25 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, დანიურმა “ოლბორგმა” საკუთარ მოედანზე გორის “დილა” მიიღო. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი, ქართულმა კლუბმა ანგარიშით 3:0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ბევრს უტევდნენ, “დილას” გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა. გორელები მეტოქის შეტევებს სახიფათო კონტრ-შეტევებით პასუხობდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მათ სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.
“ოლბორგი” – “დილა” 0:0
“ოლბორგი”: ლარსენი, ტელანდერი, ნილსენი, ვიურცი (ტოფტი 78′), ვიჩმანი, კუსკი, ტომსენი, პედერსენი (კრისტენსენი 46′), კურტი, ფრედერიკსენი (დუე 63′), დალსგაარდი.
მთავარი მწვრთნელი: კენტ ნილსენი.
“დილა”: რევიშვილი, ხიზანეიშვილი, თომაშვილი, ღონღაძე, გურული, კობახიძე, ბოლქვაძე (ალექსიძე 82′), გვალია, აბურჯანია (დოლიძე 50′), გორელიშვილი (ალადაშვილი 53′), ილურიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
გაფრთხილებები: რევიშვილი 16′, გურული 78′, ალადაშვილი 89′.
მთავარი არბიტრი: რობერტ მალეკი.
დიტო ჭიჭინაძე
Comments