
6 ივლიის, უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” საკუთარ მოედანზე სლოვაკურ “ტრენჩინს” მასპინძლობს.
მატჩის 49-ე წუთზე “ტორპედოს” ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან შეცდომა დაუშვეს, რითაც “ტრენჩინის” ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ბერიძემ ისარგებლა და ანგარიში 2:0 გახადა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისური კლუბის ფეხბურთელებმა სლოვაკეთში ერთ-ერთი გოლი სწორედ კურიოზული შეცდომის შემდეგ გაუშვეს.