის მეორე გუნდში ასპარეზობდა. მშობლიური მარტინიკის ნაკრებში კი ჩვენს ახალწვეულს 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

FCDinamo.GE

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს”მეტოქე ცნობილია

$
0
0
cats

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა.

თბილისის “დინამო” ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო მისი მეტოქე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სომხურ “ალაშკერტსა” და ანდორულ “სანტა კოლომას” შორის გამარჯვებული იქნება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 12-13 და 19-20 ივლისს გაიმართება.

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

$
0
0
13260268_1824558367765341_8500035098449427206_n

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბი – “ჩიხურა”, “დილა” და “სამტრედია” მონაწილეობს.

საჩხერის “ჩიხურას” პირველ ეტაპზე მოლდვური “ზიმბრუ” დაუპირისპირდება. გორის “დილა” სომხურ “შირაქს” შეხვდება, ხოლო “სამტრედია” აზერბაიჯანული “გაბალას” წინააღმდეგ ითამაშებს.

პირველი მატჩები 30 ივნისს, ხოლო განმეორებითი 7 ივლისს გაიმართება.

სად ჩაატარებენ ქართული კლუბები ევროპის ლიგის მატჩებს

$
0
0
GEO EUROPA LEAGUE

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბი იასპარეზებს. უკვე ცნობილია, სად და როდის ჩატარდება შეხვედრები.

პირველი მატჩები 30 ივნისს ჩატარდება:

18:00 გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი: გორის “დილა” (საქართველო) – “შირაქი” (სომხეთი)
21:00 “ზიმბრუ” (მოლდოვა) – საჩხერის “ჩიხურა” (საქართველო)
21:00 “გაბალა” (აზერბაიჯანი) – “სამტრედია” (საქართველო)

“ჩიხურა” საპასუხო მატჩს 5 ივლისს, “სამტრედია” კი 7 ივლისს გამართავს. ორივე შეხვედრა ზესტაფონში ჩატარდება.

5 ივლისი:

ზესტაფონი, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი: საჩხერის “ჩიხურა” (საქართველო) – “ზიმბრუ” (მოლდოვა)

7 ივლისი:

ზესტაფონი, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი: “სამტრედია” (საქართველო) – “გაბალა” (აზერბაიჯანი)
“შირაქი” (სომხეთი) – გორის “დილა” (საქართველო)

Viewing all 5622 articles
Browse latest View live