Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

გიორგი ჩაკვეტაძე “გენტში”ითამაშებს

$
0
0

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე უახლოეს ხანებში ბელგიურ “გენტთან” კონტრაქტს გააფორმებს.

17 წლის ფეხბურთელი ბელგიაში ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავრა, სადაც “გენტის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრა შედგა. ჩაკვეტაძემ სოციალურ ქსელ Instagram-ში “გელამკო არენაზე” გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, ტრანსფერში წვლილი აგენტებს – გოგა გახოკიძესა და ლაშა ჯაკობიას მიუძღვით.

ჩაკვეტაძემ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

რაც შეეხება “გენტს”, ამ კლუბმა 2016-17 წლების სეზონში, ბელგიის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles