Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all 5622 articles
Browse latest View live

თაზო მაქაცარია: “ვიმედოვნებ, ეს ჩემი ბოლო ტრავმა იქნება”

$
0
0

ბოლნისის “სიონის” დატოვების შემდეგ თამაზ მაქაცარია ტრავმირებული იყო და 1 თვის წინ ეროვნული ლიგის აუტსაიდერ “ვიტ ჯორჯიას” შეუერთდა. მაქაცარიამ გუნდის ძირითადში ადგილი მალევე დაიმკვიდრა და “ფარმაცევტების” ლიდერად ყალიბდება. Fanebi.com-მა თაზოსთან სხვადასხვა საკითხზე ინტერვიუ ჩაწერა.

 – “ვიტ ჯორჯიაში” 1 თვეა რაც მიხვედით, თუმცა 10 ნომრიანი მაისური მიიღეთ და ძირითადში ადგილიც დაიმკვიდრეთ. როგორ შეეწყვეთ, როგორი მდგომარეობაა გუნდში?

– მიუხედავად ბოლო ადგილისა, გუნდში არ არის დაძაბული მდგომარეობა, თითოეული ფეხბურთელი ვარჯიშზე და თამაშზე მაქსიმალურს აკეთებს, ისევე როგორც სამწვრთნელო შტაბი და ვცდილობთ ყველა ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ადრეც მითამაშია და გუნდთან შეწყობა არ გამჭირვებია.

– “ვიტ ჯორჯია” ბოლო ადგილზე იმყოფება და მატჩების უმეტესობაში მარცხდება, თუმცა, როგორ ფიქრობთ, შეუძლია გუნდს ტოლ-სწორად თამაში ელიგის კლუბებთან და ბოლო მატჩებში ლიდერებისთვის პრობლემების შექმნა? რა აკლდება გუნდს? თქვენც თითოეულ მატჩში გაქვთ რამდენიმე საგოლე შანსი და ბოლო მომენტში იღბალი გაკლდებათ გასატანად.

– რათქმაუნდა, შეუძლია ამ გუნდს ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემების შექმნა. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. არის მომენტი ცხოვრებაში, როდესაც გიმართლებს და ასევე არის მომენტი, როდესაც უბრალოდ არ გიმართლებს. მე ჩემს გამოუყენებელ მომენტებს უფრო ფორმაში არყოფნას დავაბრალებდი. დაახლოებით 4 თვე მომიწია ხელის მოტეხილობის გამო დასვენება. ვცდილობ მაქსიმალურად დავიჯარჯო, რაც შეიძლება მალე ჩავდგე ფორმაში და ამ სეზონში კლუბს დავეხმარო.

– ეროვნული ლიგის თემა რომ დავასრულოთ, ვითარდება, იზრდება ჩემპიონატის დონე წლიდან წლამდე? და რომელ გუნდს მიიჩნევთ წლევანდელ სეზონში ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად?

– ვფიქრობ, ჩვენი ჩემპიონატი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა, თუნდაც Uefa-ს საკვალიფიკაციო ეტაპები ავიღოთ. წინა წლებთან შედარებით ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენეს ქართულმა კლუბებმა და ვიმედოვნებ, მომავალში აუცილებლად მოვხვდებით ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება ჩემპიონობის კანდიდატს, ჩემი სიმპატიები ბათუმის “დინამოს” ეკუთვნის. მითამაშია “დინამოში”. გარკვეული დროის განმავლობაში და ნამდვილად იმსახურებს ბათუმი და აჭარელი ხალხი ჩემპიონობას.

– კარიერა რომელ გუნდში დაიწყეთ?

15 წლის ვიყავი, როდესაც ვოვა ხაჩიძემ, “ვიტ ჯორჯიას” ამჟამინდელმა მწვრთნელმა ცხინვალის “სპარტაკში” მიმიწვია. პირველი პროფესიონალური თამაში სწორედ ამ კლუბში ჩავატარე 16 წლის ასაკში.

– საყვარელი საფეხბურთო გუნდი და ფეხბურთელი?

“მილანის” გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან და ბრაზილიელი რონალდო (კიჭა) მიმაჩნია ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.

– რა არის თქვენი მიზანი, რას უნდა ველოდოთ თამაზ მაქაცარიასგან?

გაუთავებელი ტრავმები მაქვს, რამაც ფაქტობრივად არ მომცა საშუალება საკუთარი თავის სრულად წარმოსაჩენად. მინდა ჩემს ოჯახს მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის. ვიმედოვნებ, ეს ჩემი ბოლო ტრავმა იქნება და წინსვლას შევუდგები.

ფოტო. FC Wit Georgia


ფუტსალი |რუმინეთი 6:3 საქართველო

$
0
0

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათანის გუნდი რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით – 3:6 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები თალესმა, რონინიომ და ფუმასამ გაიტანეს.

რუმინეთი 6:3 საქართველო

ივანო-ფრანკოვსკი

საქართველო: კუპატაძე, თოფურია, ჯვარაშვილი, კურტანიძე, თოდუა

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, ბუკია, კეკელია, თევზაძე, მაისაია, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, რონინიო, ფუმასა, თალესი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

გაფრთხილება: 26′ ჯვარაშვილი, 29′ ფუმასა, 30′ კუპატაძე, 40′ კურტანიძე

გაძევება: 29′ სებისკვერაძე

გოლები: თალესი (2), რონინიო (22), ფუმასა (24)

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მეორე შეხვედრას 24 სექტემბერს მასპინძელი უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

უკრაინაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩები, ჩვენი გუნდისთვის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 24-27 ოქტომბერს პოლონეთში იასპარეზებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.

GFF

ლევან მჭედლიძე: “მილანმა მიმკურნალა და მაშინ სწორედ მილანს გავუტანე”

$
0
0

ლევან მჭედლიძემ მთელი პროფესიული კარიერა იტალიაში გაატარა, ამჯერად კი თბილისის დინამოს ფეხბურთელია. ვფიქრობთ, ასეთი ფეხბურთელის ჩამოსვლა ჩემპიონატისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

ლევანი დღეს ჩვენი ვებ-გვერდის სტუმარია და განვლილ წლებზე, დინამოს და საქართველოს ნაკრების მიზნებზე გვესაუბრება.

ალბათ უცნაური გრძნობაა, 13–წლიანი კარიერის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდი და დღეს თბილისის დინამოს წევრი ხარ…

ასეა და ახლა ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ! ამ ზაფხულს უფრო დავაკვირდი ქართულ გუნდებს და მიუხედავად ფეიენოორდთან წაგებისა, დინამოს პოტენციალი დავინახე. არის წინსვლა და მინდა, რომ მომავალში წინსვლის ნაწილი მეც გავხდე. ეგოისტი არ ვარ და ტრანსფერს არასდროს ვუყურებ მხოლოდ ჩემი მხრიდან, როგორც მე ვარ ბედნიერი, გუნდიც ასევე ბედნიერი უნდა იყოს ჩემი აქ ყოფნით.  

დინამოში დებიუტს როდის უნდა ველოდოთ?

სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს საბურთალოსთან. 5–ში კი ბათუმის დინამოსთან გვაქვს გასვლითი მატჩი. ეს ის თამაშებია, სადაც ბევრი რამ გაირკვევა, მაგრამ ზოგადად, ყოველთვის მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მანამდე სიონთან მატჩია და მეტოქე უნდა დავაფასოთ.

პირველი შთაბეჭდილებები როგორია? რას გვეტყვი ჩისკოზე?

კარგი გარემო და ინტენსიური ვარჯიშებია, ჩისკოს ესპანური სტილი აქვს დანერგილი, რაც პირდაპირ ვიტყვი, ბედნიერებაა ფეხბურთელისთვის. მთავარია, ყველანი ავყვეთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ.

რა იწვევდა ხშირ ტრავმიანობას? ბევრი ამბობდა, რომ მჭედლიძემ უცებ აიყარა ტანი და ამან მოახდინა გავლენაო…

სიმაღლეში ერთ დროს, 2 თვეში 8 სანტიმეტრით გავიზარდე, მაგრამ ტრავმები ამის ბრალი არ ყოფილა. მიზეზი სხვა რამ იყო: ზოგჯერ ერთდროულად სამ ნაკრებში მიწევდა თამაში. ჩამოვიდოდი, ხან 17–წლამდელები, ხან 19–წლამდელები, ხან მთავარი ნაკრები… ვარჯიშის გარდა ყველაფერს ვაკეთებდი. მოკლედ, ვარჯიშის ნაცვლად ვთამაშობდი.

იმ დროს, ალბათ, ამაზე ნაკლებად ფიქრობდი და თამაში გიხაროდა…

დიახ, მაშინ სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ ამან მოგვიანებით იჩინა თავი. საბედნიეროდ, ახლა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ.

ყველაზე შედეგიანი პერიოდი 2017 წლის გაზაფხულზე გქონდა, სერია A–ში გოლები გაგქონდა და მნიშვნელოვან მომენტში დაშავდი. დიდი ხანი გაგიცდა და რატომ გაიწელა გამოჯანმრთელების პროცესი?

ეს მილანთან მატჩის მერე მოხდა, როცა გოლი გავიტანე. 4 თვე ოპერაცია ვერ გავიკეთე. ემპოლიში მითხრეს, ოპერაცია არ გჭირდება, ვარჯიში შეგიძლიაო. ეგონათ, წასვლა მინდოდა და მიზეზებს ვეძებდი. ცუდ რამეს მაბრალებდნენ, რაც არ მჩვევია – ჯერ პიროვნება ხარ და მერე – სპორტსმენი. მოკლედ, აპრილში გასაკეთებელი ოპერაცია სექტემბერში გავიკეთე.

მთელი კარიერა იტალიაში გაატარე და ვიცით, რომ ადრე უფრო სარფიან წინადადებებზე უარი თქვი – მიეჩვიე აპენინებს?

სახლში ვგრძნობდი თავს, ასე იყო ტოსკანაშიც (ემპოლი) და სიცილიაზეც (პალერმო). პალერმოს მწვრთნელთან – დელიო როსისთან უთანხმოება მომივიდა, ამ კონფლიქტში ჩემი შეცდომაც იყო, მაგრამ მეორე მხრივ, როსის ჩემს მერე კიდევ არაერთ ფეხბურთელთან ჰქონდა უთანხმოება… მაგალითისთვის ადემ ლიაიჩთან, რისი ვიდეოკადრებიც არსებობს.

წინადადებები სულ მქონდა – ესპანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და იტალიის წამყვანი გუნდებიდანაც. უბრალოდ, არ მინდა კლუბების დასახელება, წასული ამბავია… ისე მოვყვები – როდესაც ტრავმას ვიღებდი, მილანს მივყავდი სამკურნალოდ, „მილან ლაბი“ არის სამედიცინო ცენტრი. ჰოდა, ისე მოხდა, რომ მილანმა მიმკურნალა და მაშინ სწორედ მილანს გავუტანე…

როგორც ვიცით, იტალიაში ტიფოზები ძნელად პატიობენ წაგებას.

გააჩნია გუნდს, ემპოლიში გვპატიობდნენ, აი პალერმო კი სულ სხვაა – იქ ძალიან აგრესიული ტიფოზები ჰყავთ!

ემპოლიში მაურიციო სარისთან მოგიწია მუშაობა, იმ პერიოდში ცნობილი სპეციალისტი არ იყო, მაგრამ მერე ნაპოლი, ჩელსი, იუვენტუსი… მოგვიყევი მასზე.

თავისუფალი კაცია, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი საქმე. კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ატარებს ოჯახთან. დილით მიხვალ ვარჯიშზე და სარის მანქანა იქ დგას. საღამოს ყველა რომ წავა, ისევ იქ დგას…

მახსოვს, ემპოლიში პირველ სეზონში 9 ტურის მერე მხოლოდ 2 ქულა გვქონდა – პრესა ყოველდღე ლანძღავდა, მაგრამ პრეზიდენტმა თქვა, მაგარიაო და ენდო. იმ წელს ისე მოვუმატეთ, ფლეი–ოფში გავედით და კინაღამ გადავედით სერია A–ში.

სარი გეხუმრება, შენი მეგობარია, მაგრამ ვარჯიშზე ის საათნახევარი მანქანასავით უნდა იყო და ბოლომდე დაიხარჯო. როცა ერთი ფეხბურთელი რამეს დააშავებდა, მთელ გუნდს სჯიდა. ზოგადად, მწვრთნელებში მიმართლებდა. ბალარდინი, ტოპმიოლერი, კუპერი, სარი… თუნდაც დელიო როსი, მიუხედავად უთანხმოებისა, ვაღიარებ, ძლიერი სპეციალისტი იყო.

ვლადიმირ ვაისი…

ამ კაცის პროფესიონალიზმზე ლაპარაკი ზედმეტია და პლუს, ძალიან კარგი მიდგომა აქვს ფეხბურთელებთან. ნაკრებზეც ვიტყვი – შესარჩევის დარჩენილ თამაშებში შედეგზეც უნდა ვიფიქროთ და თან, ერთა ლიგის ფლეი–ოფისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ.

ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე – ფეხბურთელებმა, ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა… საწყენია, როდესაც უდარდელობას გაბრალებენ – თითქოს ჩვენ არ გვინდა მოგება… ეზოში რომ თამაშობ, მაშინ გინდა გამარჯვება და საქართველოს ნაკრების ფორმით როდესაც დგახარ მინდორზე წარმოუდგენელი გრძნობაა.

ვიცით, რომ პრესასა და სოციალურ ქსელებს ყურადღებას აქცევ…

კი, თუმცა ვცდილობ, ბევრი აღარ ვიფიქრო, როდესაც თამაში არ გამოგდის, უნდა გაგაკრიტიკონ და ეს ნორმალურია. ზოგჯერ გულსატკენ რაღაცეებსაც მოისმენ და წაიკითხავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც ცუდად ხუმრობს, იმასაც გულის სიღრმეში კარგი სურს ქართველი ფეხბურთელისთვის.

შენი საუკეთესო პარტნიორი მოედანზე ვინ არის? როგორც ქართველი, ისე უცხოელი…

ქართველებიდან ლევან ყენია – თავიდანვე კარგად ვუგებდით ერთმანეთს. სამწუხაროდ, ყენიას ტრავმების გამო კარგად ვერ წაუვიდა კარიერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ დროს შეიძლება მოუმატოს, დღესაც მაგრად შეუძლია თამაში. უცხოელებიდან კი სიმონე ვერდი – ემპოლიში ზოგჯერ ისეთ პასს დამიხატავდა ხოლმე… მერე მილანში გადავიდა. ასევე, რადე კრუნიჩი, ხავიერ პასტორე… ლეანდრო პარედესის გვერდით თამაშიც კომფორტული იყო. ახლა დინამოში ველოდები ასეთ პარტნიორებს.

მატჩი, რომლის შემდეგაც ყველაზე გახარებული იყავი…

სამს დავასახელებ, პირველი – საქართველო 2:0 შოტლანდია, როდესაც 17 წლის ვიყავი და ნაკრებში გოლი გავიტანე; მეორე – პალერმოში თამაშისას ჯანლუიჯი ბუფონს რომ გავუტანე და იუვენტუსს სტუმრად მოვუგეთ; და ბოლოს, ერთი მატჩი იყო ემპოლიში, სერია ბ–დან ვვარდებოდით და ვიჩენცას ვხვდებოდით, დამარცხების შემთხვევაში შანსი თითქმის არ გვრჩებოდა, 0:2–ს ვაგებდით, შეცვლაზე შევედი და ჯერ მე გავიტანე, მერე ტავანომ, ბოლო წუთზე კი მასიმო მაკარონეს მივეცი საგოლე პასი და 3:2 მოვიგეთ! სანამ მაკარონე გაიტანდა, ვიჩენცამ პენალტი ვერ შეაგდო. მოკლედ, სასწაული თამაში იყო –  იმედია, წინ კარგი ამბები მელის. ჯერ საქართველოს ჩემპიონობას ვუმიზნებთ!

Eliga.ge

ყველაფერი ქუთაისის წინააღმდეგ –ვინ გადაარჩენს “ტორპედოს”?

$
0
0

ქუთაისის “ტორპედო” უახლოეს პერიოდში Uefa-სგან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისათვის კუთვნილ თანხას მიიღებს, მაგრამ კლუბის ფინანსური ვალდებულებებიდან გამომდინარე, ფულს ბანკი წაიღებს.

Uefa “ტორპედოს” 240 ათას ევროს ანუ დაახლოებით 780 ათას ლარს მისცემს. გუნდის დავალიანება 3 მილიონ ლარს შეადგენს და შესაბამისად, აღნიშნული თანხა მხოლოდ 25%-ია ვალისა.

რთული სათქმელია, რამდენად შესაძლებელია, “ტორპედოს” საფინანსო ინსტიტუტთან ქუთაისის მერიამ უშუამავლოს და ფულის ნახევარი ხელფასებსა და სხვადასხვა პრობლემებს მოგვარდეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთათურებს ხელფასი რამდენიმე თვეა არ აუღიათ. ჩაჩავას წასვლის შემდეგ მიმდინარეობს გუნდის გადაბარების პროცესი, ფეხბურთის ფედერაცია და ქუთაისის მერია ახალი ინვესტორების მოძიებას ცდილობენ.

როინ კვასხვაძე –ერთგული კაცი, რომელსაც ბურთის და 1000 დოლარის არ ეშინია

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოში” ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დარჩა და მათ შორის, გუნდის კაპიტანი და მეკარე, როინ კვასხვაძეა.

კვასხვაძემ საკმაოდ ბევრ შემოთავაზებაზე თქვა უარი და “ტორპედო” არაფრის დიდებით არ დატოვა.

2016 წელს, როცა საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი მოულოდნელად 0-1 დაამარცხა, თბილისში ჩამოსულმა ირანულმა “თავრიზმა” როინს 100 ათას დოლარიანი ხელფასი შესთავაზა, თუმცა მეკარემ მაშინაც უარი განაცხადა წასვლაზე, მიუხედავად ირანული პირობებისა.

2017 წლის 26 ნოემბერს კვასხვაძეს კარიერაში საუკეთესო მომენტი ჰქონდა და “დინამოს” წინააღმდეგ ბოლო წამზე პენალტი მოიგერია, “ტორპედოს” 15 წლის შემდეგ ნანატრი ჩემპიონობა მოუპოვა.

კვასხვაძის ლიდერობით გუნდმა თასზეც იმარჯვა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც, სამწუხაროდ, დამარცხდა.

“ტორპედოს დატოვებას არ ვაპირებ. ეს გუნდი ქუთაისის სახეა” – განაცხადა კვასხვაძემ, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მატჩში განაცხადში ვერ მოხვდა ტრავმის გამო და გულშემატკივარმა მისი წასვლის შესახებ ივარაუდა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალურ მატჩში “ტორპედო” “რუსთავს” ესტუმრა და ყველაფერი პენალტების სერიებამდე მივიდა, სადაც კვასხვამ ჯერ პენალტი მოიგერია, შემდეგ თვითონვე გაიტანა და კლუბს შემდეგ ეტაპამდე წაუძღვა.

30 წლის კვასხვაძეს ღირსეული გამგრძელებელი გამოუჩნდა, თუმცა ჯერ მისი და “ტორპედოს” ისტორია არ დასრულებულა და არც დასრულდება.

ლევან ყენიას ტრავმა აქვს

$
0
0

თბილისის “საბურთალოს” 28 წლის შემტევი, ლევან ყენია კვლავ ტრავმირებულია.

ყენიამ გუშინ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში “ლოკომოტივის” წინააღმდეგ ვერ ითამაშა, რომელიც “საბურთალომ” 4-0 მოიგო.

ლევანი გუნდთან ერთად ვარჯიშს რამდენიმე დღეში დაიწყებს და სავარაუდოდ, 2 კვირაში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს სხვადასხვა ტრავმის გამო უდიდესი პერიოდი გაუცდა.

ეროვნული ლიგა –“დინამო ბათუმმა”“ტორპედოს”მოუგო და თბილისის “დინამოს”გაასწრო

$
0
0

ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა წყალტუბოში ქუთაისის “ტორპედოსა” და ბათუმის “დინამოს” შორის ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში მე-13 წუთზე ციცქიშვილმა გახსნა. ალავიძეს დოლიძის დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ციცქიშვილმა დაასწრო და 1-0. ზუსტად 2 წუთში ნავალოვსკი მარცხელა ფლანგიდან ჩაერთო შეტევაში, საჯარიმოში მის ჩაწოდებულ მანჯგალაძე გამოეხმაურა და 1-1. ტაიმის ბოლოს კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ მაჩაიძეს ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ჯოვინომ 11-იანი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დაარტყა, კვასხვაძემ კუთხე გამოიცნო, თუმცა ბოლომდე ვეღარ შეიმაგრა და 1-2.

მე-2 ტაიმში “დინამოს” რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდა, თუმცა კვასხვაძე და ფორტუნა “ტორპედოსკენ” იყო, ქუთაისმაც შეუტია, მაგრამ უშედეგოდ.

ეროვნულ ლიგას კვლავ “დინამო ბათუმი” ჩაუდგა სათავეში და 3 ქულით და 1 მატჩით გაუსწრო თბილისის “დინამოს”.

ტორპედო 1-2 დინამო ბათუმი

გოლები: ციცქიშვილი 13 – მანჯგალაძე 15, ჯოვინო 41

ტორპედო: კვასხვაძე – მაჩაიძე (ტაბატაძე 58), ხურცილავა, ჭიჭინაძე ნადარაია – მოსიაშვილი (ჩოგაძე 66), ცეცხლაძე (ქორიძე 75), ფონიავა – დოლიძე, ჩუკურა – ციცქიშვილი

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დინამო: ალავიძე – გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი (ჯანელიძე 89), ტეიდი – რამოსი (გაფრინდაშვილი 59), ჯოვინო, მანჯგალაძე – დვალიშვილი (თევდორაძე 80)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“საბურთალო “დინამოსთან”მსაჯებთან დამარცხდა”–ჩემპიონის სკანდალური პოსტი

$
0
0

გუშინ 23-ე ტურის გამოტოვებული მატჩი “დინამოსა” და “საბურთალოს” შორის “დინამოს” 2-1 გამარჯვებით დასრულდა. მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა გუშინ ძალიან საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო და საბოლოოდ, “საბურთალო” დამარცხდა. ჩემპიონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ძალიან მოულოდნელი და სკანდალური პოსტი გამოქვეყნა მსაჯობის შესახებ.

“სათაური სრულად ასახავს მატჩის სცენარს – დიახ, 2 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ „საბურთალო“ მსაჯებთან დამარცხდა! მთავარ როლში ფიფას კატეგორიის მსაჯი, საქართველოში „ვითომ“ პერსპექტიული გიორგი ყრუაშვილი იყო, როლებში კი მისი ასისტენტ-დამხმარეები – შოთა ქუხილავა, გიორგი ვარდიძე და ძმანი მისნი. პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში მსაჯები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ „საბურთალოს“ წინააღმდეგ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

გუშინ, ყრუაშვილმა მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა თავის ახალგაზრდულ ცხოვრებაში – 75-ე წუთამდე თავისი საქმე „გააკეთა“, მერე კი განაგრძო ჩვეულებრივი მსაჯობა. მატჩის მე-4 წუთზე აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა „საბურთალოს“ სასარგებლოდ, მე-19 წუთზეც შეეძლო პენალტის დანიშვნა, თუმცა ამ შემთხვევაში საკამათო ეპიზოდი იყო. ყრუაშვილი საბურთალოელების უხეშობისთვის და მაისურზე დაქაჩვისთვის ყვითელ ბარათებს უჩვენებს ფეხბურთელებს, ანალოგიური ქმედებებით მასპინძლებს მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებს. შეხვედრის 69-ე წუთზე „საბურთალო“ 10 კაცით დარჩა, ხოლო 75-ე წუთზე ისეთ თერთმეტმეტრიანს ნიშნავს „საბურთალოს“ კარში, რომ „დინამოს“ თავგადაკლული ქომაგიც კი გააკვირვა!

არ ვიცი, იცით თუ არა, შესაძლოა სიახლეს ვამბობ, მაგრამ საქართველოში მსაჯი უშეცდომოა! ყოველშემთხვევაში ამას გვიმტკიცებენ მსაჯთა კორპუსში – არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც მსაჯთა ხელმძღვანელებს ეღიარებინოთ ამა თუ იმ მსაჯის შეცდომა, ან რომელიმე მათგანით უკმაყოფილება გამოეთქვათ. ჰოდა, ვიდრე მსგავსი მიდგომა იქნება, ვიდრე რეალურად არ შეაფასებენ ამა თუ იმ ადამიანის ქმედებას, მანამდე ასეთ დღეში ვიქნებით.

როგორ ფიქრობთ, გუშინ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსაჯები ასე „ჭკვიანურად“  მსაჯობენ „საბურთალოს“ წინააღმდეგ? სულ მცირე ხნის წინ საბურთალოს მონაწილეობით მატჩში ანალოგიურად, ერთი-ერთში მოიქცა ყრუაშვილის კოლეგა ჯენერი ხორავა! ამ დუეტს დიდად არც გიორგი კიკაჩეიშვილი ჩამოუვარდება… რომ დააკვირდეთ „საბურთალოს“ მატჩებს ზედა ხუთეულის გუნდებთან, სადაც უფრო დიდი შანსია გუნდმა ქულები დაკარგოს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ „სამეულს“ ნიშნავენ მთავარ არბიტრებად.

არ იფიქროთ, მხოლოდ წლეულს მსაჯობენ არბიტრები ტენდენციურად „საბურთალოს“ საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კლუბი ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაშინაც იყო მიზანმიმართული ბრძოლა, მაგრამ 2018 წელს ჩვენმა კლუბმა ყველანაირი ბარიერი დაძლია და დასახულ მიზანს მიაღწია!

ზოგადად, მსაჯების არაკომპეტენტურობა და ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული მიდგომა, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, აჩენს უსამართლობის გრძნობას, რაც თავისთავად ინტერეს აკარგვინებს ინვესტორებს და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთის გულშემატკივრებს. ყოველივე ეს ფაქტორი, ხელს უშლის ქართული ფეხბურთის განვითარებას.

მსაჯებზე საუბარს ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, უთქმელობა დანაშაულად მიგვაჩნია და გულისტკივილი მოვიტანეთ გულშემატკივრამდე.  რაც შეეხება მატჩს – ვიდრე „საბურთალო“ კაცნაკლული დარჩებოდა მეტოქეს აღემატებოდა თამაშითაც და ანგარიშითაც. მხოლოდ პირველ ტაიმში გატანილი გოლის გარდა, სამჯერ მართებდა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს „დინამოს“ კარის აღება, მაგრამ… ბოლოს კი, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ზემოთ ვრცლად გითხარით. დანარჩენი კი ყველაფერი თავად განსაჯეთ”, – წერია განცხადებაში.

2 ოქტომბერი. „დინამო არენა“. 800 მაყურებელი
დინამო (თბ) – საბურთალო 2:1 (0:1)
დინამო: 
პერალესიიაშვილიმონხილიკობოურიკაპლიენკოდაფე (შულაია 87), პაპავაქიმაძე, შიშკა (ზარია 50), ნინუა, კარიკარი (მჭედლიძე 90).
საბურთალო:კუპატაძე, მალიმარგველაშვილისანდოხაძერეხვიაშვილი, ალთუნაშვილიტერა (როლოვიჩი 77)ტაბატაძე (58. ლაკვეხელიანი), კოხრეიძე (66. ჩაბრაძე), დიასამიძე, გაბედავა.
გოლები: 0:1 კოხრეიძე (43), 1:1 ნინუა (69), 2:1 ნინუა (75-პენ).
გაძევებასანდოხაძე (69)


UEFA: ქართული გუნდები ევროპა ლიგაზე ვეღარ გამოვლენ!

$
0
0

Uefa-ს გადაწყვეტილებით, 2021-22 წლების სეზონიდან ქართული გუნდები ევროპა ლიგაზე ვეღარ მოხვდებიან.

Uefa-მ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი უცვლელი დატოვა, თუმცა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულ გუნდთა რაოდენობა 16-მდე შეამცირა.

ამავდროულად, მართველთა ორგანომ კონფერენციის ლიგა დააფუძნა, სადაც ქართული კლუბები შეძლებენ გამოსვლას. Uefa-ს რეიტინგის მიხედვით, 32-ე და 50-ე ადგილებს შორის ქვეყნები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1 გუნდს გაიყვანენ, კონფერენციაზე სამს, ევროპა ლიგაზე კი  არცერთს.

საქართველო რეიტინგში 44-ე ადგილზეა.

 

ეროვნული ლიგა –კირკიტაძე, კუცია, ფორტესი (დუბლი)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის 2 შეხვედრა გაიმართა და ჯამში 6 გოლი და 3 დუბლი ვიხილეთ. ბოლნისის “სიონმა” გორის “დილა” მიიღო და 0-4 განადგურდა. “დილამ” ზედიზედ მე-3 მატჩში იმარჯვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ანგარიში კუციამ მოხდენილად გახსნა, შემდეგ ცარიელ კარში მარტივად შეაგორა, 66-ზე ფორტესმა ჯერ პენალტით გაიტანა, 79-ე წუთზე კი სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი ბურთი შეაგდო.

თბილისის “ლოკომოტივმა” ქუთაისის “ტორპედოს” კირკიტაძის დუბლით მოუგო. “ლოკო” მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და დამსახურებულად იმარჯვა. “ლოკომოტივსა” და “ტორპედოს” 40-40 ქულა აქვთ და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

ხვალ ტურისა და ჩემპიონატის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება. ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” მიიღებს 20:00 საათზე მიიღებს.

ლოკომოტივი 2-0 ტორპედო

გოლები: დათო კირკიტაძე 40/54

ლოკომოტივი: ბულისკერია – გაბაძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა – შონია, გვალია – კირკიტაძე, დარცმელია (სამურკასოვი 89), ინჯგია (შეყილაძე 83) – სიხარულიძე (ჯიქია 81)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

ტორპედო: კვასხვაძე – ჭიჭინაძე, ხურცილავა, ნადარაია – ტაბატაძე, ცეცხლაძე, ფონიავა (იონანიძე 59), ნებიერიძე (ჩოგაძე 46) – ჩუკურა, ციცქიშვილი (მოსიაშვილი 60), დოლიძე

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

სიონი 0-4 დილა

გოლები: კუცია 47/64, ფორტესი 66/79

სიონი: გოშაძე – ჩაჩუა, ჯაფიაშვილი, აფაქიძე – ივანიშვილი (უგრეხელიძე 77), გვარაძე (უგულავა 46), თარხნიშვილი, ხმალაძე, კახაბრიშვილი (სუხიაშვილი 57) – ტატანაშვილი, თარგამაძე

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

დილა: ტიტვინიძე – გიორბელიძე, ჩადუნელი, მირცხულავა, ბალგუ – რაზმაძე (ქურდაძე 77), გაგნიძე (ლემპტი 65) – ფორტესი, კუცია, პაიმი (სპანდერაშვილი 46) – გოშთელიანი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

სიახლე “დინამოების”მატჩში –ვინ განსჯის ბათუმურ-თბილისურ დაპირისპირებას?

$
0
0

6 ოქტომბერს ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში თბილისის “დინამოს” მიიღებს და გამარჯვებული ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი მსაჯი მარსელ ბირსმანი იქნება, პირველი ასისტენტი ვლადიმერ ურზიჩა, მეორე ასისტენტი მირზა გრიგორუ, მე-4 მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილი.

ბირსმანი 37 წლის გახლავთ და რუმინეთის ჩემპიონატში მთავარი რეფერობის გარდა, ევროპა ლიგის მატჩებში მე-4 არბიტრის ფუნქციას ითავსებს. ბოლოს “გიმარაეში” – “აინტრახტის” დროს იმსაჯა.

რამდენიმე დღის წინ “დინამო თბილისი” – “საბურთალოს” თამაშში გიორგი ყრუაშვილმა მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღო და “საბურთალომ” წაგება სწორედ მას დააბრალა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს ნეიტრალური არბიტრაჟი ვიხილოთ.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

დინამო ბათუმი VS დინამო თბილისი –ყველაფერი რაც უნდა იცოდე მატჩის წინ

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. ბათუმის “დინამო” 20:00 საათზე თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს და გამარჯვებული ჩემპიონატს ერთპიროვნულად ჩაუდგება სათავეში.

ბათუმელებს ტრავმირებული ჯაბა ჯიღაური დაუბრუნდა, კვლავ ლაზარეთში არიან ნიკოლოზ საბანაძე, გურამ ადამაძე და გიორგი ილურიძე.

თბილისელებს დისკვალიფიცირებული ნოდარ ქავთარაძე ვერ დაეხმარება. “სიონთან” გუნდს ლევან კუტალია არ ჰყავდა, თუმცა ელიგის საუკეთესო ბომბარდირმა (17 გოლი) ვარჯიში გაანახლა და შესაძლოა, ჩისკომ ის თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაინც დააყენოს. აუცილებლად მეტ დროს მიიღებს იტალიიდან დაბრუნებული ლევან მჭედლიძე.

ურთიერთშეხვედრები

მიმდინარე სეზონში კლუბები ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ და 2-ჯერ ბათუმმა (3-2, 1-0) მოიგო, ერთხელ თბილისმა (2-1).

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 57 მატჩიდან 40- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 9 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 119/50 თბილისელთა სასარგებლოდ.

საინტერესო ფაქტები

დღევანდელ შეხვედრას რუმინული სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი მარსელ ბირსმანი იქნება, ასისტენტები ვლადიმირ ურზიკა და მირკა გრიგორიუ იქნებიან. მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი.

გიორგი ნავალოვსკის, ლევან გეგეჭკორს, ჯაბა ჯიღაურს, ლადო დვალიშვილს, ნიკა საბანაძეს, გიორგი ილურიძეს და გიორგი ჯანელიძეს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში “დინამო არენაზე” უთამაშიათ. საპასუხოდ, მხოლოდ მათე კვირკვია ყოფილა “ანგისას” ბაზაზე.

Transfermarkt “დინამო თბილისის” შემადგენლობას 6.58 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საუკეთესო შედეგია. “დინამო ბათუმს” 4.58 მილიონად და მე-2 ადგილზე აყენებს.

ორივე კლუბს 61-61 ქულა აქვს და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობიდან გამომდინარე, თანაბარი ქულების შემთხვევაში წინ ბათუმი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობა

დინამო ბათუმი: ალავიძე – გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, მანჯგალაძე – ჯიღაური, რამოსი, ფლამარიონი – დვალიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დინამო თბილისი: პერალესი – იაშვილი, კაპლიენკო, მონხილი, ქიმაძე – პაპავა, ნინუა, კუხიანიძე, დაფე, შულაია – კუტალია

მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე

ფოტო: FCdinamoTbilisi

ეროვნული ლიგა – 3 პენალტი ივანწმინდაში, “საბურთალოს”შემტევი ტრიო

$
0
0

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მე-2 დღე 14:00 საათზე საჩხერის “ჩიხურასა” და “ვიტ ჯორჯიას” მატჩით დაიწყო. ივანწმინდაში მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო და ფეხბურთელებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა გოლები მხოლოდ პენალტებიდან გავიდა. კორიფაძემ მე-2 წუთზე ზუსტად შეასრულა პენალტი, 70-ზე მუსელიანმა უპასუხა 11-იანი ნიშნულიდან, 90-ე-ზე კი კორიფაძემ “ჩიხურას” გამარჯვება კვლავ პენალტით მოუპოვა.

“საბურთალომ” “რუსთავი” სტუმრად 0-3 დაამარცხა. გოლები როლოვიჩის, კოხრეიძესა და გაბედავას ანგარიშებზეა. “რუსთავსაც” შეეძლო შეგდება, მაგრამ ბოლო მომენტში ან მიგინეიშვილი იდგა მტკიცედ ან რუსთაველები ცდებოდნენ.

“რუსთავი” ისევ გასავარდნ ზონაში დაბრუნდა 34 ქულით, “ჩიხურას” 35 ქულა აქვს, “საბურთალომ” სხვაობა ლიდერებთან 4 ქულამდე შეამცირა, “ვიტ ჯორჯია” კი უიმედო აუტსაიდერია.

რუსთავი 0-3 საბურთალო

გოლები: როლოვიჩი 26, კოხრეიძე 49, გაბედავა 61

რუსთავი: მამარდაშვილი – სილაგაძე, ნოზაძე, გუჯაბიძე, თევზაძე (სალუქვაძე 73) – ვასაძე, ბაირამოვი – კიტეიშვილი, ლეჟავა (სიჭინავა 57), ძალამიძე – იმნაძე (მეტრეველი 76)

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ლაკვეხველიანი (დიასამიძე 57) – ცნობილაძე, ალთუნაშვილი – ტაბატაძე (გაბედავა 52), კოხრეიძე (ტერა 70), გი – როლოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

წითელი ბარათი: ტერა 84

ჩიხურა 2-1 ვიტ ჯორჯია

გოლები: კორიფაძე 2/90 (პ) – მუსელიანი 70 (პ)

ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი, კაშია, მეგრელიშვილი (ჩიტეიშვილი 55)  – დეკანოიძე, ჩიხლაძე (მარკოზაშვილი 53), ჩიკვაიძე, ლექვთაძე (ფანცულაია 77) – მუმლაძე, სარდალიშვილი

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – კიკალიშვილი, ჩიტიშვილი, სეხნიაშვილი, ქისიევი – ნემსაძე, ნანობაშვილი (ჯანელიძე 58), ზარიძე, თათხაშვილი (ვაზაგაშვილი 58) – მუსელიანი, მაქაცარია (ნაჭყებია 87)

მთავარი მწვრთნელი:

ბათუმის “დინამო”–თბილისის “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

$
0
0

დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს” შორის. გულშემატკივრებმა ეს დაპირისპირება ნაადრევ ფინალადაც კი მონათლეს.

უკვე ცნობილია, თუ როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

ბათუმის “დინამო”:  ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – ტეიდი, მამუჩაშვილი – მანჯგალაძე, ფლამარიონი, რამოსი – დვალიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

თბილისის “დინამო”: პერალესი – იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო – დაფე, პაპავა, ნინუა, ქიმაძე – ზარია – კარიკარი

მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე

“სტადიონზე წვიმა იყო გამეფებული”–“დინამოების”ფრე

$
0
0

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ანგისას” ბაზაზე “დინამო ბათუმსა” და თბილისის “დინამოს” შორის 1-1 დასრულდა. “სტადიონზე წვიმა იყო გამეფებული” – ყველაზე მეტად ეს ფრაზა შეეფერება წვიმის იმ რაოდენობას, რომელიც სტადიონს დაეცა და სრულიად განსხვავებული მატჩი ვიხილეთ. მთელი შეხვედრის განმავლობაში ბათუმელები დომინირებდნენ, თუმცა თბილისს მხოლოდ 1 მომენტი შეექმნა და გამოიყენა კიდეც. 58-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა პენალტით გახსნა ანგარიში, შეცვლაზე შემოსულმა ლევან მჭედლიძემ კი პირველივე შეხებით გაათანაბრა 83-ე-ზე. გეგუჩაძემ ცვლილებები აშკარად დააგვიანა, ჩისკოს ცვლილებამ გაამართლა.

30 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 62-62 ქულა აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში შავიზღვისპირელები სჯობნიან მეტოქეს და პირველ ადგილზეც გადაინაცვლეს.

დინამო ბათუმი 1-1 დინამო თბილისი

გოლები: ჯოვინო 58 (პ) – მჭედლიძე 83

დინამო ბათუმი: ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – ტეიდი, მამუჩაშვილი – მანჯგალაძე (ჯიღაური 86), ფლამარიონი, რამოსი – დვალიშვილი (გაფრინდაშვილი 88)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დინამო თბილისი:პერალესი – იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო – დაფე (კუხიანიძე 70), პაპავა, ნინუა, ქიმაძე – ზარია (მჭედლიძე 79) – კარიკარი (შიშკა 90)

მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე


ლევან მჭედლიძის სადებიუტო გოლი ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

$
0
0

6 ოქტომბერს, საქართველოს Crystalbet ეროვნულ ლიგაში ბათუმის “დინამო” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა და ფრდდ 1:1 ითამაშა.

სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ლევან მჭედლიძემ გაიტანა. 29 წლის თავდამსხმელისათვის ეს გოლი თბილისური კლუბის რიგებში სადებიუტოა.

იხილეთ ვიდეო

ფოტო: ეროვნული ლიგა

დღის ფოტო: წყვილი საკუთარ ქორწილში “დინამოების”შეხვედრას უყურებს

$
0
0

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ “დინამო ბათუმსა” და “დინამო თბილისს” შორის, დიდი ყურადღება დაიმსახურა.

შეხვედრა 1-1 დასრულდა. ანგარიში 58-ე წუთზე ჯოვინომ გახსნა, 83-ე-ზე კი მჭედლიძემ უპასუხა.

სოციალურ ქსელში ფეხბურთის რამდენიმე გვერდმა საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი საკუთარ ქორწილში “დინამოების” მატჩს უყურებდა.

ხობის “კოლხეთის”კაპიტანმა, გიორგი გოგენიამ “მეშახტეს”ფეხბურთელი სიკვდილისგან იხსნა (ვიდეო)

$
0
0

ხობის “კოლხეთის” კაპიტანმა, გიორგი გოგენიამ საფეხბურთო კლუბ ტყიბულის “მეშახტის” ფეხბურთელი, ზურა გელაშვილი სიკვდილისგან იხსნა. “მეშახტე” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ხობის კოლხეთის კაპიტანმა გიორგი გოგენიამ მეშახტეს ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა!
გუშინ, ტყიბულის სტადიონზე მეშახატესა და ხობის კოლხეთს შორის მატჩში საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს
გელაშვილმა შეჯახებისთანავე გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა, სწორედ ამ დროს მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელებით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება. დახმარების აღმოჩენა რამოდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო
☑ ტყიბულის მეშახტე სრული შემადგენლობით და გუნდის გულშემატკივრები მადლობას ვუხდით ხობის კოლხეთის კაპიტანს 👏
ეს ის მომენტია, როცა სიტყვები ზედმეტია!
ფეხბურთი – ეს ურთიერთპატივისცემაა!”, – წერია მადლობის წერილში.

ფოტო: ფოთის “კოლხეთის” ფანკლუბი “მგლები”

ქუთაისის “ტორპედოს”ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

$
0
0

ქუთაისის “ტორპედოში” სიტუაცია ჯერაც ვერ დალაგდა. სოციალურ ქსელ Facebook-ში, კლუბის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.

“კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო “ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს”, – ვკითხულობთ პოსტში.

ყველასათვის ცნობილია, რომ ფეხბურთელებს რამდენიმე თვეა ხელფასები არ მიუღიათ. კლუბი პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა. “ტორპედოს” 3 მილიონი ლარის ოდენობის ვალი აქვს, რომლის გადახდაზეც ჩაჩავა უარს აცხადებს.

რას ამბობდა ლევან კობიაშვილი “ტორპედოზე”რამდენიმე კვირის წინ?

$
0
0

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებმა გაუსაძლისი პირობების გამო, ვარჯიში შეწყვიტეს. უცნობია, რა ხდება რეალურად “ტორპედოში” და რამდენი ხანია მოთამაშეებს ხელფასი არ აუღიათ. 3 კვირის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ “სადღაც ჩანდა ნათელი წერტილი” და გუნდის გადაბარების პროცესი მიმდინარეობდა. იხილეთ მისი კომენტარი სრულად.

“ქუთაისის “ტორპედოზე” პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მდგომარეობა არის რთული, ძალზე რთული. არ ვიცი რამდენად არის პრეტენზია ჩემთან, მაგრამ მთავარია, რაღაცნაირად გამოვიყვანოთ გუნდი ამ მდგომარეობიდან. ქუთაისის “ტორპედო” არის გუნდი, რომელიც ზოგადად განასახიარებს ჩვენს ჩემპიონატს და ჩემთვის რთულია მის გარეშე აღვიქვა ეს ჩემპიონატი. “ტორპედო” თავისი ტრადიციებით, გულშემატკივრებით და ისტორიით ყოველთვის გამორჩეული იყო. მე რამდენჯერმე ვიყავი ქუთაისში, მქონდა შეხვედრა გულშემატკივრებთან და ყველაზე ცუდი რაც არის, მათ რეალურად არ ჰქონდათ აღქმა, არ იცოდნენ რა ხდებოდა ზუსტად და ესე ზედაპირულად, ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდნენ.

დღეს არის გუნდის გადაბარების პროცესი, უბრალოდ ამ გადაბარების პროცესში არის პრობლემა. როდესაც “ტორპედო” გასხვისდა, მფლობელმა ის ვალების გარეშე შეიძინა და ახლა კლუბს გააჩნია ვალები. ხელშეკრულებაში ნათლად წერია, რომ თუ დაბრუნდება უკან, უნდა დაბრუნდეს ვალების გარეშე. მფლობელი არ აღიარებს ვალებს და ამ ადამიანმა უნდა აღიაროს ფინანსური ვალდებულებები. მანამ სანამ არ აღიარებს, ეს იქნება დავის საგანი და შესაძლოა რაღაც პერიოდი გაიწელოს.

მე-2 გამოსავალი არის, ჩვენი რეკომენდაციით, დროებით ამ გუნდში დაინიშნა მერიის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა იმუშაოს, რაღაც თანხები მოიზიდოს. სანამ ეს ადამიანი “ტორპედოს” ფლობდა, მანამდე შეუძლებელი იყო რამის გაკეთება. ნდობის ფაქტორი და ყველანაირი სიტუაციაც ამაზე მეტყველებდა, რთული იყო, საერთოდ, ვინმეს ინვესტიცია განეხორციელებინა. გუნდში არის მერიის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს ყველანაირი უფლება ყველა ტრანზაქცია აკონტროლოს, სწორი მიმართულებით გაუშვას. სადღაც ჩანს ნათელი წერტილი, მომდევნო დღეებში და კვირეებში ფინანსური დახმარება გაჩნდეს, ხელფასების გაცემა დაიწყოს და ა.შ. რაც შეეხება ტრანსპორტს და მსგავს პრობლემებს, ადრეც მაქვს ნათქვამი და ვიტყვი, რომ მსგავს სიტუაციაში ფეხბურთის ფედერაცია მზად არის ყველას დაეხმაროს.

მიზანი არის, რეალური მიზანი, რაღაც გამოჩნდება და გუნდი იარსებებს”.

“ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი უნგრეთში იყო სამწვრთნელო ლიცენზიის ასაღებად, ფეხბურთელებმა კი, შესაძლოა, ითქვას, ყველაზე კარგი და ლმობიერი დრო აირჩიეს სიტუაციის გამოსასწორებლად. სანაკრებო პაუზა 2 კვირა გაგრძელდება და ეროვნული ლიგა 19 ოქტომბერს განახლდება.

Viewing all 5622 articles
Browse latest View live