დასრულდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XXVIII ტურის მატჩები.
ცენტრალური შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა გორის ”დილას” უმასპინძლა. ბევრისთვის შესაძლოა მოუდლონელი აღმოჩნდა აღნიშნული თამაშის შედეგი, რომელიც სტუმრებმა ანგარიშით 0:3 მოიგეს.
”ზესტაფონი” (ზესტაფონი) 0:3 ”დილა” (გორი)
გოლები: მოდებაძე, 42, ჟუნიორი, 55, 78
”ზესტაფონი”: კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, იელიჩი, გაგოშიძე, პეტკოვი, ბაბუნაშვილი, გორგიაშვილი (აფციაური, 46), კუტალია (რაჟამაშვილი, 76), ენდელაძე (კვერნაძე, 57), დემელი
”დილა”: შეყრილაძე, ალადაშვილი (ბეჭვაია, 82), კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია, გვალია, მაისურაძე, გოგუა (კახელიშვილი, 83), მოდებაძე (არზიანი, 76), რამოსი, ჟუნიორი
გაფრთხილებები: პეტკოვი – ალადაშვილი
ზემოხსენებული მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე სტარტი ”ზუგდიდისა” და ”დინამო თბილისის” მატჩმა აიღო, რომელიც სტუმარმა და გათამაშების ცხრილის ლიდერმა 2-ბურთანი უპირატესობით – 2:0 მოიგო.
”ზუგდიდი” 0-2 ”დინამო”
გოლები: გველესიანი, 60, ხმალაძე, 90
”ზუგდიდი”: ძაგანია, სიხარულია, ლომია, აფაქიძე, ონიანი (კობერიძე, 89), გაბედავა, ეხვაია, აქუბარდია, ქვარცხავა, ხუბუა (მალანია, 89), კანკია (კუკავა, 78)
”დინამო”: ლორია, კვარაცხელია, შაშიაშვილი (გველესიანი 21’), გლიშიჩი, სეთურიძე, ხმალაძე, ძარია, გრაიციარი, მერებაშვილი, ჩისკო (დვალი 90’), ალვარო
გაფრთხილება: სეთურიძე
ზედა ექვსეულში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ჩიხურამ საკუთარ მოედანზე ქუთაისის ”ტორპედოს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ქვედა ექვსეულის მატჩების შედეგები:
”სიონი” 0-3 ”ვიტ-ჯორჯია”
”დინამო ბათუმი” 6-0 ”მერანი”
”კოლხეთი” 0-0 ”მეტალურგი”
ალექსანდრე მატევოსოვი
Comments