
ჯაბა ჯიღაურმა, რენე სანტოსმა და ვლადიმერ დვალიშვილმა თბილისის “დინამო” დატოვეს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
“დინამო თბილისი რენე სანტოსმა, ვლადიმერ დვალიშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა დატოვეს. მათ დაუმთავრდათ დინამოსთან მოქმედი კონტრაქტი და წინასწარ შეგულებულ ახალ კლუბებში არჩიეს წასვლა. დინამო თბილისი მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ კარიერაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ ფეხბურთელები კარიერას.