Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“სარბიელის”გამოკითხვა: სპორტული ჟურნალისტებისთვის საუკეთესო საბა კვერკველიაა

$
0
0

წელს ტოტალიზატორ “ლიდერბეთის” მხარდაჭერით გაზეთ “სარბიელის” ყოველწლიური გამოკითხვა, ათი წლის შემდეგ, განახლდა.

აღნიშნულმა გაზეთმა სხვადასხვა ქართველი სპორტული ჟურნალისტი გამოიკითხა იმასთან დავაშირებით, თუ ვინ იყო ამ სეზონში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. ხმათა 80% სოლომონ კვერკველიამ მიიღო. მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველს მოჰყვა გურამ კაშია, რომელსაც 8.75% ხვდა წილად.  მესამე ადგილზე კი ჰოლანდიური “გენტის” ახალგაზრდა ტალანტი, გიორგი ჩაკვეტაძე (2.5%) გავიდა.

გეტყვით, რომ გაზეთი “სარბიელი” 1992-2008 წლებში ატარებდა ამ გამოკითხვას. მასში გამარჯვება და საპატიო ჯილდოს მოპოვება შემდეგმა ფეხბურთელებმა შეძლეს: გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, აკაკი დევაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე, ზაზა ჯანაშია, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles