თურქეთში შეკრებაზე მყოფ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ახალგაზრდა მცველი, ბორისლავ ტერზიჩი შეუერთდა. სინჯებზე მყოფი 21 წლის სერბი ფეხბურთელი მარჯვენა მცველია, თუმცა თამაში დაცვის ცენტრშიც შეუძლია. 2012/13 წლების სეზონში, ტერზიჩი სერბული “დონჟი სრემის” ღირსებას იცავდა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა და ორჯერ ყვითელი ბარათი მიიღო.
ასევე, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, “ზესტაფონში” ბრაზილიელი ფეხბურთელიც ისინჯება, რომლის ვინაობაც ცნობილი მალევე გახდება.
დიტო ჭიჭინაძე
Comments