Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკლავები საქართველოსთვის

$
0
0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქველმოქმედო მიზნით ესტუმრნენ. მიზანი ზაფხულში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ბორჯომის ხეობის აღდგენაა. მატჩამდე სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა მეხანძრეებს მიესალმა. ფეხბურთელები პირობითად სფფ-ისა და მსოფლიო თერთმეტეულებად დაიყვნენ. როგორც ასეთ მატჩებს ჩვევია ხოლმე, თამაში სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა და ის მსოფლიო ვარსკვლავების გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 6:5 დასრულდა. “დინამო არენა” თითქმის სრულად სავსე იყო, ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა კი ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

„GFF XI”

მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე;

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, დემეტრიო ალბერტინი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი;

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი.

„მსოფლიოს XI”

მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა;

მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო;

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე;

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო.

 


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles