Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ჩისკოს არასპორტული საქციელი და ზედმეტად ლმობიერი მსაჯი

$
0
0

"დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ფოტო

საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურში “ზუგდიდსა” და თბილისის “დინამოს” შორის გამართულ შეხვედრაში ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. მატჩის მიმდინარეობისას მასპინძელთა მცველმა ნიკოლოზ აფაქიძემ “დინამოს” ფორვარდი ჩისკო მუნიოსი წააქცია, თუმცა ბურთს თბილისელები ფლობდნენ და მთავარმა მსაჯმა ლაშა სილაგავამ აღნიშნული ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა. გაგულისებული ჩისკო მაშინვე წამოხტა, აფაქიძესთან მიიჭრა და სახეში ხელი გაარტყა, რის შემდეგაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ფეხბურთელები ერთმანეთს შორის წაკინკლავდნენ. სილაგავა კი, რომელიც ფიფას არბიტრად ითვლება, ჩისკოს მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, არადა, საყოველთაოდ მიღებული წესია, რომ არასპორტული საქციელი პირდაპირ წითელი ბარათით ისჯება. ცნობისთვის, მატჩი “დინამოს” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

 

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles