Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

ბათუმის ”დინამომ” სერბი შემტევი დაიმატა

$
0
0
Lazar

26 წლის სერბი გარემარბი/თავდამსხმელი ლაზარ მარიანოვიჩი ბათუმის ”დინამოს” ფეხბურთელია. მარიანოვიჩი ზღვისპირელებს თუქრულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა.

აღნიშნულ ინფორმაციას ”დინამოს” ოფიციალური ვებგვერდიც ადასტურებს. ბოლოს, სერბი შემტევი ბოსნიულ ”გორიცაში” თამაშობდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში 3 გოლის გატანაც მოახერხა.

ლაზარ მარიანოვიჩი – 08.09.1989

პოზიცია: გარემარბი / თავდამსხმელი

სიმაღლე: 1.88 სმ.

საფეხბურთო კარიერა:

(ჩემპიონატი)

2010-11 – :ლეოტარი“, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 26 მატჩი, 3 გოლი.

2011-13 – ”ჟრინსკი“, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 46 მატჩი, 10 გოლი.

2013-14 – ’’რადნიჩკი“ სერბეთი – 2 მატჩი (ტრავმის გამო პირველი წრე ნაადრევად დაასრულა)

2013 -15 – ’’დიოშგიორივტკ“, უნგრეთი – 27 მატჩი, 5 გოლი.

2015-16 – ”ბორაცი“, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 23 მატჩი, 3 გოლი.

სულ: 124 მატჩი, 21 გოლი

(თასი)

2012 – 13 ”ჟრინსკი“, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 1 მატჩი, 1 გოლი

2013 -15 – :”დიოშგიორივტკ“, უნგრეთი – 11 მატჩი, 1 გოლი

2015-16 – ”ბორაცი“, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 2 მატჩი, 1 გოლი

სულ: 14 მატჩი, 3 გოლი

ევროპის ლიგა

2014-15 ”დიოშგიორივტკ“ – 5 მატჩი, 1 გოლი.

 


საჩხერის ”ჩიხურა” ლაშა გვალიათი და თორნიკე გორგიაშვილით გაძლიერდა

$
0
0
2016-07-20_174053

საჩხერის “ჩიხურას” მომდევნო სეზონიდან ლაშა გვალია და თორნიკე გორგიაშვილი გააძლიერებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ”ჩიხურას” ოფიციალური ვებგვერდიც ადასტურებს. თორნიკემ ოფიცალურად გააფორმა კონტრაქტი კლუბთან 2017 წლის დასასრულამდე, ის ბოლოს “სამტრედიის” ღირსებას იცავდა, მანამდე “ცხინვალშიც” გამოდიოდა და საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატში.

ლაშა გვალიამ “ჩიხურასთან” ხელშეკრულება 2016 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა, ის გორის “დილაში” და შემდეგ ბოლნისის “სიონშიც” ასპარეზობდა.

“ჩიხურას”ახალწვეული: “რუსეთიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ…”

$
0
0
gvalia11

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საჩხერის “ჩიხურას” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა. ამჯერად იმერული გუნდის რიგებში 24 წლის მოთამაშე, ლაშა გვალია ჩაირიცხა. ნახევარმცველი აქამდე “სიონის” ღირსებას იცავდა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა გვალიას და მას ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“პირველ რიგში, მადლობა ყველას მოლოცვისთვის. გეტყვით, რომ ამ ზაფხულზე მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან. კონკრეტულად, “მორდოვიას” ხელმძღვანელობა მთავაზობდა მათი გუნდის ფორმის მორგებას, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ტრანსფერი არ შედგა. ასეთი სახის დაბრკოლება ადრეც შემექმნა. საბოლოოდ, წამოვედი საჩხერულ გუნდში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ეროვნულ ჩემპიონატში.”

“სოსო ფრუიძემ სერიოზული კონტიგენტი შეკრიბა. ამ კლუბს ძალიან დიდი რესურსი აქვს. თითქმის, ყველა მოთამაშე გამოცდილია და შევეცდებით, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ; თუნდაც ამ მიზანს ჩემპიონობა ერქვას! ცდას არ დავაკლებთ, დანარჩენი გამოჩნდება,” – განაცხადა გვალიამ.

სფფ-ის სამუშაო ვიზიტი სამეგრელოში

$
0
0
Kakha Tchumburidze

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი გია გეგუჩაძე სამუშაო ვიზიტით სამეგრელოს რეგიონს ესტუმრნენ. ფედერაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ასევე რეგიონში არსებულ საფეხბურთო სკოლების მწვრთნელებთან.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ზუგდიდში მშენებარე თანამედროვე სტანდარტის სტადიონი, ასევე განმუხურის მოედანთან არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, საფეხბურთო აკადემიის შექმნის აუცილებლობა და ბავშვთა ფეხბურთში დაგეგმილი სიახლეები. სტუმრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვეს მათ.

სფფ-ის პრესსამსახური

ფოთის “კოლხეთმა”აზერბაიჯანის ნაკრების მცველი გაიფორმა!

$
0
0
ramaldanov12

საქართველოში ახლოვდება ეროვნული ჩემპიონატის სტარტი და ქართული გუნდები განაგრძობენ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებას.

ზემოთ ნახსენებ საქმეში გამონაკლისი არც ფოთის “კოლხეთია”. სულ ცოტა ხნის წინ, Fanebi.Com-ს მეგრული გუნდის პრეს-სამსახურმა დაუდასტურა, რომ კლუბმა კიდევ ერთი ახალი მოთამაშე შეიძინა. ამჟამად ფოთელთა რიგებში აზერბაიჯანელი მცველი, რასიმ რამალდანოვი ჩაირიცხა. 30 წლის სპორტსმენმა 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გეტყვით, რომ რამალდანოვი მთელი მისი კარიერის განმავლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშობდა. თავიდან იგი “სიმურქში”, შემდეგ “ხაზარ ლანკარანში”, ბოლოს კი “სუმქაიტში” ასპარეზობდა. რაც ყველაზე მთავარია, ნახსენები სპორტსმენი აზერბაიჯანის ნაკრების წევრია 2013 წლიდან.

ამჟამად “კოლხეთი” თურქულ შეკრებაზე იმყოფება და ხვალ ამხანაგურ შეხვედრაში “ადანადემირსპორს” დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, სწორედ იქ შედგება ახალწვეულის დებიუტი.

 

კიტეიშვილი: “არ გვეშინია იმ გუნდის, რომელიც ევროტურნირებზე ხშირად ხვდება!”

$
0
0
kiteishvili

ხვალ “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართება. თავის მატჩს გამართავს თბილისის “დინამო”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ქართული გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და ნახსენებ თამაშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ  ზაგრების “დინამო” ძალიან რთული მეტოქეა. ისინი ბოლო წლებში ხშირად თამაშობენ ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენ მათი არ გვეშინია!  გვაქვს ჩვენი თავის იმედი. გპირდებით, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. მოკლედ, არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა კოლექტივს არ აქვს.”

“რაც შეეხება ფიზიკურ ფაქტორს… ამ მხრივ არის რაღაც ტრავმები, მაგრამ გვაქვს იმის რესურსი, რომ დანაკლისი სრულიად შევავსოთ და ნახსენები პრობლემა გუნდის ასპარეზობაზე ოდნავადაც არ აისახოს.”

“მთავარი მიზანი პირველ შეხვერდაში არწაგება იქნება. ყველაფერი კი თბილისში გადაწყდება,” – განაცხადა ახალგაზრდა “დინამოელმა”.

ზლატკო კრანჩარი: “ჩვენი მიზანი გამარჯვებაა”

$
0
0
kranjcar_web_1300x600

ზაგრების “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო კრანჩარმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის “დინამოსთან” გასამართ პირველ შეხვედრაზე ისაუბრა.

59 წლის სპეციალისტის აზრით, ფავორიტი მისი გუნდია, თუმცა ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

“რთული მატჩი გველის, მაგრამ მჯერა, რომ კარგად ვითამაშებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ. ჩვენი ფანების წინაშე ვთამაშობთ და რა თქმა უნდა, მიზანი გამარჯვებაა. თბილისის “დინამოს” დიდი ტრადიცია და ისტორია აქვს. ხვალ ისევ 4-2-3-1 ტაქტიკით ვითამაშებთ, მაგრამ შეხვედრის მიმდინარეობისას, გადაწყობა ნებიმისერ დროს შეგვიძლია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იმოქმედებს მეტოქე.

ბოლო დღეების განმავლობაში სისწრაფესა და აგრესიულობაზე ვვარჯიშობდით, რაც თბილისელებთან შეხვედრაში დაგვეხმარება. ჩემი აზრით, ფავორიტები ჩვენ ვართ, თუმცა ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება”, – განაცხადა კრანჩარმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

უმაღლესი ლიგის კალენდარი (ფოტო)

$
0
0
20584_676662492459467_3731848098297920058_n

7 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება. ჩელე არენაზე, ბათუმის „დინამო“ სამტრედიას უმასპინძლებს.

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის და თასის ფორმატი

მომავალი ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება და 15 დეკემბერს დასრულდება. 14 გუნდი ორ, 7-7-გუნდიან ჯგუფად დაიყო.
ჩემპიონი და ევროპალიგის საგზურის ერთი მფლობელი ჯგუფების გამარჯვებულთა 2-მატჩიან ფინალურ დაპირისპირებაში გაირკვევა, ხოლო ევროპალიგის დანარჩენი ორი საგზურის პატრონი – ჯგუფებში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის პლეი-ოფითა და ეროვნული თასის გათამაშებით.

უმაღლესი ლიგიდან 4 გუნდი გავარდება. ჯგუფებში ბოლო, მე-7 ადგილზე გასული 2 გუნდი პირდაპირ დაქვეითდება, ხოლო მე-5 საფეხურზე გასულები მეორე ჯგუფის მეექვსეადგილოსნებს პლეი-ოფებში შეხვდებიან და მათ შორის 2 უიღბლოც ასევე ორი მატჩით გამოვლინდება.

რადგან 2017-18 წლების ევროგათამაშების საგზურის მფლობელები გარდამავალ ჩემპიონატში უნდა გაირკვეს, წელსვე გაიმართება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება, ოღონდ თითოეული ეტაპის გამარჯვებული 2-მატჩიან დაპირისპირებაში აღარ გაირკვევა – იქნება მხოლოდ ერთი თამაში.

თასის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველი ლიგის 8 გუნდი დაიწყებს. ამ რვიდან 4 გამარჯვებულს მე-2 ეტაპზე პირველი ლიგის დარჩენილი 10 და უმაღლესის ასევე 10 მონაწილე დაემატება, სულ 24 – ევროთასების მონაწილეთა გარდა. 1/8-ფინალიდან, წყვილებში გამარჯვებულ 12 გუნდს ევროთასების მონაწილე 4 გუნდიც დაემატება, ფინალი კი დეკემბერში გაიმართება. მაგრამ თუ თასის მფლობელი ჩემპიონიც გახდება, ფინალისტი ევროპალიგაზე ვერ გავა.

”დინამო ბათუმის” ოფიციალური ვებგვერდი


”საბურთალო” და ”საპოვნელა” ამხანაგურ მატჩს გამართავენ

$
0
0
საბურთალო-საპოვნელა_75023

27 ივლისს, თბილისის “საბურთალო” ამხანაგურად პირველი ლიგის თერჯოლის “საპოვნელას” გაეჯიბრება.

მატჩი, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” ბაზაზე ჩატარდება, 18:30 საათზე დაიწყება.

გეტყვით, რომ ”საბურთალო” ბულგარეთიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც ორი კვირის განმავლობაში შეკრებაზე იმყოფებოდა. პაბლო ფრანკო მარტინის შეგირდები 26 ივლისს საღამოს “ზესტაფონის” ბაზაზე ვარჯიშს გამართავენ.

ზაგრების “დინამო”— “დინამო თბილისი” (სტატისტიკური შედარება)

$
0
0
Dinamo Zagreb - Dinamo Tbilisi

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოსა” და “დინამო თბილისს” შორის პირველი მატჩში ჩატარდება. შეხვედრა ზაგრების “მაქსიმირის” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. მანამდე კი გთავაზობთ ამ გუნდების სტატისტიკურ შედარებას.

ზაგრების “დინამო”  სტატისტიკური შედარება  “დინამო თბილისი” 
61,05 მლნ ევრო საერთო საბაზრო ღირებულება 7,70 მლნ ევრო
25,1 გუნდის საშუალო ასაკი 26,2
15 ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 11
11 ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი 6
16 უცხოელი ფეხბურთელი 6
ანტე ჩორიჩი (7 მლნ ევრო) ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია (600 000 ევრო)

თბილისის “დინამო”ხორვატიაში დამარცხდა

$
0
0
download

დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები. საკუთარი მატჩი ჩაატარა თბილისის “დინამომ”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, “მაქსიმირზე” ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდა.

პირველი ტაიმი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სტუმრების უპირატესობით წარიმართა. სწორედ ქართველები იყვნენ ხოლმე, ძირითადად, ბურთით, მაგრამ ისინი გატანას ვერ ახერხებდნენ. ანგარიში შეხვედრაში ხორვატებმა გახსნეს: 39-ე წუთზე ჩორიჩმა ორ მცველს გადაუგდო თავზე ბურთი, რომლის სკრიბეს კარის ბადეში გახვევაც სუდანის აღარ გასჭირვებია. ზუსტად სამ წუთში, ზაგრებულმა გუნდმა ორამდე გაზარდა უპირატესობა. ფერნანდესის პასით ახლა უკვე ჩორიჩმა გაიტანა.

მეორე ნახევარში თბილისის “დინამო” აქტიურობდა და ცდილობდა, სხვაობა შეემცირებინა, თუმცა ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა და, საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა ჩვენს დედაქალაქში, “დინამო არენაზე” 2 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.

კრანჩარი: “მიუხედავად ცუდი სტარტისა, მაინც გავიმარჯვეთ”

$
0
0
kra

დღეს ზაგრებში, “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამო” ადგილობრივ “დინამოსთან” ანგარიშით 2:0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ხორვატების მწვრთნელმა, ზლატკო კრანჩარმა მედიასთან ისაუბრა.

“შეხვედრა ძალიან ცუდად დავიწყეთ. განსაკუთრებით, პირველი 15 წუთი სათანადოდ ვერ ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა მოედანზე. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს, ნელ-ნელა თამაში დავაწყვეთ და ორი გოლის გატანა შევძელით. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მატჩში.”

“მეორე ნახევარი უკეთესი გვქონდა. შევქმენით 2-3 რეალაური მომენტი, მაგრამ არ გაგვიმართლა. საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. განმეორებითი თამაშის წინ საგრძნობი უპირატესობა გვაქვს. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებსა და იმ საზოგადოებას, რომელმაც დღეს მოედნაზე ჩვენს მიმართ ტაში არ დაიშურა,” განაცხადა ხორვატების მწვრთნელმა, ზლატკო კრანჩარმა.

“ჩიხურას”და “სამტრედიას”ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა

$
0
0
rekho11

ახლოვდება სეზონი და ქართული გუნდები მართავენ ამხანაგურ შეხვედრებს, რათა ახალ ოფიციალურ მატჩებს, რაც შეიძლება, კარგ ფორმაში შეხვდნენ.

გუშინ, თბილისში, ზესტაფონის საწრთვნელ ბაზაზე საჩხერის “ჩიხურა” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე საჩხერული გუნდის ფორვარდმა, დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა. რაჟამაშვილმა 48-ე წუთზე გაათანაბრა. სულ რაღაც ოთხ წუთში კი ჯიქიას გოლით “სამტრედია” წინ გავიდა. საბოლოო ანგარიში 71-ე წუთზე დეკანოიძემ დააფიქსირა – 2:2.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატი 7 აგვისტოს აიღებს სტარტს.

”საბურთალომ” ”საპოვნელა” გაანადგურა

$
0
0
2016-07-28_142339

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ”, რომელიც ბულგარეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, 27 ივლისს ამხანაგური მატჩი პირველი ლიგის თერჯოლის “საპოვნელასთან” გამართა და მეტოქე ორნიშნა ციფრით დაამარცხა -10:0.

პირველ ნახევარში თბილისელებმა მოწინააღმდეგეს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანეს, მეორეში კი ოთხი. თითო-თითო გოლები გიორგი ხარაიშვილმა, თედორე გრიგალაშვილმა და გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანეს. მეტოქის კარი ორ-ორჯერ შეარხიეს გიორგი ბუხაიძემ და ირაკლი რუხაძემ, ხოლო ჰეთ-თრიქი ესპანელმა გარსია პენამ მიითვალა.

პირველი ტაიმი: გოშაძე, იაშვილი, კარასკო, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, სოფრომაძე, ცაცკრიალაშვილი, რუხაძე (გარსია პენა 43), მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ბუხაიძე.

მეორე ტაიმი: ქურდაძე, იაშვილი (ალთუნაშვილი 75), მარგველაშვილი, კარასკო, გრიგალაშვილი, სოფრომაძე, ჩაბრაძე, ხარაიშვილი (ნადარაია 81), გარსია პენა, ცაცკრიალაშვილი (გოშთელიანი 65), ბუხაიძე (გვარაძე 75). 

გოლები: 1:0 რუხაძე (18), 2:0 ხარაიშვილი (31), 3:0 ჩაბრაძე (33), 4:0 რუხაძე (37), 5:0 ბუხაიძე (41), 6:0 გარსია პენა (45), 7:0 გარსია პენა (48), 8:0 გრიგალაშვილი (54), 9:0 გარსია პენა (61), 10:0 ბუხაიძე (68).

გიორგი ქვილითაია ”რაპიდს” უახლოვდება

$
0
0
2016-07-26_1044371-564x288

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის შემტევი გიორგი ქვილითაია ვენის ”რაპიდს” შეუთანხმდა. ავსტრიული გუნდის სპორტული დირექტორის ანდრეას მიულერი განცხადებით, ჩვენებურსა და კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა.

”გიორგი ქვილითაიას ჩვენ უკვე შევუთანხმდით,” – განაცხადა მიულერმა ”კრონესთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გიორგიმ 29 ჩატარებულ მატჩში 24 გოლის გატანა მოახერხა.


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (29 ივლისი)

$
0
0
satransfero

მოურინიომ წასვლის უფლება “მანჩესტერის” ცხრა ფეხბურთელს მისცა

ბასტიან შვაინშტაიგერი ერთ-ერთია “მანჩესტერ იუნაიტედის” იმ ცხრა ფეხბურთელს შორის, რომელთაც ჟოზე მოურინიომ წასვლის უფლება მისცა – ეს ფეხბურთელები ან არენდის წესით უნდა გადავიდნენ სხვა კლუბში, ან მათი სრული აქციები გაიყიდება.

მოურინიოს სამომავლო გეგმებში არ შედის არც ტიმოტი ფოსუ-მენსაჰი, მიუხედავად ლუი ვან გაალის თაოსნობით ჩატარებული არაერთი შესანიშნავი მატჩისა. ანდრეა პერეირა და ჯეიმს უილსონი შესაძლოა სხვა კლუბში გაანათხოვრონ. მაშინ, როცა “მანჩესტერი” ადნან იანუზაის, უილ კინის, ტაილერ ბლეკეტისა და პედი მაკნეირის სატრანსფერო ბაზარზე გაყვანას აპირებს.

გიორგი ქვილითაია ვენის “რაპიდში”

დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია ვენის “რაპიდის” ფეხბურთელი გახდება. ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ 22 წლის შემტევთან შეთანხმებას მიაღწიეს.

მარიო მანჯუკიჩი “ვოლფსბურგში”?

შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი მალე “ვოლფსბურგში” ვიხილოთ. “ბიანკონერიმ” სულ ახლახანს “ნაპოლიდან” გონსალო იგუაინი შეიძინა, ამრიგად დიდი შანსია იმისა, რომ მანჯუკიჩი ყოფილ კლუბში გადაბარგდეს.

ხესე შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენში” გაანათხოვრონ

არ არის გამორიცხული, მადრიდის “რეალმა” ხესე “პარი სენ-ჟერმენში” გაანათხოვროს. როგორც იცით, “სამეფო კლუბის” შეტევაში დიდი კონკურენციაა, 23 წლის ფეხბურთელს კი სათამაშო პრაქტიკა ჭირდება.

მონტელას ძაძა სურს

“მილანის” მთავარ მწვრთნელს, ვიჩენცო მონტელას გუნდში “იუვენტუსის” შემტევის, სიმონე ძაძას ხილვა სურს. ამ შემთხვევაში, საუბარი იჯარაზეა. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ძაძას “ბიანკონერის” დატოვება უნდა.

ჰოლანდიაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერი: “ჰოლანდიელებზე მეტი ტალანტი გვყავს”

$
0
0
download222

საქართველოს საზღვრებს გარეთ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება. იქ დასახლებული ქართველი ახალგაზრდები გარემოს შესაბამისად იყენებენ და თავიანთ ნიჭს დიდ გასაქანს აძლევენ. ასეთ ადამიანთა რიგებში, რა თქმა უნდა, შედიან ახალაბედა ფეხბურთელები, რომლებიც უცხოური გუნდების აკადემიებში ირიცხებიან და ცდილობენ უმაღლესი დონის სპორტსმენებად ჩამოყალიბდნენ.

Fanebi.Com-ი ეძებს ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ აგორებენ ბურთს. ეს ადამიანები ქართველების უმეტესობისთვის საერთოდ არაა ნაცნობი, მათი ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ შესაძლებელია, ძალიან მალე ნებისმიერი მათგანის თამაშს ტელევიზორიდან მივადევნოთ თვალი.

ჩვენ აქტიური ძიების შემდეგ მივაგენით ჰოლანდიის რიგით მესამე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელ გიგი გურგენიძეს, რომელიც გასულ ზაფხულს ჩავიდა ევროპულ ქვეყანაში და ამსტერდამის “ჰილვერსუმში” დაიწყო თამაში. ის მხოლოდ 17 წლისაა და უკვე ნახსენები კლუბის პირველ გუნდში ასპარეზობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე, მასზე გაცილებით დიდ მოთამაშეებთან ერთად. მეტს აღარ გავაგრძელებ, მოდით მივყვეთ ინტერვიუს და ისე გავიცნოთ ეს ახალგზარდა.

– გიგი, მოგესალმები. უპირველეს ყოვლისა, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რომ გვითხრა, კონკრეტულად როდის ჩახვედი ჰოლანდიაში და რამდენი ხანია მანდ თამაშობ?

– გამარჯობა. მე ზუსტად ერთი წლის წინ დავტოვე საქართველო და წამოვედი ამ ქვეყანაში. იმ ზაფხულშივე დავიწყე თამაში დედაქალაქის გუნდში, “ჰილვერსუმში”.

– სანამ უცხოურ კარიერაზე განვაგრძობდეთ საუბარს, მოკლედ რომ გვითხრა, საქართველოში რა ასაკიდან დაიწყე ფეხბურთის თამაში და რომელი გუნდების აკადემიაში იყავი?

– “შევარდენში” 7 წელი ვიყავი, ხოლო უკვე 14 წლისამ 35-ე სკოლაში ვითამაშე. იმ სეზონში მეორე ლიგაში ვიასპარეზე. ანუ, ფაქტობრივად, უკვე სამი წელია ჩემს ასაკში აღარ მითამაშია. არადა, ამ დროს ხომ ზუსტად მაგას აქვს ხიბლი…

– ანუ შენს ასაკში თამაში გირჩევნია პირველ გუნდში გამოცდილების მიღებას?

– კი, მით უმეტეს, ჰოლანდიაში. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ფიზიკურად ძალიან რთულია, გაუძლო იმ დატვირთვებს, რასაც ჩემზე 5, 10 და უფრო მეტი წლით დიდი სპორტსმენები უძლებენ. მე ნელ-ნელა შევეჩვიე და ნამდვილად აღარ მინდა ასაკობრივ გუნდში დაბრუნება.

– რომ აგვიხსნა კონკრეტულად, შენი გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონატის რომელ ლიგაში თამაშობს?

– მოკლედ, როგორც აღვნიშნე, გამოვდივარ “ჰილვერსუმში”, რომელიც ასპარეზობს ჰოლანდიის მესამე ლიგის C ზონაში.

  – “ზონის” არსი უკეთ რომ განგვიმარტო…

– ანუ, ყველა ლიგა (მეორე, მესამე…) დაყოფილია “ზონებად”: “A”, “B”, “C”… “C”-ში უფრო სუსტი გუნდები ასპარეზობენ, “B”-ში შედარებით ძლიერი და ა.შ. მაგალითად, მესამე ლიგის “C” და “B” ზონებს შორის არის პლეი-ოფები და სამ გუნდს აქვს იმის შანსი, რომ ერთით მაღალ საფეხურზე იასპარეზოს.

– როგორც ვიცი, მეორე ლიგასა და ერედივიზიონში უფრო რთული მოთხოვნებია, ასეა?

– კი, ნამდვილად ასეა. მარტივად რომ ვთქვათ, მესამე ლიგა ნახევრადპროფესიონალურია, დანარჩენი ორი კი პროფესიონალური. აქედან უფრო ზემოთა ლიგებში გადასასვლელად გუნდს სჭირდება კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება, სპონსორი, მოედანი, ბიუჯეტი, სხვა ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.

– შენ შეგიძლია, ამ მომენტში, შემოთავაზების შემთხვევაში, უფრო მაღალ ლიგაში გადახვიდე?

– მე 17 წლის ვარ და პროფესიონალური კონტრაქტის გაფორემება არ შემიძლია. უკვე გითხარით, რომ ზედა ორი საფეხური პროფესიონალურია, მე სადაც ვარ – ნახევრადპროფესიონალური. აქედან გამომდინარე, კონტრაქტის გაფორმება და, შესაბამისად, უფრო მაღალი დონის გუნდში თამაში მხოლოდ 18 წლის რომ გავხდები, მაშინ შემეძლება.

– უკვე დეტალურად განგვიმარტე ჩემპიონატის სტრუქტურა და წესები. ახლა, კონკერტულად, შენს გუნდზე გადავიდეთ. გასულ ზაფხულში ჩამოხვედი აქ. გაგიჭირდა ადაპტაცია ჰოლანდიურ ფეხბურთთან?

– კი, ძალიან ძნელი იყო. ძალიან დიდ დატვირთვას ვიღებდი. ამ მხრივ, რთული გამოდგა პირველი თვე, განსაკუთრებით. ვარჯიშის მერე მთლიანად ძალაგამოცლილი ვიყავი. რაც შეეხება თამაშებს, მწვრთნელი თავიდან 20-20 წუთი მათამაშებდა. შემდეგ, ნელ-ნელა ადაპტაცია გავიარე და მან დრო გამიზარდა.

– საბოლოო ჯამში, რამდენ შეხვედრაში მიიღე მონაწილეობა?

– სულ გუნდმა ითამაშა 28 ოფიციალური და 4 ამხანაგური. ოფიციალური 28-დან 18-ში მივიღე მონაწილეობა, რაც შეეხება ამხანაგურებს, ყველა მათგანში ვიასპარეზე. საბოლოო ჯამში, გავაკეთე 3 საგოლე გადაცემა და ერთხელ მეტოქის კარის აღება შევძელი.

– შენი აზრით, რა არის განსხვავება ქართულ და ჰოლანდიურ ფეხბურთს შორის?

– განსხვავება არის ის პირობები, რომელშიც ჰოლანდიაში მოთამაშე სპორტსმენია. ამ პირობებს კი სხვადასხვა კომპონენტი ქმნის. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა, რომელიც ნამდვილ ფეხბურთელად გაგრძნობინებს თავს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, პროფესიონალი კადრები, დაყწებული მწვრთნელებით, დამთავრებული სკაუტებით. ამ უკანასკნელის რაოდენობა თამაშებზე 30-35-ს უდრის. სწორედ პროფესიონალი კადრები ქმნიან იმ გამართულ და კომფორტულ სისტემას, რომელშიც შემდეგ დიდი  ნიჭის მქონე ახალგაზრდას აღარ უჭირს საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ნამდვილ ფეხბურთელად ჩამოყალიბება.

– ჰოლანდიაში ფეხბურთის თამაში უფასოა…

დიახ, ეს წესი ჰოლანდიურ ფეხბურთს კიდევ ერთ თვისებას სძენს – მასობრიობას. იმას ვგულსიხმობ, რომ ნებისმიერი ასაკისა და ფინანსური შესაძლებლობის ადამიანს შეუძლია, მივიდეს გუნდში და იშრომოს განვითარებისთვის. საბოლოოდ, პროფესიონალად ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ხომ ქვეყანას ან მის რომელიმე გუნდს ადგება.

– არის რამე ისეთი, რაშიც ჰოლანდიელებს ვჯობივართ?

–  თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე მთავარი რამეა ეს: ჰოლანდიელებზე გაცილებით ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის შესაბამისი პირობები სჭირდებათ.

– თუ გვყავს ტალანტები, მაშინ რამდენიმე უმაღლესი დონის ფეხბურთელი მაინც რატომ არაა საქართველოში?

– იმიტომ , რომ ის არ გვაქვს ჭარბად, რაც ჰოლანდიელ ფეხბურთელებს გააჩნიათ და რაც უკვე ვთქვი: პროფესიონალი, მიზნისკენ მიმართული ადამიანები, რომლებსაც სხვა არაფერი ინეტერესი აქვთ, გარდა იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაზარდონ. ეს, ჩემი აზრით, უმთავრესია. თუმცა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურისა და ფინანსების დეფიციტიც თავის როლს თამაშობენ.

– გასაგებია. ახლა ასე გკითხავ, ვთქვათ, ეს სისტემა გაიმართა. ყველა მწვრთნელმა თუ სკაუტმა საკუთარ საქმეზე ბოლომდე იფიქრა და მატერიალური რესურსის სიმცირესაც აღარ ვუჩივით. ქართველი ფეხბურთელის ხაისათზე რას მეტყვი? ხშირადაა, როცა ისინი აღწევენ რაღაც წარმატებას, აღარ ცდილობენ განვითარებას და კმაყოფილდებიან იმით, რაც იშოვნეს და აქვთ…

– მესმის, რასაც ამბობ. მაგრამ იცი რა?  ჰოლანდიაშიც კი არიან ეგეთები, რომლებიც თავიანთ პოტენციალს ბევრი რამის გამო ვერ ავითარებენ. თუმცა, როგორც ამ ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც არიან მშრომელები, რომლებსაც შეუძლიათ, ძალიან დიდი წარმატების მიღწევა, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მათ პირობებს შევუქმნით! ამის მაგალითი გვაქვს, ქეცბაია, მაგალითად. რა თქმა უნდა, შოთი არველაძე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ჰოლანდიაში ბევრს კერპად ჰყავს ქცეული.

– ქართულ ფეხბურთზე ვსაუბრობთ და არ შემიძლია, არ გკითხო, ახალგაზრდული ნაკრებიდან გქონდა შემოთავაზება?

– ახლაგაზრდული ნაკრებიდან მუდმივად იყო ინტერესი. ამის შესახებ სისტემატიურად მატყობინებდნენ, ბოლოს მაისურაძეს ველაპარაკე მარტის იმ ელიტრაუნდის წინ, რომელშიც სამიდან სამივე შეხვედრა წავაგეთ. საბოლოოდ, მე არ გამომიძახეს, თუმცა, არაფერია ეს ყოველივე. ყველას მიეცემა საკუთარი შანსი და სწორედ მაშინ უნდა დაამტკიცოს, რა შეუძლია.

– ბოლოს, აუცილებლად გკითხავ, შენი აზრით გარდა ნიჭისა და საჭირო პირობებისა, რა არის აუცილებელი ახალგაზრდისთვის, რომ იქცეს პროფესიონალ მოთამაშედ?

– პასუხი მარტივი და ბევრისთვის ნათელია – შრომა! არაფერია ტალანტი, თუ შრომა არ შეგიძლია და მუდმივად არ იბრძვი შენი თავის გასავითარებლად.

თბილისის “დინამო”–ზაგრების “დინამო”: მსაჯების ვინაობა ცნობილია

$
0
0
file

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი დინამო ზაგრების წინააღმდეგ გამართავს, ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე დინამოს ევროთასებზე გასამართი მე- 100 მატჩის მთავარი მსაჯი, 35 წლის- მიროსლავ ზელინკა იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- ონდრეი პელიკანი და იან პატაკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- პაველ იულინეკი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ავსტრიელი მიხაელ ზორატი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია- ჰაიმ იაკოვი ისრაელიდან.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც მიროსლავ ზელინკამ იმსაჯა 1 ივნისს, გამართული ამხანაგური მატჩი პოლონეთი 1:2 ჰოლანდიაა. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა. 2014 წლის 11 ოქტომბერს ზელინკამ შოტლანდია 1:0 საქართველო იმსაჯა, ხოლო 2013 წლის 18 ნოემბერს 19 წლამდელთა მატჩი საქართველოსა და ჰოლანდიას შორის, რომელიც ჭაბუკ ჯვაროსანთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის მიროსლავ ზელინკას მიერ განსჯილი ევრო შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
მიროსლავ ზელინკა (35 წლის)
=================================================================
უეფა ევროპა ლიგა – 18 თამაში / 86 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა ჩემპიონთა ლიგა – 2 თამაში / 8 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
ამხანაგური მატჩები – 6 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა U-17 ჩემპიონატი – 2 თამაში / 8 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფა U-19 ჩემპიონატი – 6 თამაში / 29 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა U-21 ჩემპიონატი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა ევრო საკვალიფიკაციო – 3 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
ფიფა მს/ჩ საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FCDinamo.ge

ბოლნისის “სიონმა” ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა

$
0
0
12

ბოლნისის “სიონმა” ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. არმაზ ჯელაძის გუნდმა ბოლო საკონტროლო მატჩი,  “მცხეთა პარკზე”, “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მასპინძლებმა აუტიდან ჩამოაწოდეს ბურთი, ართმევაზე კობახიძემ წესების დარღვევით ითამაშა, ხოლო სტანდარტული ღუდუშაურმა ზუსტად შეასრულა – 1:0.

ბოლნისურმა კლუბმა მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაიარა და რვა საკონტროლო მატჩი გამართა.

მცხეთა. “მცხეთა პარკი

ვიტ ჯორჯიასიონი 1:0

სიონი (პირველი ტაიმი): ნანივი – ხურცილავა, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, – სანტოსი, ჯანელიძე – ლობჯანიძე (შინდაგორიძე), კობახიძე (გიორბელიძე) – ვოლკოვი, სიხარულიძე.

მეორე ტაიმი: ნანიევი –ხურცილავა, კასრაძე, თოთაძე (ფოფხაძე), გიორბელიძე – სანტოსი, ჯანელიძე – შინდაგორიძე, ვოლკოვი (გადრანი) – სიხარუიძე (ალი), უგულავა.

იარაბეკი: “ხვალ ქვილითაია ვერ ითამაშებს”

$
0
0
kvilit

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა განაცხადა, რომ გიორგი ქვილითაია ზაგრების “დინამოსთან” განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს.

ასევე, იარაბეკის თქმით, ქართველი თავდამსხმელი ავსტრიულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის.

“გიორგი ქვილითაიას ტრავმა აქვს, ამიტომ ის ხვალ თამაშს ვერ შეძლებს. შემიძლია, გითხრათ, რომ ის ვენის “რაპიდში” სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის”, – განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.

Viewing all 5622 articles
Browse latest View live