Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Guardian-ის 60 საუკეთესო ტალანტს შორის ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მოხვდნენ

$
0
0

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 60 საუკეთესო ტალანტი გამოარჩია და მათ შორის, “ლოკომოტივის” შემტევი, ზურიკო დავითაშვილი და “რუსთავის” თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

ხვიჩა და ზურიკო თბილისის “დინამოს” აკადემიაში იწყებდნენ კარიერას, თუმცა დღეს ეროვნულ ლიგაში ასპარეზობენ და ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან.

დავითაშვილი საქართველოდან წასვლას ჯერჯერობით არ აპირებს, კვარაცხელიათი, უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობით, “ბაიერნი” და სერია A-ს რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული.

ჩვენებურების გარდა მსოფლიო ტალანტებს შორის ლილიან ტურამის შვილი, ხეფრენ ტურამი, “რეალის” ბრაზილიელი როდრიგო და “ხორვატი ნეიმარიც” მოხვდნენ.

http://www.picz.ge/img/s4/1810/11/3/34cf80c526a4.jpg

http://www.picz.ge/img/s3/1810/11/8/888fb5c54505.jpg


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles