Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

ბერძნებს ხუბუტია სურთ

$
0
0
აკაკი ხუბუტია_874793

ბერძნული პრესის ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველი აკაკი ხუბუტია, შესაძლოა, “კერკირაში” გადავიდეს.

ხსენებული გუნდი საბერძნეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში, 16 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველი მცველი ამჟამად უკლუბოდაა და ბოლო დროს ის ცხინვალის “სპარტაკის” შემადგენლობაში ვარჯიშობდა ფორმის შენარჩუნების მიზნით.

 


2014 წლის ფოტო კურიოზები (მეორე ნაწილი)

$
0
0
IMG_9217

Fanebi.com მთელი წლის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა საქართველოში ჩატარებულ სპორტულ ღონისძებებს. ჩვენმა კორესპონდენტმა მრავალი დასამახსოვრებელი კადრი გადაიღო, რომლებიც გასული წლის საქართველოს სპორტულ ისტორიას მაქსიმალურად ასახავენ.

ამავდროულად, Fanebi.com-ის ფოტოკამერის ობიექტივში მრავალი ისეთი კადრიც მოხვდა, რომლის ნახვის შემდეგაც მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური ემოციებით დაიტვირთებით. გთავაზობთ წლის ყველაზე სახალისო ფოტოებს.

საქართველო – პორტუგალია  

სოხუმი – ქუთაისი

მეტალურგი – დინამო ბათუმი 

დინამო – ქუთაისი

ზაზა ფაჩულია, საქართველო – უნგრეთი

დინამო თბილისი – მეტალურგი

ზვიად ბაბიაშვილი, არმია – ქუთაისი

საქართველო – კვიპროსი 

ლაშა ფარღალავა      

ნიკა საბანაძე, დინამო – კოლხეთი

სოხუმი – შსს

თემურ ქეცბაია 

ზესტაფონელები ფეხბურთის გადარჩენას მოითხოვენ!

$
0
0
DSC04393

მიმდინარე წლის 8 იანვარს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ფეხბურთის მოყვარულები შეიკრიბნენ. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონში” შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა ზემოიმერელმა ქომაგმა ხელისუფლებისაგან გუნდის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.

ქომაგებთან შესახვედრად სტადიონზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი დავით მაღრაძე საკრებულოს წევრთა ერთ ჯგუფთან ერთად მობრძანდა.

შედეგად, დაიგეგმა მუნიციპალიტეტისა და იმერეთის მხარის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან, რომელიც მიმდინარე წლის 10 იანვარს უნდა გაიმართოს და რომელზეც კრიზისული მდგომარეობიდან კლუბის გამოყვანის გზები უნდა იქნას განხილული…

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სტადიონზე გამართული შეხვედრის შემდეგ კი ზესტაფონელმა ქომაგებმა, გუნდის გადარჩენისა და ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენის მოთხოვნით, ქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონში დღეს განვითრებული მოვლენების მიმდინარეობას ასახავს …

FCZestafoni.GE

პირველი წრის შეჯამება: მერანი

$
0
0
დინამო - მერანი_9585

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი მარტვილის “მერანზე” გვექნება.

მარტვილის “მერანი” ახალ სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელით, შენარჩუნებული ძირითადი ბირთვით და სტადიონის გარეშე შეხვდა. მარტვილის ცენტრალურ არენაზე სარემონტო სამუშაოები დროულად ვერ დასრულდა. “მერანი” საკუთარ სტადიონზე დაბრუნებას ჯერ კიდევ სექტემბერში აპირებდა, თუმცა პირველი ეტაპის თითქმის ყველა საშინაო მატჩი სამტრედიაში ჩაატარა.

როგორც ჩანს ვლადიმერ ლობასმა ქართულ ჩემპიონატს ალღო თავიდან ვერ აუღო და “მერანმაც” გათამაშების სასტარტო ტურები ძალიან ცუდად ჩაატარა. საწყის 6 ტურში მარტვილელებმა მხოლოდ 4 ქულის მოპოვება შეძლეს.

მე-7 ტურში კი “ჩიხურას” დამარცხებით “მერანმა” 7-მატჩიან წაუგებელ სერიას დაუდო საფუძველი. გარდა იმისა, რომ მარტვილელებმა უშუალო კონკურენტების დამარცხება შეძლეს, მათ ქულები თბილისის “დინამოს”, სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში წაართვეს. ბუნებივია, ასეთმა ასპარეზობამ გავლენა სატურნირო ცხრილზეც მოახდინა და “მერანმა” სახიფათო ზონას თავი დააღწია.

წაუგებლად ასპარეზობის წლის ბოლომდე გაგრძელება ვერ მოახერხდა. პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურში “მერანი” გორს სტუმრობდა, სადაც მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ბოლოს კი ლობასის გუნდმა “კოლხეთთან” უგოლო ფრე ითამაშა და საახალწლო არდადეგებზე მე-8 პოზიციით გავიდა.

თასის გათამაშება “მერანმა” ოზურგეთის “მერცხალთან დუელით დაიწყო, რომელიც დამაჯერებლად მოიგო. შედმეგ ეტაპზე მარტვილელები “ტორპედოს” შეხვდნენ. სამტერდიაში 0-3 განცდილი მარცხის შემდეგ ქუთაისური დაპირისპირება “მერანმა” 4-3 მოიგო, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

პირველ ეტაპზე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა 18 წლის აკაკი შულაია გახლდათ, რომელმაც ქართველ გულშემატკივრებს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში თამაშითაც დაამახსოვრა თავი.

გამოირჩეოდნენ ბესიკ ჩიმაკაძე და დავით ციცხვაიაც. ორივე ფორვარდმა 3 გოლის გატანა შეძლო, რაც გუნდში საუკეთესო შედეგია.

“დინამო”უკრაინულ გუნდს შეხვდება

$
0
0
დინამო თბილისი-ჩიხურა_422234242

თურქულ შეკრებაზე თბილისის “დინამოს” ერთ-ერთი მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის ბინადარი, პოლტავის “ვორსკლა” იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. შეხვედრა 30 იანვარს შედგება.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისელები პრესტიჟულ “ანტალიის თასზეც” იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქეები ”ლიტექსი” (ბულგარეთი), “შტურმი” (ავსტრია), “სტიაუა” (რუმინეთი), “სპარტა” (ჩეხეთი), “გიორ ეტო” (უნგრეთი), “მარიბორი” (სლოვენია) და “პარტიზანი” (სერბეთი) იქნებიან.

ხუჭუამ “მეტალურგი”დატოვა

$
0
0
shukura

მარცხენა ნახევარმცველი, ირაკლი ხუჭუა რუსთავის “მეტალურგის” შემადგენლობაში აღარ იასპარეზებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის მოთამაშე ქობულეთს დაუბრუნდება და კარიერას ადგილობრივ “შუქურაში” გააგრძელებს, სადაც ორი წლის განმავლობაში ასპარეზობდა.

მიმდინარე სეზონში ხუჭუამ უმაღლესი ლიგის  4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“კოლხეთმა”მზადება დაიწყო

$
0
0
16209_819878984725744_3067262927428133509_n

ფოთის ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. როგორც უკვე ვწერდით გუნდი დათა სიჭინავამ დატოვა, რომელიც კარიერას ფოთის “კოლხეთში” გააგრძელებს. მეორე ეტაპზე ფოთელთა შემადგენლობაში ლუკა გუგუჩიაც არ იასპარეზებს.

ფოთელთა რიგებში ახალი მოთამაშეებიც იქნებიან. უახლოეს დღეებში შემოუერთდებიან ქუთაისის ,,ტორპედო”-ს ყოფილი ფეხბურთელები ალეკო ჩაკვეტაძე და ლევან შენგელია. ასევე, “კოლხეთს” ცხინვალის “სპარტაკის” ყოფილი ნახევარმცველი, მერაბ გიგაურიც გააძლიერებს. იანვრის მეორე ნახევარში ,,კოლხეთი 1913” ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგა შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.

 

კუტალია “ზუგდიდს”დაუბრუნდა

$
0
0
კუტალიას ირველი გოლი "ზრინსკში"

ლევან კუტალია მეორე წრეში “ზუგდიდის” ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელი, რომელიც “შუქურას” პირველი ლიგიდან უმაღლესში გადასვლაში დაეხმარა ამიერიდან ბესიკ შეროზიას გუნდში ითამაშებს.

მიმდიანრე სეზონში კუტალიამ უმაღლესი ლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მოთამაშეს “ბაიაში”, “ზუგდიდში”, “ზესტაფონსა” და “შუქურაში” უთამაშია. კუტალიას 3 სეზონი ბოსნიაშიც აქვს გატარებული, სადაც ჯერ “სლავიას” შემდეგ კი “ზრინსკის” ღირსებას იცავდა.


გაბრიელ თებიძე: “მინდა, რომ “გურიას”ნდობა გავამართლო”

$
0
0
1959557_w2

20 წლის გაბრიელ თებიძემ უმაღლესი ლიგის მიმდიანრე სეზონში “ტორპედოს” ძირითადში შეძლო ადგილის დამკვიდრება და 10 შეხვედრაც ჩაატარა. ახალგაზრდა მეკარე ახალი წლიდან “გურიას” ღირსებას დაიცავს და მასთან საუბარი სწორედ ახალი გუნდის შესახებ დავიწყეთ.

- უმაღლესი ლიგის მეორე წრეს “გურიაში” გაატარებ. რას გვეტყვი შენს ახალ გუნდზე? 

- ძალიან გამიხარდა, რომ “გურიამ” მთავარ გუნდში მომცა თავის გამოჩენის საშუალება. ტრადიციულია გუნდია, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- პირველ წრეში შენს თამაშს როგორ შეაფასებდი? 

- დადებითად ვერ შევაფასებ. “ტორპედომ” გათამაშება მე-13 ადგილზე დაასრულა, რაც ამ გუნდს ნამდვილად არ შეეფერება. იმედი მაქვს, რომ “გურიაში” შეცდომებს გამოვასწორებ.

- “ტორპედოს” ძირითადს გაუშინაურდი და გუნდიდან შენი წამოსვლა ცოტა გასაკვირიც იყო…

- კონტრაქტი დამიმთავრა და ქუთაისიდან არავინ დამკავშირებია. როგორც ჩანს, “ტორპედოში” ფიქრობენ, რომ მათ მოთხოვნებს ამ ეტაპზე ვერ ვაკმაყოფილებ. ამ დროს ინტერესი “გურიამ” გამოიჩინა და მეც დავთანხმდი. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. მინდა, რომ “გურიას” ნდობა გავამართლო.

- ზურგს საკმაოდ დიდი სანაკრებო გამოცდილება გიმაგრებს… 

- ასაკობრივ ნაკრებებში მართლაც დიდი გამოცდილება მივიღე, რაც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებშიც მეხმარება. სანაკრებო პერიოდი ყოველთვის სასიამოვნო გასახსენებელია. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი ქვეყნისთვის პატარა მოვლენა არ არის.

- ალბათ, 21 წლამდეთა ნაკრებში მოხვედრაზეც ფიქრობ…

- რა თქმა უნდა, მაგრამ საამისოდ დიდი შრომაა საჭირო და მინიმუმ უმაღლესი ლიგის გუნდში სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში თამაში. იმედია, “გურიაში” ამას შევძლებ.

- ბოლოს ისევ უმაღლეს ლიგაზე გკითხავ. ვინ მიგაჩნია გათამაშების მთავარ ფავორიტად? 

- წლევანდელი ჩემპიონატი საკმაოდ თანაბარია. ფავორიტი რა თქმა უნდა “დინამოა”, მაგრამ კონკურენციაც დიდია და დაძაბული მეორე წრე გველის.

“მერანი”საშინაო არენას უბრუნდება

$
0
0
1ehmr

მარტვილის “მერანი” უმაღლესი ლიგის მეორე წრეში საშინაო არენაზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ მარტვილში მიმდინარე სარეკონსტურქციო სამუშაოების გამო პირველ წრეში მარტვილელებმა მეტოქეებს სამტრედიასა და ზესტაფონში უმასპნიძლეს.

ახლა კი, მოწინააღმდეგეებს საკუთარ ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიიღებენ.

პირველი წრის შეჯამება: ჩიხურა

$
0
0
ჩიხურა-ნეფთჩი_11

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი საჩხერის “ჩიხურაზე” გვექნება.

საჩხერელებმა მიმდინარე სეზონი ევროტურნირებით დაიწყეს და ქართული გუნდებიდან ყევლაზე კარგი შედეგით დაასრულეს ასპარეზობა. “ტურნოვოსა” და “ბურსასპორის” დამარცხების შემდეგ “ჩიხურა” ევროსარბიელს “ნეფთჩისთან” დუელით დაემშვიდობა. განსაკუთრებულად დასამახოვრებელი კი რა თქმა უნდა თურქულ კლუბთან პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება გახდა.

 

ევროტურნირებიდან უმაღლეს ლიგაზე გადართვა ფრუიძის გუნდს გაუჭირდა. სასტარტო 4 ტურში “ჩიხურამ” მხოლოდ 4 ქულა ჩაიწერა აქტივში. შემდეგ იყო “მეტალურგთან” და “დილასთან” მოგებული შეხვედრები, რასაც კვლავ არასტაბილური შედეგები მოყვა. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველ ეტაპზე საჩხერელთა მთავრი ნაკლი სწორედ სტაბილურობის ნაკლებობა იყო. ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება “ჩიხურამ” მხოლოდ ერთხელ მოახერხა. დანარჩენ შემთხვევებში კი კარგად ჩატარებულ შეხვედრას რამდენიმე განიავებული ქულა მოყვებოდა.

მიუხედავად ამისა, პირველი წრის მაჟორულ ნოტაზე დასრულება “ჩიხურამ” მაინც შეძლო და მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამოს” მოგებით დაასრულა გათამაშების პირველი ეტაპი. საჩხერელები 2014 წლის დასრულება ტიტულითაც შეეძლოთ. თუმცა, “დინამოსთან” სუპერთასის ფინალში ღონღაძის მიერ აცილებული პენალტის შემდეგ საკუთარ კარში გოლი ჩისკოსგან მიიღეს და თასის მოგების შანსი ხელიდან გაუშვეს.

საჩხერელები საქართველოს თასზეც აგრძელებენ ასპარეზობას. როგორც ევროთასების მონაწილე “ჩიხურა” გათამაშებაში 1/8-ფინალიდან ჩაერთო, სადაც მას მეტოქედ “ზესტაფონი” ერგო. ორმატჩიანი იმერული დერბის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც “ზესტას” ყოფილმა კაპიტანმა და სუპერთასის ანტიგმირმა, თეიმურაზ ღონღაძემ გაიტანა და საჩხერელებს 1/4-ფინალის საგზური მოუპოვა.

პირველ ეტაპზე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეულები ქვილითაია, კორიფაძე, ოდიკაძე და ჯიღაური იყვნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია თორნიკე მუმლაძე. ახალგაზრდა ფორვარდი პირველ წრეში გატანილი 5 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

მეორე წრის წინ “ჩიხურამ” სამი მოთამაშე დაიმატა. საჩხერელებს ყოფილი “ზესტაფონელები”, სარდალიშვილი და შარიქაძე გააძლიერებენ. ბოლნისის “სიონიდან” კი “ჩიხურას” გიორგი განუგრავამ მიაშურა.

„დილამ“ მზადება დაიწყო

$
0
0
b7f69064c47f35bf9dd7528375579ebe

XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის „დილამ“ გორში მზადება განაახლა.

გუნდი ანტალიაში 28 იანვარს აპირებს გამგზავრებას, სადაც10 თებერვლამდე დარჩება, მანამდე კი გორში გაივლის პირველ მოსამზადებელ ეტაპს. დაგეგმილია სამი ამხანაგური შეხვედრა: 20 იანვარს თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“, 24 იანვარს რუსთავის „მეტალურგთან“ და 27 იანვარს ბოლნისის„სიონის“ წინააღმდეგ.

დღეს უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში შემდეგმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს:

ბექა შეყრილაძე, დავით მარიამიძე, ალექსანდრე კვახაძე, ილია ლომიძე, გურამ ადამაძე, გივი ქარქუზაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, დავით ხურცილავა, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ლუკა რაზმაძე, გუგა ფალავანდიშვილი, თენგიზ წიქარიძე, ნიკოლოზ სადაღაშვილი, გიორგი კურმაშვილი, გიორგი მელქაძე, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ერისთავი, რომან ახალკაცი, ილია ბუზალაძე, გივი დუდუჩავა, დავით კაპანაძე და გიგა სამხარაძე.

რამოდენიმე დღეში გუნდს ნიკა კვეკვესკირიგიორგი სეთურიძე და გიორგი სომხიშვილიშეუერთდება.

„დილას“ პრესსამსახური

“კოლხეთმა”გურეშიძე დაიმატა

$
0
0
10896914_821194771260832_4574467290833067125_n

ფოთის “კოლხეთმა” მეორე წრისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ალეკო ჩაკვეტაძისა და ლევან შენგელიას შემდეგ ფოთელებმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატეს.

გადაწყვეტილია, რომ “კოლხეთის” ღირსებას გურამ გურეშიძე დაიცავს, რომელიც გათამაშების პირველ ეტაპზე “სიონში” ასპარეზობდა.

25 წლის ნახევარმცველი 5 წლის მანძილზე “ვიტ ჯორჯიაში” თამშობდა. გასულ წელიწადნახევარში კი “მეტალურგში”, “დილაში” და “სიონშ” მოასწრო თამაში. მიმდინარე სეზონში გურეშიძემ უმაღლესი ლიგის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“ზესტაფონისთვის”სასიცოცხლო მნიშვნელობის შეხვედრა 12 იანვარს გაიმართება

$
0
0
zestafoni-fans-00

საზოგადოების მხრიდან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გარშემო შექმნილი ვითარებისადმი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ იმერეთის მხარისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა იმერული კლუბის მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან, რომელიც 10 იანვარს უნდა შემდგარიყო, ბუნებრივი პირობების გაუარესების გამო, გადაიდო. წინასწარი შეთანხმების თანახმდად, ჩვენი ქალაქისა და გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში, კერძოდ, 12 იანვარს გაიმართება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 იანვარს ზესტაფონში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტის წევრი, ზესტაფონელი შალვა კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი ილია კოკაია დაესწრებიან და კლუბში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის გზებზე ერთად იმსჯელებენ.

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური მოვლენათა განვითარების შესახებ ინფორმაციით გულშემატკივარსა და ყველა დაინტერესებულ პირს ოპერატიულად მოამარაგებს.

FCZestafoni.GE

პირველი წრის შეჯამება: მეტალურგი

$
0
0
რუსთავის მეტალურგი-ბათუმის დინამო_07

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი რუსთავსი “მეტალურგზე” გვექნება.

ჩავარდნილი მოსამზადებელი ეტაპი, ფინანსური პრობლემები და გაურკვეველი მოომავალი – ასე შეხვდა “მეტალურგი” უმღლესი ლიგის პირველი ეტაპის სტარტს, თუმცა მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, რუსთეველებმა გათამაშების საშემედგომო ნაწილი ღირსეულად ჩაატარეს და რამდენიმე მართლაც დასამახსოვრებელი მატჩი აჩუქეს საკუთარ გულშემატკივარს.

სასტარტო ოთხი ტური “მეტალურგმა” წაუგებლად იასპარეზა. გამორჩელი მატჩი კი რა თქმა უნდა თბილისის “დინამოსთან” შედგა, რომელშიც რუსთაველებმა ქვეყნის ჩემპიონს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველ ეტაპზე კილასონიას გუნდს ორი მცირე ჩავარდნა ჰქონდა, რასაც ორჯერ, ზედიზედ ორი შეხვედრის წაგება მოყვა, თუმცა საბოლოოდ “მეტალურგმა” პირველი წრის უკანასკნელ სამ ტურში მოპოვებული 7 ქულით 2014 წელი მე-6 ადგილზე დაასრულა.

რუსთაველები მესამე პოზიციას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან და თეორიულად სამეულში მოსახვედრად საკმაოდ კარგი შანსებიც აქვთ, თუმცა რეალურად სიტუაცია ოპტიმისტური ნამდვილად არ არის. გუნდის დაფინანსების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. პირველი ეტაპის ჩამთავრება “მეტალურგმა” სფფ-დან მიღებული თანხით შეძლო. კლუბს ტოვებენ ფეხბურთელები და გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამაც დატოვოს დაკავებული თანამდებბობა.

“მეტალურგი” ასპარეზობას თასზეც აგრძელებს. “სასკოს” და “ზუგდიდის” ძლევის შემდეგ 1/4-ფინალში “მეტალურგი” გასული ორი გათამაშების ფინალისტს, საჩხერის “ჩიხურას” შეხვდებიან.

პირველ ეტაპზე გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რა თქმა უნდა დაჩი ცნობილაძე გახლდათ. 20 წლის ფეხბურთელი საკუთარ გუნდს ნახევარდაცვაში და დაცვაშიც ეხამრებოდა და ამავდროულად 15 შეხვედრაში 5 გოლის გატანაც მოახერხა, რაც “მეტალურგში” საუკეთესო შედეგია.


გაიოზ ჯეჯელავა – 100

$
0
0
file

დღეს დინამო თბილისის ლეგენდარული მარჯვენა გარემარბი– გაიოზ ჯეჯელავა 100 წლის გახდებოდა. იგი ჩვენი კლუბის ღირსებას 1937 წლიდან 1948 წლამდე იცავდა. 157 ჩატარებულ შეხვედრაში 73– ჯერ მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება. არის სსრკ– ს პირველობის ორგზის ვიცე-ჩემპიონი 1939 და 1940 წლებში და ორგზის ბრინჯაოს მედლების მფლობელი 1946 და 1947 წლებში. 1938 წელს მოხვდა 55 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის პირველ ნომრად. თამაშობდა ქალაქის, საქართველოს და ამიერკავკასიის ნაკრებ გუნდებში. სპორტის დამსახურებული ოსტატი 1956-57 წლებში მუშაობდა დინამოს მწვრთნელად.
გაიოზ ჯეჯელავა 2005 წლის 16 მარტს გარდაიცვალა.

FCDinamo.GE

ვლადიმერ ჭყონია: “ახლო წარსულში ცუდი პერიოდი გვქონდა, მაგრამ მომავალში გამოვასწორებთ”

$
0
0
IMG_711101

10 იანვარს ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობა ზამთრის არდადეგების შემდეგ პირველად შეიკრიბა და ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მზადებას 28 ფეხბურთელით შეუდგა. პირველ ვარჯიშს ქუთაისელთა მთავარი გუნდის დამრიგებელი – გიორგი დარასელიაც დაესწრო. ჩვენს სარეზერვო გუნდს ისევ გიორგი სუხიაშვილი და ვლადიმერ ჭყონია უხელმძღვანელებენ. მეორე მათგანი ჩვენ „ტორპედო-2-ის“ სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

„გარდა ორი ახალი ფეხბურთელისა, ჩვენ იგივე შემადგენლობით ვაგრძელებთ მზადებას. დუბლები ძირითადად ქუთაისის ბავშვთა სკოლებიდან დაკოპლექტდება. აქცენტს ვაკეთებთ 1996-97 და 1998 წლებში დაბადებულებზე, ხოლო მათზე უფროსებმა პირველ და უმაღლეს ლიგებში უნდა ცადონ ბედი. მზადების ახალ ეტაპს დღეიდან ვიწყებთ და გუნდის ცხოვრების ყველა ნიუანსს წვრთნის პროცესში დავინახავთ. მთავარია, რომ ძირითად გუნდს მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტად გამოსადეგი ფეხბურთელი – ეს არის ჩვენი მიზანი. მადლობა ბატონ გიორგი დარასელიას, რომელმაც თანადგომა გამოგვიცხადა და გვითხრა, რომ მაქსიმალურად დააკვირდება ამ ბიჭებს. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც ქუთაისს ეკადრება, ისეთი პირველი და მეორე გუნდი ჰყავდეს. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ, მიუხედავად დუბლიორთა ტურნირის დანიშნულებისა, „ტორპედოს“ რეზერვისტები მე-13 ადგილზე მაინც არ უნდა იყვნენ, რადგან ქუთაისში არის გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევის რესურსი. შეიძლება ითქვას, ახლო წარსულში ცუდი პერიოდი გვქონდა, მაგრამ მომავალში გამოვასწორებთ. სანამ პირველი გუნდი უცხოურ შეკრებაზე წავა, მანამ ერთჯერადი ვარჯიშები გვექნება და შემდეგ კი ვნახოთ. სხვათა შორის, ამხანაგური თამაშების ჩატარებას ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებთანაც ვაპირებთ, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ სასარგებლო იქნება ახალგაზრდებისთვის. სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ ქუთაისის „ტორპედოს“. მთელი გულით და სულით მინდა, რომ როგორი სახეც ჰქონდა ძველად, ის დაუბრუნდეს არამარტო საქართველოში“ – გვითხრა ჭყონიამ.

FCTorpedo.GE

„დილამ“ მზადება დაიწყო

$
0
0
b7f69064c47f35bf9dd7528375579ebe

XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის „დილამ“ გორში მზადება განაახლა.
გუნდი ანტალიაში 28 იანვარს აპირებს გამგზავრებას, სადაც10 თებერვლამდე დარჩება, მანამდე კი გორში გაივლის პირველ მოსამზადებელ ეტაპს. დაგეგმილია სამი ამხანაგური შეხვედრა: 20 იანვარს თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“, 24 იანვარს რუსთავის „მეტალურგთან“ და 27 იანვარს ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ.

დღეს უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში შემდეგმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს:
ბექა შეყრილაძე, დავით მარიამიძე, ალექსანდრე კვახაძე, ილია ლომიძე, გურამ ადამაძე, გივი ქარქუზაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, დავით ხურცილავა, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ლუკა რაზმაძე, გუგა ფალავანდიშვილი, თენგიზ წიქარიძე, ნიკოლოზ სადაღაშვილი, გიორგი კურმაშვილი, გიორგი მელქაძე, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ერისთავი, რომან ახალკაცი, ილია ბუზალაძე, გივი დუდუჩავა, დავით კაპანაძე და გიგა სამხარაძე.
რამოდენიმე დღეში გუნდს ნიკა კვეკვესკირი, გიორგი სეთურიძე და გიორგი სომხიშვილი შეუერთდება.

„დილას“ პრესსამსახური

მიგინეიშვილი “დილაში”ითამაშებს

$
0
0
omar-migineishvili-2014-9129-1283123

თბილისის “დინამოს” ყოფილი მეკარე ომარ მიგინეიშვილი კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გორული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, უცა სოსიაშვილმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბიდან წასვლის შემდეგ მიგინეიშვილის “ტორპედოში” დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 30 წლის მეკარემ 14 შეხვედრა ჩაატარა.

უჩა სოსიაშვილი –დინამოსთან მხოლოდ წარმატებას ვგეგმავთ

$
0
0
99ae0ed46f2f2201ac24d4d03eadef39

მეორე წრის სამზადისთან ერთად გორის „დილას“ გულშემატკივრის ინტერესის გათვალისწინებით გთავაზობთ კლუბის მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის კომენტარს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც გუნდის პრესსამსახურმა მოამზადა.

FCDila.GE

Viewing all 5622 articles
Browse latest View live