ესპანურმა სპორტულმა ინტერნეტ-გამოცემა “Marca”-მ, რომელიც მთლიანად ევროპაშიც საკმაოდ პრესტიჟულია, 19 სექტემბრის ნომერში ქუთაისის „ტორპედოს“ ესპანელ მწვრთნელთა ტანდემს სტატია მიუძღვნა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს პუბლიკაციიდან:
“საქართველოს ჩემპიონატი კარგად დაიწყო ქუთაისის „ტორპედომ“, რომლის მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი და ფიზმომზადების ხელმძღვანელი კი ალბერტო ბეროკალი გახლავთ. მეტწილად ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტებული გუნდი 5 ტურის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ჟერარდ სარაგოსას უფრო მაღალი მიზნები აქვს” – წერს სტატიის ავტორი.
„სანამ ქუთაისურ გუნდში მივიდოდი, ჩემამდე აქ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მუშაობდა, მის განთავისუფლებას გულშემატკივრები უარყოფითად შეხვდნენ, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ისინი უკვე გვენდობიან. ახალ სეზონში წარმატებული სტარტი გვაქვს, ბიჭები ბოლომდე მომყვებიან და მჯერა, კარგ შედეგებსაც მივიღებთ“ – ამბობს ინტერვიუში ჩვენი გუნდის დამრიგებელი.
FCTorpedo.GE
Comments