“საბურთალომ”, რომელიც “ბენდელას” სტადიონზე გადის მოსამზადებლის პირველ ეტაპს, ამხანაგური მატჩი დაგეგმა – გუნდი 13 იანვარს U-17-ს გაეჯიბრება, რომელსაც ნოდარ აკობია ხელმძღვანელობს.
გეცოდინებათ, რომ ზემოთ ხსენებულ ნაკრებში “საბურთალოდან” მრავლად ირიცხებიან ფეხბურთელები. სწორედ, 17 წლამდელთა ნაკრები 17 იანვარს მინსკში საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება, თუმცა რომელ ფეხბურთელებზე გააკეთებს არჩევანს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, “საბურთალოსთან” ამხანაგური მატჩის შემდეგ გახდება ცნობილი.