Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“ზესტაფონი”მზადებას განაგრძობს

$
0
0

მცირე შესვენების შემდეგ, მარგველები ისევ ზესტაფონში შეიკრიბნენ და ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადება განაგრძეს.

გუშინ საღამოს ზესტაფონელებმა ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოს მახლობლად მდებარე ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ივარჯიშეს. გია გეგუჩაძემ გუნდი ისევ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ამუშავა – ნახევარსაათიანი კროსი ჯერ ივან ვუჩეტიჩის დავალებების შესრულებამ, შემდეგ კი ძალისა და გამძლეობის მომატებაზე გათვლილი ვარჯიშების კომპლექსმა შეცვალა.

დღეიდან იმერლები ასე მონატრებულ მწვანე გაზონს უბრუნდებიან. ზესტაფონის სტადიონის ადმინისტრაციისა და მინდვრების მომსახურე პერსონალის რამდენიმედღიანი შრომის შედეგად, კლუბის ბაზაზე ერთ-ერთი მინდვრის თოვლისაგან გაწმენდა, როგორც იქნა, მოხერხდა.

ხვალ, 20 იანვარს, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობა “ბენდელას” თასის გათამაშებაში ს.კ. “ქუთაისთან” სტუმრად გასამართი მატჩით ჩაებმება. რაც შეეხება მარგველთა პირველ გუნდს, მიმდინარე წელიწადში პირველ საკონტროლო მატჩს ის 21 იანვარს ჩაატარებს – საქართველოს ორგზის ჩემპიონები საკუთარ ბაზაზე მარტვილის საფეხბურთო კლუბ “მერანს” დაუპირისპირდებიან. სპარინგ-მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles