
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის ფლეი-ოფის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო თბილისის “დინამოს” მეტოქეა. საქართველოს ჩემპიონი ფლეი-ოფში ბერძნულ პაოკ-ს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა 18, ხოლო განმეორებითი 25 აგვისტოს გაიმართება.