Quantcast
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“საბურთალომ”პოლარის სისტემა ვარჯიშზე პირველად გამოიყენა

დედაქალაქურმა “საბურთალომ” გუშინ გამართულ ვარჯიშზე პირველად გამოიყენა პოლარის ანალიტიკური სისტემა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, ლიგა-1-სა და ლიგა-2-ის უკლებლივ ყველა კლუბს საჩუქრად გადასცა.

საბურთალოელებმა პირველ ვარჯიშზე ფიზ-მომზადების ტესტი ჩააბარეს. პოლარის მოხმარებაში კი ჩვენს კლუბს ასაკობრივი ნაკრების ფიზ-მომზადების მწვრთნელები – ბონდო გოცირიძე და ირაკლი ჩიტაური დაეხმარნენ.

პოლარის სისტემის მოხმარების პრეზენტაცია ოთხშაბათს, მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ხსენებული საჩუქრისთვის.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles