11 იანვარს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვეტერან ფეხბურთელებს შორის ტრადიციული ტურნირი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას თბილისის “დინამოც” იღებს.
“დინამომ” ტურნირის პირველ დღეს, ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი გამართა. თბილისურმა გუნდმა ლევერკუზენის “ბაიერი” 4:2 დაამარცხა, ხოლო დორტმუნდის “ბორუსიასთან” 2:3 დამარცხდა.
“ლევერკუზენთან” მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანზე სიტუაცია მცირედით დაიძაბა – ალექსანდრე ამისულაშვილი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს დაუპირისპირდა.