სანდრო შახოვმა “დინამოს” დირექტორის პოსტი დატოვა. ეს გადაწყვეტილება “დინამო თბილისის” პრეზიდენტის ბატონ რომან ფიფიას და კლუბის დირექტორის სანდრო შახოვის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული. საფეხბურთო კლუბი “დინამო თბილისი” მადლობას უხდის სანდრო შახოვს გაწეული სამსახურისთვის. “დინამო თბილისის” დირექტორის თანამდებობაზე ბატონი მამუკა მახათაძე იმუშავებს. ბატონ მამუკას წარმატებებს ვუსურვებთ საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
FCDinamO.GE
Comments