
29 ივნისს, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე ქართული გუნდი დამარცხდა. ქუთაისის “ტორპედო” სლოვაკეთში “ტრენჩინთან” ანგარიშით 1:5 განადგურდა.
საჩხერის “ჩიხურამ” თბილისში ავსტრიული “ალტახი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის მე-4 წუთზე ავსტრიელთა ფეხბურთელმა, ნგვატ-მაჰოპმა გაიტანა.
ბათუმის “დინამომ” პოლონურ “იაგელონიას” ქუთაისში უმასპინძლა. საჩხერელთა მსგავსად, ბათუმელებიც ანგარიშით 0:1 დამარცხდა. “იაგელონიას” მხრიდან თავი 49-ე წუთზე შერიდანმა გამოიჩინა.
განმეორებითი მატჩები ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.