
დღეს იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩები იმართება.
ლევან მჭედლიძის “ემპოლი” საკუთარ მოედანზე რომის “ლაციოს” უპირისპირდება. სამწუხაროდ, ქართველი თავდამსხმელი არა თუ ძირითად შემადგენლობაშია, არამედ განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.
26 წლის ფეხბურთელმა “ტორინოსთან” შეხვედრაში მიიღო დაზიანება. თვითონ ლევანის განცხადებით, ეს ტრავმა არ იყო სერიოზული და იგი, მაქსიმუმ, “ინტერთან” დაპირისპირებას გამოტოვებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ქართველ სპორტსმენს დაზიანება გაუმიზეზდა და ზედიზედ მეორე თამაშია ვერ ახერხებს გუნდის დახმარებას.
შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ სერია ა-ს 12 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.