
ლანჩხუთის “გურიას” საყრდენი ნახევარმცველი ლუკა კობერიძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს. 21 წლის ფეხბურთელი ჩერნიგოვის “დესნაში” ჩაირიცხა.
მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის ზამთრამდე იქნება ძალაში.
ლუკა კობერიძე “დესნას” რიგებში 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ჩერნიგოვის “დესნა” უკრაინის პირველ ლიგაში თამაშობს და გათამაშების მე-18 ტურის თავზე სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია. კობერიძემ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 13 მატჩი ჩაატარა.