Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“ჩიხურა”ევროპის ლიგას გამოეთიშა

$
0
0

25 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვეიცარიულ “თუნს” უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 1:3 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში, “თუნმა” “ჩიხურა” 5:1 დაამარცხა – საჩხერლები ევროპის ლიგას გამოეთიშნენ.

შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, გიორგი რეხვიაშვილმა “თუნის” კარი საჯარიმო დარტყმით აიღო და ქართველებსაც მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი მიეცათ. თუმცა, “ჩიხურამ” მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლო და პირიქით – საკუთარ კარში სამი ბურთი მიიღო. 45-ე წუთზე, ვაჟა ლომაშვილმა ავტოგოლი გაიფორმა, რასაც 49-ე და 84-ე წუთებზე, ხოსეფ მარტინესისა და მარკო შნოივლის გოლები მოჰყვა.

“ჩიხურა” – “თუნი” 1:3 

 ”ჩიხურა”: სომხიშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ლომაშვილი, ოდიკაძე, დათუნაიშვილი (ქიმაძე 78′), ბეჭვაია, ჩიკვაიძე, დეკანოიძე, ჯიღაური, წინამძღვრიშვილი (დემეტრაშვილი 78′).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

“თუნი”: მოზერი, ლუტი, რეინმანი, შენკელი, სკირინცი (ფრეი 72′), ჰედიგერი, ვიტვერი, სანოგო (გასერი 60′), სადიგი, მარტინესი (შნოივლი 76′), კასიო.
მთავარი მწვრთნელი: ურს ფიშერი.

გოლები: რეხვიაშვილი 6′ – ლომაშვილი (ა.გ.) 45′, მარტინესი 49′, შნოივლი 84′.
გაფრთხილებები: რეხვიაშვილი 51′, სომხიშვილი 51′, ჩიკვაიძე 54′ – კასიო 61′, ვიტვერი 76′.
მთავარი არბიტრი: ანტე ვუჩემილოვიჩი.

დიტო ჭიჭინაძე

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles