Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

„ზესტაფონის“ ოფისში გუნდის მომავალზე იმსჯელეს

$
0
0
zesta

12 იანვარს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფისში გუნდის მომავლის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა – კლუბში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით და ამ ვითარებიდან დაღწევის გზების მოძიების თემაზე სასაუბროდ კლუბის მფლობელი ილია კოკაკია, იმერეთის მხარისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.

იმერული კლუბის მეპატრონის გარდა, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძემ, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარიამ, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რევაზ რობაქიძემ, პარლამენტის წევრმა შალვა კიკნაველიძემ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და ამავე კლუბის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.

გთავაზობთ სხვადასხვა ქართულ არხზე გასული სიუჟეტების კოლაჟს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფისში დღეს გამართული შეხვედრის მიმდინარეობისა და მონაწილეთა შეფასებების შესახებ მოგვითხრობს.

FCZestafoni.GE


დათა სიჭინავა: “მინდა, რომ “სიონს”ჩემი გოლებით დავეხმარო”

$
0
0
data sichinava

ფოთის “კოლხეთის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, დათა სიჭინავა, კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს. Fanebi.com 25 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- რა გახდა ბოლნისის “სიონში” გადასვლის მთავარი მიზეზი?

- რა თქმა უნდა ეს მთავარი მწვრთნელის ფაქტორი იყო. ამავდროულად, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა გუნდს ამბიციური გეგმები აქვს, რაც მნიშვნელოვანია.

- პირველ ეტაპზე საკმაოდ შედეგიანი იყავი. როგორ შეფასებდი პირადად შენს და გუნდის თამაშს?

- თავდამსხმელი არ ვარ და ჩემი პოზიციის გათვალისწინებით შედეგი ნორმალურია. გუნდიც საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. “კოლხეთი” ერთი ოჯახივით შეკრული კოლექტივია, რაც შედეგებზეც აისახებოდა.

- საერთო ჯამში მიმდინარე სეზონს როგორ შეფასებდი? გაამართლა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა?

- ჩემი აზრით გაამართლა. ბევრი საინტერესო გუნდი გამოჩნდა და რაც მთავარია წინასწარ ვერავინ ვერ დაგეგმავს რომელიმე გუნდთან გამარჯვებას.

- მცირე ხანს საზღვარგარეთ ითამაშე. რა არის მთავარი სხვაობა ბელარუსისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის?

- ძალიან რთული სათამაშო ჩემპიონატია. თავიდან გამიჭირდა, ვინაიდან იქ აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე და ძალისხმიერ ფეხბურთზე კეთდება. ჩვენთან კი ტექნიკა ჭარბობს.

- განსხვავება ალბათ სათამაშო დონეშიც იქნება…

- რა თქმა უნდა, მოუმზადებელი თუ ხარ ძალიან ჭირს იქ თამაში. ადაპტაციისთვის ორი თვე დამჭირდა.

- რა იქნება შენთვის დადებითი შედეგი მიმდინარე სეზონში?

- დადებით შედეგად ევროტურნირებზე გასვლა ჩაითვლება, რაც ვფიქრობ, რომ სავსებით რეალურია. “სიონმა” პირველი წრე შარშანაც ჩააგდო, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონატი კარგი შედეგით დაასრულა. მინდა, რომ “სიონს” ჩემი გოლებით დავეხმარო.

“ზუგდიდი”ნონოსს დაემშვიდობა და უკრაინელს აკვირდება

$
0
0
10473852_1506303696291302_3963065159488902239_n

ორჯერად ვარჯიშებზე გადასვლის წინ, ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, საკუთარი გუნდის მზადების მორიგი ერთკვირიანი ციკლი,  ორმხრივი ტესტ-მატჩით დაასრულა. ვიდრე, თამაშის დეტალებზე ვისაუბრებდეთ, გუნდში მიმდინარე სიახლეებს შევეხებით. ზუგდიდელებმა, მეკარე, მინდია ბობღიაშვილი და ცენტრალურ მცველი გიორგი პაჭკორია, დაიმატეს, რომლებთანაც კლუბმა კონტრაქტები უკვე გააფორმა. პაჭკორია ზუგდიდელია და საკუთარ გუნდს დუბრუნდა,  მან კი პირველი წრე „სამტრედიაში“ გაატარა. გარდა ამისა, ისინჯება უკრაინელი ლეგიონერი, თავდამსხმელი, ანდრეი ბაბროვი, რომელსაც ბესიკ შეროზიამ, დღევანდელ ორმხრივ სპარინგში,  თავის გამოჩენის საშუალება მისცა. კლუბი დაემშვიდობა კამერუნელ მეკარეს, ნონოსი ბოკ ანდრეს, რომელზეც დაკვირვებას ზუგდიდელთა თავკაცი ერთკვირაზე მეტ ხანს ახდენდა, თუმცა უცხოელმა გუნდს თავი ვერ მოაწონა. მოსაწონი, საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა ამხანაგური ორმხრივი თამაში, რომელიც უხვგოლიანობითაც გამოირჩა.

მძიმე ტრავმის შემდეგ, ერთგულ ქომაგებს ეფექტური გოლებით, თავი კვლავ შეახსენა ზუგდიდელთა გოლეადორმა ირაკლი ქობალიამ, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით მართლაც შთამბეჭდავი გოლები გაიტანა – ქობალიამ ჰეთრიკი შეასრულა.

ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ, გუნდები, ჩვეულებრივად ყვითელ მწვანეებად დაჰყო და  ანგარიში, ყვითლებიდან ავთო ენდელაძემ გახსნა. ცოტა ხანში ისევ ყვითლებმა იყოჩაღეს და აკაკი ფარჯიკიამ, ორამდე გაზარდა ანგარიში. ამის შემდეგ უკვე ირაკლი ქობალიას ჯერი დადგა და ხუთწუთიან ინტერვალში მან, დუბლით წონასწორობა აღადგინა.  ყვითლებმა კვლავ ივარგეს და პენალტი გამოიმუშავეს, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად, ისევ აკაკი ფარჯიკიამ შეასრულა. მორიგი იერიში კი მწვანეების ზუსტი დაბოლოებით დასრულდა და მწვანეებმა, ერთმანეთის მონაცვლეობით სამჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი. ლუკა გუგუჩიამ, ძლიერი დარტყმით თანაფარდობა ისევ აღადგინა. გუგუჩიას შემდეგ, კვლავ ქობალიას გოლი ვიხილეთ, ხოლო ქობალიას, ისევ გუგუჩია შეენაცვლა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში შეროზიამ ორივე გუნდში ცვლილება განახორციელა. მწვანეებმა ცოტნე სამუშიას დუბლით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს, რასაცგიორგი პაჭკორიამ კიდევ ერთი გოლი მიუმატა, ხოლო ყვითლებიდან სხვაობა დათა ქირიამ და ლაშა კუკავამ შეამცირეს, თუმცა საბოლოდ მაინც მწვანეებმა ანგარიშით 8:5 მოიგეს. ვაკო ტყემალაძემ და ლაშა ღონღაძემ მცირე ტრავმების გამო, დღეს ინდივიდულურად ივარჯიშეს. გუნდებმა მთლიანობაში ასეთი შემადგენლობით ითამაშეს.

მწვანეები: ივარდავა, მაჩაიძე, გ.პაჭკორია, მეგრელიშვილი, კობერიძე, კუტალია, ნ.ქირია, წურწუმია, გუგუჩია, ბულია, ქობალია

შეცვლა: სამუშია, ლომია, ქომეთიანი

ყვითლები: ბობღიაშვილი, რიგვავა, აკობია, კ.ახალაია, დ.ქირია, გვაზავა, ენდელაძე, ფარჯიკია, ეხვაია, კუკავა, ბაბროვი

შეცვლა: ი.ქირია, დ.პაჭკორია, თუთბერიძე

ბესიკ შეროზიამ  საახალწლოდ, ოდნავ „ამოსუნთქვის“  საშუალება მისცა ფეხბურთელებს და გუნდის შეკრება ორი დღით გადასწია. ნაცვლად ხვალინდელი დღისა, გუნდი 15 იანვარს შეიკრიბება და  ფეხბურთელების ორჯერადი ვარჯიშები, სწორედ ამ დღიდან განახლდება.

fczugdidi.ge

“მეტალურგი”მეორე ეტაპისთვის ემზადება

$
0
0
რუსთავის მეტალურგი-ბათუმის დინამო_05

რუსთავის მეტალურგმა საწვრთნელი პროცესი 4 იანვრიდან განაახლა. გუნდი ყოველდღიურ ვარჯიშებს „ფოლადის“ სტადიონზე გადის. ფინანსური პრობლემების გამო სავარაუდოდ გუნდი უცხოურ შეკრებას ვერ გაივლის. რუსთაველები საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის საკუთარ ბაზაზე მოემზადებიან. დაგეგმილია ორი ამხანაგური შეხვედრა 17 იანვარს ცხინვალის „სპარტაკის“, 24 იანვარს კი გორის „დილას“ წინააღმდეგ.

