Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“ზესტაფონში”ბრაზილიელი ნახევარმცველიც ისინჯება

$
0
0

როგორც უკვე გაუწყეთ, თურქეთში შეკრებაზე მყოფ “ზესტაფონში” სინჯებზე სერბი მარჯვენა მცველი, ბორისლავ ტერზიჩი იმყოფება. იმერული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბრაზილიელი ნახევარმცველი რენე ფერეირა დოს სანტოსიც ისინჯება.

21 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბოლოს იაპონური “კავასაკის” ღირსებას იცავდა, იქამდე კი, ალაგოას “კორინთიასში” და “გრემიოს” B გუნდში ირიცხებოდა. transfermarkt-ის ცნობით, რენე სანტოსი ექვს თვეზე მეტია, რაც უკლუბოდ იმყოფება.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დღეს “ზესტაფონში” პირველად ივარჯიშა.

დიტო ჭიჭინაძე

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles