Image may be NSFW.
Clik here to view.
Clik here to view.

უმაღლესი ლიგის 21-ე ტური ხუთი მატჩით გაგრძელდა.
გორში ნომინალური მასპინძელი „ცხინვალი“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. სათქმელია, რომ 61-ე წუთიდან „ცხინვალი“ კაცნაკლული იყო – პირდაპირი წითელი ბარათი დავით მაისაშვილმა მიიღო.
ამრიგად, ცხინვალელებმა 37 ქულა დააგროვეს და ამჟამად მე-5 პოზიციას იკავებენ. „ტორპედო“ 30 ქულით მე-8 ადგილზეა.
სხვა შედეგები:
„ჩიხურა“ – „დინამო ბთ“ 2:0
„„სამტრედია“ – „ზუგდიდი“ 2:0
„სიონი“ – „„საბურთალო“ 0:0
„შუქურა“ – „ლოკომოტივი“ 2:1
ტურის დარჩენილი ორი მატჩი („გურია“ – „მერანი“ და „საპოვნელა“ – „კოლხეთი“) ხვალ შედგება.