რაც შეეხება გუნდის შემადგენლობაში ამ ეტაპზე განხორციელებულ ცვლილებებს. მეტალურგში სინჯებზე სარიშვილი და სტეფნიაშვილი არიან, რომლებიც გუნდთან ერთად უკვე ერთი კვირაა ვარჯიშობენ. გასულ წრეში სარიშვილი დინამო 2-ში გამოდიოდა, სტეფნიაშვილი კი სასკოს ღირსებას იცავდა.

„მეტალურგის“ რიგები ქავთარაძემ, ალავედრაშვილმა, კაკაშვილმა და კიტეიშვილმა დატოვეს.

„მეტალურგის“ პრესამსახური

ლიბორ ჰრდლიჩკა: „დინამოს შემოთავაზებას ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი“

$
0
0
file

დინამოში 29 წლის სლოვაკი მეკარე- ლიბორ ჰრდლიჩკა ჩაირიცხა. ჰრდლიჩკას ბოლო კლუბი უკრაინული ზაპოროჟიეს მეტალურგი გახლდათ. სლოვაკი მეკარე ბრატისლავის ინტერის აღზრდილია. თამაშობდა რუჟომბეროკში, ასევე ჩეხურ ბრნოში.

ლიბორ ჰრდლიჩკა - საფეხბურთო კარიერა ბრატისლავის ინტერში დავიწყე. 9 წელი დავყავი მშობლიური ქალაქის გუნდში. ვთამაშობდი სლოვაკეთის ასაკობრივ ნაკრებებში. შემდეგ გადავედი ჩეხურ ბრნოში, თუმცა ახალგაზრდული ასაკიდან და დიდი კონკურენციიდან გამომდინარე იშვიათად მიწევდა მთავარი გუნდის კარის დაცვა. 2010- ში სლოვაკეთში დავბრუნდი და რუჟომბეროკში ორნახევარი სეზონი გავატარე მთავარ მეკარედ. ბოლო კლუბი კი ზაპოროჟიეს მეტალურგი გახლდათ. მეტალურგში ველოდებოდი ახალ კონტრაქტს, როდესაც დინამოს მხრიდან რეალური ინტერესის შესახებ შევიტყვე და ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. დინამო ხომ დიდი გუნდია და მას ყველა იცნობს ევროპაში. ნანახით აღფრთოვანებული ვარ. აქ ფეხბურთელისთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი და მოსამზადებელი პირობები ევროპული დონისაა. ვიცოდი, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები ასპარეზობენ. შემიძლია ავღნიშნო მათი საკამოდ კარგი ტექნიკური მომზადება. ვიტყოდი, რომ ჩემს ბოლო კლუბში ასე ტექნიკურად არ თამაშობენ. ჩემი მთავარი მიზანი დინამოში წარმატებულად გამოსვლაა და ყველანაირად ვეცდები გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარო. ამ ჯერზე უმთავრესია ჩემპიონობა მოვიპოვოთ, ჩემთვის ეს განსაკუთრებული გრძნობა იქნება, რადგან ტიტული ჯერ არ მომიგია.

fcdinamo.ge

“ტორპედო”ყაზახებსა და ბულგარელებსაც შეხვდება

$
0
0
collage1

მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედო“ ორკვირიანი შეკრების გასავლელად 29 იანვარს თურქეთში გაემგზავრება, სადაც, რასაკვირველია, საკონტროლო თამაშებსაც ჩაატარებს. დღეისთვის სამი მეტოქის ვინაობაა ცნობილი. როგორც უკვე გაუწყეთ, 7 თებერვალს გიორგი დარასელიას გაწვრთნილი გუნდი უნგრულ „დებრეცენს“ გაეჯიბრება. რაც შეეხება სხვა სპარინგებს: 1 თებერვალს „ტორპედო“ ყაზახეთის 2-გზის ჩემპიონ პავლოდარის „ირტიშს“ შეხვდება, 10 თებერვალს კი – ბულგარეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ პლოვდივის „ბოტევს“.

FCTorpedo.GE

პირველი წრის შეჯამება: დინამო ბათუმი

$
0
0
ვიტ ჯორჯია 2-1 დინამო ბათუმი_5-853

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი ბათუმის “დინამოზე” გვექნება.

უმაღლესში დაბრუნებულმა ზღვისპირელებმა მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი კარგად ჩაატარეს და რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრაც შესთავაზეს საკუთარ გულშემატკივრებს. მიუხედავად იმისა, რომ “დინამოს” თამაშს პირველ ეტაპზე სტაბილურობა აკლდა, ბათუმელები რამდენიმე ტურის განმავლობაში მეორე პოზიციაზეც იმყოფებოდნენ.

განსაკუთრებით წარმატებული “დინამოსთვის” ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ეტაპი აღმოჩნდა, რომელიც ზღვისპირელებმა დაუმარცხებლად განვლეს. გუნდის სეზონის საუკეთესო მატჩი სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა და ეს თბილისის “დინამოსთან” სტუმრად მოპოვებული გამარჯვებაა.

5 მატჩიანი წაუგებელი სერიის შედეგად ბათუმელები ზამთრის არდადეგებზე მე-5 პოზიციით გავიდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე პოზიციამდე “დინამოს” მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

ბათუმელებმა თასიც გათამაშებაც კარგად დაიწყეს. პირველ ეტაპზე ზღივისპირელებმა “ჭიათურა” დაამარცხეს და 1/8 ფინალში “სამტრედიას” შეხვდნენ. პირველი შეხვერა “დინამომ” დამაჯერებლად, 4-1 მოიგო, თუმცა განმეორებითში სამტრედიელებმა სტუმრებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და ბათუმიც გათამაშებას გამოეთიშა.

პირველ წრეში გუნდის შემადაგენლობაში ირაკლი ჩირიკაშვილი და 40 წლის ამირან მუჯირი გამოირჩეოდნენ. “დინამოს” “სპარტაკიდან” გადაბირებული თეიმურაზ შონიაც კარგად მოერგო, რომელმაც პირველი წრის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლით საკუთარი გუნდის ბომბარდირიც გახდა. ამდენივე გოლია ტეტუნაშვილის ანგარიშზე.

გიორგი არაბიძე: “ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული”

$
0
0
537099_667186026646943_1334653678_n

თბილისის “ლოკომოტივის” და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, გიორგი არაბიძე, კარიერას დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. Fanebi.com 16 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და მის კარიერაში ახალ ეტპზე ესაუბრა.

- გავიგეთ, რომ კარიერას “შახტარში” გააგრძელებ. რატომ აირშიე ეს კლუბი? 

- ჩემი განვითარებისთვის ამ ეტაპზე “შახტარი” კარგი ვარიანტი იქნება. იქედან უფრო მეტი პერსპექტივაა ვიდრე საქართველოს ჩემპიონატიდან.

- სხვა შემოთავაზებები გქონდა?

- დიახ, იყო რამდენიმე ევროპული კლუბის ვარიანტი, თუმცა იქ წასვლა 18 წლამდე ვერ ხერხდებოდა. ამ პერიოდში კი “შახტარში” ბევრს ვისწავლი.

- “შახტარში” დიდი კონურენციაა და ძირითად გუნდში მოხვედრა იოლი საქმე არ არის…

- ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თავიდან დუბლშემადგენლობაში ვივარჯიშებ და 19-წლამდელთა გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე დავემატები.

- ქართველ ფეხბურთელებს “შახტარში” ბოლო პერიოდში არ უმართლებდათ. მათ ფაქტობრივად შანსიც კი არ მისცემიათ. ეს ფაქტი ხომ არ გაღელვებს?

- არ ვიცი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში რა და როგორ მოხდა. ასე რომ ვერაფერს ვიტყვი.

- წელს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებშიც ითამაშე. როგორ შეაფასებდი შესარჩევი ეტაპის მატჩებს?

- კარგი თამაშები გამოვიდა იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს დიდი გამოცდილებაა. ორივე ასაკში შემდეგ ეტაპზე გავედით. კარგად მოვემზადებით, რათა მომავალში უკეთესი შედეგი გვქონდეს.

- რა არის შენთვის მთავარი ფეხბურთში? 

- მთავარი ხელშეწყობა და პირობებია, რაც “შახტარში” მექნება. ეს აუცილებელია მაღალ დონეზე სათამაშოდ.


“სიონის”ახალწვეულებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს

$
0
0
10915255_908939459116852_2249621288459848876_n

ბოლნისის “სიონი” ჩემპიონატის მეორე ეტაპისტვის მზადებას განაგრძობს. ძირითადი ბირთვის შემდეგ დღეს სამედიცინო შემოწმება გუნდის ახალწვეულებმა გიორგი ჭანკოტაძემ, დათა სიჭინავამ, გიორგი მიქაბერიძემ, დათო საჯაიამ, გიორგი ბერიძემ და სანდრო გურეშიძემ გაიარეს.

სამწვრთნელო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება. 1 თებერვალს კი ბოლნისელები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც რამდენიმე ტესტ-მატჩს გამართავენ.

ფუტსალი: საქართველომ ესტონეთს სძლია (ვიდეო)

$
0
0
futsal

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ესტონეთთან მატჩით დაიწყო.

ალიკ სარქისიანის გუნდმა პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და მეტოქეს 6:3 სძლია. ჩვენი გუნდიდან გოლები რონიმ, ძაბირაძემ (2), ტიკურიშვილმა და სებისკვერაძემ (2) გაიტანეს.

მეორე ტურში ქართველები შვეიცარიის ნაკრების დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 16:30-ზე დაიწყება.

 

პირველი წრის შეჯამება –ცხინვალის „სპარტაკი“

$
0
0
10818311_1521502741467401_7569721914574696192_o

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, ცხინვალის „სპარტაკზე“ ვისაუბრებთ.

გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატი გორში „დილასთან“ მარცხით დაიწყო, თუმცა ყველაფერი მალევე გამოასწორა – შემდგომ ორ ტურში „სპარტაკმა“ „მერანი“ და „ვიტ-ჯორჯია“ დაამარცხა. ორივე შემთხვევაში ცხინვალელებმა მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვეს. შემდეგ იყო ნულოვანი ფრე ქუთაისის „ტორპედოსთან“. ზედიზედ სამ მატჩში კარის მშრალად შენახვის შემდეგ „სპარტაკი“ გასვლაზე „სამტრედიასთან“ ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

საერთოდ, ანგარიში 1:0 „სპარტაკისთვის“ ყველაზე პოპულარული და წარმატებული გამოდგა – „მერანისა“ და „ვიტ-ჯორჯიას“ გარდა, ამ ანგარიშით კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა ბათუმის „დინამო“ და „შუქურა“ დაამარცხეს.

„სამტრედიასთან“ ხსენებული მარცხის შემდეგ გუნდს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც თბილისის „დინამოსთან“ გამანადგურებელი ანგარიშით – 6:1 მარცხით დასრულდა. ხსენებულ შეხვედრაში „სპარტაკმა“ გოლი უკვე მე-12 წუთზე გაუშვა, თუმცა ცამეტ წუთში მერაბ გიგაურმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 30-ე და 38-ე წუთებზე პარუნაშვილისა და ძარიას გოლებით „დინამომ“ პირველი 45 წუთი ანგარიშით 3:1 მოიგო, რის შემდეგაც კაჭარავას გუნდმა მეტოქეს ვერაფერი შესთავაზა და მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლი მიიღო.

დიდი ანგარიშით „სპარტაკმა“ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ ორ კვირაშიც წააგო. ამჯერად კაჭარავას გუნდს „ზესტაფონმა“ მოუგო, რომელმაც ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

ასეთი ანგარიშებით მარცხის მიუხედავად, გუნდმა, უმაღლესი ლიგის პირველი წრის შედეგების მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა. ამჟამად „სპარტაკს“ 24 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. სხვათაშორის, ქულების იგივე რაოდენობა ბათუმის „დინამოსაც“ აქვს, თუმცა ამ გუნდების ურთიერთშეხვედრაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, გამარჯვებული სწორედ ცხინვალური კლუბი აღმოჩნდა.

„ტორპედომ“ ვარჯიშები განაახლა, პლუს –ადამაძე

$
0
0
1421339239_IMG_7243

დილა-საღამოს ვარჯიშების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ „ტორპედომ“ ორი დღე შეისვენა და მზადება განაახლა. დღეს ქუთათურებმა საკუთარი საწვრთნელი ბაზის ხელოვნურ მინდორზე ერთი ვარჯიში ჩაატარეს და დაახლოებით ასი წუთი დაჰყვეს. აქედან მეტი დრო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო. შემდეგ კი, ნახევარ მოედანზე ორმხრივი თამაშიც გაიმართა.

დღევანდელ ვარჯიშზე ნამატი იყო – „ტორპედოს“ 26 წლის გურამ ადამაძეც დაუბრუნდა, რომელიც ბოლოს გორის „დილაში“ გამოდიოდა და მან ამ კლუბის დადებით შედეგებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ცენტრალურმა მცველმა ალეკო ჩაკვეტაძის ადგილი შეავსო, რომელიც უკვე ფოთის „კოლხეთს“ შეუერთდა. მადლობას ვუხდით მას ჩვენი კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და სამომავლო წარმატებებს ვუსურვებთ.

FCTorpedo.GE

ფოთის სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა

$
0
0
far

დღეს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფოთის სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა. “კოლხეთის” პრესსამსახურის ცნობით იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა ფოთელები საკუთარ სტადიონს მომდევნო სეზონის სტარტიდან დაუბრუნდებიან. ამ დროისთვის სტადიონზე ერთი ტრიბუნის მოწყობა იგეგმება და მატჩების გამართვაც უკვე შესაძლებელი გახდება. პარალელურად კი მშენებლობა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სტადიონზე დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო “კოლხეთი” მიმდინარე სეზონში ყველა საშინაო მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ატარებს.

SBM LEAGUE 2014/15: სეზონი 18 იანვარს განახლდება

$
0
0
12

18 იანვარს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ სეზონი განახლდება. ახალი წლის პირველ სათამაშო დღეს, მეშვიდე ტურის შეხვედრებს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ. მატჩებს ტრადიციულად გლდანში მდებარე ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალური დარბაზი უმასპინძლებს.

სუპერლიგაში სამი დაპირისპირება შედგება. გათამაშების ერთადერთი უქულო გუნდი ბათუმის „დინამო“ საქართველოს უნივერსიტეტთან შეეცდება პირველი წარმატების მოპოვებას. უაღრესად საინტერესო იქნება მომდევნო ორი შეხვედრაც. ს.კ ჯვაროსნები ჩემპიონატის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს, შსს-ს დაუპირისპირდებიან, ხოლო ს.კ პსპ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას. შეგახსენებთ, რომ ამ ტურის ერთი შეხვედრა მფკ ნატახტარსა და პროგრეს ბანკს შორის, ჯერ კიდევ გასულ წელს, 28 დეკემბერს გაიმართა და ფრედ, 2-2 დასრულდა.

18.01.2015. სუპერლიგა. VII ტური

14:00 UG – დინამო (ბთ)

15:00 ს.კ ჯვაროსნები – შსს

16:00 FC PSP – FC TTC

მნიშვნელოვანი დაპირისპირებები გაიმართება ვერცხლის ლიგაში. ამ ტურის შემდეგ საბოლოოდ უნდა გაირკვეს ის 8 გუნდი, რომელიც 25 იანვრიდან თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ამ ეტაპზე ექვსი გუნდის ვინაობა გარკვეულია და მხოლოდ ორი საგზურის ბედი უნდა გაირკვეს, რომლისთვისაც ერთბაშად რამოდენიმე გუნდი იბრძვის. 6-6 ქულა აქვთ საქრუსენერგოს, ტატიშვილს, ბაქსვუდს და რუსთავი 2-ს. თუ ამ უკანასკნელს მეშვიდე ტურის მატჩი უკვე ჩატარებული აქვს, დანარჩენი სამი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში დიდწილად გაინაღდებს თასზე თამაშს, თუმცა არაა გამორიცხული ყველაფერი ბურთების სხვაობით გადაწყდეს. ყველაზე რთული მეტოქე „ენერგეტიკოსებს“ ყავთ, ისინი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ბი პი ჯორჯიას დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ტატიშვილს და ბაქსვუდს, „მედიკოსები“ ივერიაბეთს ეთამაშებიან, ხოლო ბაქსვუდელები ბანკ რესპუბლიკასთან შეეცდებიან წარმატების მიღწევას.

18.01.2015. ვერცხლის ლიგა. VII ტური

11:00 საქართველოს ბანკი 2 – კოლიერსი

12:00 ივერიაბეთი – ტატიშვილი

13:00 ბაქსვუდი – ბანკი რესპუბლიკა

17:00 კრედო – GWP

18:00 სნიკერსი – ვითიბი ბანკი 2

19:00 BP GEORGIA – საქრუსენერგო

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, „მედი ქლაბ ჯორჯია“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

პირველი წრის შეჯამება: სამტრედია

$
0
0
samtredia

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი “სამტრედიაზე” გვექნება.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა “სამტრედიამ” მიმდინარე სეზონის წინ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველზე აქტიური იყო. სამტრედიელებმა რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დაიმატეს. ასევე საქართველოს დაუბრუნდა და “სამტრედიას” მიაშურა წარსულში გორის “დილაში” მოთამაშე ბრაზილიელი ლეონარდო რამოსი.

სეზონი სამტრედიელებმა წარუმატებლად, თბილისის “დინამოსთან” განცდილი მარცხით დაიწყეს, რის შემდეგაც 4 ტურში 10 ქულას მოუყარეს თავი, რაც უკვე ლიდერთა ჯგუფზე განაცხადს ნიშნავდა. მართალია, ამ სერიას “ტორპედოსთან” მარცხი მოყვა, მაგრამ წარმატებული სვლა არ შეჩერებულა. “სამტრედიამ” კიდევ დააგროვა, თუმცა სეზონის მეორე მარცხი მთავარი მწვრთნელ გელა სანაიას აღარ აპატიეს… “ზუგდიდთან” წაგების შემდეგ სპეციალისტი, რომელმაც გუნდი პირველი ლიგიდან უმაღესში დააწიაურეს თანამდებობიდან მოხსნეს, მის ნაცვლად კი სამტრედიული კლუბი ზაზა ზამთარაძემ ჩაიბარა.

ზამთარაზის თავკაცობით “სამტრედიამ” უმაღლესში 5 მატჩი ჩაატარა და აქტივში 8 ქულა ჩაიწერა, რამაც საბოლოოდ გუნდს მესამე პოზიციაზე მოუტანა პირველ წრეში.

“სამტედია” ასპარეზობას საქართველოს თასზეც აგრძელებს. პირველ ეტაპზე ქედის “ბეთლემთან” დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ სამტრედიელები ბათუმის “დინამოს” შეხვდნენ. ქობულეთში განცდილი 4:1-ის შემდეგ ზამთარაძის შეგირდებმა 3:0 მოიგეს და მომდევნო ეტპაზე გავიდნენ, სადაც ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდებიან.

ცნობილია, რომ გუნდი მეორე წრისთვის გაძლიერებას გეგმავს. გამორიცხული არ არის სამტრედიული კლუბის მაისური რამდენიმე ლეგიონერმა მოირგოს. ამ ეტაპზე კი გადაწყვეტილია, რომ “სამტრედია” 9 მოთამაშემ - ქებაძემ, გედენიძემ, ჯანელიძემ, პავლიაშვილმა, პაჭკორიამ, დვალიშვილმა, ბეგაშვილმა, მელქაძემ და ლეონარდო რამოსმა დატოვეს.


„დილამ“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

$
0
0
def4b663ac941ae2e13e0bd85153b463

თურქულ შეკრებამდე გორის ,,დილა’’ ამხანაგურ შეხვედრებს ადგილზე გამართავს.

როგორც იცით, 20 იანვარს „დილა“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს, 24 იანვარს კი რუსთავის „მეტალურგს“ მიიღებს. შეხვედრები ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე 14:00საათზე გაიმართება. თურქეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, 27 იანვარს „დილა“ მორიგ ამხანაგურ მატჩს თბილისში, ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ,,დილამ’’ მეორე წრისთვის მზადება 10 იანვარს დაიწყო. 14 იანვარს ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს და ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდნენ.

 

,,დილას’’ პრესსამსახური

,,დილა”ვარჯიშს განაგრძობს

$
0
0
d

თურქულ შეკრებამდე გორის ,,დილა’’ ამხანაგურ შეხვედრებს ადგილზე გამართავს.
როგორც იცით, 20 იანვარს „დილა“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს, 24 იანვარს კი რუსთავის „მეტალურგს“ მიიღებს. შეხვედრები ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე 14:00 საათზე გაიმართება. თურქეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, 27 იანვარს „დილა“ მორიგ ამხანაგურ მატჩს თბილისში, ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ,,დილამ’’ მეორე წრისთვის მზადება 10 იანვარს დაიწყო. 14 იანვარს ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს და ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდნენ.

,,დილას’’ პრესსამსახური

ლევან მჭედლიძე “ემპოლის”გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა

$
0
0
timthumb

საქართველოს ნაკრეის ფორვარდი ლევან მჭედლიძე “ემპოლის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქყვენეულ ფოტოს გამოეხმარა, რომელზეც თანაგუნდელი ფეხი და სოციალური ქსელი საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

“კრიტიკოსო პატრიოტებო თქვენდა საყურადღებოდ მინდა გითხრათ რომ ამ ნაწერს ნახატს თუ რაც იყო მხოლოდ გასართობათ დაიწერა თუ დაიხატა!!! არანაირი აზრი არ კონდა ამის დაწერამდე ან დახატვამდე
ჯობია აქ ჩემ კრიტიკას ადგეთ და თქვენი ქვეყნისთვის რამე გააკეთოთ და ნურავინ შემეჯიბრებით ჩემი ქვეყნის სიყვარულში იმიტომ რომ არცერთმა თქვენგანმა არ იცით რამდენს ნიშნავს ჩემი ქვეყანა ჩემთვის” – წერს მჭედლიძე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფოტო “ემპოლის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა და კადრში ლევან მჭედლიძის თანაგუნდელის ფეხია მოხვედრილი. თუმცა, იტალიელებმა “ნამუშევრის” შინაარსი ალბათ არ იციან…

 

პირველი წრის შეჯამება: გორის დილა

$
0
0
dila

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი გორის “დილაზე” გვექნება.

“დილამ” ჩეპმიონატის დაწყებამდე დიდი ინტერესი პირველი რიგში მთავარი მწვრთნელის გამო მიიპრყო. უმაღლესი ლიგის კლუბის თავკაცად 25 წლის სპეციალისტი, უჩა სოსიაშვილი დაინიშნა, რომელმაც საბოლოოდ საკმაოდ კარგი შედეგიც მოუტანა გორულ კლუბს.

ჩემპიონატი “დილამ” ცხინავალის “სპარტაკის” დამარცხებით დაიწყო, თუმცა პირველ ნაწილში გორელები სტაბილურობის ნაკლებობას განიცდიდნენ და კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ქულებს მოულოდნელად კარგავდნენ.

მეშვიდე ტურიდან კი გორელებმა ქულების მოპოვება აქტიურად დაიწყეს. თბილისის “დინამოსთან” ნულოვანი ფრის შემდეგ ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი სოსიაშვილის გუნდმა დაუმარცხებლად განვლო. რა თქმა უნდა თუ ქობულეთის “შუქურასთან” ტექნიკურ 0:3-ს არ ჩავთვლით, მაგრამ ეს სხვა ამბავია…

“დილა” საქართველოს თასზეც აგრძელებს ასპარეზობას. პირველ ეტაპზე “ლოკომოტივის” ძლევის შემდეგ გორელებმა ფოთის “კოლხეთის” ბარიერიც გადალახეს და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ურთიერთობას თბილისის “დინამოსთან” გაარკვევენ.

პირველ ეტაპზე გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთლების საკმაოდ კარგ სინთეზს წარმოადგენდა. “დილას” გამოკვეთილი ლიდერი კი მისი კაპიტნი, ირაკლი მოდებაძე გახლდათ, რომელმაც უმაღლესი ლიგის პირველ წრეში 14 შეხვედრაში თავი 8 გატანილი გოლით გამოიჩინა.

“დილამ” მეორე ეტაპისთვის მზადება უკვე დაიწყო და მალე შეკრებაზე თურქეთშიც გაემგზავრება. გორელთა შემადგენლობა უმაღლეს ლიგაში კარგად ნაცნობმა სახეებმა გააძლიერეს. მათ შორის არიან მეკარე ომარ მიგინეიშვილი და მცველი გიორგი ხიდეშელი.

“სპარტაკმა”ახალი სახელით პირველი მატჩი მოიგო

$
0
0
10940596_1539702186314123_7981073470176044207_n

ცხინვალის “სპარტაკმა” სახელი შეიცვალა და დღეიდან გუნდი “ცხინვალის” სახელით იასპარეზებს.

ხელმძღვანელობის თქმით გუნდის მიზანი ევროთასებზე გასვლაა და საერთაშორისო ასპარეზეც მათი მიზანი სწორედ ცხინვალის სახელის წარმოჩენაა, რათა ყველამ გაიგოს, რომ ცხინვალი საქართველოა.

ახალი სახელით ცხინავალელებმა დღეს წლის პირველი მატჩი რუსთავის “მეტალურგის” წინააღმდეგ ჩაატარეს და შეხვედრა დამაჯერებელად, 4-0 მოიგეს.

Viewing all 5622 articles
Browse latest View live