Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

„დინამოს“ გენერალური დირექტორი: „დღევანდელი დღე ჩვენი ფეხბურთისთვის იყო უკან გადადგმული ნაბიჯი“

$
0
0
Khutsishvili

თბილისის „დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა „სამტრედიასთან“ გასვლაზე ანგარიშით 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ შეხვედრის მთავარი მსაჯი არსენ ნონიკაშვილი გააკრიტიკა. აღნიშნულ განცხადებას თბილისის „დინამოს“ ოფიციალური ვებსაიტი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელი მატჩის მოვლენებს. ის რაც დღეს სამტრედიაში მატჩამდე, უშუალოდ მატჩის დროს და შემდეგ ხდებოდა, არის ქართული ფეხბურთისთვის დამღუპველი.

ჩვენ აქამდე არასდროს სამსაჯო კორპუსის ქმედებებზე კომენტარი არ გაგვიკეთებია, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში მსაჯის მოქმედებას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ზღვარგადასული. არსენ ნონიკაშვილს თამაშის სადავეები დასაწყისიდანვე გაექცა ხელიდან, რამაც შექმნა უსიამოვნო ემოციური ფონი და შემდეგ ეს უარყოფითი მუხტი უშუალოდ მოედანზე და ტრიბუნების მოქმედებაზეც აისახა.

დღევნდელი დღე ჩვენი ფეხბურთისთვის იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და იმედია მსგავს შემთხვევებს შემდგომში ადგილი არ ექნება. მეტოქეს კი ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ინამოს“ ოფიციალური საიტის სურათი:


სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა მოინახულა

$
0
0
Zugdidi stadium

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე სამუშაო ვიზიტით ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მოინახულა. ახალი არენა, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის ენგურ ქაღლდ კომბინატის ტერიტორიაზე, უეფას სტანდარტების III კატეგორიას უპასუხებს და 7233 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტის თანახმად, სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგების და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. სტადიონს ასევე ექნება სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სათადარიგო სტადიონი სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო – ხელოვნურით.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ზუგდიდში უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი გვექნება. ეს ნიშნავს, რომ რეგიონებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა ხდება და, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონები გახდეს აქტიური. ამისთვის, ფეხბურთის ფედერაცია არაერთ ახალ პროექტზე და მიმართულებაზე მუშაობს“, – კახა ჭუმბურიძე.

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება და პროექტის ღირებულება 16 მლნ ლარია.

სფფ-ის პრესსამსახური

„ლოკომოტივი“ –„დილა“ (ფოტომიმოხილვა)

„გურიამ“ Sarbieli.ge-ს განცხადებას უპასუხა

$
0
0
FC Guria

საფეხბურთო კლუბი „გურია“ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე Sarbieli.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც „გურია“ – „ჩიხურას“ მატჩის შესაძლო გარიგებაზე ეწერა. ხსენებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს, ინტერნეტგამოცემა „სარბიელი.გე“ ლანჩხუთის „გურიასთან“ დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციებს, რომელიც მხოლოდ ვარაუდებს შეიცავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული გამოცემა აწარმოებს „გურიას“ რეპუტაციის შელახვას. გადაუმოწმებელი ვარაუდების გავრცელება, ვფიქრობთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ვაღიარებთ აზრის გამოხატვის სრულ თავისუფლებას და იმას, რომ ჟურნალისტს სრული უფლება აქვს, ჰქონდეს თავისი ვარაუდები, ამიტომაც არც გამოვხმაურებივართ არც ერთ ასეთ უსაფუძვლო განცხადებას.
თუმც საჩხერის „ჩიხურასთან“ მატჩის წინ აღნიშნულმა გამოცემამ უკვე „ფაქტებით“ გამოაქვეყნა წერილი სკანდალური სათაურით: გურია–ჩიხურა, ანუ გადახდა უნდა ვალსაო. „სარბიელი.გე“ წერს, რომ ორი წლის წინ, 2014 წლის 17 მაისს, „გურიამ“ რომ „ჩიხურას“ 3:2 მოუგო, ამ თამაშის შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული. როგორც გამოცემა მიანიშნებს, იმერლებს ევროსაგზური განაღდებული ჰქონდათ, ხოლო გურულები ლიგაში დასარჩენად იბრძოდნენო. მოკლედ, ყველაფერი კარგად არის „შეფუთული“ _ „ჩიხურას“ არ სჭირდებოდა, „გურიას“ მოგება უნდოდა და ვარაუდსაც „სრული სიმყარე“ აქვს, „უეჭველად ჩააწყობდნენ“.
თანაც გამოცემა მეტი დამაჯერებლობისთვის აცხადებს, რომ თამაშამდე იყო „ჩაწყობაზე ინფორმაცია“ და ერთ–ერთი გამოცემა იმერელთა თავკაც სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა, რომელმაც თურმე ჩაწყობა კი უარყო, მაგრამ „სარბიელი.გე“–სთვის ეს „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ გამოდგა _ კი თქვა ფრუიძემ, არაო, მაგრამ „გურიამ“ მაინც მოიგოო და ლიგაში ადგილი შეინარჩუნაო. გამოცემის ლოგიკა კრიტიკას ვერ უძლებს _ „ჩიხურას“ რომ არ დაეთმო, „გურიას“ როგორ უნდა მოეგოო?
როგორც ჩანს, გამოცემისთვის მთავარია ბრალდებები წამოაყენოს და არ აინტერესებს, ეს რამდენად სიმართლეს შეესაბამება. ბოლოს და ბოლოს, 2013/14 წლების სეზონში „გურიამ“ რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვება გამოაცხო (სხვებთან ერთად, „დინამოს“, „დილას“ და მაშინ კარგად მოთამაშე „მეტალურგს“ მოუგო) და რატომ არ შეიძლებოდა, „ჩიხურასთვის“ მოეგო?
ეს რა არის, „სკანდალური“ წერილის ავტორს საერთოდ არ ჩაუხედავს 2013/14 წლების გათამაშების საბოლოო ცხრილში, სადაც „გურია“ მე–6 ადგილზე გავიდა და გასავარდნ ზონას 13 ქულით გაუსწრო! შესაბამისად, ბოლოსწინა ტურში „ჩიხურასთან“ მატჩი „გურიასთვისაც“ უმოტივაციო იყო!
პლუს, „გურია“ ზედა ექვსეულში მოხვდა და უკვე მარტში ჰქონდა განაღდებული მთავარ ლიგაში ადგილის შენარჩუნება! ესეც რომ არა, „გურიას“ ქულათა ისეთი მარაგი ჰქონდა, ქვედა ექვსეულშიც რომ მოხვედრილიყო, გავარდნის საფრთხე არ შეექმნებოდა. მეტიც, იმ სეზონში „გურია“ გარკვეული პერიოდის მანძილზე სამეულშიც იყო!
და თუ „გურიამ“ ოფიციალურად მარტში გაინაღდგა ლიგაში დარჩენა, 17 მაისს „ჩიხურასთან“ „ჩასაწყობი“ არაფერი ჰქონია და საინტერესოა, რა „დასაბრუნებელი ვალი“ ჰქონდა „გურიას“, მით უმეტეს, მოგება მასაც რომ სჭირდებოდა? არც არაფერი! მაგრამ ეს არ აინტერესებს „სარბიელი.გე“–ს და „სკანდალურ“ წერილს „სკანდალური“ სათაურით, სამწუხაროდ, ისე აქვეყნებს, გათამაშების საბოლოო ცხრილში საერთოდ არ ჩაუხედავს“, – ნათქვამია „გურიას“ განცხადებაში.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

$
0
0
GFF

27 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში, სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგი:

1. ს.კ. ზუგდიდის „ოდიშისა“ და ს.კ. ცხინვალის „ლიახვის“ მატჩისას, „ლიახვის“ შემადგენლობში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის თამაში;

2. ს.კ. თერჯოლის „საპოვნელას“ დირექტორის მირიან გეწაძის საჯარო განცხადება;

კომიტეტის წევრები გაეცნენ წარმოდგენილ მასალებს, მოისმინეს მატჩების დირექტორების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის საფუძველზე დაადგინეს:

1. ს.კ. ცხინვალის „ლიახვის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის მატჩში მონაწილეობას, შესაბამისად ს.კ. ცხინვალის „ლიახვი“ სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის თანახმად დაისაჯოს შემდეგი ფორმით: 1. გაუქმდეს მატჩის ოქმით დაფიქსირებული ანგარიში 2-1 და ს.კ. ცხინვალის „ლიახვს“ ჩაეთვალოს დანარცხება ანგარიშით 0-3. 2. ს.კ. ცხინვალის „ლიახვს“ დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით

2. ს.კ. თერჯოლის „საპოვნელას“ წარმომადგენლის, მირიან გეწაძის, მხრიდან ადგილი ჰქონდა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით დისკრედიტაციის მცდელობას და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას, შესაბამისად თერჯოლის „საპოვნელას“ დაეკისროს ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.

სფფ-ის პრესსამსახური

„საპოვნელამ“ პირველად ეროვნული ლიცენზია მიიღო

$
0
0
Sapovnela

2016/17 წლების სეზონისთვის თერჯოლის „საპოვნელამ“ ეროვნული ლიცენზია მიიღო, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებსაიტ. აღნიშნული მოვლენის შესახებ თერჯოლელებმა კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრციისგან წერილი სამ მაისს მიიღეს.

ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „საპოვნელა“ 18 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და მე-14 ადგილზე მყოფ „მერანს“ 1 ქულით ჩამორჩება. კვირას გუნდი ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრება.

ვინ მიიღო ლიცენზია და ვინ დარჩა ლიცენზიის გარეშე

$
0
0
GFF

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა ლიცენზიის მაძიებელი 20 კლუბის განაცხადი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო:

გაგრა – ლიცენზია ვერ მიიღო

გურია ლანჩხუთი – ეროვნული ლიცენზია

დილა გორი – უეფას და ეროვნული ლიცენზიები

დინამო ბათუმი – ეროვნული ლიცენზია

დინამო თბილისი – უეფას და ეროვნული ლიცენზიები

ვიტ ჯორჯია თბილისი – ლიცენზია ვერ მიიღო

ზუგდიდი – ეროვნული ლიცენზია

კოლხეთი 1913 ფოთი – ეროვნული ლიცენზია

ლიახვი ცხინვალი – ლიცენზია ვერ მიიღო

ლოკომოტივი თბილისი – უეფას და ეროვნული ლიცენზიები

მერანი მარტვილი – ეროვნული ლიცენზია

ოდიში 1919 ზუგდიდი – ლიცენზია ვერ მიიღო

საბურთალო თბილისი – უეფას და ეროვნული ლიცენზიები

სამტრედია – უეფას და ეროვნული ლიცენზიები

საპოვნელა თერჯოლა – ეროვნული ლიცენზია

სიონი ბოლნისი – უეფას და ეროვნული ლიცენზიები

ტორპედო ქუთაისი – ეროვნული ლიცენზია

შუქურა ქობულეთი – ეროვნული ლიცენზია

ჩიხურა საჩხერე – უეფას და ეროვნული ლიცენზიები

ცხინვალი – ეროვნული ლიცენზია

სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება, ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ან სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევასთან დაკავშირებით, შეიძლება გასაჩივრებულ იქნას სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანოში წერილობითი ფორმით, ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვის გზით, არაუგვიანეს 10 მაისისა.

სფფ-ის პრესსამსახური

კობიაშვილი: იმედია, გულშემატკივართა ჩართულობა გაიზრდება, რადგან ფეხბურთი მათთვისაა”

$
0
0
Levan Kobiashvili

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს იმით, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს რეგიონებში დიდი რაოდენობით გულშემატკივარი ესწრება.

“ძალიან სასიხარულო და პოზიტიურია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს რეგიონებში ამდენი გულშემატკივარი ესწრება. ვიმედოვნებ, რომ ეს ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ფეხბურთი არის გულშემატკივრებისთვის”, – წერს კობიაშვილი სოციალურ ქსელში.


ირაკლი ლილუაშვილი: “აკადემიის მიზანი რეგიონებიდან პოტენციალის მქონე მოზარდების მიღებაა”

$
0
0
Irakli Liluashvili

15-19 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ხელმძღვანელები, მწვრთნელები და ექიმები შვეიცარიაში, უეფას ეგიდით გამართულ სემინარზე იმყოფებოდნენ. სემინარზე საქართველოს გარდა წარმოდგენილი იყო მაკედონიის, სომხეთის და ბელარუსის აკადემიები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია 2015 წელს გაიხსნა. აკადემია უეფას პროექტია, რომლის მიზანია ფეხბურთელების განვითარება და ნიჭიერ მოთამაშეებად ჩამოყალიბება. უეფა ამ პროექტს ოთხ ქვეყანაში ახორციელებს: მაკედონიაში, სომხეთში, ბელარუსიაში და საქართველოში. პროექტი მოიცავს ორი ასაკობრივი გუნდის მომზადებას – 14 წლამდელთა და 15 წლამდელთა. თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით, ამ ორ ასაკობრივ გუნდს კიდევ ერთი ასაკი, 16 წლამდელთა გუნდი დაემატა.

ამ დროისთვის აკადემიაში სულ 66 ბავშვი ირიცხება. მათ სამწვრთნელო მომზადებაზე შემდეგი გუნდი ზრუნავს: 2000 წლიანების მთავარი მწვრთნელი არის გიორგი მიქაძე, 2001 წლიანების – გიორგი ნემსაძე და მას გიორგი ხიზანიშვილი ეხმარება, ხოლო 2002 წლიანებთან პაატა მეტრეველი მუშაობს. ფიზიკური მომზადების მწვრთნელები არიან ბონდო გოცირიძე და შვეიცარიელი ტომას რიჩარდი.

ირაკლი ლილუაშვილი, სფფ-ს აკადემიის დირექტორი:

შვეიცარიაში სემინარი ჩაგვიტარა პიერ-ლუიჯი კოლინამ, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, ჩელსის და პსჟ აკადემის ხელმძღვანელმაც ჩაატარეს სემინარი. გაგვაცნეს ის ხედვა, თუ რა ხედვით მიმდინარეობს მუშაობა აკადემიებში, თუ რა პრიორიტეტები ენიჭება და რას აქცევენ ყურადღებას და ზოგადად როგორ მუშაობენ, თუ რა ამოცანას ისახავენ, რაც ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო. ასევე სემინარი ჩაგვიტარა ვამევალ ტესტის შემქმნელმა და გვაჩვენა ბევრი დეტალი ამ ტესტირების შესახებ. სემინარის მონაწილეებს წარმოგვიდგინეს ის ყველაფერი, რასაც მოიცავს ვამევალის ტესტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ფიზ-მომზადების მწვრთნელებისთვის. ასევე საუბარი იყო ანტი დოპინგის შესახებ, ესეც ჩვენი ექიმებისთვის მნიშვნელოვანი იყო. მთლიანობაში, ეს სემინარი იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ მივიღეთ ბევრი ახალი ინფორმაცია.

ამის შემდეგ, იმ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები, სადაც უეფა ამ პროექტს ახორციელებს, ერთმანეთს და უეფას წარმომადგენელს ვაცნობებდით ჩვენი აკადემიის შესახებ ინფორმაციას. ასევე ვისაუბრეთ და დაიგეგმა ტურნირი მაკედონიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს სომხეთი, ბელარუსია, საქართველო და მაკედონია.

ასევე დავესწარით UEFA Youth League U-19 ანუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალებს და ფინალს, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ჩელსი-ანდერლეხტი და პსჟ-რეალ მადრიდი. ჩვენ შეგვხვდა „პსჟ“-ს ანალიზის გაკეთება, რომელმაც ფინალში „ჩელსისთან“ 1:2 წააგო და მართლაც, ვნახეთ თამაში, სადაც თვალსაჩინო იყო მათი ფიზიკური მომზადება და სწორი, ტაქტიკური გამართული თამაში.

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესები აკადემიაში?

ბაზაზე ფეხბურთელები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით რჩებიან. პარასკევს თამაშის შემდეგ ვუშვებთ სახლებში. უეფას რეკომენდაციაა, რომ ორი დღე ბავშვებმა ოჯახში უნდა გაატარონ. მინდა აღვნიშნო, რომ აკადემიაში არსებულ 2 ასაკობრივ გუნდს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით კიდევ ერთი ასაკი, 16 წლამდელთა გუნდი დაემატა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ 15 წლის ფეხბურთელებს უჩნდებათ შანსი კიდევ ერთი წელი გაატარონ სფფ-ს აკადემიაში და მათი ჩამოყალიბების პროცესი იქნას გახანგრძლივებული. ეს კი საშუალებას იძლევა მათმა მომავალმა კლუბებმა შედარებით მზა პროდუქტი მიიღონ. უფროსი ასაკობრივი ჯგუფის დამატების ინიციატივა და შემდგომ ამის განხორცილება მოწონებული იქნა უეფას ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების სამსახურის მიერ .

ის ტალანტი ფეხბურთელები, რომლებიც რეგიონებში არიან და ვისაც საშუალება არ აქვთ, ვიწვევთ აკადემიაში, რადგან ჩვენთან არის საცხოვრებელი, კვება, სკოლა, ექიმები, დიდი ყურადღება ექცევა ფიზ-მომზადებას. ეს არის მიზანი, რომ ასეთი ფეხბურთელები ავიყვანოთ და გავზარდოთ. გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს გუნდებს.

რომელიმე სკოლასთან მემორანდუმი ხომ არ არის დადებული, სადაც ეს ბავშვები სწავლობენ?

განათლების სამინისტროსთან გვაქვს შეთანხმება და ბაზასთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლაში სწავლობენ. დილით ავტობუსს მიჰყავს ფეხბურთელები, მიდიან სკოლაში, სადაც კლასებში ჩვეულებრივ ნაწილდებიან – არ არის სპეციალურად ამ ბავშვებისთვის გამოყოფილი კლასი, ჩვეულებრივ სხვა ბავშვებთან ერთად სწავლობენ. სკოლის შემდეგ, როდესაც ბრუნდებიან, სადილობენ. გვყავს რეპეტიტორები დაქირავებული, რომლებიც ეხმარებიან სწავლაში. ასევე უცხო ენებზე კეთდება აქცენტი.

სწავლის შემდეგ გადიან სავარჯიშოდ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ აქვთ ვახშამი და თავისუფალი დრო, სადაც ერთვება თეორია, მწვრთნელთან დისკუსია, გასაუბრებები როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.

შედეგი თუ არის უკვე და თუ წავიდა აკადემიიდან რომელიმე ფეხბურთელი სხვა გუნდში?

ამ წელიწადნახევრის შედეგად შედეგი გვაქვს. 2000 წლიანებიდან რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც ამ პროექტის დასრულება უწევთ, კაკაბაძე ლუკა, არჩვაძე სერგი, ანდრიაძე გიორგი და მორჩილაძე ზურა, გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე „ლოკომოტივში“. ასევე 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელი, ჩარკვიანი ვახო საქართველოში ყველაზე წარმატებულმა თბილისის „დინამოს“ აკადემიამ წაიყვანა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი იმყოფება „დინამოს“ და სხვა აკადემიების თვალთახედვაში.

ასევე აღსანიშნავი ფაქტია 16 წლამდელთა ნაკრები, რომელიც ბულგარეთში განვითარების ტურნირზეა წასული. ნაკრებთან ერთად იმყოფება ჩვენი 15 წლის ფეხბურთელი, გიორგი გულიაშვილი.

ორიოდე სიტყვით მინდა სელექციაზეც ვთქვა. 2003 წლიანებში ზაფხულში სელექციას ვატარებთ. 2003 წელს დაბადებული ნიჭიერი ფეხბურთელები უკვე გუნდებში არიან გადანაწილებულნი. ჩვენ რეგიონებში, გუნდებში ვეძებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ ამ აკადემიებში. სწორედ ამ ბავშვებით გავდივართ ფონს. რა ფონზეა საუბარი – ჩვენ ერთი წლით დიდ ასაკის ბავშვთა საფეხბურთო ელიტ ლიგაში გამოვდივართ და საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ, სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ.

სფფ-ს აკადემია დამატებითი შანსია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც გარკვეულ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილეს წარმატებული აკადემიების მოთხოვნები. იყო და არის შემთხვევები, როცა ზემოთხსნებული ფეხბურთელები აკადემიაში ჩარიცხვიდან მოკლე ვადებში კვლავ გახდნენ საინტერესო ფეხბურთელები უმაღლესი ლიგის კლუბების აკადემიებისთვის. ამასთანავე, აკადემიის ასაკობრივი გუნდები ტურნირებზე, რომლებზეც მონაწილეობენ, კონკურენტუნარიანები არიან და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციებს იკავებენ, რაც ცხადყოფს აკადემიის კომპლექსური მიდგომის (სამწვრთნელო მეთოდები, სამედიცინო უზრუნველყოფის მაღალი ხარისხი, ჯანსაღი კვება, ფიზმომზადების სპეციალური კურსები, ფეხბურთელების ერთად ცხოვრება) მნიშვნელობას მოზარდი ფეხბურთელების მომზადება-განვითარებაში.

არ ვამბობ, რომ ჩვენი აკადემია სრულყოფილია. ყველა ასაკში არ გვყავს ფეხბურთელები, მაგრამ ვინც გვყავს, მათთვის სრულყოფილად სრულდება ყველაფერი, რათა განვითარდნენ. საქართველოში ასეთი პრეცენდენტი არ არის, რომ მთლიანი გუნდი ერთად ცხოვრობდეს. დღეს თბილისის „დინამოს“ აკადემია ყელაზე პრესტიჟულად ითვლება. თუმცა, იქაც კი არ არის, რომ მთლიანად გუნდი ერთად ცხოვრობდეს.

სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ეს აკადემია გვავალდებულებს, რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც არიან რეგიონებში და არ მიეცათ განვითარების შანსი, სწორედ მათთვის იყოს აკადემია, რათა აქ მოხვდნენ პოტენციალის მქონე მოზარდები. ჩვენი მიზანია ჩვენ ავიყვანოთ და სრულყოფილად განვითარდნენ.

აღასანიშნავია, რომ ფეხბურთის ფედერაციას გუნდი არ უნდა ჰყავდეს და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ფედერაციის გუნდი. ეს არის უეფადან ჩამოტანილი პროექტი, რომელიც უნდ გამოვიყენოთ საქართველოსთვის. ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენი ქვეყნისთვის, გუნდებისთვის უნდა გამოიყენოს სასიკეთოდ. ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან მოემზადებიან და გაივლიან აკადემიას, გუნდები წაიყვანენ და შემდეგ იქ გააგრძელებენ კარიერას.

ჩვენი მიზანია ასევე, რომ აკადემიაში გაზრდილი ბავშვები ნაკრებში მოხვდნენ. ფეხბურთელებს სულ იმას ვეუბნებით, რომ აკადემიიდან რაც შეიძლება მეტი ცოდნა წაიღონ და თავიანთი კარიერა უკვე კლუბებში ააწყონ.

ბავშვების მიღება როდის ხდება ხოლმე?

მიღებას რაც შეეხება, ყოველ 6 თვეში ერთხელ სელექციას ვაწარმოებთ. 2003 წლიანებში ერთი სასელექციო თამაში უკვე ჩატარდა. შევარჩიეთ ოცამდე ფეხბურთელი. ეს მოთამაშეები იყვნენ როგორც რეგიონიდან, ასევე თბილისიდან. რამდენიმე ფეხბურთელი უკვე შერჩეულია და მწვრთნელებს თავიანთ თვალთახედვაში ჰყავთ. ვაგრძელებთ სასელექციო კუთხით შეკრებებს. გვყავს სელექციონერები, რომლებიც დადიან თამაშებზე, ვაკვირდებით ფეხბურთელებს. შემდეგ, ამ ფეხბურთელებს ვეპატიჟებით და ჩვენთან გადიან სასელექციო შეჯიბრებებს. ბოლოს უკვე 22 ფეხბურთელს აკადემიაში ვიტოვებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს თასის ფინალი ქუთაისში ჩატარდება

$
0
0
Georgia cup final 2016

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/2016 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა ქუთაისში ჩატარდება. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სეზონის ერთ-ერთ მთავარ მატჩს ქუთაისი პირველად უმასპინძლებს. თასის ფინალური შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს გაიმართება.

ფინალურ მატჩში მონაწილე კლუბთა ვინაობა დღეს გაირკვა. საჩხერის “ჩიხურასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში “დინამომ” მეტოქე 5:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება მეორე ფინალისტს, ეს ბოლნისის “სიონი” გახლავთ, რომელმაც “ვიტ ჯორჯიას” ორი მატჩის ჯამში 5:3 მოუგო.

 

როგორ აღნიშნა ბოლნისის “სიონმა”თასის ფინალში გასვლა (ვიდეო)

$
0
0
Bolnisi Sioni celebration

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/2016 წლის სეზონის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ბოლნისის “სიონმა” “ვიტ ჯორჯია” ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც “დინამო თბილისს” შეხვდება. ფინალური მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს გაიმართება.

“სიონის” ოფიციალურმა გვერდმა ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნეს ბოლნისელებმა ფინალში გასვლა.

ბელგრადის “პარტიზანს”გიორგი ქვილითაიას შეძენა სურს

$
0
0
kvilitaia

სერბეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ბელგრადის “პარტიზანს” თბილისის “დინამოს” თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შეძენა სურს.

როგორც Fanebi.Com-ს სერბეთიდან შეატყობინეს, “პარტიზანი” 22 წლის ქართველ ფეხბურთელს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. ასევე, გავიგეთ, რომ სერბული კლუბი ქვილითაიაში 400 000 ევროს გადახდას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი “პარტიზანში” გადავა და შემდეგ ის სხვა რომელიმე კლუბში გაიყიდება, “დინამო” ტრანსფერში გადახდილი თანხის 20 პროცენტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიმ კარიერა თბილისის “სასკოში” დაიწყო, საიდანაც 2013 წელს უნგრულ “დიორში” გადაბარგდა. ამის შემდეგ, გიორგი საქართველოში დაბრუნდა და გორის “დილას” მაისური მოირგო, თბილისის “დინამოში” კი 2015 წელს ჩაირიცხა.

ქვილითაიამ, საქართველოს უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 20 გოლის გატანა შეძლო. რამდენიმე კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისით თურქული “ტრაბზონსპორიცაა” დაინტერესებული.

აპელაციის ორგანოს ოთხმა კლუბმა მიმართა

$
0
0
GFF

სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა 10 მაისს ოფიციალურად ამოიწურა. საჩივარი გადაწყვეტილებაზე აპელაციის ორგანოში ოთხმა კლუბმა შეიტანა: ქუთაისის „ტორპედომ“ (უეფას ლიცენზიასთან დაკავშირებით), მარტვილის „მერანმა“ (სანქცირებად კრიტერიუმებთან დაკავშირებით), თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ და ცხინვალის „ლიახვმა“ (ორივე კლუბმა ეროვნულ ლიცენზიასთან დაკავშირებით).
სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანო განიხილავს საჩივრებს და აპელანტ კლუბებს გადაწყვეტილებებს შეატყობინებს 17 მაისამდე.

სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ვიზიტი კახეთში

$
0
0
სფფ კახეთში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ პირველი ვიცე-პრეზიდენტის, კახა ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით კახეთის რეგიონი მოიარა. ფედერაციის წარმომადგენლები თელავს, ყვარელს და ჭაბუკიანს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერეს როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სტადიონები და მოედნები, ასევე „ჰერეთის“ ახალაშენებული სპორტული კომპლექსი ჭაბუკიანში.

კახა ჭუმბურიძე შეხვდა ადგილობრივი კლუბებისა თუ საფეხბურთო სკოლების ხელმძღვანელებს, დეტალურად გააცნო ფედერაციის სამომავლო გეგმები და რეგიონული ფეხბურთის განსავითარებლად აუცილებელი სამუშაოების ჩასატარებელი რეკომენდაციებიც მისცა.

დელეგაციაში ასევე შედიოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა, რეგიონული ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი და ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელი გია გეგუჩაძე.

დღეს უკვე კახეთს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი ეწვია, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება და დაეხმარება ადგილობრივებს სამომავლო პროექტების შესადგენ პროცესებში.

სფფ-ის პრესსამსახური

გიორგი კუხიანიძემ თბილისის “ლოკომოტივს”ბრწყინვალე პენალტი გაუტანა (ვიდეო)

$
0
0
cats

13 მაისს, საქართველოს უმაღლესი ლიგის 29-ე ტურში, თბილისის “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 56-ე წუთზე სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანი ბრწყინვალედ შეასრულა.


საქართველოს თასის ფინალს ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრება

$
0
0
Georgia cup final 2016

18 მაისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი შედგება. ტიტულისთვის ერთმანეთს “დინამო თბილისი” და ბოლნისის “სიონი” შეეცილებიან.

შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს.

ფინალურ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.

