
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბათუმის “დინამომ” ბრაზილიელი ლეგიონერი, გაბრიელ რამოსი დაიმატა. 22 წლის ნახევარმცველმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იგი ახალ კლუბში 80-ნომრიან მაისურს მოირგებს.
გეტყვით, რომ რამოსი “ბაიას” აღზრდილია. ხოლო, 2017 წელს მან სერია ცე-ს გუნდში, “კუიაბაში” ოთხი მატჩი ითამაშა, საიდანაც ორში ძირითად შემადგენლობაში იყო.