Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

„დილა“ vs „დინამო“ — გორელთა განწყობა

$
0
0

დღეს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის II ტურის მატჩები აიღებს სტარტს. ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება, სადაც ადგილობრივი „დილა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ დამდეგ ხუთშაბათს ორივე კლუბს ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩი ელის. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ორივე კლუბმა ძირითად შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელოს. გორელთა მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის თქმით, კლუბის თავდამსხმელ ირაკლი მოდებაძეს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.

„ვთვლი, რომ შანსები 50-50-ზეა. მატჩს დანაკლისით ვხვდებით. ირაკლი მოდებაძე, რომელიც ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა, ტრავმის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – განაცხადა გიორგი დევდარიანმა.

„დილას“ მცველმა ოთარ ხიზანეიშვილმა კი აღნიშნა, რომ მძიმე მატჩი იქნება, თუმცა გორელები მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

„ყველანი ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩემპიონატი ახლა დაიწყო და ყველას გვჭირდება ქულები. ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია, ყველა სერიოზულად ემზადება. „დინამოს“ სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს და ყველა მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამი ქულა ავიღოთ“, – ეს სიტყვები ოთარ ხიზანეიშვილს ეკუთვნის.

მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრას თორნიკე გვანცელაძე (სამტრედია) განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

 

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles