
დღეს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ქუთაისის “ტორპედო” საკუთარ მოედანზე სლოვაკურ “ტრენჩინს” მიიღებს.
უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გამოვლენ გუნდები მოედანზე.
“ტორპედო“: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ხურციძე, ქიმაძე, კუხიანიძე, დოლიძე, გიგაური, ტუღუში, კაპანაძე.
“ტრენჩინი“: ჩოვანი, სკოვაისა, ზუბაირუ, კლუსტერი, ბერიძე, ლოურენსი, უბინკი, მაჰდიუი, გონგი, კლესჩიკი, მანკე.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.