Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

როინ კვასხვაძე: “ტორპედო”ჩვენს თვალწინ იშლება და…”

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოს” კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ ვარჯიშის შეწყვეტის შესახებ განმარტება გააკეთა.

“მინდა, გულშემატკივარმა სწორად გაიგოს ჩვენი პოზიცია.

“ტორპედოდან” არცერთი ფეხბურთელი წასულა. პირიქით, ძალიან გვინდა გავიდეთ, ვივარჯიშოთ, მოახლოებულ მატჩებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე მივედით, რომ ეს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია.

ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის სამწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა! სავარჯიშო პირობები არაა, მომავალი გაურკვეველია...

“ტორპედო” არ მიგვიტოვებია! უბრალოდ, იმდენად რთულ პირობებში ვართ, ძველებურად გაჩერება შეუძლებელია.

პირადად ჩემთვის “ტორპედოს” დაშლა ძალიან მტკივნეული იქნება. “ტორპედო” არაა რიგითი კლუბი, მას გაფრთხილება უნდა. დღეს “ტორპედო” ჩვენს თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ…“, – განაცხადა კვასხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციიის თანახმად, “ტორპედოს” მოთამაშეებმა გაუსაძლისი პირობების გამო ვარჯიში შეწყვიტეს. მოთამაშეებს ხელფასი 6 თვე არ აუღიათ.


კახა ჩხეტიანი: “ტორპედოთი ქართველი და უცხოელი ინვესტორები არიან დაინტერესებულნი”

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ფეხბურთელების მიერ ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ტორპედოთი” არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება…

თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ “ტორპედო” ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ “შეუწყობს”. გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები!

არანაირი ბოიკოტი – ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო…”, – განაცხადა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედოს” პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა გახლდათ, რომელმაც გუნდს 3 მილიონიანი ვალი დაუტოვა.

როგორ დაეხმარა ლევან კობიაშვილი ქუთაისის “ტორპედოს”?

$
0
0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ქუთაისის “ტორპედოს” ფინანსურად დაეხმარა.

როგორც “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა აღნიშნა, კობიაშვილმა საკუთარი სახსრებით ფეხბურთელებს 1 თვის ხელფასი ჩაურიცხა. გარდა ამისა, ფედერაცია ტრანსპორტისა და სასტუმროში დაბინავების ხარჯებს თავის თავზე იღებს.

ფედერაცია ქალაქის მერიასთან ერთად ცდილობს “ტორპედოს” ინვესტორი გამოუძებნოს, მანამ სანამ, ქუთათურები ვარჯიშის დაწყებას შეძლებენ.

მიკ მაკკარტი: ”საქართველოს ნაკრების მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილნი “

$
0
0

ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკკარტიმ, საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე ძალიან საინტერესო თემას შეეხო.

“ჩვენ საქართველოს ნაკრების მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილები. დანიასთან მატჩს ვუყურებდით და ძალიან გაგვაოცა ქართველების თამაშმა. ბოლოსკენ გამარჯვებაც დამსახურებული იქნებოდა საქართველოსთვის. ასე რომ, გარანტირებული არაფერი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ხვალინდელ შემადგენლობას ვერ გაგანდობთ. თუმცა ფაქტია, რომ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამორამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გუნდს დიდად არ დაეტყობა და შემცვლელები სიცარიელეს მაქსიმალურად შეავსებენ.

ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ბრწყინვალე შედეგი იქნება ჩვენთვის და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ შვეიცარიის ნაკრებზე ფიქრს,” – აცხადებს მიკ მაკკარტი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მონაწილეობით ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

ოთარ კიტეიშვილი: “რასაც დავიმსახურებ, ის არ დამეკარგება არასდროს”

$
0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ირლანდიასთან 0-0 თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“საკმაოდ ნორმალურად ვითამაშეთ, შეგვეძლო გამარჯვების მოპოვება. ირლანდიის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია და ეს ბევრჯერ დაუმტკიცებიათ. შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და ვემზადებით ისევ ერთა ლიგისთვის, რომელიც მარტში გველოდება”.

“რა თქმა უნდა, მისასალმებელია როცა მწვრთნელი მსგავს სიტყვებს ამბობს. ჯერ მსურს ავსტრიის ჩემპიონატში კარგი სეზონი ჩავატარო და ვიცი, რასაც დავიმსახურებ, ის არ დამეკარგება არასდროს”, – განაცხადა კიტემ ვაისის შექებაზე და ახალ ჩემპიონატზე.

კიტეიშვილი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება და ირლანდიასთანაც გამორჩეული გახლდათ.

როგორი იქნება ბათუმის “დინამოს”ახალი ბაზა (ფოტო)

$
0
0

ბათუმის “დინამოს” ახალი ბაზა ექნება. პროექტი უკვე შექმნილია და ის რამდენიმე ნაწილისაგან შედგება.

ბაზაზე განთავსებული იქნება საბავშვო აკადემია, რომელიც აღჭურვილი იქნება სარელაქსაციო და საგანმანათლებლო სივრცეებით. ასევე, პროექტში წარმოდგენილია უმაღლესი ლიგის გუნდის ბაზა, კაფეს, ქოლ ცენტრს და ორი სკვერი.

“ტორპედო”“საბურთალოს” 17 და 19-წლამდელებით ეთამაშება

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოს” სოციალურ გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა.

“19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის XXXI ტურის ფარგლებში “საბურთალოს” უმასპინძლებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში/მატჩებში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს.

რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, “საბურთალოსთან” მატჩისთვის 17 და 19-წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან,” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელებმა ვარჯიში 2 კვირის წინ შეწყვიტეს, თუმცა ჯერ სიტუაცია კვლავ არ შეცვლილა.

რა ხდება ქართულ ფეხბურთში? “ვიტ ჯორჯიამ”ვარჯიში შეწყვიტა

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოს” შემდეგ ეროვნული ლიგის აუტსაიდერი, თბილისის “ვიტ ჯორჯია” დიდ ფინანსურ კრიზისშია და გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელებმა ვარჯიშიც შეწყვიტეს.

“ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელებს 4 თვეა ხელფასი არ აუღიათ და გუნდში დიდი ფინანსური პრობლემებია.

ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში დაიწყო, თამაშის ჩაწყობის ბრალდებით დაკავებულებისგან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ამ სქემაში შესვლისა. სწორედ ხელფასის დიდი დროით დაგვიანება და პირადი ფინანსური პრობლემები იყო.

“ფარმაცევტებს” 18 ქულა აქვთ და ეროვნული ლიგიდან აუცილებლად გავარდებიან.


კახა ჩხეტიანი: “ასეთი რაღაც მსოფლიოში შეიძლება ერთხელ მოხდეს”

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა “საბურთალოსთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს ასეთი რაღაც, როცა გუნდი აღმავლობის ეტაპზეა, ახალი ჩემპიონატისთვის ემზადება, უეფასთვის გაძლიერება სჭირდება 3-4 ფეხბურთელით და უცბად ყველაფერი ჩამოიშალოს. ალბათ, ასეთი რაღაც მსოფლიოში შეიძლება ერთხელ მოხდეს, საუკუნეში”, – განაცხადა ჩხეტიანმა.

“ტორპედოს” მოთამაშეებმა 3 კვირის წინ ვარჯიში შეწყვიტეს. მათ ნაცვლად ხვალ მოედანზე 17 და 19 წლამდე ფეხბურთელები გავლენ.

“ტორპედოს”“საბურთალოსთან”მატჩში სათადარიგოთა რიგებში 13 წლის მეკარე ჰყავს

$
0
0

საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის “ტორპედო” წყალტუბოში “საბურთალოს” მასპინძლობს.

ყველასათვის ცნობილია, რომ “ტორპედო” ურთულეს მდგომარეობაშია. კლუბს ფეხბურთელებისათვის რამდენიმე თვეა ხელფასი არ გადაუხდია. ისინი, ვინც აქამდე თამაშზე თანხმობას აცხადებდნენ, დღეს “საბურთალოს” წინააღმდეგ განაცხადშიც არ არიან.

დღევანდელ მატჩში “ტორპედოს” განაცხადში დუბლებისა და სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მოთამაშეები არიან, სათადარიგოთა რიგებში კი 13 წლის მეკარე სოსო კოპალიანია. განაცხადში მყოფი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 17 წელს შეადგენს.

გთავაზობთ ქუთაისელთა განაცხადს და ფეხბურთელების ასაკს:

სასტარტო თერთმეტეული:

დავით ასათიანი – 16 წლის
ოთარ აფრიდონიძე – 16 წლის
მურთაზ სანებლიძე – 17 წლის
აკაკი მელაძე – 16 წლის
გურამ დეისაძე – 16 წლის
ლუკა ფიფია – 21 წლის
გიორგი აბზიანიძე – 18 წლის
მათე აბულაძე – 19 წლის
თამაზ შარვაშიძე – 18 წლის
ვახტანგ ბოჭორიშვილი – 18 წლის
ნიკა ქორიძე – 22 წლის

სათადარიგოები:

სოსო კოპალიანი – 13 წლის
სერგი ბაბუნაშვილი – 16 წლის
ირაკლი მელქაძე – 15 წლის
ლუკა ელბაქიძე – 15 წლის
ბექა ღირდალაძე – 17 წლის
ლუკა მჟავანაძე – 15 წლის
იაკობ მაღლაფერიძე – 19 წლის

“ტორპედოს”ბავშვებმა მოქმედ ჩემპიონთან ღირსეულად წააგეს

$
0
0

ეროვნული ლიგის 31-ე ტური ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “საბურთალოს” შეხვედრით განახლდა. “ტორპედოში” არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, კახა ჩხეტიანმა მოედანზე 13, 14, 15, 16, 17, 18, 19 და 20 წლის ბიჭები გაიყვანა. ყველაზე ასაკოვანი ქუთათურებიდან 22 წლის ნიკა ქორიძე გახლდათ. “საბურთალომ” მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, საჯარიმოდან გეგა დიასამიძემ ლამაზად შეაგდო და 1-იც საკუთარ კარში აბზიანიძემ ჩაჭრა. 51-ე წუთზე ნიკა სანდოხაძეს დავით ასათიანმა პენალტი აუღო. ასათიანმა მე-2 თერთმეტრიანი მოიგერია “საბურთალოსთან” მე-2 მატჩში. მართალია, “საბურთალო” მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უდიდეს უპირატესობას, მაგრამ “ტორპედომ” ღირსეულად და ბოლომდე იბრძოლა და მხოლოდ 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

18:00 საათზე თბილისური დერბი, “დინამოსა” და “ლოკომოტივის” დაპირისპირება დაიწყება.

ტორპედო 0-2 საბურთალო

გოლები: აბზიანიძე 48 (ავტო გოლი), დიასამიძე 60

ტორპედო: ასათიანი – აფრიდონიძე, აბულაძე, აბზიანიძე, ფიფია, ბოჭორიშვილი – დეისაძე, ქორიძე, სანებლიძე (მაღლაფერიძე 68), მელაძე (ბაბუნაშვილი 58) – შარვაშიძე (ელბაქიძე 75)

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე (მალი 46), სანდოხაძე, კაკუბავა, ლაკვეხველიანი – ალთუნაშვილი (მარგველაშვილი 69), გორგიაშვილი, ცნობილაძე, დიასამიძე (გაბედავა 63) – გი, როლოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

ჩემპიონობა ბათუმს? –“ლოკომოტივმა”“დინამოს” 94-ე წუთზე მოუგო (ვიდეო)

$
0
0

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის თბილისურ დერბიში “დინამომ საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივი” მიიღო და 94-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძის მშვენიერი გოლით დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შანსები. მოედანზე ლევან მჭედლიძის შემოსვლის შემდეგ “დინამო” 3 ცენტრფორვარდით იყო წარმოდგენილი და “ლოკომოტივმა” კონტრშეტევებზე უამრავი მომენტი მიიღო. პერალესი 94-ე წუთამდე მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თუმცა 76-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კირკიტაძემ მე-5 დარტყმა გამოიყენა და ესპანელ მეკარს თავზე გადაუგდო.

ეროვნულ ლიგას კვლავ ბათუმის “დინამო” ლიდერობს, “ლოკოს” 43 ქულა დაუგროვდა. ხვალ ბათუმელები გორში ჩავლენ.

დინამო 0-0 ლოკომოტივი

დინამო: პერალესი – იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (რუხაია 61) – პაპავა, ნინუა – ზარია (მჭედლიძე 74), დაფე (კუხიანიძე 61), კუტალია – კარიკარი

მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე

ლოკომოტივი: ბულისკერია – გაბაძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა – გვალია, შონია – სამურკასოვი (კირკიტაძე 76), კირკიტაძე (ჯიქია 91), კომახიძე – სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

ეროვნული ლიგა –კორიფაძის პენალტი აუღებელია, ბათუმის “დინამო”ლიდერია!

$
0
0

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მე-2 დღეს მხოლოდ საჩხერის “ჩიხურამ” შეძლო გამარჯვება. როგორც ყოველთვის, “ჩიხურას” მატჩში მინიმუმ 1 პენალტი მაინც ინიშნება და დღესაც, 95-ე წუთზე კორიფაძემ პენალტით შეძლო იმერლებისთვის 3 ქულის მოპოვება. მანამდე 27-ე წუთზე “რუსთაველთაგან” ქავთარაძემ თეთმეტრიანიდან გაათანაბრა, ტაიმის ბოლოს კი სილაგაძემ წინ გაიყვანა “რუსთავი”. მე-2 ნახევრის დასაწყისში დიდხნიანი პაუზის შემდეგ ფანცულაიამ შეაგდო და 95-ე წუთზე კორიფაძემ კვლავ ზუსტად შეასრულა პენალტი.

“ვიტ ჯორჯიასა” და “სიონის” დაპირისპირება ნულოვანი ყაიმით დასრულდა.

ტურის ბოლო შეხვედრაში ბათუმის “დინამო” გორის “დილას” ესტუმრა. ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება, უფრო მეტს “დინამო” უტევდა, თუმცა გიორგი ჩოჩიშვილი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად უკვე ბათუმი ლიდერობს 63 ქულით, 62 აქვს თბილისს. “ჩიხურასა” და “დილას” 38-38 ქულა აქვთ, 4 ქულით “რუსთავი”, 6 ქულით კი “სიონი” ჩამორჩება მათ. ბოლო პოზიციაზე “ვიტ ჯორჯიაა” 19 ქულით.

დილა 0-0 დინამო ბათუმი

დილა: ჩოჩიშვილი – ბალგუ, მირცხულავა, ჩადუნელი, გიორბელიძე – ნონდი (გაგნიძე 61), რაზმაძე – ფორტესი, კუცია, ნონიკაშვილი (სპანდერაშვილი 31) – გოშთელიანი (კოვტალიუკი 65)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

დინამო: ალავიძე – მელიავა, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი – ტეიდი, მანჯგალაძე – რამოსი, ჯოვინო (თევდორაძე 90), ჯიღაური (გაფრინდაშვილი 68) – დვალიშვილი (მამუჩაშვილი 78)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ჩიხურა 3-2 რუსთავი

გოლები: ჩიკვაიძე 4, ფანცულაია 49, კორიფაძე 95 (პ) – ქავთარაძე 27 (პ), სილაგაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, კაშია, მაისაშვილი, ჩიკვაიძე – ჩიხლაძე (სარდალიშვილი 40), კამლაძე (ჩიტეიშვილი 17), მარკოზაშვილი – დეკანოიძე, ფანცულაია (არდაზიშვილი 74), ლექვთაძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, ბუგულოვი, ნოზაძე, ლაცაბიძე – ქოჩლაძე (სალუქვაძე 90), გუჯაბიძე – სილაგაძე, ბაირამოვი (ვასაძე 64), იმნაძე (ძალამიძე 77) – ქავთარაძე

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ვიტ ჯორჯია 0-0 სიონი

ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – ქისიევი, სეხნიაშვილი, კიკალიშვილი, თათხაშვილი – ნანობაშვილი (აშორდია 85), ზარიძე (აბულაძე 89), ვარძელაშვილი, ხუციანიძე (მუზაშვილი 78) – მუსელიანი, მაქაცარია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

სიონი: გოშაძე – აფაქიძე, ჯაფიაშვილი, უგრეხელიძე – სუხიაშვილი, ცაცკრიალაშვილი (თარხნიშვილი 65), ხმალაძე, ივანიშვილი (ტვილდიანი 76), გვარაძე (თარგამაძე 76) – ტატანაშვილი, უგულავა

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

უცნობმა ბიზნესნესმა ფოთის “კოლხეთი”გადაარჩინა

$
0
0

ფოთის “კოლხეთის” სოციალურ გვერდზე გუნდის განცხადება გამოქვეყნდა, რაც ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებასა და უცნობი ბიზნესმენის დახმარებას შეეხებოდა.

“დღეს “ფოთის კოლხეთი 1913″ – მა გასული სეზონის დავალიანების მორიგი ციკლი დაფარა, რაშიც ლომის წილი ქალაქის ხელმძღვანელობას, გუნდის ადმინისტრაციას და ფეხბურთელებს მიუძღვით.
ცნობილია, რომ წინა ციკლის თანხის უდიდესი ნაწილი გუნდისადმი კეთილგანწყობილმა ბიზნესმენმა დაფარა, რომელმაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, გუნდი ეროვნული საფეხბურთო რუქიდან გაქრობას გადაარჩინა. იმედია, სეზონის ბოლოსკენ დარჩენილი დავალიანების გადახდა შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ მოხდება და გუნდი მომავალ სეზონს ვალების გარეშე დახვდება, რაც საშუალებას მისცემს მის ხელმძღვანელობას, კონკურენტუნარიანი, ძლიერი, ჩვენი ქალაქისათვის ღირსეული გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელიც შეძლებს იბრძოლოს კვლავაც დაიბრუნოს თავისი ადგილი ქართული ფეხბურთის ელიტაში”, – წერია განცხადებაში.

“კოლხეთს” ეროვნულ ლიგა 2-ში 20 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. კლუბს 6 ქულა აქვს დაკლებული და უდიდესი ალბათობით, მე-3 ლიგაში გავარდება.

მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

$
0
0

თბილისის “ლოკომოტივის” თავდამსხმელმა, მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და აქტიურ ფეხბურთს დაუბრუნდება.

გავაშელიშვილს 1 წლის წინ დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი და სამკურნალოდ თურქეთში წავიდა. მამიაზე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა, “ლოკომოტივმა” და ფეხბურთის ფედერაციამ იზრუნა.

24 წლის მამია ერთ-ერთ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა და “ლოკოს” მაისურით ყოველთვის შედეგიანად გამოირჩეოდა. გარდა დაავადებისა, მამიას ტრავმებაც შეუშალეს ხელი.


რომელმა ფეხბურთელებმა უჩივლეს “ტორპედოს” FIFA-ში?

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოში” დიდი ფინანსური კრიზისია და გუნდი ხელფასების გაცემას უკვე თვეებია ვერ ახერხებს.

უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და სიტუაციის გამოსწორებამდე მოედანზე გასვლას არ აპირებენ.

სეზონის შუა ნაწილში წასული ფეხბურთელებიდან ორმა, რომელთა მიმართაც “ტორპედოს” ფინანსური ვალდებულებები გააჩნია, კლუბს FIFA-ში უჩივლა.

რიჩარდ ლუკამ და ამბროსი ჩაჩუამ დავალიანების დაფარვა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქუთაისს ლიცენზირების პრობლემა შეექმნას.

“ტორპედო” კვლავ აგრძელებს პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრას. ქალაქის მერია და ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობენ კრიზისული სიტუაციიდან გუნდის გამოყვანას.

“ვიტ ჯორჯიამ”ბათუმის “დინამოს”ქულები დააკარგვინა და გავარდა

$
0
0

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის პირველ შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” აუტსაიდერი “ვიტ ჯორჯია” ვერ დაამარცხა და 1-1 ითამაშა. მთელი თამაშის განმავლობაში “დინამომ” 30-ზე მეტჯერ დაარტყა კარში, თუმცა, ხან ისერგიშვილი იყო შეუდარებელი, ხან კი ფეხბურთელები ბოლო მომენტში სცოდავდნენ. “ვიტ ჯორჯიამ” 86-ე წუთზე გაათანაბრა და შესაძლოა, მისთვის ყოვლად უმნიშვნელო მატჩში, ბათუმელებს ჩემპიონობა დააკარგვინა. “ვიტ ჯორჯია” უკვე ოფიციალურად გავარდა ეროვნულ ლიგა 2-ში, “დინამო” კი მეტოქეების იმედზეა.

ხვალ “საბურთალო” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.

დინამო ბათუმი 1-0 ვიტ ჯორჯია

გოლი: ჯიღაური 3 – სეხნიაშვილი 86

დინამო: ალავიძე – მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 88) – ჯიღაური, რამოსი, ჯოვინო (თევდორაძე 75)  – დვალიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – კილაშვილი, თათხაშვილი, სეხნიაშვილი, ნემსაძე – ვარძელაშვილი (აბულაძე 88), ზარიძე – მუსელიანი, ნანობაშვილი (აშორდია 75), მუზაშვილი – მაქაცარია (ხუციანიძე 81)

მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე

მამია გავაშელიშვილი: “ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა”

$
0
0

მკურნალობის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი – მამია გავაშელიშვილი კლუბს სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდა. 9-თვიანი პაუზის შემდეგ, მამია რეაბილიტაციის პროცესს იწყებს და ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის, გუნდს შეუერთდება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვე და სრულიად ჯანმრთელი დავბრუნდი. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ 9 თვის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და მამხნევებდა: ჩემი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობი და უცნობი ადამიანები. უამრავმა ადამიანმა მომწერა და დამირეკა და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა.

განსაკუთრებული მადლობა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტს – ლექსო თოფურიას, რომელიც პირველივე დღიდან ყველანაირად მეხმარებოდა და მხარს მიჭერდა. მადლობა ლოკოს თითოეულ წევრს, ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოწყენისა და ხელის ჩაქნევის საშუალება არ მომცეს. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობა ეროვნული ლიგის კლუბებსა და ფეხბურთელებს.

ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ მოედანს ვეღარ დავუბრუნდებოდი. ჩემი გუნდის ვარჯიშებს საგურამოში თითქმის სულ ვესწრებოდი და თითქოს ამით ვინაზღაურებდი დანაკლისს. იმედი მაქვს, რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით წავა და ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის, უკვე გუნდს შევუერთდები.

განვლილმა პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა და ბევრ რამეზე დამაფიქრა. მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც მძიმე დაავადებას ებრძვის – არასდროს დანებდეთ, შეუძლებელი არაფერია. ძლიერები იყავით და ყველაფერი გამოვა“ – ამბობს მამია გავაშელიშვილი.

მამია “ლოკოს” 2014 წელს შეუერთდა და მე-2 ლიგაში 37 მატჩში 45 გოლი გაიტანა. 2018 წელს ფეხბურთელი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 11 გოლით და დაავადების გამო 2019 წელს 9 თვე გაუცდა. გავაშა 2020 წელს დაბრუნდება სრულყოფილად.

Fc locomotive

ინციდენტი მატჩის შემდეგ –რა მოხდა ბათუმში? (ვიდეო)

$
0
0

25 ოქტომბერს, საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის 32 ტურში ჩემპიონატის ლიდერმა ბათუმის “დინამომ” ანგისას ბაზაზე “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ბათუმის “დინამოსთვის” ფრე მიუღებელ შედეგად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ეროვნული ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი, ამ დროს კი ბათუმელები თბილისის “დინამოს” მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ, ხოლო “საბურთალოს” – ოთხით. ისიც უნდა ითქვას, რომ “საბურთალოს” და თბილისის “დინამოს” თითო-თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

“დინამოსა” და “ვიტ ჯორჯიას” მატჩის დასრულების შემდეგ ბათუმელი გულშემატკივრების მცირე ნაწილი ფეხბურთელების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მოთამაშეებს კი სხვა გულშემატკივრები გამოექომაგნენ. ტრიბუნაზე დაძაბულობა იყო, საქმეში პოლიციაც ჩაერთო.

იხილეთ ვიდეო

რამდენი იყო თვეში “ტორპედოს”სახელფასო ფონდი?

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოს” უმძიმესი ფინანსური კრიზისი და 3 მილიონამდე დავალიანება აქვს.

“ტორპედო” ინვესტორთა ახალ ჯგუფს ელის, რომელიც მზად იქნება ვალის დასაფარად და ინვესტიციების ჩასადებად.

ქუთაისის მერია კვლავ აწარმოებს დავას ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ აღნიშნული ვალის დასაფარად, თუმცა ჩაჩავა უარს აცხადებს.

საინტერესოა, როგორც გაირკვა, თვეში “ტორპედოს” სახელფასო ფონდი 600 ათას ლარს შეადგენდა, რაც წელიწადში 7.2 მილიონი ლარია. მსგავსი სახელფასო მდგომარეობა საქართველოში უიშვიათესი მოვლენა გახლავთ და დიდწილად სწორედ ამას გადაყვა ქუთაისური გუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ევროპა ლიგის პლეიოფში გავიდნენ და საკმაოდ დიდი თანხის მიღება შეძლეს უეფასგან, ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა ქუთათურთა შესანახად.

“ტორპედო” სეზონს ძირითადი გუნდის ფეხბურთელებით დაასრულებს, თუმცა მათ და ყოფილ მოთამაშეთა მიმართ დავალიანება ყოველდღე იზრდება.

 

Viewing all 5622 articles
Browse latest View live