ბოლო ვარჯიშები თასის ფინალამდე

$
0
0
Georgia cup final 2016

17 მაისს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალისტებმა მატჩის წინა ბოლო ვარჯიშები გამართეს. 19:00 საათზე მოედანზე პირველი თბილისის „დინამო“ გამოჩნდა. დედაქალაქელთა ვარჯიშმა ერთ საათს გასტანა. გუნდი საბრძოლო განწყობაზეა და ვარჯიშმაც ხალისიან გარემოში ჩაიარა.

საქართველოს ჩემპიონების შემდეგ მოედანზე ბოლნისის „სიონი“ გამოვიდა. მეტოქის დარად ბოლნისელებიც საბრძოლო განწყობაზე არიან, რაც მათმა მთავარმა მწვრთნელმა, არმაზ ჯელაძემ ოფიციალურ კომენტარშიც დაადასტურა.

იურაი იარაბეკი: “ყველანი საინტერესო და დაძაბულ შეხვედრას ველოდებით. ვფიქრობ, ბევრი გულშემატკივარი მოვა, როგორც ჩვენი, ისე მოწინააღმდეგე გუნდის მხარდასაჭერად. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ სტადიონზე კარგი გარემო იქნება. სასიამოვნოა, რომ მატჩს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება”.

არმაზ ჯელაძე: “მივესალმები ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოს თასის ფინალის ქუთაისში გამართვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბოლნისის „სიონს“, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია თასის ფინალში წარმატებული ასპარეზობა”.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18 მაისს 19:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

„დინამომ“ საქართველოს თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო

$
0
0
ჭანტურიშვილი

ქუთაისში „დინამოსა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის საქართველოს თასის ფინალური მატჩი „დინამოელთა“ გამარჯვებით, 1:0  დასრულდა.

ერთადერთ გოლი შეხვედრის 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა.

ამით „დინამომ“ თავის ისტორიაში საქართველოს თასი მეცამეტედ მოიგო და მეათე „ოქროს დუბლი“ შეასრულა. გარდა ამისა, თბილისელები ამ ტიტულს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლნენ.

„დინამო“ – „სიონი“ 1:0
გოლი: ჭანტურიშვილი 29′
გაფრთხილება: კაკაბაძე 49′, იაშვილი 54′, ამისულაშვილი 63′, გელაშვილი 90′, ჯიღაური 90′ – სვანიძე 19′, გორბელიძე 65′
გაძევება: გორბელიძე 90′

 

სფფ-ში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა (ვიდეო)

$
0
0
Levan Kobiashvili

20 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ქედის ბეთლემის მოთამაშეებს: ლევან ბეკტაშევს, კარენ მაკარიანს, თემურ ხარებავასა და არჩილ ბაჯელიძეს, ასევე მწვრთნელის ასისტენტს რომალ ქობულაძეს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა, ხოლო ქედის „ბეთლემი“ მოიხსნა მიმდინარე გათამაშებიდან, დაქვეითდა დაბალ დივიზიონში და დაჯარიმდა 50 000 ლარით.

სფფ-ის პრესსამსახური

ეროვნული ჩემპიონატი: პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება

$
0
0
GFF

დღეს, 21 მაისს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო ტური გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გუშინდელი გადაწყვეტილების თანახმად, ჩემპიონატიდან მოხსნილ ქედის „ბეთლემს“ წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩში წაგება 0:3 ჩაეთვლება, დანარჩენი 8 წყვილი კი ასეთია:

გაგრა – ვიტ ჯორჯია
ბორჯომი – მაჭახელა
ჩხერიმელა – ოდიში 1919
სქური – რუსთავი
იმერეთი – ლიახვი
კოლხეთი ხობი – სამეგრელო
მეშახტე – ალგეთი
მერცხალი – ჭიათურა

პირველი ლიგიდან გავარდნილებისა და პირველ-მეორე ადგილებზე გამსვლელთა გარდა, ბოლო ტურში გაირკვევა პლეი-ოფის საგზურის მფლობელი მესამეადგილოსნის ვინაობაც. შეგახსენებთ, რომ დებულების თანახმად, პირველ ლიგაში მესამე ადგილზე გასული გუნდი გადათამაშებაში უმაღლესი ლიგის მე-14 ადგილზე გასულს შეხვდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

Viewing all 5622 articles
Browse latest View live