გიორგი სეთურიძე რუსთავის „მეტალურგში ითამაშებს. 28 წლის მცველისთვის რუსთავური გუნდი უცხო არ არის სეთურიძე 2011 წელს სწორედ მეტალურგის ღირსებას იცავდა. გასულ წელს კი მარჯვენაფლანგელი თბილისის დინამოში თამაშობდა. სეთურიძემ გუნდთან ერთად დღეს „ფოლადის: სტადიონზე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
მეტალურგში ვარჯიშობს გიორგი მიქაბერიძეც, რომელიც გასულ წელს თბილისის „დინამოში“ სწორედ რუსთავიდან გადავიდა. 25 წლის ნახევარმცველი კლუბთან კონტრაქტს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გააფორმებს.
„მეტალურგს“ ასევე შეუერთდება რევაზ გეწაძე. გეწაძეს „მეტალურგის“ დატოვება თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა რუსთაველი გულშემატკივრების ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა რუსთავში დარჩენა ამჯობინა.
fcm.ge