ბექა ტუღუშმა ქუთაისის “ტორპედო” დატოვა. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელ Facebook-ში ქუთაისელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
ტუღუში ქუთაისის “ტორპედოში” 2012 წელს გადავიდა, თუმცა ამის შემდეგ სხვადასხვა კლუბებში – რუსთავის “მეტალურგში”, “ზესტაფონში” და კვიპროსულ “ეთნიკოსში” ითამაშა.
ტუღუშმა “ტორპედოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.