თბილისის “დინამომ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მე-4 ტრანსფერი განახორციელა.
“დინამომ” 22 წლის შემტევი ნახევარმცველი, ირაკლი ბუღრიძე დაიმატა.
ბუღრი ბოლოს ბელგიურ “ბეერსხოტში” თამაშობდა, თუმცა 1 წლიანი ასპარეზობისას მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კარიერის საუკეთესო პერიოდი “ჩიხურაში” ჰქონდა, სადაც მარჯვენა ფლანგიდან პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო. ბუღრიძე 21-წლამდეთა ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
ირაკლის გარდა ჩემპიონს თორნიკე კაპანაძე, როინ კვასხვაძე და ნიკა სანდოხაძე შეუერთდა.