
თურქულ შეკრებაზე მყოფმა მარტვილის „მერანმა“ მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სიდეში. მეგრელთა მეტოქე „როსტოვი 2“ იყო.
“მერანმა” პირელივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა. ანგარიში შეხვედრაში სწორედ ჩვენებმა გახსნეს. 27-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ საკუთარ საჯარიმოსთან აართვა ბურთი მეურვეს, შეტევა კურდღელაშვილმა გააგრძელა, რომლის ზუსტი პასის შემდეგ რევაზ გეწაძემ გახსნა ანგარიში ახლო მანძილიდან.
ანგარიში ორამდე დავით მაისაშვილმა გაზარდა. გეწაძე-ბარაბაძის მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, რუსთა კიპერს ბურთი ხელიდან გაუვარდა, „მერანის“ ახალწვეულმა ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში 2-0.
ტაიმის მიწურულს ერთი საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში გამოეპარათ „მერანელებს“ და „როსტოვმა“ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 2-1.
მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, მარტვილლებმა ეს მატჩი მოიგეს და შეკრება წარმატებულად დაასრულეს.