Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

თბილისის “დინამომ”ქუთაისის “ტორპედო”დაამარცხა

$
0
0

21 ივნისს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში “ქართული კლასიკო” გაიმართა. თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თბილისელთა მეკარის შეცდომით გრიგოლ დოლიძემ ისარგებლა და გოლი გაიტანა. მეორე ნახევრის დაწყებიდან ხუთ წუთში გიორგი პაპუნაშვილმა შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 66-ე წუთზე კი საბა ლობჟანიძის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი საკუთარ კარში დავით ხურციძემ ჩაჭრა. საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დამთავრდა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622