13 ოქტომბერს, უკრაინაში შეკრებაზე მყოფი ფოთის “კოლხეთი 1913” პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ჩერნიგოვში, სადაც მისი მეტოქე იქაური “დესნა” იქნება. “დესნა” უკრაინის პრემიერ ლიგაში 11 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-7 ადგილზეა.
პუშჩა-ვოდიცადან სადაც ჩვენი გუნდი იმყოფება, ქალაქი ჩერნიგოვი 153 კმ-ით არის დაშორებული.
ეს გუნდები შარშანწინ ასევე ამხანაგურად შეხვდნენ ერთმანეთს ურეკში და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. თავი ჩვენი გუნდიდან გურამ გურეშიძემ გამოიჩინა. “დესნა” საკუთარი მოედნის თამაშებს “იური გაგარინი”-ს სახელობის სტადიონზე ატარებს რომელიც 12 600 მაყურებელს იტევს.
“კოლხეთი 1913”