
დიდი შანსია, “სამტრედიას” თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე პოლონეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.
პოლონურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს უმაღლესი ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირით ოთხი კლუბი დაინტერესდა. ვებ-გვერდ wtempie.pl-ს ცნობით, ბუდუს “იაგელონია”, კრაკოვის “ვისლა”, გლივიცეს “პიასტი” და გდინიას “არკა” აკვირდებოდნენ.
“იაგელონია” პოლონეთის მიმდინარე 16-გუნდიანი ჩემპიონატის ლიდერია, კრაკოვის “ვისლა” მე-9 ადგილზეა, “არკა” მე-11 პოზიციას იკავებს, ხოლო”პიასტი” მეცამეტეს.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბს ზივზივაძის შეძენა მოუნდება, მაშინ “სამტრედიას” მასში 350 000 ევრო უნდა გადაუხადონ.